ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ამ წუთებმა ისე ძლიერ იმოქმედა ჩემზე, ავიღე გუდა და ატირებული გზას გავუდექი მორჩილების შესასრულებლად
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი).
გაგრძელება.დასაწყისი იხ. ##8-21

ერთხელ ანთიმოზის კალივაში სამი ღირსი მამის:
დიონისე კატუნაკელის, ანტონი მუსტაკასის და ჰიმნოგრაფ გერასიმე მიკრაიანიტისის საუბარს შევესწარი. სამივე გამოირჩეოდა არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნით. ეს მართლაც ღვთის კურთხევა იყო. მაშინ შევიტყვე, თუ როგორ უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს მეუდაბნოე მამები. ვნახე და მოვისმინე, რაზე მსჯელობდნენ ანდა როგორ ექცეოდნენ სხვებს სულიერი მამები. განმაცვიფრა იმან, თუ რა დიდ პატივს სცემდნენ ისინი სხვის ფიქრსა და აზრს. მათი საუბრები დიდხანს გრძელდებოდა და განსაკუთრებული იყო როგორც განსახილველი თემით, ისე ერთმანეთთან ურთიერთობით. მათ შორის მართლაც ღმერთი იყო. როცა საუბარი დაასრულეს, ერთმანეთს შესაბამისი პატივით დაემშვიდობნენ.

ერთხელ მამა ანთიმოზი სამზარეულოში ღუმელს მიმჯდარი დამხვდა, იქვე იყო მისი მორჩილი იოანეც. მცირეოდენი საუბრის შემდეგ გახარებულმა მითხრა: მამა იოანე ძლიერი ბერია, მაგრამ როცა მისი მოძღვარი შემთხვევით კუდზე აბიჯებს ფეხს, კატასავით ჩხავილს იწყებს და არ ვიცი, რა ვუყო... იმედი მაქვს, იჩხავლებს, იდრტვინებს, დაწყნარდება, დაითმენს და მერე პროტესტს აღარ გამოთქვამს, თუ კუდზე დავაბიჯებ. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის თანდათანობით ბერი ხდებაო.

მამა იოანე თავდახრილი ისმენდა ყოველივეს და ერთსა და იმავეს იმეორებდა: "დამლოცე, მამაო, თქვენი კურთხევით გამოვსწორდებიო". ამ წუთებმა ისე ძლიერ იმოქმედა ჩემზე, ავიღე გუდა და ატირებული გზას გავუდექი მორჩილების შესასრულებლად.

კალივის იქით, ფართო ხეობაში, მდებარეობდა კატუნაკის მთავარი ნაწილი. მის კალთებზე ისიქასტების ერთიმეორეზე უკეთესი კალივები იყო. ისინი ჭეშმარიტად სულიერი მოსაგრენი გახლდნენ. თითოეული კალივა წმინდანს მალავდა, რომლის პოვნა არც ისე ძნელი იყო. როცა იმ ადგილას ხარ, გგონია, ჯერაც ცოცხალია მამა კალენიკე, რომელიც ბერებს ბრძოლაში ამხნევებს. ამ დიდი ასკეტისთვის სულიერი სარბიელი ერთი ისიქასტური კალივა იყო, სადაც დღესაც განაგრძობს მკაცრ ასკეტურ ბრძოლას მისი მუდამ მხიარული მორჩილი მამა ქრისტოდულო ლიმნელი.

მამა კალენიკეს ეძღვნება მესამე ნაწილი ჩემი წიგნისა "თანამედროვე ათონელი მამები".

მამა რაფაელი ცხოვრობდა ერთ მომცრო კალივაში, რომელიც მღვიმეს უერთდებოდა. საკმარისი იყო, დაჰკვირვებოდი მის საქციელს, მოკრძალებულ სიტყვა-პასუხს, რომ მიმხვდარიყავი, რა დიდებული მოღვაწე გახლდათ. ის მიუყვებოდა თავის ისიქასტ წინამორბედთა - კალენიკეს და გერასიმეს გზას. ღმერთთან საუბრით გაჟღენთილიყო მთელი მისი არსება, რაც მას უსხეულო ბერად გარდასახავდა. საკუთარ თავს ეტყოდა ხოლმე: "სულო, აქ, მიწაზე ყოველივე წარმავალია, ხოლო იქ, ზეცაში - წარუვალიო". ახლა ის ზეცაში განისვენებს. დაე, თან გვდევდეს მისი ლოცვები და მეოხება.

მამა ნიკიფორეს და მისი რჩეული ძმობის კალივა მდებარეობდა "ღირს არსის" ზემოთ. იქ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა. დაუვიწყარია მამა სტაქი. ის ჩვენს კალივაში გავიცანი. ერთხელ კუტიკარის ზარი ახმიანდა. მამა გრიგოლი მივიდა და გააღო. ამ დროს ბაღის ტერასაზე ვიდექი. გავიხედე - ვერავინ დავინახე. გვერდით გავედი. ქანდაკებასავით გაქვავებული გულხელდაკრეფილი ბერი თავდახრილი იდგა და გველოდა. მამა გრიგოლმა სტუმარს აბგა საჭმლით აუვსო. მან მადლიერების ნიშნად მუხლი მოგვიდრიკა და ხმის ამოუღებლად განგვეშორა. მართლაც ძალზე ამაღელვებელი, იშვიათი სცენა გახლდათ. გავიქეცი ჩემს მოძღვართან, ამ ბერზე რამე რომ შემეტყო.

- მამა სტაქი კატუნაკელია. იქ თავის დავრდომილ მოძღვართან ერთად იღვწის. ავადმყოფის მოვლას დღე და ღამე უნდება, ხელსაქმისთვის დრო აღარ რჩება. ავადმყოფის სიყვარულის გამო მოწყალებას სთხოვს ჩვენი სკიტის გულუხვ მამებს. ის ძალზე ყურადღებიანია, ღვთისმოშიში და თავმდაბალი. თავისებურად ითხოვს მოწყალებას, მიდის კარებთან აკაკუნებს და ხმაამოუღებლად ელის... იღებს ხორციელ ნუგეშს, კურთხევას და, სხვები რომ არ შეაწუხოს, მდუმარედვე მიდის. მგრძნობიარე სულის ადამიანია. არ უნდა, სხვები ერთი სიტყვითაც კი დაამძიმოს. თავმდაბლობა, ჩემო შვილო, სულს უაღრესად აკეთილშობილებს. მოძღვრის სიყვარულის გამო უყოყმანოდ მიდის საგლახაკოდ. ეს ამბავი მონაზვნისთვის სამაგალითოა. მისი ცხოვრება იმ ბერებისას ემსგავსება, "პატერიკებში" რომ წაგვიკითხავს.

***
ჩვენი მოძღვრის, მამა ქრისტეფორეს მონახულების შემდეგ კარგად დამამახსოვრდა კარულამდე მიმავალი ყველა გზა და ბილიკი. შიშით და ძრწოლით ვეშვებოდი დაბლა, რათა შემთხვევით არ მოვწყვეტილიყავი და კლდეებში არ ჩავჩეხილიყავი. ვეებერთელა ხრამის მეორე მხარეს კლდეში გამოკვეთილ საფეხურებსა და ჯაჭვებს დასავლეთ კარულის მამებთან მივყავდით. იქ მისასვლელად ალპინისტის გამოცდილება და სიმარჯვე გჭირდებოდა. ფრთხილად მივდიოდი. შეძრული ვიყავი იმ სულიერ არწივთა თავის უარყოფით და მწირობის გრძნობით, რომელთაც ამ კლდეებში დაიდეს ბუდე.

პირველად მამა ბართლომეს ისიქასტრიონში გავჩერდი. ლოკოკინასავით ავცოცდი და მივეჯაჭვე ერთ ციცაბო ფლატეს. მამა ბართლომემ სიხარულით მიმიღო თავის პატარა კალივაში - უდაბნოს აბზინდის ნაყენით უნდა გაგიმასპინძლდეო, მაგრამ დრო არ მქონდა, დავუტოვე საშობაოდ ჩემი მოძღვრის მიერ გაგზავნილი მცირეოდენი საკვები და რუსი ასკეტის, ნიკონის ისიქასტრიონში წავედი. არაჩვეულებრივი პიროვნება აღმოჩნდა. პირველმა მომიდრიკა მუხლი და რუსულად რაღაცა მითხრა. განცვიფრებული ვუცქერდი. აი, ზეცისა კაცი, რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე სახლობს-მეთქი, გავიფიქრე, - რამდენჯერ გვინატრია, ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს შევხვედროდით! ვფიქრობ, ყველაზე სნეული, ერისკაცული გულისთქმებით აღსავსე ადამიანიც ვერ დარჩებოდა გულგრილი ამ სურათის შემხედვარე. ეს უდაბნო ადგილი და მამათა სიმშვიდე გულს ამშვიდებს, არბილებს, შემუსრავს.

მოხუცი ასკეტი, ვგონებ, მიხვდა, რომელ საძმოს ვეკუთვნოდი, რადგან მისი საუბრისას მამა იოაკიმეს სახელი მომესმა. მამა გრიგოლის გამოგზავნილი ნობათი გადავეცი. ცოტათი დაბნეულმა გამომართვა. დიდი ხვეწნის შემდეგ კომშის კომპოტის ჩასასხმელად თიხის თეფში მომიტანა. ზედ საჭმლის ნარჩენი ეცხო, ეტყობოდა, გაურეცხავად რამდენჯერმე ეხმარათ! შევყოვნდი. მოძღვარი მიხვდა ჩემს "გასაჭირს", გამიღიმა და დამტვრეული ბერძნულით მითხრა: მე მეუდაბნოე ვარო.

დავასხი კომპოტი კაცთათვის ასეთ შეურაცხ თეფშზე. ამაღელვა მოხუცი ასკეტის მკაცრმა მოღვაწეობამ, სხეულისა და სულის დამონებამ. ვინ იცის, რას უზამდა ის ამ კომპოტს. შესაძლოა ძველი ასკეტივით მასში წყალი ჩაესხა, გემო რომ დაჰკარგვოდა, რათა მით სასა არ დაეტკბო. აღტკინებული დავიხარე მისი კაბის კალთის საამბორებლად. დამასწრო, ჩემს წინ მიწაზე დაემხო: "გმადლობ, გმადლობ", - ჩურჩულებდა. დაუვიწყარი მონაზონი იყო მამა ნიკონი: ყოველმხრივ განათლებული, ადრე რუსეთის არმიის უმაღლესი ჩინის ოფიცერთაგანი, მცოდნე რამდენიმე ენისა.

დღეს სადღა ნახავ ასეთ ადამიანებს. გვაპატიე, უფალო, ჩვენი ეპოქის სულიერი სიღატაკე!

ისიქასტურ ცხოვრებაზე ფიქრებში წასული მივადექი ჩვენი მოძღვრის, მამა ქრისტეფორეს კალივას. მან თავის მორჩილთან, მამა სვიმონთან ერთად მიმიღო და მოხარშული ბრინჯით გამიმასპინძლდა. დავისვენე და გზას გავუდექი აღმოსავლეთ კარულში მცხოვრებ მეუდაბნოე მამათა მოსანახულებლად.

გზა მეტად სახიფათოა. ზღვაში ციცაბოდ ეშვება კლდე, რომელზეც ძველ დროში ასკეტებს საცალფეხო ბილიკი გამოუკვეთიათ. ხის კიბით, თოკებით და ჯაჭვებით ამ ბილიკამდე მივედი. საშინელი რამ იყო შესახედად! მაგრამ რას იზამ, უნდა წავსულიყავი. ჩავებღაუჭე კლდეში დიდი ლურსმნებით მიმაგრებულ რკინის გზას და ნელ-ნელა წინ წავიწიე. მივადექი ერთი ფართო მღვიმის შესასვლელს. სიბნელეს თვალი შევაჩვიე. მღვიმის სხვადასხვა ადგილას ადამიანების ჩონჩხი ელაგა. სული ჩემი შიშმა შეიპყრო. უთუოდ მეუდაბნოეთა წმინდა ნაწილნი ესვენა. ეს მღვიმე იყო მდუმარე მოწმე მათი მკაცრი სულიერი ღვაწლისა...

ოც მეტრში მღვიმის კლდეზე შვერილი ჩანდა. ფრესკის ნაკვალევი შევნიშნე. მივხვდი, ამ შვერილს მღვიმეში მცხოვრები ასკეტი მამები წმინდა ტრაპეზად იყენებდნენ. აქ ალბათ საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდნენ. მღელვარებით მოვიდრიკე მუხლნი და თვალცრემლიანი ვეამბორე მათ.

- უფალო, ეს სად მომიყვანე, რასა ღირს მყავ!

ვინ იცის, რა მგზნებარე სიყვარული სუფევდა ამ უდაბნოში, ამ მღვიმეში, ამ "გამხმარ ძვლებში"! ვის ეყოფა ძალა ამის გამოხატვისა? კიდევ ერთხელ შევხედე ასკეტთა ძვლებს, წარმოვიდგინე იმ მეუდაბნოეთა გმირული სულები, რომელთაც ეს ძვლები ეკუთვნოდათ, წარმოვიდგინე, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ებრძოდნენ ამა სოფლის თავადს, ტანჯავდათ აუტანელი ნოსტალგია, მკაცრად უარმყოფელნი თავისა, ძლიერი მარხვით და გაჭირვებით ცხოვრობდნენ ამ ბნელ მღვიმეში. მათი ერთადერთი ნუგეში იყო ჟამი, ოდეს სულიწმინდა ეწვეოდათ. ახლა ეს შიშველი ძვლები ელოდებიან მეორედ შობას, ოდეს გაისმება საყოველთაო აღდგომის მაუწყებელი ხმა მთავარანგელოზის საყვირისა და გაისმება ბრძანება, რაზეც იწინასწარმეტყველა ეზეკიელმა. "ეტყვის ადონაი უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მოვიყვანო თქვენ ზედა სული სიცოცხლისაი... მამცნო მე უფალმა... და თქვა ჩემდამო: წინასწარმეტყველებდ სულისა ზედა, წინასწარმეტყველებდ, ძეო კაცისაო: მოვედინ სული, და მიებერენ მკვდართა ამათ მიმართ და განცოცხლენ... შევიდა მათდამი სული და გაცოცხლდეს და დადგეს ფერხთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად".

მერე რუს მღვდელმონაზონ პართენს ვეწვიე. ბევრი რამ გამეგო მის სიბრძნეზე, სიწმინდეზე, დიდებულ წარმოშობაზე.

როცა თავისი კელიის კუტიკარი გამიღო, ჩემს წინ აღიმართა, როგორც სიმბოლო ამქვეყნიურ ამაოებასა და დიდებაზე გამარჯვებული კაცისა. მწირი ბერძნულით შეიტყო, რომელი საძმოდან ვიყავი, პატარა ტაძარში შემიყვანა. მცირე ხნით მასთან ჩამოვჯექი. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მასთან მიახლოებისას საოცარ კეთილსურნელებას გრძნობდნენ.

ეს მცირე ხანი არ მეყო, ისეთი მამის ცქერით გავმძღარიყავი, როგორიც მამა პართენი გახლდათ. უდავოდ ის იმ ეპოქის ყველაზე მოღვაწე ათონელ ბერთა ათეულში შედიოდა. მაგრამ მე ისევ ჩემს მოძღვართან, მამა ქრისტეფორესთან უნდა დავბრუნებულიყავი. მერე კი - ჩვენს კალივაში. ვეღარ გავბედე საშინელი გზით დაბრუნება, თუმცა ის ყველაზე მოკლე იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat