ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ძილს ნებას არ აძლევენ, ჩვენზე გაბატონდეს
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-26,2007 - 1-4,2008

მამა ანთიმოზს არაფერი უკითხავს თავის დედაზე, ნათესავებზე, სოფელზე, მაგრამ მე საუბრის გაგრძელება მინდოდა. მამაო, - ვუთხარი, - მთაწმინდაზე წამოსვლამდე დედათქვენი ვნახე. ღრმად მოხუცებული იყო. თქვენზეც ვისაუბრეთ. ვუთხარი, რადგან შვილი ღმერთს მიუძღვენით, უფალი სიკვდილის ჟამს ანგელოზებს გამოგიგზავნით, რათა თქვენი სული ღვთის ტახტრევნის წინაშე წარადგინონ-მეთქი. ბებო მარინენამ მითხრა: - ღმერთმა გისმინოს, შვილოო. მამათქვენი კი მრავალი წლის წინ გარდაიცვალა-მეთქი. ვიციო, - მიპასუხა, მდუმარედ შემომხედა. ჩანდა, საუბრის შეწყვეტა სურდა. მერე თავის საყვარელ სულიერ თემებს დაუბრუნდა. ბოლოს მითხრა, რადგან ასეთი კარგი საძმოს წევრი ხარ, ეცადე და მონაზვნურ ცხოვრებაში წინ წაიწიეო.

მე არ ვიცოდი, მისი ხასიათის რომელი ღირსება უფრო მეტად განმაცვიფრებდა: სიმშვიდე, გულთბილობა თუ ამ სოფელთან განშორების უნარი.

მაგრამ დრო გადიოდა, კარიესში უნდა დავბრუნებულიყავი, საიდანაც მეორე დღეს ჩემს სკიტში ვაპირებდი წასვლას. თანასოფლელით დიდად აღფრთოვანებული კარიესამდე მასზე ვფიქრობდი. მეტად მაღელვებდა მამა ანთიმოზისეული თავის უარყოფა. ამ მონაზონმა ყოველგვარი ოჯახური ურთიერთობები მოიკვეთა და სოფელს სრულიად განშორებული, ნეტარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან თავისი "გულის თვალები" მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიაპყრო.

***
ყუთლუმუშის სკიტი კარიერის ქვემოთ, ივერთა მონასტრის გზაზეა. როცა ღირსი შევიქმენი მისი მოხილვისა, ზაფხული იდგა, ივლისის თვე.

ადრიანად გავუდექი ლავრა-პროვატის გზას. დაჩრდილულ ბილიკს მივყვებოდი. წმინდა ათანასეს წყაროსთან წავიხემსე, შევსვი ყინულივით ცივი წყალი წყაროსი, რომელიც კიდევ ერთი სასწაული იყო ღვთისმშობლისა. გადმოცემით, ამ ადგილას, ლავრიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე, ჩვენი წმინდა მამა ათანასე ღვთისმშობელს შეხვდა. წმინდა მარიამმა ის ანუგეშა, გააძლიერა გაჭირვების ჟამს, რომელიც მამა ათანასეს იმ პერიოდში თავს დაატყდა. ღვთისმშობელმა თავისი დანაპირების დასამტკიცებლად უბრძანა ღირს მამას, კვერთხი კლდისთვის დაერტყა. კლდე განიპო და წმინდა, გემრიელი წყარო გარდამოდინდა. ამ ადგილას აშენდა დიდებული პავილიონი და პატარა სამლოცველო. პავილიონში დგას კარადა, რომელშიც ლავრელი მამებისმიერი ძმათა სიყვარულისა და ზრუნვის დასტურად ყოველთვის დევს პური, ყველი ან ზეთისხილი, რაკა და სხვა რამ სანუგეშო, რომლითაც დაღლილი მგზავრი მოძლიერდება. დალოცვილი ტრადიციაა, საქმით გამოხატული სიყვარულია. კარგად დავისვენე და გზა განვაგრძე.

მზის ჩასვლისას მივაღწიე ყუთლუმუშის წმინდა სკიტს. მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივაში უნდა მივსულიყავი. დიდი სიყვარულით მიმიღეს. ნავახშმევს დასასვენებლად ოთახი მიმიჩინეს. თვალის დახუჭვა ვერ მოვასწარი, რომ მთელ სხეულზე პწკენა ვიგრძენი. წამოვიჭერი და რას ვხედავ, ლეიბი და საბანი ბაღლინჯოებს დაეფარა.

სათნო ბერებს ხმა შემოესმათ თუ არა, სანახავად მომაშურეს, ასე სწრაფად რატომ წამოდგაო. მიზეზის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თავადვე მითხრეს:

- ეტყობა, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ლოგინზე რომელიმე ჩვენგანი წამოწვა და საკვებისთვის მოვიდნენ. მამაო ქერუბინ, ისინი ჩვენ ძალზე გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტი ხნით წაძინების ნებას არ გვაძლევენ, ამიტომაც მათდამი განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობთ.

მოძღვარმა კი, რომელიც თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდა, ბრძანა:

- ორმოცდაათი წელია აქ ვარ და ამ ჩვენს კეთილ მეგობრებს წუთითაც არ მივუტოვებივართ. ისინი დიდ სიკეთეს გვიშვრებიან - ძილს ნებას არ აძლევენ, ჩვენზე გაბატონდეს. გვახსენებენ იმას, რომ ბერი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშე.

რაც მოვისმინე, ჩემთვის საკმარისი იყო. დავრწმუნდი, რომ ჩემს წინ უდიდესი მოღვაწეები იდგნენ. "მამაო ნიკოლოზ, - ვთქვი ჩემთვის, - ღვთის სიყვარულისთვის მოკეთეებად თვლი ბაღლინჯოებს, რომლებიც მთელ სოფელს აწუხებენ. ვხვდები, როგორ უნდა მიედინებოდეს შენი ცხოვრება". მაგრამ ჩემი ასაკი და მდგომარეობა ამის ხმამაღლა თქმის უფლებას არ მაძლევდა. აღფრთოვანებული ვუსმენდი მას და შევნატროდი მის ორ მორჩილს, მამა მაქსიმეს და მამა სპირიდონს. რამდენად შეეფერებოდნენ ისინი თავიანთი მამის მოღვაწე სულს!

ჩემს სკიტში დაბრუნებისთანავე ყველაფერი ჩემს პატივცემულ მოძღვარს მოვუყევი. ისიც განცვიფრდა და დარწმუნდა იმაში, რაც ამ მამებზე სმენოდა.

***
საბერძნეთ-იტალიის ომი მძვინვარებდა. ჩემს მოძღვარს დიდად აინტერესებდა, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ერთხელ, კარიესისკენ მიმავალს, დამავალა, ომზე რაიმე შემეტყო. კარიესში მამა ამბერკის კალივას მივაშურე. აქ მოდიოდნენ კარიესში მოხვედრილი ჩვენი კალივის ძმები.

ყველა მათგანი რჩეული მონაზონი იყო - მამა გიორგით დაწყებული, უკანასკნელი ბერით დამთავრებული. მათ მოძღვარს, მკაცრ, სერიოზულ და კეთილშობილ მონაზონს, თავისი საძმო ძალზე მკაცრი მოღვაწეობის გზით მიჰყავდა. ეს კალივა მეტოქეობდა წმინდა უვერცხლო მკურნალთა კალივას, არაჩვეულებრივი ბერის მამა პახუმის საძმოს. ეს მოღვაწე ბერები იყვნენ კეთილად დამმარხველნი და მიმდევარნი მამათა გარდამოცემისა და მათი სულიერი მემკვიდრენი.

ომის ამბები ვიკითხე. მამა ამბერკიმ ხუმრობით მითხრა:

- შენს მოძღვარს თავი ჯერაც საბერძნეთის არმიის ოფიცერი ჰგონია და ომის მიმდინარეობა აინტერესებს. უთხარი, უკვე დავბერდით და აღარ ვართ სამშობლოს ჯარისკაცები. ჩვენი ინტერესი ზეცისკენაა მიმართული. მაგრამ შენ მაინც უნდა აღასრულო მორჩილება. როცა საქმეს მორჩები, წადი მამა სტეფანეს კალივაში, მათ რადიომიმღები აქვთ და იქ შეიტყობ უკანასკნელ ამბებს.

წავედი, მოვუსმინე სამხედრო ქრონიკას და დავბრუნდი ჩვენს კალივაში. ტაძარში მოვიდრიკე მუხლი ღვთისმშობლის ხატის წინაშე; ვეამბორე ჩემი კეთილი მოძღვრის მარჯვენას და ტიპიკონის მიხედვით, დაწვრილებით მოვუთხრე ჩემი მოგზაურობის ამბავი.

შეთვისებული მქონდა უმთავრესი პრინციპი მონაზვნური ცხოვრებისა: მოძღვარმა თავისი მორჩილის თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდეს. ის, რაც არ იცის ბერმა თავის მორჩილზე, ღმერთსაც არ უნდა მისი ცოდნა, რადგან უფალს მორჩილთან ურთიერთობა მხოლოდ მისი მოძღვრის მიერ სურს. როგორც ჩემმა მოძღვარმა მასწავლა, ამ წესრიგის წინასახე იყო ის, რაც უდაბნოში ისრაელთან ხდებოდა. ისინი ღმერთს მოსეს მიერ უკავშირდებოდნენ. ღმერთი ისრაელს აღარ იფარავდა, როცა მათ მოსე მოშორდებოდა.

ჩვენი არმიის მოქმედებათა შესახებ სანუგეშო ამბები მოვუთხრე მოძღვარს და დიდად გავახარე. მაგრამ როცა ვუთხარი, ეს ყველაფერი კარიესში რადიოთი მოვისმინე-მეთქი, იერი შეეცვალა, მცირე ხანს ჩაფიქრდა, მერე კი მკაცრად დამტუქსა - ბერმა როგორ გაბედე რადიოს მოსმენაო და დამსაჯა - გარკვეული დროით საღმრთო ზიარებისგან განმაყენა და დადგენილ მუხლთა მოდრეკას ასი მეტანია დამიმატა. ამით მასწავლა, რომ შორს უნდა იყო ყოველგვარი სიახლისგან, რომელიც ცხოვრებას აიოლებს.

- ფხიზლად იყავი, - მითხრა მან, - რამეთუ სიახლე და ერისკაცული ნივთები სრულიად უცხო და მავნეა ასკეტი მონაზვნის სულისთვის. თუ სკიტში ან მონასტერში მონაზონთა რაიმე სიახლეს წააწყდები, მაშინ მათ სულიერ წარმატებას ნუ ელი. მთაწმინდაზე ყველა მონასტრის დიდი მტერი სიახლის შემოტანაა. ეს ისაა, რაზეც პავლე მოციქულმა თქვა: ნუ თანახატ ექმნებით ამ სოფელსო. აბა დაფიქრდი, ვთქვათ, შენ კითხულობ წმინდა მამათა ნაწერებს, დახურავ წიგნს, თვალს მიმოავლებ და ხედავ, რომ ერისკაცულად კეთილმოწყობილ მდიდრულ ოთახში ხარ. რამხელა უფსკრულია მათ შორის, რასაც ამ დროს ბერი კითხულობდა და რა გარემოშიც ცხოვრობდა. თუ გინდა მამათა სულის ერთგული დარჩე, რაც არის ერთადერთი გარანტი ჩვენი ცხონებისა, უნდა გაექცე ამ დაწყევლილ სიახლეებს. შენი ბერული სამოსი, შენი ოთახი, შენი ტრაპეზი, ის, რითიც სხვებს უმასპინძლდები, წმინდა მამათა წარსულს უნდა აფრქვევდნენ. შეხედე ჩვენს სკიტს და თუ იპოვი სადმე სულ მცირე ერისკაცულ გულისთქმას - ეს ტვირთად დააწვება მონაზვნურ სათნოებას.

მიწამდე თაყვანი ვეცი მამა გრიგოლს, შენდობა ვთხოვე და მისი სულიერებით აღსავსე სიტყვები, ვითარცა ოქროს საგანძური, გულში დავიმარხე.

თავი 17. ექვსი თვე კარულში
თანდათანობით ვიგრძენი, რომ უფრო მეტად ვიაზრებდი მონაზვნური ცხოვრების წესს. ყველა მათგანს ჩემში გამოძახილი ჰქონდა. ყველაფერს ვიღებდი, როგორც ღვთის ხმას, ხმას ღირს მამათა, რომელთა წმინდა გარდამოცემამ ჩვენს ეპოქამდე მოაღწია და კეთილსურნელება მოჰფინა ჩვენს ყოფას. თითოეულ მონაზონში, ვცდილობდი, ის წმინდა მამა დამენახა, რომელთაც განიცადეს და აკურთხეს დალოცვილი გზა ანგელოზებრივი ცხოვრებისა.

ყოველივე ის, რასაც კაცი ამ გარემოში განიცდის, იმდენად ბევრია, რომ ძნელია ყველაფერი დაწვრილებით აღწერო. ათონზე, კარულში ცხოვრების ბოლო ექვს თვესაც გავიხსენებ. ღვთის დიდ წყალობად ვთვლი, რომ თუმც მცირე ხნით, მაგრამ მაინც გამოვცადე კარულში ცხოვრება და გავიცანი იქაური მამები.

***
თითქმის ორი წლის შემდეგ კავსოკალივიდან ჩემი დაბრუნებიდან გარკვეული სიძნელეებით გატანჯულმა მამა გრიგოლმა მცირეოდენი სულიერი დასვენებისთვის კარულში განმარტოება ითხოვა.

ღვთის ნებით, თან ვახლდი. ერთ მიტოვებულ კელიაში დავსახლდით. 1942 წლის აღდგომის შემდგომი გაზაფხული იდგა.

კალივაში ორი კელია და სამზარეულო იყო, ვერანდაც ჰქონდა, რომელსაც ეკლესიად ვიყენებდით, კანონებს ვკითხულობდით. კალივის დასავლეთი კედელი იყო უფსკრულის ნაპირზე, რომელიც ზღვამდე ციცაბოდ ეშვებოდა. ძალზე მკაცრი იყო კარულში ცხოვრება. პროდუქტები თითქმის არ გვქონდა. რაც გვჭირდებოდა, კვირაში ორ-სამჯერ წმინდა ანას სკიტიდან მოგქონდა.

ჩვენს ქსეროკალივაში სანუგეშოდ მხოლოდ ორი ნუშის ხე იდგა. წვიმის წყლის შესაგროვებლად რეზერვუარებიც კი არ იყო. წყლით მეზობელ კალივაში მცხოვრები რუსი ბერი მამა ნილოსი გვამარაგებდა.

სწყურია სულს კარულის უდაბნოში, ღმერთი სწყურია. სხეულსაც სწყურია. უწყლო, უნაყოფო შემაძრწუნებელო კარულო... მაგრამ როგორც არ უნდა უხეში და მდუმარე იყო, რამდენადაც მიუწვდომელი და უსიამოვნოც არ უნდა ჩანდე, რამდენიც არ უნდა გეძახონ, საშინელი ხარო, დგება მომენტი, როცა აქ სული მაგრილობელი საიდუმლო სიხარულით ივსება.

არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი, ამ დაფარულ სიხარულს ვგრძნობდი.

მეუდაბნოე მამები, რომელთაც უგემიათ მადლი მყუდროებისა, მღვიძარებისა და გონიერი ლოცვისა, აქ, ამ მდუმარე და გამომშრალ უდაბნოში ცხოვრობდნენ, ვითარცა სულიერი არწივნი.

ნეტავ თავი როგორ გაჰქონდათ, როგორ ცხოვრობდნენ რამდენიმე ორცხობილას, მარწყვისა და ნუშის ამარა?

მიუხედავად სიღატაკისა, მიუხედავად სრული უპოვარებისა, თავს ბედნიერად და სულიერად უსაფრთხოდ გრძნობდნენ, წინასწარ ტკბებოდნენ საუკუნო ნეტარებით. ამ სტრიქონების წერისას მეხსიერებაში ამოტივტივდა ყველა ის ასკეტი, ბედნიერი შვილები ღვთისა. ყველას თავისი განსაკუთრებული მადლი და სულიერი ღირსება ჰქონდა. მამა ნილოსი, მამა ზოსიმე მამა ნიკოდიმოსთან ერთად, დიდსულოვანი მამა პართენი, რომელსაც არისტოკრატული წარმოშობა ჰქონდა, მამა ბართლომე...

ამ მამების გარდა, განსაკუთრებით უნდა ითქვას ორ რჩეულ ბერზე: რუს მღვდელმონაზონ სოფრონზე და მკაცრად მმარხველ მამა გაბრიელზე.

პირველი მათგანი ამ დროს ჩვენი კალივის შორიახლო ცხოვრობდა. ღვთის წყალობით, ის ჩემი მოძღვარი გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საძმოს მოძღვარი მამა ქრისტეფორე კარულიდან ვათოპედის სკიტში გადასახლდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat