ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ჩემს სულიერ მოძღვარს ვთხოვე, ბერად აღკვეცის ჟამს ჩემთვის მისი სახელი მაინც დაერქმიათ
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-22

გეგმები შემეცვალა, როცა, მოძღვრის მოთხოვნით, საშობაოდ ღამისთევის ლოცვაზე მის კალივაში დავრჩი. მათი ეკლესია მაცხოვრის შობის სახელობისა იყო.

მეორე დღეს მოძღვრის მორჩილ მამა სიმონთან ერთად კალივა სადღესასწაულოდ მოვაწესრიგეთ. მოგვიანებით, სადილობის შემდეგ, მახლობლად მცხოვრებმა ბერებმა იწყეს მოსვლა, ერთად რომ ეზეიმათ შობა მაცხოვრისა.

ვიჯექი მომცრო აივანზე და ვუცქეროდი, როგორ ეშვებოდნენ კლდეებზე მეუდაბნოე მამები. ზოგი ნაქსოვი კიბით ჩამოდიოდა, სხვები ჯაჭვს მოჰყვებოდნენ. დაუვიწყარი სანახაობა გახლდათ! ახალგაზრდები, შუახნისანი, მოხუცებულნი - მოზეიმეთა ოქროს მწკრივს წარმოადგენდნენ. ზურგზე გაცრეცილი აბგები მოეკიდებინათ, ათასგზის დაკერებული კაბები და ანაფორები ემოსათ. მკაცრი, მაგრამ უბრალო გამომეტყველება ჰქონდათ. დიდი მეტანიით ესალმებოდნენ ერთმანეთს და თავიანთ ადგილს იკავებდნენ უფლის შობის ეკლესიაში.

"ეს ხალხი - უფლის რჩეული ერია, საყვარელნი შვილნი ღვთისანი. ამ საღამოს ღამისთევის ლოცვაში მიიღებენ მონაწილეობას", - ვამბობდი გულში.

პატარა ზარი აწკრიალდა და ღამისთევის ლოცვა დაიწყო. ძალზე ციოდა. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, მამა ბართლომემ და ჩემმა მოძღვარმა, კარგი გალობა იცოდა. ერთი უმცროსი ბერი წიგნის მკითხველად დააყენეს. ორი-სამი კანდელი და ერთიც ღარიბული ქორკანდელი წმინდა ცვილის სანთლებით ანათებდა ბნელს. ყველაფერი ძალზე უბრალო და ასკეტური იყო.

ამ წმინდა გარემოში თავი უცხოდ და უღირსად ვიგრძენი. მე ხომ ცოდვითა და უძლურებით აღსავსე კაცი ვიყავი, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, პირველი აღსარებისას, ჩემი მოძღვრის ფერხთით დავაწყვე.

მაინც ვერ დავრჩი უცხო და გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. მწყუროდა, უფრო მეტი შემეტყო ამ ასკეტებზე: როგორ ფხიზლობდნენ, როგორ ლოცულობდნენ, როგორ ეზიარებოდნენ...

პატარა ტაძრის საკურთხეველი კლდეში იყო შეჭრილი, მთავარი ნაწილი კი კლდის შვერილის კიდემდე აღწევდა, საიდანაც ზღვა მოჩანდა. გრძელდებოდა ღამისთევის ლოცვა და ყინვასაც სულ უფრო მეტად ვგრძნობდით. სტვენდა ქარი, მძიმედ იქოჩრებოდნენ ტალღები და კლდეებს უწყალოდ ეხეთქებოდნენ. ზღვა ბობოქარ, დაუოკებელ მხეცს დამსგავსებოდა...

ეს სანახაობა არასდროს დამავიწყდება: ერთ ჭაღარა ასკეტს, ძალზე მოხუცებულს, ფეხსაცმელი არ ეცვა. ძალზე შესცივდა და ფეხები ტომარაში ჩააწყო. წამით მიუახლოვდა პატარა ღუმელს და ყინვისგან დაწითლებული ფეხების გათბობა სცადა. ლოცვაში ჩაღრმავებულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ წაეკიდა ტომარას ცეცხლი. ვეცით ახალგაზრდები და ჩავაქრეთ. საბედნიეროდ, ბერს ფეხებზე დამწვრობის კვალიც კი არ ეტყობოდა.

ჩვენ გარდა დასახმარებლად არავინ მოსულა, მამები არც კი განძრეულან. შესაძლოა, ვერც შეამჩნიეს მომხდარი. თავდახრილნი განაგრძნობდნენ ღვთის დიდებას, განუწყვეტლივ მარცვლავდნენ სკვნილს.

დამთავრდა ცისკარი და დაიწყო საღმრთო ლიტურგია. ახლოვდებოდა ჟამი. ვხედავდი, როგორ ხვდებოდნენ უფალს მრავალნი კეთილმოკრძალების ცრემლმორეული თვალებით. ზოგიერთს ისე დაეხარა თავი, სახე არც კი უჩანდა.

- მოვედით, წმიდაა წმიდათა, - მოისმა ხმა ღმრთისმსახურისა.

მამები ერთიმეორის მიყოლებით, ასაკის მიხედვით, მუხლს იყრიდნენ ღვთისა და ერთმანეთის წინაშე. "შიშითა ღვთისათა..." - მოისმა გალობა. ბერები რიგრიგობით მიეახლნენ წმინდა ბარძიმს და მიიღეს ზეციური მარგალიტი.

ღმერთს გულმხურვალედ შევწირე მადლობა, მომეცა უძვირფასესი საშუალება, მეხილა, როგორ ეზიარებოდნენ ასკეტები და ნანახით დავმტკბარიყავი. ბოლოს მეც მივედი, მაგრამ არა ვითარცა შვილი, მამების მსგავსად, არამედ ვითარცა მონა.

ლიტურგიის შემდეგ მამებს ყავა შესთავაზეს. მესტუმრეებთან ერთად მეც ვემსახურებოდი მათ, ახალბედასთვის ჩვეული განწყობით - აღფრთოვანებითა და ყურადღებით ვუცქერდი ასკეტებს. აღმაფრთოვანებდა მათი დინჯი მოძრაობა, საუბარი. "უდაბნო არა მარტო წმინდანებს, მოწესრიგებულ და სრულყოფილ ადამიანებსაც ქმნის", - გავიფიქრე.

ამას მოჰყვა ტრაპეზი ჩვენი კალივის გამოგზავნილი მცირეოდენი ბრინჯითა და ბოლოკით. ასკეტები მდუმარედ ჭამდნენ და თან წიგნის მკითხველს უსმენდნენ. გონებით ღვთის სიტყვასა და ლოცვას მისცემოდნენ. თავიც კი არავის აუწევია, გვერდით რომ გაეხედა, ვინც ტრაპეზს დაასრულებდა, თავმოდრეკილი მოთმინებით ელოდა სხვებს. ვინ იცის, რამდენი ხანი იყო, ბოლოკი არ ეგემათ!

მეტად აღარასდროს გავმხდარვარ ღირსი, მეხილა ასკეტთა ამგვარად მოზეიმე კრებული.

მას შემდეგ ხშირად ვეწვეოდი ხოლმე კარულიას, მოგვიანებით აქ მთელი ექვსი თვეც კი ვიცხოვრე. ეს იყო ჩემი სულიერი ნათლობის პერიოდი და ღვთის ჭეშმარიტი საჩუქარი!

თავი 12. წმინდა ბასილის უდაბნოში
უდაბნო ის ადგილია, სადაც ასკეტები და მეუდაბნოე მამები ცხოვრობენ. ათონზე რამდენიმე უდაბნოა: კატუნაკისა და კარულიის უდაბნოები, წმინდა ანას მცირე სკიტი, წმინდა ბასილის სკიტი, ვიგლა და სხვა.

მთაწმინდაზე ყოფნის მეორე წელს მოძღვარმა მამა გერასიმეს კალივაში გამაზგავნა, რომელიც წმინდა ბასილის სკიტს ეკუთვნოდა. ავიარე დამქანცველი გზა და ის იყო, თითქმის მივაღწიე მიზანს, რომ თავსხმა წვიმამ დაასხა. თავშესაფრის ძიებისას იძულებული გავხდი, უახლოესი კალივის კარზე დამეკაკუნებინა. ჩემდა გასაკვირად, მამა გერასიმე მანაგიასის კალივაში აღმოვჩნდი. მას პირველად ვხედავდი. ნუთუ ეს ის სახელგანთქმული ბერი იყო, რომელმაც ქრისტეს სიყვარულისთვის სახელი, სიმდიდრე, მეცნიერება დატოვა?! წარმოშობით ათენელი გახლდათ, არისტოკრატიული ოჯახის შვილი. რამდენიმე ენა იცოდა. ქიმია საზღვარგარეთ შეესწავლა. ერთხანს მატერიალისტური იდეების ლაბირინთში გზა აებნა და ღმერთი დაივიწყა. როცა "გონს მოვიდა", მიატოვა ყველაფერი და ათონს მიაშურა, რათა კვლავ შეეძინა ღმერთი, შეხვედროდა უფალს უდაბნოში, სადაც ცხადად იგრძნობა მისი მყოფობა.

დიდი სიხარულითა და სიმშვიდით მივუჯექი გვერდით. მისი სახით ვჭვრეტდი მეცნიერს, ასკეტს, მამა კალენიკე ისიქასტის მორჩილს, გონიერი ლოცვის მუშაკს - მას, ვისაც აფასებდა და პატივს სცემდა მთელი მთაწმინდა.

მისი მორჩილი გახლდათ წმინდა პავლეს მონასტრის მღვდელმონაზონი მამა ანდრია, შემდგომში - ამავე მონასტრის იღუმენი. ის მამა გერასიმესთან გონიერი ლოცვის შესასწავლად მისულიყო. გამიხარდა, რომ მამა ანდრიას ამის საშუალება ჰქონდა.

მამა გერასიმეს ნახვის ღირსი კიდევ ორ-სამჯერ გავხდი და მისმა ღრმა სულიერებამ განმაცვიფრა. ის გხიბლავდა უბრალოებით, რომელიც თანამდევია უფალში მცხოვრები ყოველი კაცისა. თვალნათლივ ჩანდა მისი განსწავლულობაც. ნებისმიერ საზოგადოებაში ძალზე ბუნებრივად იქცეოდა. სერიოზულობითა და განსჯის უნარით სულიერების უმაღლეს საზომს მიაღწია. რაკი განათლება შვეიცარიაში მიეღო, ოკუპაციისას (მეორე მსოფლიო ომის დროს) წმინდა კინოტმა კარიესში თარჯიმნად მიიწვია. ჩვენი შეხვედრისას, თუმცა საბერო გამოცდილება მცირე მქონდა, მყისვე შევნიშნე, - და შეუძლებელიც იყო, ვერ შეგემჩნია, - რომ სოფლისგან განდგომისას ძლიერი ხელმძღვანელი შეხვედროდა. გარდაცვლილ მოძღვარს მამა კალენიკეს მის სულსა და ხასიათზე დიდი მონდომებით ემუშავა. ჭეშმარიტი ბერი თავს საუბრის მანერაშიც წარმოაჩენდა, ჯდომაშიც, გვერდით გახედვაშიც. მამა გერასიმეში ბრწყინავდა არისტოკრატული, მოხდენილი ხატება ბერისა. დაე, მოგვიხსენიოს თავის ლოცვებში.

წმინდა ბასილის უდაბნო მაშინ ასკეტებით იყო აღსავსე. მართალია, მამა გერასიმეს დარი განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ ისინიც დიდად მოღვაწე ბერები გახლდნენ.

ერთ-ერთ კალივაში განმარტოებით მოღვაწეობდა მამა ქერუბინი. 50 წელზე მეტხანს ცხოვრობდა უდაბნოში. მარტო დარჩენილმა თანამგზავრად სიმშვიდე ირჩია და "გონების სადარაჯოზე" იღვწოდა. მაღალი იყო, ძალზე გამხდარი, თეთრი წვერი და ნათელი სახე ჰქონდა. როცა კი შეხვდებოდი, ხელები მუდამ ჯვრის სახედ ეწყო გულზე და მიწას დაჰყურებდა. შეკითხვაზე ორიოდე სიტყვით გიპასუხებდა. მისალმებისას საპასუხოდ მუხლს მოგიდრეკდა. მდუმარე და სიტყვაძვირი სიფხიზლის გონიერ ღვაწლსა და ლოცვას არასდროს წყვეტდა. ერთი თვალის შევლებითაც ნათლად ჩანდა, წმინდა ბასილის უდაბნოს ისიქასტი მამა ქერუბინი ნათლის სოფელს გადასახლებულიყო.

მისმა სახელმა და ცხოვრების წესმა მისი მიბაძვის დიდი სურვილი გამიჩინა, მაგრამ საკუთარ თავში ვერ ვხედავდი ძალას, მისნაირი სულიერი ნიჭები მომეხვეჭა. ამიტომ ჩემს სულიერ მოძღვარს ვთხოვე, ბერად აღკვეცის ჟამს ჩემთვის მისი სახელი მაინც დაერქმიათ. მწამდა, ამგვარად შევძლებდი, კავშირი მქონოდა ამ დაუვიწყარ პიროვნებასთან...

მამა იონა რუმინელი თავის გონიერ მორჩილთან მამა მაკართან ერთად მოღვაწეობდა. მას ხელსაქმედ მესაათეობა ჰქონდა. ყოველგვარ საათსა და მექანიზმს აგროვებდა.

წმინდა ბასილის სკიტში მორჩილთან, მამა დანიელთან ერთად, ცხოვრობდა დიდად მოღვაწე ბერი მამა ლეონტი. ის ამერიკაში მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა დიდ სავაჭრო ქსელს, მაგრამ დაუტევა ყოველივე და მოსამსახურესთან ერთად ათონზე მოვიდა. ორივენი ბერად აღიკვეცნენ.

მთაწმინდაზე რომ ჩამოვედი, მამა ლეონტი სიმონ-პეტრას მონასტრის ერთ-ერთ კათიზმაში კათიზმატარიოსი იყო (კათიზმა მონასტრის ახლოს მდებარე და მის კმაყოფაზე მყოფი მცირე სავანეა, კათიზმატარიოსი კი იქ მცხოვრებ ბერს ჰქვია - კ.კ.). როცა კატერით მივცურავდით და კათიზმა გამოჩნდებოდა, პატივისცემით ვივსებოდით, იქ ხომ მამა ლეონტი მოღვაწეობდა. მისი სათნოებებისა და მოსაგრეობის ამბავი მთელმა მთაწმინდამ შეიტყო. ოდესღაც მსახური, ახლა კი მისი ერთგული მორჩილი მამა დანიელი, ვითარცა ნაყოფი კეთილი, იმ ხის ღირსებაზე მოწმობდა, რომელმაც ის გამოიღო.

მოგვიანებით მამა ლეონტი კატუნაკში ვნახეთ, დაბრმავებული, მაგრამ თავს დატეხილი განსაცდელით გახარებული. ხშირად იმეორებდა: "ახლა უკეთესად ვხედავ, უკეთესად. ღმერთმა უფრო ძლიერი ნათელი მიბოძა, ვიდრე მაშინ მქონდა, ჯანმრთელი რომ ვიყავიო". მამა დანიელი ღვიძლ მამასავით უვლიდა. ამ შრომის გამო მოძღვარი მისთვის ათას იესოს ლოცვას აღავლენდა.

დაბრმავების შემდეგ მამა ლეონტი სულიერ ცხოვრებაში კიდევ უფრო დაწინაურდა და მრავალ კატუნაკელ მამას გაასწრო - ასე თვლიდნენ იქ მცხოვრები ბერები. ათონის, განსაკუთრებით კი კატუნაკის ისტორიაში ის ასე მოიხსენიება: "უსინათლო მამა ლეონტი, სათნოებათმოქმედი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat