სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, სანამ იგი სასულიერო გზას დაადგებოდა, ზოოტექნიკოსობა და ექიმობა უნდოდა. ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
პატრიარქმა გაიხსენა ბავშვობა და თავისი ოჯახის წევრები. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მისი ბავშვობა რთულ პერიოდში იყო.
"მეორე მსოფლიო ომი იყო, მაგრამ სურვილები ბევრი მქონდა, ძალიან მიყვარდა ბუნება. ვფიქრობდი გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი. მერე ყველაფერი განზე გადადგა და სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი იყო მშვიდი, შვილები ძალიან პატივისცემით იყვნენ განსმჭვალული მშობლებისა და ერთმანეთის მიმართ. უწმინდესის თქმით, ისინი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში ცხოვრობდნენ, ხოლო ზამთრობით - ვლადიკავკაზში
"ვეხმარებოდით ერთმანეთს, გვიყვარდა ერთმანეთი. მორწმუნე ოჯახი გვქონდა. ეკლესიაში დავდიოდით, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მშობლებს მუსულმანებთან, ქისტებთან", - განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ მამამისი იყო მეღვინე და ტყავების დამუშავების სპეციალისტი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი