ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ვერც უდაბნო, ვერც კინოვია, ვერც მონასტერი ადამიანს წმინდანს ვერ ხდის
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-26,2007 - 1-2,2008

მალე ამოვჩნდი მთელ ჩვენს ოლქში ყველაზე "არასასურველი" პირის წინაშე.

- მოიხედე, ბერო, და მისმინე! ვიცი, შენმა მოძღვარმა გაგაფრთხილა, თუ შეხვდები, არც ხმა გასცე და არც შეხედოო. მაგრამ ძალიან მინდა, რაღაც გაგიზიარო ჩემი გამოცდილებიდან.

ფეხი არ შემიჩერებია, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია, ნაბიჯი შევანელე. ღამის სიჩუმეში ნათლად მესმოდა მისი ნათქვამი:

- მოწამეებად არა მარტო ისინი აღიარეს, ვინც მხეცებმა დაგლიჯეს, დაწვეს ან თავი მოჰკვეთეს, მოწამეები არიან ისინიც, ვისაც კერპების წინაშე ხელი მცირედითაც არ ამოუბრუნებიათ (ძველ ქრისტიანებს წარმართები ხელისგულზე "შესაწირს" ადებდნენ და ცეცხლს უნთებდნენ ხელის ქვეშ იმ იმედით, ხელს ამოაბრუნებდნენ და შესაწირს კერპის წინ დააგდებდნენ. მოწამე ქრისტიანებს ხელები ეწვოდათ, მაგრამ არა თუ არ შლიდნენ, არამედ ცეცხლის სიმხურვალე მათ ამოტრიალებას ვერ აიძულებდა), გესმის? მაშინ იქნები კარგი ბერი, როცა ყურადღებით მოეპყრობი შენი მორჩილების წვრილმანსაც.

მე გზა გავაგრძელე. უეცრად მაღლა ხიდან კივილი და რაღაც დიდი ფრინველის ფრთების ფათქუნი მომესმა. თმა ყალყზე დამიდგა, წამით შევძრწუნდი. მოძღვარმა ადრევე გამაფრთხილა, ასეთი რამ რომ მოხდებოდა და ამიტომაც მშვიდად გავაგრძელე გზა. მას მერე ათონზე ხშირად მესმოდა ამ ფრინველების ხმა.

დილით, სავანის კარების გაღებამდე გალავნის წინ ვიდექი. ჩავიცვი ანაფორა, მოვიკიდე გუდა და როცა დარაჯმა კარები გააღო, შიგნით შევედი და არქონდარიკისკენ გავემართე. მამა აღათანგელოსი ყავით გამიმასპინძლდა. ზარის ხმა მოისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კანცელარია უკვე გააღეს.

ეზოში შევხვდი ჩემს საყვარელსა და პატივცემულ მამა თეოფილე მეკუჭნავეს. რამდენად წმინდა იყო ეს ადამიანი! გამოირჩეოდა მკაცრი ცხოვრებით და სათნოებებით.

- მამა ქერუბინ, - მითხრა მან, - წასვლამდე კარგი იქნებოდა, გენახე.

რა შეიძლება ამაზე ითქვას? ვერც უდაბნო, ვერც კინოვია, ვერც მონასტერი ადამიანს წმინდანს ვერ ხდის. მხოლოდ ღვთისადმი სრული მინდობა და მორჩილება აყალიბებს ამგვარ რჩეულ სახეებს.

დიდი დრო მქონდა და მამა ამბაკუმის სანახავადაც წავედი. ყოველთვის, როცა ლავრაში ღამისთევით მივდიოდი, ეს სიყვარულის რაინდი ყოველთვის მმასპინძლობდა თავისთან, საავადმყოფოში. ადრევე მითხრა: როცა მონასტერში გვეწვევი, მაშინვე ჩემთან მოდიო.

ღამით თუ დღისით, თვეობით, წლობით, ზამთარში, ზაფხულში მამა ამბაკუმი ვარცლს ატარებდა და აბანავებდა საწოლს მიჯაჭვულ სავანის ძმებს და მრავალ მიტოვებულ ერისკაცს. მერე სამზარეულოში გარბოდა მათთვის საჭმლის მოსამზადებლად, ვისაც ხშირად ერთი თავი კერძი არ აკმაყოფილებდა. ასაუზმებდა ავადმყოფებს, უცვლიდა ტანსაცმელს.

მორჩებოდა ამ სამორჩილო საქმეებს და ბერული მოვალეობების შესრულებას შეუდგებოდა. თავშესაფრის სამრეკლოში ჩაიკითხავდა ოცდაოთხსაათიანი მსახურების "შედეგებს" და თავის "კანონს". მრავალი წელი ამ ტიპიკონს მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსტუმრობდი, ახლაც არ ვიცი, როდის და რამდენი ხანი ეძინა.

ჩემს დროს ლავრაში უდიდესი პიროვნებები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ ვიცნობდი.

ბერი ათანასე კამბანაოსი განსწავლული ექიმი გახლდათ, სახელგავარდნილი, ნიჭიერი და კეთილი. ყველა ადამიანს თავისი ხასიათისდამიხედვით ექცეოდა.

ჩემი მოძღვარი მასთან ახლობლობდა და მისგან შევიტყვე, რომ მამა ათანასე მოღვაწე ბერი იყო. ჩვევად ჰქონდა, ხშირად მოენახულებინა მეუდაბნოენი. ამბობდნენ, რომ ის იმ თორმეტ ასკეტთანაც იყო დაკავშირებული, რომლებიც, ათონური გადმოცემით, მთაწმინდის ყველაზე წმინდა ბერები არიან და ცხოვრობენ სრულიად განმარტოებით, უცნობ ადგილას. მხოლოდ ის ამარაგებდა მათ სეფისკვერით და ღვინით საღმრთო ლიტურგიისთვის. იმავე გადმოცემის თანახმად, დედამიწაზე ბოლო ლიტურგიას აღასრულებს ეს თორმეტი უხილავი ბერი. მათი რიცხვი არ იცვლება, რადგან თუ თორმეტიდან რომელიმე გარდაიცვლება, მათ ადგილს იკავებს მთაწმინდის რომელიმე საუკეთესო ბერი.

მამა ათანასეს მორჩილი, მამა პავლე, ასევე ექიმი გახლდათ, ის თავისი მკაცრი, აღმოსავლური ღვთისმოშიშებით მონასტრის ცხოვრებას განსაკუთრებულ იერს აძლევდა. უყვარდა ღვთისმსახურება და წმინდა ნიკოლოზის ჭეშმარიტი მიმდევარი გახლდათ ხშირი ზიარების საკითხში.

წინამძღვარი მამა ამბროსი, სვეტი და გარანტი მონასტრის განსჯით მართვისა, აოცებდა ყველა სტუმარს. მისი მორჩილები - ნათანაილი და ფილიპე ცოცხალი მოწმენი იყვნენ სწორი მონაზვნური ხელმძღვანელობისა. ძმათა შორის გამოჩენილი იყვნენ ასევე: მამა იოაკიმე - მამა ამბროსის თანაშემწე სავანის მართვაში, განსვენებული მამა ისააკი, მამა ოქროპირი, მამა გერასიმე და მამა ალექსანდრე, დიდად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი. ასევე სხვა მამა ალექსანდრე, მამა იეროსთეოზი, მამა ტარასი - დაფარული მოღვაწე, ბიბლიოთეკარი მამა პანტელეიმონი, მამა ნილოს პელეპონესელი, მეორე მდივანი მამა გრიგოლი და სხვა ღირსი მამები, რომლებიც იმ დროს აკურთხებდნენ და განამშვენებდნენ ლავრას. მართლაც რომ ერთგული მემკვიდრენი გახლდნენ ჩვენი უდიდესი მამის, ათანასესი. ლავრის მონასტერი (წმინდა ათანასეს მონასტერი) ისტორიით და მდებარეობით ჩვენში იდუმალ სიხარულს იწვევდა, ჩვენ ხომ მისი შვილები ვიყავით. ლავრა, თავისი უდაბნოებით, სკიტებით და სხვა განშტოებებით, თავისთავად არის მთაწმინდური ბერმონაზვნობის აკროპოლისი და თვითონვე წმინდა მთა. მთაწმინდა კი თვითონ ლავრა გახლავთ.

წამოსვლამდე მამა თეოფილეს შევუარე, რომელმაც გუდა "ევლოგიებით" ამივსო. შემდეგ მისგან კურთხევა ავიღე და ჩემი სკიტისკენ გავემართე.

* * *
დიდი ლავრიდან ორასი მეტრის დაშორებით წმინდა კონსტანტინეს კათიზმა მდებარეობს. ჩემი მოძღვრის კურთხევით, ისიც მოვინახულე. კათიზმა იშვიათად მყუდრო ადგილას, ველური მცენარეულობითაა გარემოცული.

სავანის მოძღვარი გახლდათ მამა გიორგი, ბევრი რამ გამეგონა მის ასკეტურობაზე. დავაკაკუნე და დავუცადე. კარი ახალგაზრდა ბერმა გამიღო. მუხლი მოვუდრიკე, მერე თავის მოძღვართან წამიყვანა. მამა გიორგი ხანშიშესული ბერი იყო, ჭაღარა, სათვალე წინ ჰქონდა წამოწეული. მხიარული და მოღიმარი სახით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

ფეხშიშველა გახლდათ, ეცვა გასაცოდავებული კაბა. მუხლი მოვუდრიკე, ერთ ძველისძველ სკამზე ჩამოჯდომა შემომთავაზა. მოძღვრისა და ჩვენი კალივის ძმების ამბები გამომკითხა. თვითონ არ დამჯდარა. შევწუხდი. ჩვენს საძმოში პრინციპად გვქონდა, როცა უფროსი ფეხზე იდგა, უმცროსი არ უნდა მჯდარიყო. ამიტომაც ვცადე წამოდგომა, მაგრამ მაიძულა, ვმჯდარიყავი.

საძმოს ხელსაქმედ ხატწერა ჰქონდა. ჩემმა თანამოძმემ, მამა იოაკიმემ ამ ბერებთან ისწავლა ხატწერა.

კალივა უწესრიგოდ, უსუფთაოდ, არეულად მოჩანდა.

ჩვეული გამასპინძლების შემდეგ ჩავედი ეკლესიაში წმინდა კონსტანტინეს თაყვანსაცემად. როცა მორჩილმა პაისიმ ტაძრის კარი გამიღო, განვცვიფრდი: გამაოცა იქაურმა "აკადემიურმა" სისუფთავემ, წესრიგმა და არაჩვეულებრივმა ხატებმა. კანდელები ბრწყინავდა. წმინდა საკურთხეველი ანათებდა. ტაძარსა და შენობის დანარჩენ ნაწილს შორის მკვეთრმა განსხვავებამ დამაბნია. ვიფიქრე და ანალოგია ვიპოვე კალივის ძმების სულიერ სიწმინდეს, ტაძრის სისუფთავესა და კალივის მოუვლელობასა და ძმების გარეგნულ გულგრილობას შორის.

მამა იოაკიმემ აღგვიწერა მამა გიორგის სახე, როგორც ასკეტი მხატვრისა, საკუთარი თავისადმი მკაცრი მოშურნისა, ადამიანისა, რომელმაც კარგად იცის, რა არის მიწიერი ცხოვრება და საუკუნო სიცოცხლე. მან შესაბამისად შეაფასა ისინი და ცხოვრება ისე განვლო, რომ არაფრად მიიჩნია ყოველგვარი მიწიერი. ამაში დასარწმუნებლად მასთან საუბარიც არ გჭირდებოდა, მხოლოდ უნდა შეგეხედა. დაუვიწყარი პიოვნება გახლდათ.

* * *
ერთხელ, დიდი ლავრიდან მომავალმა, იმ ადგილს მივაღწიე, საიდანაც წინ გადამეშალა თვალუწვდენელი ეგეოსის ზღვა.

1941 წლის მარტის ბოლო იყო. შორს ოთხი-ხუთი ხომალდი გავარჩიე, რომლებიც ჩრდილოეთისკენ კაალა-ალექსანდროპულოსკენ მიემართებოდნენ. მათ მოახლოებას დავუცადე. მაშინ ომი იყო და ყველაფერი, რაც მას ეხებოდა, ჩვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. საკმარისად მომიახლოვდნენ, რამდენიმე პატარა სამხედრო გემი ბადრაგად მოჰყვებოდა ორ-სამ დიდ სატრანსპორტო გემს. ნანახმა ძალზე ამაღელვა. ესე იგი ჩემი სამშობლო იბრძვის ჯერ კიდევ, იარაღი არ დაუყრია (საბერძნეთს 1940 წელს ჯერ იტალია დაესხა, მერე - გერმანია, ქვეყანა დიდხანს იცავდა თავს, მაგრამ 1941 წელს მაინც დაიპყრეს). რა ფიქრებმა აღარ გამიელვა იმ წუთს! ჩემი თანამოძმენი იბრძვიან. განუწყვეტლივ ბომბავენ ქალაქებს, სადაც ქალები და ბავშვები არიან დარჩენილი. ლტოლვილები, სიკვდილი, ჰოსპიტალები დაჭრილებითაა სავსე, უჭირს ქვეყანას, ხალხს...

ზეციურ მამას მხურვალედ ვთხოვდი, შესწეოდა განსაცდელში ჩავარდნილ ჩემს სამშობლოს. ისე ჰქენი, უფალო, რომ ამ ბადრაგმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს. გემები, რომლებსაც ვხედავ, ჩაიძიროს. ნუ მიუშვებ მათ იქამდე-მეთქი, - აღელვებული ვბუტბუტებდი.

გული მადლიერებით მქონდა ავსებული სახიერი ღმერთის მიმართ, რომ მან მთაწმინდა საშინელი ომებისგან დაიხსნა. თავი საოცრად უსაფრთხოდ ვიგრძენი.

ამის გაფიქრება ვერ მოვასწარი, რომ სისინი მომესმა. დავიხარე და დავინახე, ფეხებზე გველი მეხვეოდა, თავს ასარსალებდა და საცაა, მიკბენდა. წამში შორს გადავხტი და კვერთხით მოვკალი ქვეწარმავალი. გავიფიქრე, თუ ღმერთი არ დაგიფარავს, არსად არ არის უსაფრთხო ადგილი-მეთქი. ამ გველის შხამი მომაკვდინებელია და რომ ეკბინა, ვერავინ მიშველიდა. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

მალე ბადრაგსაც ვეღარ ვხედავდი. ის სწრაფად მიდიოდა წინ. გზა გავაგრძელე პატრიოტული გრძნობებით და ღვთისადმი მადლიერებით ანთებულმა, რომ მან უეჭველი სიკვდილისგან დამიხსნა.

როცა ცივ წყლებს მივაღწიე, დავინახე ერთი ხანშიშესული და ზორბა ბერი, რომელსაც ჯორი ბუჩქზე მიება და წყაროს გვერდით ფეხმორთხმით იჯდა. წინ აბგა ედო. იქიდან გამხმარ ორცხობილას იღებდა, წყალში ალბობდა და მას ნიგოზსა და თაფლთან ერთად მიირთმევდა. ბერს არ ვიცნობდი. მივესალმე და მივხვდი, რომ რუმინელი იყო. დამტვრეული ბერძნულით მიმიპატიჟა თავის თვალწარმტაც სუფრასთან. ვიფიქრე, რომ იგი უეჭველად მამა კორნილიუსი იყო, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რუმინული სკიტის წინამძღვარი.

ცივი წყარო, ტყე, ტაბლასთან მიმჯდარი ბერი, იქვე მობალახე ჯორი - ბევრი მხატვარი ინატრებდა ამის დახატვას და იშვიათი სურათიც გამოუვიდოდა.

* * *
ლავრის რაიონში განსაკუთრებულ სულიერ ინტერესს იწვევდა წმინდა პეტრესა და ვიგლას შორის მდებარე უდაბნო. 1941 წელს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა დღეს, კავსოკალიველ მამა ანტონ მუსტაკასთან ერთად ეს ადგილი გავიარე. ვიგლაში კალივის დღესასწაული ჰქონდა ჩვენს ნაცნობ ორ არაჩვეულებრივ ისიქასტს.

უკან მოვიტოვეთ გზის ციცაბო ნაწილი, გავცდით წმინდა ნილოს მირონმდინარის კელიას, მივუყვებოდით კიდეებს, თან ჯოხით ბუჩქებს გვერდზე ვწევდით. ერთ მომენტში საოცარი კეთილსურნელება ვიგრძენი. შევჩერდი და ჩემს პატივცემულ თანამგზავრს ვკითხე, - მამაო, რისი სუნია, როგორი კეთილსურნელებაა, სუნთქვაც მიჭირს-მეთქი. ვერაფერს ვგრძნობო, - მიპასუხა, - მოდი ცოტა კიდევ გავიაროთ, მერე ჩამოვსხდეთ და ყველაფერს აგიხსნიო. როცა ბერი ამას მეუბნებოდა, კეთილსურნელება გაქრა. მალე ჩამოვისვენეთ. მამა ანტონს შეკითხვა გავუმეორე.

- მე ეს კეთილსურნელება ორჯერ ვიგრძენი, - მითხრა მან, - მაგრამ სხვა მამები როცა აქ ჩაივლიან, ზოგი - მეტად, ზოგი ნაკლებად ტკბება ამ საღმრთო წყალობით, რომელიც არ ვიცით, საიდან და რისგან მოედინება. ამის გამო ყველა იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ საკვირველი კეთილსურნელების წყარო წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეა. ეტყობა, სადღაც აქვე არის დაკრძალული წმინდა პეტრე, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, კონტანტინოპოლში გადაასვენესო. ღირსი მამა ცოტა ზემოთ, მღვიმეში მოღვაწეობდა. შესაძლოა აქ რომელიმე სხვა უცნობი წმინდანია დაკრძალული და კეთილსურნელება მისგან მოდის. წმინდა პეტრეს მღვიმეში მოღვაწე მამა ოქროპირს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია ამ კეთილსურნელების სასწაულზე.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat