ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ბევრჯერ გეტკინება. მრავალგზის დაინახავ, რომ უსამართლოდ გექცევიან...
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-26,2007 - 1-3,2008

მამა ოქროპირი წმინდა პეტრეს მღვიმეში თავის მოძღვართან ერთად ასკეტურად ცხოვრობდა. რამდენიმე წაბლი, მცირეოდენი ორცხობილა, რომელსაც ლავრა უგზავნიდა და პატარა ბაღი იყო მათი განძი, მაგრამ სძლიეს სხეულის საჭიროებას. ისინი უმაღლესი ხარისხის ბერები იყვნენ, ცდილობდნენ, მიებაძათ წმინდა პეტრეს ცხოვრებისთვის, რომლის მღვიმეშიც ბინადრობდნენ.

განცვიფრებული, დიდი მღელვარებით იხსენებდა მათ მარადსახსოვარი მიტროპოლიტი დიონისე, რომელიც ლავრაში მამა ზოსიმეს მორჩილი იყო. მოძღვარს ის ხშირად მიჰყავდა ღირსი პეტრეს მღვიმეში, რათა ამ ორ წმინდა ასკეტთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ: "შეუძლებელია დაივიწყო ცხოვრებაში მათი თავშეკავება, გულის უბრალოება, უნარი, გაეძლოთ ყველაზე აუცილებელი საგნების გარეშეც. ძველი და დახეული კაბები ეცვათ. დაუბანლობით უსახურნი ჩანდნენ, მუდამ ფეხშიშველნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ხშირად ვთხოვდი მოძღვარს, მათთან წავეყვანე, რადგან მათ გვერდით სულიერ სიმშვიდეს და ბრწყინვალებას ვგრძნობდი".

მამა ანტონთან წმინდა პეტრე ათონელზე საუბარში, შეუმჩნევლად მივაღწიეთ ჩვენი მოგზაურობის სამიზნეს. სული ჩემი ვერ ჩასწვდომოდა ამ დიდებულ ხატებას. ბევრი შეგვეძლო გვესაუბრა ამ პირველ წარმომადგენელზე მთაწმინდური ისიქაზმისა. შემოგვრჩა გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც ღვთის დედამ მას ათონსა და იქ მცხოვრებ ბერებზე განსაკუთრებული დაპირება მისცა: "ამიერიდან ამ ადგილს დაერქმევა მთაწმინდა და ჩემი სამოთხე (ბაღი). მე განსაკუთრებით მიყვარს და ვეხმარები მათ, ვინც აქ იმისთვის მოდის, რომ მთელი სულით ღმერთს ემსახუროს. დადგება დრო, როცა აქაურობა ბერებით აივსება. ამიტომაც მათ გამო მხიარულობს და ხარობს ჩემი სული... მე მას (მთაწმინდას) განვადიდებ აღმოსავლეთსა და დასავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთში, ცნობილი გახდება მისი სახელი მთელ მსოფლიოში. და ვინც დაითმენს აქ შეჭირვებასა და განსაცდელებს, ღირს ვყოფ დიდ წყალობას ჩემი ძის საშინელი სამსჯავროს დღეს".

თავი 16. მთაწმინდის ჩრდილოეთით
ერთხელ კალივის საქმეების გამო ვათოპედის მონასტერში წავედი. იგი ცალკეცხოვრებულთა მონასტერი იყო და საკმაოდ მდიდარი გახლდათ. სანამ გზას დავადგებოდი, მოძღვარმა ამ მონასტერზე ყველაფერი მომითხრო, რამდენიმე რჩევა მომცა, ბოლოს კი მითხრა: უპირველესად მამა ევგენი მეკლიტური ნახე, ის მოგემსახურებაო.

კურთხევა ავიღე და შევუდექი შორეულ, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნო მოგზაურობას. გზის დიდი ნაწილი ფეხით გავიარე. ზოგან მართლაც რომ დიდებული, იშვიათი სილამაზის პეიზაჟები, ტყე და ცივი მოჩუხჩუხე წყაროები მხვდებოდა.

ათი საათის მგზავრობის მერე ქანცგაწყვეტილი ვათოპედს მივუახლოვდი, მივაღწიე ძველ ნანგრევებამდე ათონიადის სკოლისა, რომელსაც ერთ დროს ხელმძღვანელობდა დიდი სახალხო მასწავლებელი ევგენი ვულგარისი. ზემოდან კარგად ჩანდა დიდებული ნაგებობა, რომელიც ერთ დროს სავანეს წარმოადგენდა. რამდენ წმინდანს უცხოვრია იქ! რამდენ ისტორიას, გარდამოცემას, სასწაულს, რამდენ საგანძურს და სასწაულმოქმედ ხატს იმარხავდნენ ისინი!

განცვიფრებული, კრძალვით შევედი ალაყაფის კარში. "ვათოპედში ვარ", - ვჩურჩულებდი ჩემთვის. პირველივე შემხვედრ ბერს ვთხოვე, ჩემთვის მამა ევგენის კელია ეჩვენებინა. დავუკაკუნე კარზე და დავუცადე. დავუკაკუნე მეორედ, მესამედ. გავიგე ნაბიჯების ხმა, მალე ჩემს წინ საკმაოდ ხანდაზმული ბერი წარდგა. მუხლი მოვუდრიკე და ვუთხარი, საიდან მოვდიოდი და ვისი მორჩილი ვიყავი. როგორც კი ჩემი მოძღვრის სახელი შეიტყო, ხელი ჩამკიდა და თავის კელიაში შემიყვანა. მამა ევგენი თავისი სიტყვებით და მოპყრობით ჩემდამი დიდ სიყვარულს გამოხატავდა.

კელიაში საოცრად ასკეტური გარემო სუფევდა. მამა ევგენი თუმცა მდიდარ და ცალკეცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდა, უმკაცრეს სკიტური ცხოვრების წესს მისდევდა. კელიის უბრალოება, მჭევრმეტყველურად მიგანიშნებდა მის ასკეტურობაზე.

მცირე ხნით მარტო დამტოვა, ყავა რომ მოედუღებინა ჩემთვის და მეც საშუალება მომცა, პერანგი გამომეცვალა, როგორც ჩვეულებისამებრ იქცევიან ხოლმე ათონელები ხანგრძლივი მოგზაურობის მერე. დრო ვიხელთე და თვალი მოვავლე ოთახს. კედელზე ორ ლურსმანზე კაბა და პერანგი ეკიდა, ერთ კუთხეში დიდი ცხვრის ტყავი იყო დაგებული, ცოტა იქით ხელით ნაკეთი მაგიდა იდგა და ერთი სკამიც, რომელზეც მე ვიჯექი. ორი-სამი ხატი კედელზე დაკიდებული - ეს იყო სულ კელიის სიმდიდრე. "ვათოპედში ვარ თუ კარულიაში?" - ვამბობდი ჩემთვის განცვიფრებული (კარულია უდაბნოა ათონზე).

მალე ბერმა ყავა შემომიტანა. მე მას ჩემი სტუმრობის მიზანი გავაცანი. მირჩია კიდეც, როგორ მომეგვარებინა საქმეები. დრო მიდიოდა. სიყვარულით და მზრუნველობით აღსავსე ხმით მითხრა:

- არქონდარიკში წაგიყვან და ამ ღამეს იქ დარჩები, რადგან აქ შენი დაბინავება არ შემიძლია.

- მამაო, ძალიან მინდა ამ ღამეს თქვენთან დავრჩე, თუნდაც სკამზე მჯდომს მომიწიოს ღამის გათენება.

- სამწუხაროდ, სკამიც ერთი მაქვს, - მიპასუხა მამა ევგენიმ, - ხვალ დილით შენს საქმეებს რომ მორჩები, ჩემთან შემოიარე, ერთად ვიტრაპეზოთ, მაშინ საკმარისი დრო გვექნება უკეთ გასაცნობად.

მთელი ღამე მამა ევგენიზე და მის ასკეტურ გარეგნობაზე, გარემოცვაზე ვფიქრობდი: ცხვრის ტყავი, სკამი, მაგიდა, წარღვნამდელი საკიდარი და რამდენიმე ხატი. ესე იგი ცხვრის ტყავზე სძინავს, ზის ხელით ნაკეთ მაგიდასთან, კელიაში ერთადერთ სკამზე? ვათოპედში, სადაც ყველაფერი ამ მონასტრის შეძლებულობასა და სიმდიდრეზე მეტყველებს, ნუთუ ასეთი ასკეტები ცხოვრობენ? ღმერთო ჩემო, როდისღა გათენდება?!

დილით საქმეს მოვრჩი თუ არა, მამა ევგენისთან გავიქეცი. სადილს ამზადებდა. მორჩა თუ არა კეთებას, აღარ დაუცადა სადილობის ჟამს, იქვე ცხვრის ტყავზე პატარა მაგიდა დადგა, დაახლოებით ოცი სანტიმეტრის სიმაღლისა, და მასზე ის უბრალო საჭმელი დადო. ჩამოვჯექით ცხვრის ტყავზე და ვიტრაპეზეთ. ურთიერთობისას რბილი და მოღიმარი, განუწყვეტლივ მეუბნებოდა: ჭამე, შვილო, ჭამე, წინ შორი გზა გიძევს, სანამ სკიტამდე მიხვალო. თვითონ კი ამ დროს ძალზე ცოტა ჭამა.

- მამაო, დიდი ხანია, რაც მონასტერში ხართ?

- ოცდაათი წელი იქნება. თავიდან ვათოპედის სკიტში ვცხოვრობდი, სადაც ჯერ კიდევ ბავშვი მოვხვდი. მონასტერში მეკლიტური სჭირდებოდათ და ამიტომ აქ მამების დასახმარებლად მოვედი.

- თავიდანვე ამ ოთახში დასახლდით?

- დიახ, მას შემდეგ, რაც მონასტერში მოვედი, აქ ვცხოვრობ. კარგი ოთახი მაქვს. ჩრდილოეთის ქარიც ისე არ უბერავს, ზამთარში თბილა. ავანთებ ჩემს პატარა ღუმელს და ღამეს კარგად ვათენებ.

- მონასტრის ტიპიკონის მიხედვით ღვთისმსახურებთ თუ საკუთარი ტიპიკონი გაქვთ?

- ვცდილობ ღამე ღმერთთან საუბარში გავატარო. მაგრამ ჯერ არ მიმიღია ღვთისგან მოწმობა, რომ მისთვის სათნოა ჩემი ლოცვები. მჯიღს ვირტყამ მკერდში, როგორც მეზვერე, და ვყვირი: "შევცოდე!" - უძღები შვილივით, რომელმაც განმართლება და "სამოსელი პირველი" მიიღო.

როცა მამა ევგენი ამას ამბობდა, თვალთაგან ცრემლი გადმოუგორდა, ისინი წმინდანის ცრემლები იყო. ყველაფერი მოწმობდა იმას, რომ იგი წმინდანი ბერი იყო. ჩემმა მოძღვარმა კი სპეციალურად გამაგზავნა მასთან, ეს წმინდა სულის ადამიანი რომ გამეცნო. მეტიც აღარაფერი მინდოდა.

დავბრუნდი ჩემს კალივაში და მოვუყევი ძმებს ნანახი და გაგონილი. ყველამ ერთად ვადიდეთ ღმერთი, რომ მთაწმინდაზე ყველგან ჰყავს თავისი დაფარული წმინდანები.

***
ღვთის წყალობით, ბედად მერგო ზემო მესინის სოფელ კონსტანტინეში დავბადებულიყავი: ამ სოფელმა ჩემს დროს ქვეყანას ცხრა მონაზონი მისცა! ზოგიერთი მათგანი ადრე გარდაიცვალა. ცოცხალთაგან ყველაზე ახალგაზრდა მე გახლავართ. ორი მათგანი მთაწმინდაზე მოღვაწეობდა. ერთს აკაკი ერქვა და ნათესავად მერგებოდა. ის კავსოკალივის სკიტი ცხოვრობდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ქსეროკალივაში, სადაც მე ხეზე კვეთას ვსწავლობდი. ამ კურთხეულ მონაზონზე უკვე საკმაოდ მოგითხრეთ, როცა კავსოკალივაზე ვსაუბრობდით. მეორე კი სტავრონიკიტაში მოღვაწეობდა და მეწისქვილის მორჩილება ჰქონდა. ჩემი მოძღვარი და წმინდა ანას სკიტის ბერები იცნობდნენ მას და მოსაგრე მამათა რიგში აყენებდნენ. მას ანთიმოზი ერქვა.

KARIBCHEთუ კარგად მახსოვს, სანამ ათონზე წავიდოდი, ორი წლით ადრე, შევხვდი მის აწ განსვენებულ დედას - ბებო მარინენას, როგორც მას სოფელში ეძახდნენ. მან კი მითხრა:

- შვილო, ალბათ ამდენ ხანს არ ვიცოცხლებდი, ჩემი შვილი იქ რომ არ წასულიყო, სადაც ბევრი მონასტერია. როგორ არის ის ახლა? ცოცხალია? მოკვდა? ჰოდა, დავტირი ჩემს ობლობას და უბედურებას.

- ასე ნუ ამბობ, დეიდა, - ვუთხარი მას, - შენ შვილი ღმერთს მიეცი. როცა ამ ცხოვრებიდან გახვალ, ანგელოზები მიგირქვამენ და უფლის ტახტის წინაშე წარგადგენენ.

- ამინ იყოს, ჩემო შვილო, ამინ.

ჩემი თანამედროვენი ღვთის შიშითა და დიდი რწმენით იყვნენ აღსავსენი. მარხვის დროს ხორცის მაღაზიები იკეტებოდა. ხორცს მხოლოდ ავადმყოფები ჭამდნენ. სკოლაში მასწავლებელი ხშირად გვეკითხებოდა, მარხვა ხომ არ დაარღვიეთო. დიდი დღესასწაულების წინა დღეს, როცა სადილობის შემდეგ ზარს დარეკავდნენ, ყველა ტაძარში გარბოდა აღსარების სათქმელად. ტაძრის საფეხურზე ერთ მხარეს კაცები ისხდნენ, მეორე მხარეს კი ქალები. მთელი სოფელი აღსარებას ჯერ მამა ანტონის ოლარის ქვეშ ამბობდა, მერე კი ცოდვებს მამა ვასილს აღუარებდნენ. აღსარების გარეშე ზიარებას ვინ გაბედავდა. მღვდელი ყველას იცნობდა - დიდსა თუ პატარას, იცოდა, აღსარება ვინ უთხრა და მხოლოდ მათ აზიარებდა. მთელ სოფელში ათიოდე კაცი არ ამბობდა აღსარებას. მათ ბავშვებიც კი ღვთისგან შორს მყოფ ადამიანებად ვთვლიდით.

ბებო მარინენას სახლი ტაძრის საკურთხევლიდან ოც მეტრში იყო აშენებული. სწორედ აქ გაატარა მამა ანთიმოზმა თავისი ბავშვობა.

ერთხელ კარიესში კალივის საქმეზე უნდა წავსულიყავი. მოძღვარს კურთხევა ვთხოვე, თან ჩემი თანამემამულეც მომენახულებინა სტავრონიკიტას წისქვილში. მოძღვარი ყოველთვის ძუნწად იძლეოდა ასეთ კურთხევებს, მაგრამ ახლა, ჩემდა გასაკვირად, ნება დამრთო და მითხრა: წადი შენებურთან, ის ამას იმსახურებსო. კარიესიდან დაახლოებით ერთი საათის მგზავრობის შემდეგ აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, რომელიც თავისი სიმწვანითა და ანკარა წყაროებით ეგზოტიკურ ადგილს გაგონებდა. აქვე მდებარეობდა მამა ანთიმოზის წისქვილი, მთელი ავლადიდებით. მან დიდი სიყვარულით და თავმდაბლობით მიგვიღო.

- საიდან ხარ, ბერო?

- წმინდა ანადან, მამაო.

- რომელ კალივაში ცხოვრობ?

- ღვთისმშობლის შობის კალივაში.

- ჰოო, შენ ამერიკელების საძმოდან ყოფილხარ, მამა გრიგოლის მორჩილი. აქ როგორღა აღმოჩნდი, მოძღვრის კურთხევა გაქვს?

- დიახ, მაქვს. დიდი ხანია თქვენი ნახვა მსურდა. ამიტომაც მოვედი.

- თუ ასეა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დაჯექი.

სკამზე მიმითითა, თვითონ კი ხილი და ცივი წყალი შემომიტანა. მერე კი საუბარი დავიწყეთ.

- შენ ახალგაზრდა ხარ, შვილო. ახლახან შეუდექი ბერობას, წინ კი გრძელი გზა გაქვს, რომელიც ბერისთვის ეკლიანია. ბევრჯერ გეტკინება. მრავალგზის დაინახავ, რომ უსამართლოდ გექცევიან. მოძღვარი ან უფროსი ძმა ზოგჯერ შენს ნებას მოკვეთს და მაშინ იგრძნობ, რომ ძალიან გიჭირს. ანდა შესაძლოა ღამით ლოცვაზე წამოდგომა გემძიმება? ბრძოლაა საჭირო. შეღამებისას უნდა წამოდგე, თოვლსა და ყინვაში, კანონის შესასრულებლად, მერე კი დილამდე მსახურებაზე იყო... და რამდენი ამნაირი სხვაა დასათმენი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია შეგეწიოს ყველა სიძნელის გადალახვაში - ესაა, რომ მთელი შენი სიყვარული ქრისტეს მიუძღვნა. მაშინ დანარჩენი მძიმედ აღარ მოგეჩვენება, გზაზეც არაფერი გადაგეღობება წინ. რა თქმა უნდა, ამას შენი მოძღვრებიც გეუბნებიან, არც ჩემი რჩევები იქნება ზედმეტი შენთვის. როგორც ბერებმა, აბა, სხვაზე კიდევ რაზე შეიძლება ვისაუბროთ? სხვა რას ვაკეთებთ, თუ არა იმას, მოვითხოვოთ ის სულიერი სიმდიდრე, რის გამოც დავტოვეთ ჩვენი სახლი, მშობლები, ყველანი.

- მამაო, საიდან ხართ?

- რატომ მეკითხები? შორიდან ვარ პელენოპოლისიდან.

ხელსაყრელი შემთხვევა მომეცა, მისთვის თანასოფლელობა განმეცხადებინა, მაგრამ თავი ავარიდე ამას. გადავწყვიტე, რომ სანამ ხილს ვჭამდი, დავმტკბარიყავი სიმშვიდითა და სიჩუმით, რომელიც მას სახეზე აშკარად აერეკლებოდა და სიტყვებში იგრძნობოდა. ის დროდადრო ჩვენს კალივაზე მეკითხებოდა. გაგება სურდა, როგორ ვცხოვრობთ, რა ტიპიკონი გვაქვს, მოვიმუშაკებთ თუ არა იესოს ლოცვას. როცა ვუთხარი, რომ ჩემი თანამოძმენი ძალზე წარემატნენ ლოცვაში, სახე გაუბრწყინდა და მითხრა: მაშინ შენც ყველა საშუალება გაქვს, თვითონაც წარემატო ლოცვაში.

მთელი ჩემი ყურადღება მასზე მქონდა მიპყრობილი. ვუცქერდი მას და ვუსმენდი განცვიფრებული. ამავე დროს საოცარ სურვილს ვგრძნობდი, მისთვის ჩემი საიდუმლო გამემხილა. საბედნიეროდ, თვითონ მომცა ამის საბაბი.

- შენ შემთხვევით ათენიდან ხომ არა ხარ? - შემეკითხა.

- არა, თუმცა საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი პირეაში, მე წარმოშობით მესინელი ვარ.

- კალამატიდან?

- არა, ჩრდილოეთ მესინიდან, სოფელ კონსტანტინედან.

მე მას სახეში პირდაპირ ვუცქერდი, თუ როგორი რეაგირება ექნებოდა, როცა მის სოფელს ვახსენებდი. მან თავი მიაბრუნა, სადღაც დაიწყო ცქერა. აბსოლუტურად არაფერი მითხრა და საუბარი სულ სხვა თემაზე გადაიტანა. მივხვდი, ჩვენს საერთო სამშობლოზე არ სურდა საუბარი. მე კი მსურდა, ეს ხელსაყრელი შემთხვევა არ დამეკარგა და ისევ მივუბრუნდი.

- მამაო, რადგან პელეპონესელი ხართ, მესინაც გეცოდინება...

- დიახ, - მშვიდად მიპასუხა.

- ალბათ კონსტანტინეშიც ყოფილხართ...

- კი, ნამყოფი ვარ.

- ესე იგი, წარმოშობით ამ სოფლიდან ხართ?

- დიახ, იქაურობა 40 წლის წინ დავტოვე.

- მე კარამბელასების ოჯახიდან ვარ. თქვენ რა გვარის ხართ?

- ახლა ალბათ აღარავინ იქნება ჩემს ოჯახში ცოცხალი, შენ მაშინ პატარა იქნებოდი და არ გეხსომება.

- მამაო, თქვენ ბებო მარინენას ვაჟი ხართ?

- დიახ, ოდესღაც მისი შვილი ვიყავი...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat