ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ვალშია მთელი სოფელი თქვენს მდუმარე, შეუმჩნეველ არსებობასთან
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
დასარული. დასაწყისი იხ. ##8-26,2007 - 1-5,2008

მამა სოფრომთან ყოფნისას შევიტყვე, მართლა რამდენად მდიდრდება სული მყუდროებასა და ლოცვითი ცხოვრებისას. მე ვტკბებოდი მისი სულის დიდებულებით, ცოდნით, გამოცდილებით, სიწმინდით და კარულის უდაბნოში სამუდამოდ დარჩენა მოვინდომე, თუმცა ვიცოდი, რომ ახალბედას და ახალგაზრდას ბევრი სირთულე შემხვდებოდა.

მამა სოფრომი მრავალმხრივად განათლებული იყო. ბევრი ენა იცოდა, საუცხოოდ ფლობდა ბერძნულსა და ძველბერძნულს. განათლებაზე უფრო მიზიდავდა მისი სათნოებები, სულიერი ბრწყინვალება და ლოცვის მომუშაკება.

მან მე კარულელ მეუდაბნოეთა ლოცვის სხვადასხვა ხერხი აღმიწერა. მათ შორის ისიც, თვითონ რომ იყენებდა, რომელიც საუფლო ლოცვის, "მამაო ჩვენოს" მრავალგზის განმეორებისა და ზეცისკენ ხელაღპყრობაში გამოიხატებოდა. დაე, მაპატიოს მამა სოფრომმა, რომ მისი სულიერი ცხოვრებიდან ძალზე პირადული რამ გაგიმჟღავნეთ. ის ლოცვას იმეორებდა ნელა, დამარცვლით, რომ გულსა და გონებას შესძლებოდა თითოეულ სიტყვას ჩასწვდომოდი და შეეცნო მათი ღრმა აზრი. ის ლოცვას საღამოთი იწყებდა და დილით, მზის ამოსვლისას ამთავრებდა. მამა სოფრომი ალბათ იესოს გონიერსა და გულითად ლოცვას ასრულებდა. მეუბნებოდა, "მამაო ჩვენო" არის ერთგვარი მოსამზადებელი სტადია და ვარჯიში სულიერი და გონიერი ლოცვის შესრულების წინო.

მამა სოფრომი ახლა (1979 წელს) ინგლისშია, ის ლონდონთან ახლოს, ესექსის საგრაფოში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სტავროპიგიალური მონასტრის დამაარსებლად ითვლება და ჩემსავით ალბათ ნატვრით იხსენებს კარულში გატარებულ წლებს.

მამა გაბრიელ კარულელი ჩვენგან ოდნავ ზემოთ მოღვაწეობდა. მთაწმინდაზე მოსვლამდე პოლიციელი იყო, მაგრამ დაუტევა ყველაფერი და მოვიდა აქ, უდაბნოში, დაიწყო საშინელი და უსასტიკესი ბრძოლა საკუთარი ბოროტი "მეს" წინააღმდეგ.

უმკაცრესი მმარხველი იყო, მხოლოდ შაბათსა და კვირას იღებდა ზეთიან საკვებს. წმინდა საიდუმლოებას კვირაში ორჯერ ეზიარებოდა. გაურბოდა ერისკაც მნახველებთან შეხვედრას, რადგან ბევრი მათგანი მასთან მხოლოდ ცნობისმოყვარეობისა და უსაქმურობის გამო მოდიოდა, სძულდა ქება-დიდება და ყველაფერს აკეთებდა, რომ მას გაქცეოდა.

პირადად მე მამა გაბრიელი ორ-სამჯერ თუ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვიყავით. ახლა ზეცაში განისვენებს და ჩემი ქება მის სულს ზიანს არ მოუტანს. ერთხელ ის აივანზე მჯდომი ვიხილე, აპყრობილი ხელებით, ზაფხულის მცხუნვარე მზის ქვეშ, წელს ზევით შიშველი იდგა - ჩანდა, ამით ხორცის დათრგუნვა სურდა. თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში ის პრაქტიკულად ასრულებდა წმინდა იოანე კიბისაღმწერელისეულ განსაზღვრებას მონაზვნისას: ბერობა არის განუწყვეტელი იძულება ბუნებისა. ის მართლაც უდიდესი დამთრგუნველი იყო საკუთარი ბუნებისა.

***
რაც დრო გადიოდა, მით უფრო მივეჩვიე კარულის სულიერ კლიმატს. მაგრამ მისი ბუნებრივი კლიმატის შეგუება ძალიან გამიჭირდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვიბრძოდი, რომ საკუთარი ბუნებისთვის მეძლია, რომელსაც ძალზე უჭირდა, ამ კლდე-ღრეში ზაფხულის სიცხე დაეთმინა. აქაური მკვიდრნი ნამდვილი მოწამეები იყვნენ. ამგვარად, მე საქმით აღვასრულებდი იმას, რასაც ჩემი მოძღვარი მეტყოდა ხოლმე: - ოფლთან შეერთებულ მონაზვნის ცრემლებს მისი სულისთვის განმწმენდელი მნიშვნელობა აქვსო. ასკეტური ტექსტების შესასწავლად კარულის უდაბნო იდეალური "სკოლაა", უნიკალური ადგილია სწავლისა და მეცნიერებისა, ფილოსოფოსობისა და ცრემლთა დენისა, ღვთის შეცნობისა, საღმრთო სიყვარულისა.

ჩემს მოძღვარს თავისი გამორჩეული უნარით და ხელოვნებით შეეძლო ჩაღრმავებოდა მამათა ნაწერებს და ეთარგმნა ისინი, ამ ძველი და საუკუნეებით გამოცდილი მასალით მან თავის სულს სახლი აუგო. სათნოთმოყვარეობიდან განსაკუთრებით ღირსი მარკოზ განდეგილის სწავლებების კითხვა უყვარდა. რამდენიმე ასეთ მარგალიტს გაგაცნობთ მისი 200-მუხლიანი "სულიერი სჯულიდან", რომელსაც მოძღვარი ხშირად მიკითხავდა.

15. ნუ გაამაყდები, ოდეს ლოცვისას ცრემლი დაგედინება, რამეთუ ქრისტე შეეხო თვალთა შენთა და სულიერად აგიხილა.

9. თუ გულისთქმა იშვა შენში, რომელიც ადამიანური დიდებისკენ გიბიძგებს, კარგად იცოდე, შენთვის სირცხვილია გამზადებული.

101. გონება დაბრმავდება შემდეგი სამი ვნებით: ვერცხლისმოყვარეობით, ავხორცობით და პატივმოყვარეობით.

175. მწუხარების ჟამს თვალყური ადევნე სიტკბოების შემოტევას, რადგან მწუხარების ჟამს ნუგეშისცემის საბაბით ის ნამდვილად მიიღება.

მართალნი იყვნენ ბიზანტიელები, როცა ამბობდნენ, "ყველაფერი გაყიდე და მარკოზი იყიდე" (ანუ მისი შრომები). ასეთი მყარი საზრდელით იკვებებოდა ჩვენი სულები კარულის უდაბნოში. იკვებებოდა ღვთის სულით, ჭეშმარიტებითა და ნათლით სავსე საზრდელით, რომელიც სულს ხდიდა ძლიერს, მდგრადს, ლბილსა და მძლეველს გონიერ ბრძოლაში, სხეულს კი მსუბუქს, გამოწრთობილს და მორჩილს სულისა. სიტყვა ღვთისა, მრავალ ოქროსა და ბაჯაღლოზე სასურველი, უტკბესი გოლეულისა, განაძღობდა გულებს.

კარულში გატარებული ექვსი თვე განუმეორებელია ჩემს ცხოვრებაში.

***
ვფიქრობდი, ჩემს მოძღვართან ერთად კიდევ შემეძლებოდა კარულში დარჩენა ანდა ჩვენს სკიტს მაინც დავუბრუნდებოდით. მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი განაგებს. არაფერი ამ ქვეყანაზე შემთხვევით არ ხდება. ყოველივე იმ გზას მიჰყვება, რომელიც გამოსახა საღვთო განგებულებამ.

სერიოზულმა ავადმყოფობამ - მწვავე ტონზილიტმა გულისა და თირკმლების გართულებებით - ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა და სწავლული ექიმის ნიკოლოზ გრიგორიატელის რჩევით, ჩემმა მოძღვარმა ათენში გამგზავნა საოპერაციოდ. 1942 წლის ოქტომბერი იდგა. გერმანულმა ოკუპაციამ წამებული საბერძნეთის ყველა კუნჭულში შეაღწია. დაკავშირების საშუალება არ არსებობდა. ამიტომ ერთი თევზსაჭერი გემით უნდა გამეცურა ათასნაირი საფრთხით აღსავე ეგეოსის ზღვა, სადაც მიმოფანტული იყო ნაღმები, თავზე კი გერმანული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ღვთისა და ღვთისმშობლის წყალობით, ვოლოსამდე მივაღწიე, იქიდან კი ათენში ჩავედი.

დაუთმენელი იყო ჩემი ტკივილი. ეგეოსის ზღვაში მოგზაურობა სიმბოლო გახლდათ ცხოვრების ზღვისა, რომელშიც მოულოდნელად უნდა აღმოვჩენილიყავი. ნაღმები კი სახე გახლდათ ბნელეთის დაცემული ბოროტი ძალებისა. მაგრამ მეიმედებოდა ჩემი დიდად პატივცემული მოძღვრის ლოცვისა, რომელსაც ვითარცა ფარს უნდა დავეცავი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას.

სულისტკივილით დავუკოცნე ხელი მამა გრიგოლს. მანაც აღელვებულმა მაკურთხა, და განვეშორე მას მწუხარებით აღსავსე გულით და უკან დაბრუნების კაეშნიანი მოლოდინით.

თავი 18. ნოსტალგია
ოთხი წელი, რომელიც ღვთისმშობელმა ღირსმყო ათონზე მეცხოვრა, ჩემთვის აღმოჩენად იქცა. აღმოჩენად ადამიანის დაცემის დრამისა და "პირვანდელ მშვენიერებამდე" დაბრუნებისა. ყველა ხედავს, როგორ მეორდება ეს დრამა ჭეშმარიტი ბერის სისხლისმღვრელი გზისა, რომელიც იესო ქრისტეს ღმერთკაცებრივი პიროვნების მონაწილეობით საბოლოოდ სძლევს ხორციელ ცხოვრებას, სძლევს ხორციელ სიკვდილს და მონაწილეობს უკვდავსა და საუკუნო აღდგომისეულ ცხოვრებაში.

მამებმა, რომელთა გაცნობის ღირსი შევიქენი, თავიანთი ცოდნა, ენათმეტყველება, არისტოკრატობა, მეფური წარმოშობა, თანამდებობა, პატივი, საზოგადოებრივი და სამხედრო წოდება - ყოველივე, როგორც ზედმეტი და უსარგებლო, დამარხეს უდაბნოების კლდე-ღრეებში, მკაცრი სკიტური ცხოვრების მორჩილებაში, კინოვიის შეუმჩნეველ ყოფაში და ზეციური საგანძური, უძვირფასესი მარგალიტი, ქრისტე მოიგეს.

მათგან ვინც გავიხსენე, ცოტანიღა თუ არიან ცოცხლები. უმეტესობა მემკვიდრე შეიქმნა ღვთისა და თანამემკვიდრე ქრისტესი, დაუსრულებელი ნეტარებით ტკბებიან თავიანთი სასურველი სამსხვერპლო კრავის გვერდით, სპეტაკი სამოსი შეუმოსავთ და სამეფო გვირგვინით შემკობილნი "ახალ საგალობელს" გალობენ, ვითარცა წევრნი 144000-კაციანი არმიისა, მიწისგან გამოსყიდულნი... რომ მიჰყვებიან კრავს, საითაც წავა.

კურთხეულო ჩემო მამებო, ათონზე, თქვენი სულიერი ფერისცვალების ადგილას, მცირე ხნით მაინც დაბრუნება რომ შეგეძლოთ, დაინახავდით კი ცხოვრების იმ გზას, რომელიც ამდენი მსხვერპლის გაღებითა და ღვაწლით შეინახეთ? ნახავდით კი იმ სულს, რომლითაც როგორი თავგანწირვით ცდილობდით გარდამოცემის დამარხვას? ნახავდით იქ მოღვაწეთა სხეულზე სიხარულის მომგვრელი მწუხარებიდან წარმოდენილ ოფლს და თვალებში ცრემლს? ნახავდით კი იმავე უპოვარებას, უარყოფას ყოველგვარი სიახლისა და ყოველივე ამსოფლიურისა, ღვთისკენ გონებისა და გულის სრულყოფილ სწრაფვას? მოგესმებოდათ ნეტავ თქვენი მდუმარება? ანდა თუ ნახავდით თქვენნაირ გაცრეცილ სკვნილებს, დაბლანდულსა და ფერგასულ კაბებს, სხვათა მასწავლებელ გარეგნობას თვალებს ქვე მაცქერალს? ნახავდით კი იმას, რითიც თქვენ ცხოვრობდით მარადისობის წყურვილით, სისხლთაქცევამდე ბრძოლაში? ნახავდით ყოველივე ამას თუ გულგატეხილნი გაბრუნდებოდით ზეციური მშვენიერებისკენ და მიიბრუნებდით პირს ჩვენ უდებთაგან?

მამანო წმინდანო, მამანო უკვდავნო, მე ვარ პირველი იმათგან, ვინც გასცა (გაანიავა) თქვენგან ბოძებული მემკვიდრეობა. შესაძლოა არიან სხვებიც, ამიტომაც შეიწირეთ ვედრება თქვენს უღირს შვილთაგან.

გვიშუამდგომლეთ ჩვენს საერთო დედასთან, ათონის პატრონთან, დედოფალ ღვთისმშობელთან, ერთად შეევედრეთ ძესა მისსა და ღმერთსა ჩვენსა, რომლის სახელიც ღრმად არის ამოკვეთილი თქვენს გულსა და გონებაში, რომელმაც დაატკბო სასაი თქვენი "უტკბილეს თაფლისა და გოლეულისა", ათონის მთაზე ყველა დროის ღვაწლსა და სიწმინდეში გაბრწყინებულ წმინდანებთან ერთად შესთხოვეთ მადლი, რომ ის, რაც თქვენ გადმოგეცათ მამათაგან, ხელუხლებლად დაიცვან თქვენმა მემკვიდრეებმა.

ევედრეთ, რათა არ გაწყდეს მთაწმინდის გარდამოცემათა ოქროს ჯაჭვი, რომ ღირსი პეტრე ათონელიდან ვიდრე უკანასკნელ მონაზვნებამდე, რომლებიც მთაწმინდაზე ცხოვრობენ, გაგრძელდეს ის ასკეტური სული, სწრაფვა ღვთისკენ და ყველაფერი, რაც შეადგენს არსებითად ათონური ცხოვრების სახეს.

ათონი სამუდამოდ უნდა დარჩეს საოსტატოდ, სადაც ადამიანთა სულები დამუშავდება და განიგზავნება ზეციურ, საუკუნო ნათელში. თქვენ ყოვლადპატივცემულო მამანო, დაე იყავით სამუდამო და ცოცხალი მაგალითნი, დაე თქვენს შემდგომ მომავალი მონაზვნები ცხოვრობდნენ ისე, როგორც თქვენ, განვლეთ სიცოცხლე, დაე ისე იტრაპეზონ, როგორც თქვენ ტრაპეზობდით, ჩაიცვან ისე, როგორც თქვენ გეცვათ, ისაუბრონ ისე, როგორც თქვენ საუბრობდით, დასხდნენ ისე, როგორც თქვენ ისხედით ხოლმე, იძინონ იმდენ ხანს, როგორც თქვენ გეძინათ, ილოცონ და ყოვლადწმინდა სამებას ემსახურონ იმავე საღმრთო მხურვალებით, როგორც თქვენ მსახურობდით უფალს...

მამანო ჩემნო, მრავალსასურველნო! თქვენ განსულიერებულ ხატებებში ვიხილე და თქვენს გვერდით ვიგემე, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რამეთუ თქვენ ხართ ცხოველი ჭურჭელნი სულიწმიდისა და სამოთხის კეთილსურნელოვანი ყვავილნი. მუდამ სულიერ ბრძოლაში ჩაფლულნი, მოთმინებით ელით იმ სანატრელ წუთებს, ოდეს ამ ამაო წუთისოფელს დატოვებთ, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან ზეციურ სასუფეველში გადასახლდებით.

წმინდანო ასკეტურო ხატებანო, თქვენ თან ატარებთ მოწამებრივ გზაზე მოღვაწეობისას დადენილ სისხლის ლაქებს, ქრისტეს სისხლის ლაქებს! თქვენ ჩემთვის გმირობისა და ზეციური სასიძოს მაძიებელთა მაგალითად იქეცით. განა ყოფილა დღე, არ გამხსენებოდით, თქვენზე არ მესაუბრა, თქვენს ბრძოლასა და დაღვრილ ოფლზე, რომელიც უფლის ტახტის წინაშე მოწამის სისხლად შეირაცხება?

მე მივაღწიე მწვერვალს თქვენდამი სურვილისა და თქვენი ანგელოზებრივი ცხოვრების სიყვარულისა. გამოვიყენე ყოველი სიტყვა წარმოშობილი ჩემი მწირი გონებიდან, მოვიხმარე ყოველი ფეთქვა ჩემი გატანჯული გულისა, რომ თქვენ შემექეთ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. რამეთუ ვიცი, რომ ჭეშმარიტებას ვამბობ, უცნობ ჭეშმარიტებას: თქვენს შეუმჩნეველ, საიდუმლო, შეუდარებელ გმირობაზე, რომელსაც იჩენთ ვნებებისა და ეშმაკის წინააღმდეგ გონიერი ბრძოლისას. მაგრამ რომ მქონდეს ძალი და ბაგე ოქროპირისა, მაშინაც ვერასოდეს შევძლებდი მეჩვენებინა, თუ რამდენად ვალშია მთელი სოფელი თქვენს მდუმარე, შეუმჩნეველ არსებობასთან.

მთელი თქვენი ცხოვრება, ბრძოლა და სწრაფვა საიდუმლოდ მიედინებოდა უდაბნოს ისიქასტურ საკუჭნაოში. მაგრამ ერთ დღესაც ზეციური მამა განცხადებულად მოგაგებთ თქვენს ღვაწლის საფასურს, რომ მთელმა სამყარომ შეიცნოს, "თუ რა არის სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე" იმ ზეციური არსებებისა, რომელთაც მთაწმინდელ ბერებს ეძახიან და რამდენად მიუწვდომლად მნიშვნელოვანნი არიან ისინი საზოგადოებისა, ეკლესიის სხეულისა და სრულიად კაცობრიობისთვის...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat