ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
შვილო, ის ხომ უფლის ძმაა
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი).
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-16

1938 წლის 20 ოქტომბერს, წმინდა დიდმოწამე არტემის ხსენების დღეს, ჩვენი საძმო მისივე სახელობის კალივაში წავედით სადღესასწაულო ლოცვაზე. მორჩილის კაბით პირველად გამოვედი კალივიდან. წმინდა არტემის კალივის ბერებს, მოძღვარს და მორჩილს დღესასწაულისთვის ტაძარი საზეიმოდ მოერთოთ, იატაკზე ვაზის ფოთლები მოეფინათ.

საღამოს ვახშმად ჩამოდგეს ლოკოკინები. მამები მაგიდას შემოუსხდნენ. მათ ფერმკრთალ ასკეტურ სახეებს ნავთის ლამპა ანათებდა. მართლაც გულის შემმუსვრელი ბუნებრივი ატმოსფერო იყო, რომელმაც მომაგონა ძველი დროის ბერმონაზვნობაზე წაკითხული. აღფრთოვანებული ვფიქრობდი, ნუთუ მეც მივეკუთვნები ამ კურთხეულ კრებულს-მეთქი. დიახ, ეს უკვე რეალობა იყო.

პროტოფსალმები (მთავარი მგალობლები) იყვნენ მამა აზარიას მორჩილები - ძმები იოანე და ამბერკი. მლოცველი მღვდელი, მონაცვლეობით მგალობელნი, კანონარქი, წიგნის მკითხველი, ეკლესიარქი, წმინდანისადმი საზეიმო ჰიმნები, შეუცვლელი მრავალსაუკუნოვანი ბიზანტიური წესდება მთაწმინდისა - ყველაფერი ჰარმონიულ მთლიანობად იკვრებოდა.

ბევრი მამა ეზიარა წმინდა საიდუმლოებებს. თითოეულმა მათგანმა მარჯვნივ და მარცხნივ მუხლმოდრეკით შენდობა ითხოვა, მერე კი კანკელის წმინდა ხატებს ეამბორა. საერო ტრაპეზის შემდეგ მამები თავ-თავიანთ ისიქასტრიონებს დაუბრუნდნენ ლოცვით ღამენათევნი, აბგამოკიდებულნი, ბედნიერნი, რათა ახალი ძალებით გაეგრძელებინათ უხილავი ბრძოლა.

***
მთაწმინდაზე ჩემი პირველი ზამთარიც დადგა წვიმებით, ქარიშხლებით, თოვლით. ღუმელს არ ვაქრობდით. მე შეშის ჩეხვა მქონდა დავალებული. მას შორს ვამზადებდით, მოგვქონდა და კალივის გვერდით ვაწყობდით. მამა იოაკიმემ შეშის გადმოტანის მარტივი ხერხი მოიფიქრა - კალივაში მომავლები როცა იმ ადგილს ჩამოუვლით, ხელს ერთი იღლია შეშა გამოაყოლეთო.

სასტიკი ზამთრის მიუხედავად განრიგი არ შეგვიცვლია. ბიზანტიური დროით ექვს, "ერისკაცული" დროით კი - ღამის თორმეტ საათზე (ათონის მთაზე დღესაც ბიზანტიური დრო "მეფობს", რომელიც მზის ჩასვლიდან აითვლება და წლის განმავლობაში იცვლება) სენაკის კარზე გვიკაკუნებდა ამისთვის დადგენილი ძმა და ხმამაღლა ამბობდა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." ეს ნიშანი იყო გაღვიძებისა. იმ წუთსვე გადავიძრობდით საბანს და წამოვდგებოდით, ვითარცა სულიერი საგუშაგოს მეომარნი, ვითარცა ლოცვის ებგურნი. მთლიანი სამონაზვნო სამოსით შემოსილთ გვეძინა, როგორც მცველებს, დარაჯობის ჟამს რომ ელიან. წამოდგომისთანავე ხელთ ვიპყრობდით სკვნილებს და კელიებში ვიწყებდით "კანონის" ჩამოლოცვას, რომელიც ერთი საათი გრძელდებოდა. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ" - ასე ვიწყებდით სამყაროში ყველაზე ძლიერი და ყველაზე ტკბილი ლოცვის წარმოთქმას. გარკვეული რაოდენობის სკვნილის ჩამომარცვლის მერე ვიტყოდით: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ".

შუაღამე მოგვასწრებდა ხოლმე გონებითა და გულით ყოვლადწმინდა სამება, ერთარსება ღმერთის მადიდებელთ, ჩვენ და ათონის ყველა მონასტრის ბერებს. ახალბედებს განსაკუთრებით ძილი ებრძვის და მისი ძლევა ძნელია. თავიდან შრომით დაქანცული სხეული ძნელად ეთანხმება სულის სურვილებს, მაგრამ ბოლოს მისი მორჩილი ხდება თვით ზამთრის აუტანელ ღამეებშიც კი.

რაც შეეხება ჩემი კანონის ხარისხს, მახსოვს, მაშინ ამაში ცოტათი წინ წავიწიე: ჯერ კიდევ მცირედით ვგრძნობდი ქრისტეს გვერდით ყოფნას.

- ჩემში ღმერთს ვერ ვგრძნობ, - შევჩიოდი მოძღვარს.

- ჯერ ადრეა, შვილო, - მამშვიდებდა მამა გრიგოლი, - გაივლის დრო, შესაძლოა წლებიც, სანამ ღმერთი ნუგეშისცემისა და სიტკბოების წვეთებს გაგემებს. ხომ წაგვიკითხავს მამათა ნაწერებში, რომ რჩეული სულის ადამიანები სულიერი ბრძოლით და ცრემლით გამოითხოვდნენ ამ ნუგეშისცემას, ამ საღმრთო მოხილვას. ისინი ამას უფრო მხურვალე სურვილით ეძებდნენ, დიდი ვაებით, უნუგეშოდ, ისე, როგორც წერდა წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თავის ჰიმნში.

ზარის ხმაზე ტაძარში, ცისკრის მსახურებაზე შევიკრიბეთ და ერთად აღვუვლინეთ ღმერთს მადლიერებისა და დიდებისმეტყველების ჰიმნები: "ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმინდაო სამებაო: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო...", "ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა..."

"უხრწნელისა" და ზოგიერთი ლოცვის შემდეგ დასრულდა შუაღამიანი - პირველი ნაწილი ჩვენი მსახურებისა, მას ცისკარი მოჰყვა. ექვსფსალმუნს ჩვეულებისამებრ მოძღვარი კითხულობდა, როცა ის არ იყო - მამა იოაკიმე. ექვსფსალმუნებისას მხოლოდ კანდელები ანათებდნენ მქრქალად კანკელის წმინდა ხატებს. ჩვენს ცისკარს ჰქონდა ყველა ელემენტი მთაწმინდური წესდებისა. ფსალმუნისა და დღის კანონებს მოჰქონდათ ჩვენთან ღვთაებრივი აზრები. "აქებდითას" და დიდებისმეტყველების საგალობლების შემდეგ ჟამნები იკითხებოდა, შემდეგ კი ღვთისმშობლის კანონი, აკათისტო.

კანონის წაკითხვის მერე თუ რაიმე მიზეზის გამო ჩვენთან არავინ ეზიარებოდა, ვიღებდით ანტიდორს და ნაკურთხ წყალს, ვეამბორებოდით მოძღვრის მარჯვენას და ამრიგად განახლებულნი ვხვდებოდით ახალ დღეს.

ჩვენ ჩვეულებისამებრ ყოველდღიურად ვეზიარებოდით ხოლმე. რა თქმა უნდა, საღმრთო ლიტურგია ამ დროს არ აღესრულებოდა, რადგან ღვთისმოშიშმა მამა იოაკიმემ მოძღვარს სთხოვა და მანაც კურთხევა მისცა მღვდლობის დატევებისა. ასე იქცეოდა ბევრი მთაწმინდელი მღვდელმონაზონი: ისინი ღრმად შეიგრძნობდნენ მღვდლობის სიმძიმეს, საშინელ სამსხვერპლოს წინაშე რამდენიმეწლიანი მსახურების შემდეგ ცხოვრების დარჩენილ წლებს ატარებდნენ, ვითარცა უბრალო მონაზონნი.

მამა იოაკიმე დილით, ლოცვის შემდეგ, უბრალოდ ჩაიცვამდა ოლარს და გვაზიარებდა წმინდა ძღვენს, უფლის ხორცს, რომელიც ყოველთვის ინახებოდა წმინდა ტრაპეზზე.

ამგვარად, ჩვენი თითოეული დღე "სრულყოფილი" იყო და სულიერ ბრძოლაში განილეოდა. ჩვენი სულიერი ცვლილება იყო მამა იოაკიმეს განუწყვეტელი ზრუნვის საგანი. თანდათან უფრო მაცვიფრებდა ღვაწლი მამა იოაკიმესი, სიმკაცრე მოძღვრისა და სიმტკიცე ძმათა. წესად გვქონდა, ყოველ კვირა დღეს ღამისთევის ლოცვით შევხვედროდით. დაუვიწყარი დარჩა ჩემთვის ეს წმინდა ლოცვები. მარჯვნივ მამა გრიგოლი გალობდა, როგორც შეეძლო, მარცხნივ კი მამა იოაკიმე, ჩვენც ვეხმარებოდით. მე მამა გრიგოლთან ერთად ვგალობდი გამოკრეფილ ფსალმუნებს. დილით კი რომელიმე სხვა კალივაში, სადაც მღვდელი ჰყავდათ, მივდიოდით საღმრთო ლიტურგიაზე.

მაგრამ ხშირად ჩვენთან მოდიოდა ჩვენი მოძღვარი მამა ქრისტეფორე. საღმრთო ლიტურგიას აღვავლენდით, რომელზეც ვიღებდით საღმრთო მარგალიტს, ცხოვრების პურს. ჩვენი მოძღვარი მკაცრი მოსაგრე გახლდათ, ძალზე ცოტა ხანს ეძინა, მცირეს ჭამდა. შეუბრალებლად იმონებდა თავის სხეულს.

ერთხელ, ცისკარი დასრულდა და საღმრთო ლიტურგია უნდა დაწყებულიყო, სილის გაწვნის ხმა მომესმა. ავწრიალდი, მიმოვიხედე, მაგრამ დანარჩენ ძმებს შფოთის არაფერი ეტყობოდათ. მოძღვარმა მკაცრად აგვიკრძალა წირვის დროს ტაძარში ლაპარაკი, ამიტომ სხვა დროისთვის გადავდე შეკითხვა. მან შეამჩნია ჩემი შეშფოთება და მანიშნა, დავწყნარებულიყავი. შუა წირვისას მეორედ მომესმა სილის გარტყმის ხმა.

მოგვიანებით მოძღვარს ვკითხე, რას ნიშნავდა ყოველივე. მან მშვიდად მიპასუხა:

- მამა ქრისტეფორე მსახურების ჟამს, როცა გრძნობს, რომ ეძინება, სილით თავს იფხიზლებს. ცდილობს, სრულყოფილად ემსახუროს ღმერთს, მთელი სულით და მთელი სხეულით. საკუთარ თავს ამ პრინციპიდან გადახვევას არ აპატიებს. ამისთვის გამოძებნა ეს მტკივნეული, მაგრამ პრაქტიკული და შედეგიანი ხერხი.

მიუხედავად ამისა, მამა ქრისტეფორე სხვების მიმართ სიყვარულით იყო აღსავსე. როცა ვინმეს ხვდებოდა, ჩვეულებრივი მისალმების ნაცვლად, მუხლს იყრიდა და მიწამდე სცემდა თაყვანს. თავიდან ამან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უსაზღვრო იყო მისი სიმდაბლე.

ერთხელ, დილით, როცა კალივის ეზოში ვისხედით, კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. ვინმე გლახაკი ერისკაცი დახმარებას ითხოვდა. მამა ქრისტეფორემ მიირბინა მასთან და მუხლი მოუდრიკა. ძალზე უცნაურად მეჩვენა! როცა გლახაკი წავიდა, მამა გრიგოლის კურთხევით მამა ქრისტეფორეს ვკითხე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ატირდა და ამის თქმაღა მოახერხა - შვილო, ის ხომ უფლის ძმა არისო...

ასეთი მოძღვრის გვერდით ყოფნა ჩვენთვის ღვთის ფასდაუდებელი საჩუქარი იყო. ის კრებდა და გადასწერდა ხოლმე წმინდა მამათა ნაწერებს. ხშირად მოგვიყრიდა თავს და წაგვიკითხავდა რაიმეს თავისი მრავალწლიანი გამოკვლევებიდან. და ჩვენც ვსვამდით "ცხოველ წყალს" მამათა ფიქრებისა და გამოცდილების წყაროდან.

***
გარკვეული დროის შემდეგ მამა გრიგოლმა განბჭო, რომ დამიდგა ბერად აღკვეცის ჟამი. დავიწყე მზადება ამ დიდი მოვლენისთვის. ჩემს მოსვლამდე სკიტს დიდი ლავრისგან (რომელსაც ის ემორჩილებოდა) ჰქონდა პრივილეგია, რომლის მიხედვითაც ბერად აღკვეცას ყოველთვის არ უთანხმებდნენ ლავრას. მაგრამ იმ პერიოდში ლავრამ წმინდა ანას სკიტს ეს პრივილეგია წაართვა. აგიოანელებმა თავიდან უარი თქვეს ლავრის გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მათი უარი აბრკოლებდა ჩემს ბერად აღკვეცას. მაშინ მამა გრიგოლმა დახმარება სთხოვა აწ განსვენებულ მონაზონს, ანტონი მუსტაქსს, რომელმაც მოაგვარა ეს საკითხი.

ამგვარად, 1940 წლის 14 ოქტომბერს აღმკვეცეს მონაზვნად ღირსი ათანასეს ერიმიტირიონში. ცნობილია, როცა ღირს მამას დასვენება უნდოდა, აქ მოდიოდა ხოლმე. ჩემს ბერად აღკვეცას მთელი საძმო დაესწრო. გადამწყვეტი დღე იყო ჩემთვის, მორჩილის ცხოვრებიდან დიდსქემოსანი მონაზვნის ცხოვრებაში გადავდიოდი. მაგრამ მაინცდამაინც არ მიხაროდა, რადგან მონასტერსა და სკიტს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ ნება არ მომცა, ჩემს საყვარელ კალივაში აღვკვეცილიყავი ბერად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat