ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ღვაწლის შემსუბუქებას ნუ ვეცდებით, თუკი მათ კვალზე სიარული გვინდა
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-17

თავი 9. ჩვენი სკიტი
ჩვენი კალივის ქვემოთ მდებარეობდა წმინდა ევსტათეს საძმო, რომლის მოძღვარი გახლდათ მამა ანტონი, ღვთისმოშიში და თავმდაბალი ბერი, რომელიც თავის კალივაში იყო დაყუდებული ორ მორჩილთან - ხორციელადაც ძმებთან ერთად და თავს ხელსაქმით ირჩენდა. ისინი ისე ცხოვრობდნენ, თითქოს არ არსებობდნენ, იყვნენ მდუმარენი და მლოცველნი.

ცოტა ზემოთ, მთასთან ორი ქსეროკალივა იყო. ერთ-ერთ მათგანში მამა არსენ მეწინდე ცხოვრობდა. წარმოშობით აკარნანის რაიონიდან გახლდათ. მატყლისგან პერანგებსა და წინდებს ქსოვდა. ჩემი მოძღვარი მას პატივს სცემდა, მარტოხელას ეხმარებოდა ყოველი შეჭირვების ჟამს. მონაზვნურ ცხოვრებაში ფრიად გამოცდილი იყო. ნათელი სახე ჰქონდა, რომ იტყვიან ხოლმე, "მარილით შეზავებული". ადამიანებში დიდ პატივისცემას იწვევდა. ხშირად, როცა სკიტში ჩამოდიოდა, ჩვენც მოგვინახულებდა. ვუცქერდი აღფრთოვანებული. ის მსხმოიარე ხეს ჰგავდა, სათნოებათა და ბერმონაზვნური გამოცდილების ნაყოფით დახუნძლულს. თვალებიდან ცეცხლი გამოჰკრთოდა. თეთრწვეროსანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ყოველთვის მხიარული იყო და იღიმებოდა.

- პატარა ბერო, - ხშირად მეტყოდა ხოლმე, - შენ ახლა შეუდექი გზას, ეცადე, საგზალი არ დაკარგო. ეგ გზა, რომელიც აირჩიე, ციცაბოა, სავალად ძნელი. მტკიცედ უნდა იდგე, რომ არ ჩამოვარდე. ჩაებღაუჭე მოძღვრის მარჯვენას, ის იქნება შენი დასაყრდენი.

მოძღვარი ხშირად მატანდა მასთან საჭმელს. ის მარტო ცხოვრობდა და საჭმელს არასოდეს იმზადებდა.

მეორე ქსეროკალივაში მოღვაწეობდა მამა ელეფთერი თავის მორჩილებთან პახუმთან და აქილესთან ერთად. მამა ელეფთერი ბავშვივით უმანკო იყო. ქრისტეს სიტყვები რომ გავიმეოროთ, ის "მოიქცა" და "ბავშვივით გახდა". ეს სათნოებები თავის მორჩილებსაც გადასცა. ამგვარად, მათ საძმოში ადრეულქრისტიანული "გულის უბრალოების" ატმოსფერო სუფევდა. სამივე ბერს ერთი სული და ერთი გული ჰქონდა. მათ სახეებზე ასახულიყო ქრისტესმოსავი სიყვარული და სითბო.

ჩვენი კალივის ცოტა ზემოთ მდებარეობდა უფლის ფერისცვალების კალივა, სადაც სკიტის "ექიმი" მამა არტემი თავის მორჩილ ორ "სანიტართან", მამა ოქროპირთან და მამა ილიასთან ერთად ცხოვრობდა. მამა არტემი ჩინებული პრაქტიკოსი ექიმი გახლდათ. მას ჰქონდა დიპლომი, რომელსაც იძლევა ცხოვრებისეული გამოცდილება და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული. როცა რომელიმე მამა ავად ხდებოდა, ის მას განსაცვიფრებლად ზუსტ დიაგნოზს უსვამდა და საჭირო წამალს აძლევდა. მაგრამ განსაკუთრებული წარმატებები მას ქირურგიაში ჰქონდა. მამა არტემის სამედიცინო ხელოვნებით ყველანაირი იარა შუშდებოდა. ლანცეტი და მისივე მომზადებული მალამო, რომელსაც თან ლოცვა ახლდა, სასწაულებს ახდენდა. მცირე ხანში მას მთაწმინდის იქითაც გაუვარდა სახელი. კასანდრიის სოფლების ავადმყოფები მასთან დაიარებოდნენ. წმინდა ანას სკიტელი "ექიმი" თესალონიკის ჯანდაცვის სამსახურშიც მიიწვიეს მისი თერაპიული და ქირურგიული მეთოდების გასაცნობად. ჩააცვეს თეთრი ხალათი და ერთ ავადმყოფს გაუკეთა ოპერაცია. მამა არტემმა თავისი ყველა მეთოდი გამოიყენა და იმგვარი წარმატება ხვდა, რომ ოფიციალურად დართეს ნება, მთაწმინდელი ბერებისთვის ქირურგიული დახმარება აღმოეჩინა. მამა არტემის სიყვარულის და ხელოვნების ძალა მეც გამოვცადე - მან ოპერაცია გამიკეთა და ერთი დიდი ხნის შეუხორცებელი იარა მომიშუშა.

კარცონესების კრებული ოთხი ხორციელადაც ძმისგან შედგებოდა. მათი მოძღვარი იყო უფროსი ძმა - მამა გაბრიელი. მის აზრს ყოველთვის დიდი წონა ჰქონდა სკიტისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. კარცონესების სულიერ ოჯახში მკაცრი ცხოვრების წესი და, იმავდროულად, ყველას მიმართ დაულეველი სიყვარული სუფევდა. მათმა კალივამ თავისი სტუმართმოყვარეობით შეცვალა კირიაკონი (ათონზე სტუმრები, ჩვეულებისამებრ, სახლდებიან ხოლმე არქონდრიკში, რომელიც სკიტის მთავარ ტაძარში - კირიაკონშია), თუკი მათთან ვინმე რამეს შეჭამდა, არასოდეს დაავიწყდებოდა მისი გემო.

ისინი განსაკუთრებული ხატმწერები იყვნენ, მათი ხელოვნება განთქმული იყო მთელ საბერძნეთში. ყველა ძმა ნამდვილი ბერული ცხოვრებით ცხოვრობდა, იყვნენ პელეპონესურად გულუხვნი. წარმოშობით მესინის არფარიდან იყვნენ. შთამბეჭდავი იყო ყველასთვის მათი საქციელი, ოთხმა ძმამ ერთდროულად დატოვა ამსოფლიური სიკეთე, მამის - ქალაქის თავის სახლი და ათონის მთის მკაცრი ცხოვრება არჩია!

ისინი უამრავ სტუმარს აბრაამისებრ მასპინძლობდნენ. როგორ ადვილად ვცდებით, როცა გარეგნობის მიხედვით ვსჯით და არა ჭეშმარიტებით, როგორც ამას გვასწავლის სახარება. როცა ამ ძმებს ახლოს გაიცნობდი, იხილავდი მათ მკაცრსა და სწორად მოღვაწე ბერულ ცხოვრებას. ამის თვალსაჩინოებისთვის ამბავს მოგიყვებით:

KARIBCHEერთხელ მოძღვარმა სამორჩილო საქმეზე მეორე ძმა, მამა სერაფიმე გაგზავნა. მას კალივაში ნავმისადგომიდან ორი ტომარა უნდა ამოეტანა. მამა სერაფიმე დაეშვა ქვემოთ, ნავმისადგომისკენ. ციცაბო აღმართზე ორჯერ რომ არ ასულიყო, გადაწყვიტა, ორივე ტომარა, თითო - 50-კილოგრამიანი, ერთად ამოეტანა, მოკლედ, როგორც ხალხი ამბობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოეკლა. მოძღვარმა ზემოდან დაინახა, ჩაირბინა, შუა გზაზე დახვდა და უსაყვედურა: - განა არ გითხარი, თითო-თითო ამოიტანე-მეთქი? მამა სერაფიმემ თავის მართლება დაიწყო, მაგრამ მოძღვარმა გააჩერა და უთხრა: - დატოვე ერთი ტომარა აქ, მეორე კი ნავმისადგომთან ჩაიტანე. მერე ამოდი და კალივაში ჯერ ეს ტომარა ამოიტანე, მერე კი მეორე. შემდგომში ისე მოიქეცი, როგორც გთხოვენო. "მაკურთხე, მამაო", - უთხრა მამა სერაფიმემ და მორჩილების შესასრულებლად გაიქცა. მან კარგად იცოდა, რომ მონაზონმა მორჩილება ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. ასეთი იყო კარცონესების სიმართლე!

ათონზე ჩემი ყოფნისას მთაწმინდის ზოგიერთმა მონასტერმა გადაწყვიტა, თავის ნავმისადგომამდე გზა მიეყვანა. ვგონებ, ამ ფაქტის გავლენით ჩვენმა დიკეამ (სკიტის არჩეული უფროსი) მამების საბჭოს ჰკითხა, - ჩვენც ხომ არ შევაკეთოთ სკიტის გზაო.

წამოდგა მამა გაბრიელ კარცონესი და მტკიცედ განაცხადა: "ჩვენი სკიტის ეს თავბრუდამხვევი და ძნელადგასავლელი ბილიკები დაეხმარნენ ჩვენამდე მცხოვრებ მამებს, რომ მასზე სიარულისას ოფლთა ღვრის, ღვაწლის სიმძიმის გამოისობით მიეღწიათ სიწმინდისათვის. ამიტომ ღვაწლის შემსუბუქებას ნუ ვეცდებით, თუკი მათ კვალზე სიარული გვინდა".

ყველა ერთხმად დაეთანხმა მამა გაბრიელს. თითოეულმა მათგანმა პატერიკიდან რაიმე ისტორია ან სწავლება გაიხსენა. ერთმა წმინდა პახუმი დიდის ცხოვრების ეპიზოდი მოუთხრო მამებს: "უდაბურ, ეკლიან ადგილას ცხოვრობდა წმინდანი. შეშის მოსატანად წასულს ეკლები ფეხებს უკაწრავდა, რადგან ფეხშიშველი დადიოდა. მაგრამ იხსენებდა ჩვენი მაცხოვრის ჯვარზე მილურსმვას და ამით განსაცდელებს დაითმენდა". მეორემ კი ეფრემ ასურის სიტყვები გაიხსენა: "ავადმყოფობის ჟამს ტკივილი კეთილად დაითმინე, რომ შეძლო გაექცე სხვა (ჯოჯოხეთის) ტკივილებს". სხვამ კი ამბა ისაიას ნათქვამი გაიმეორა: "შეიყვარე ყველანაირი ბოროტი განსაცდელი და შენი ვნებებიც დაცხრებიანო". მეორემ კი კითხვას "რა არის ბერი?" ამბა იოანე მმარხველის სიტყვებით უპასუხა: "ბერობა ღვაწლია, რადგან ბერი ყოველთვის შრომობს".

გზების მოსწორების საწინააღმდეგოდ სხვა მოსაზრებებთან ერთად გაიხსენეს და ისაუბრეს მარადისობის პერსპექტივებზე, დროის ულმობლობაზე. "ჩვენ, მას შემდეგ, რაც ბერულ ცხოვრებას შევუდექით, ვირწმუნეთ, რომ ჩვენი კელიის მესაკუთრენი კი არა ვართ, არამედ ერთგვარად სტუმარნი და დამქირავებელნი იმ დრომდე, ვიდრე სიკვდილისა და სიცოცხლის უფალი ინებებს, დაგვტოვოს ამ მიწიერი გადასახლების ადგილას, რათა მეტ სინანულს მივეცეთ და განვიწმინდოთ. ამიტომაც მრავალი ჩვენგანი გაურბის მცირე რამის შეცვლასაც კი კელიაში, რადგან წინამორბედთაგან მიღებულს უწმინდეს საგანძურად ვთვლით და ასეთივე გვსურს გადავცეთ მემკვიდრეებს.

ამგვარი აზრით ვუცქერით ჩვენს კალივას, სკიტს და მთლიანად ათონის მთას. ყველაფერი ეს ჩვენთვის უძვირფასეს საგანძურს და მამათა ნამემკვიდრალს წარმოადგენს, წმინდასა და ხელშეუხებელს. ის, რაც გვწამს ჩვენს კელიასთან დაკავშირებით, ათასჯერ მეტად გვწამს და გვჯერა, როცა საქმე მთაწმინდას და ჩვენს სკიტს ეხება როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად: ჩვენ არ ვართ მისი მეპატრონეები და აქ რამის შეცვლის უფლება არ გვაქვს.

როცა მთაწმინდისკენ გამოვეშურეთ, ასე თუ ისე ვიცოდით, აქ რა სირთულეები შეგვხვდებოდა. მიუხედავად ამისა, სიხარულით და მოშურნეობით წამოვედით. ცხოვრების პირობების შემსუბუქებასა და სიკეთეებზე რომ გვეფიქრა, რასაც მოკლებულია ოფლის უსასრულო მდინარეებით განწმენდილი ეს კურთხეული მიწა, მაშინ აქ კი არ უნდა მოვსულიყავით, არამედ ჩვენს სამშობლოში არსებულ სავანეთაგან ერთ-ერთში დავსახლებულიყავით, სადაც გზებიც არის და ცხოვრების ხელსაყრელი პირობებიც. ჩვენ საკუთარი ნებით ავირჩიეთ მთაწმინდა და ვფიქრობთ, მცირედითაც არ შეიძლება შევცვალოთ საუკუნეების მანძილზე ჩამოქნილი სულიერი წყობა და მისი გარეგნული გამოხატულება ცხოვრების გასაიოლებლად".

ამგვარი დასაბუთების შემდეგ გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სკიტის ტრადიციული სახე და ძველებურად განგვეგრძო ცხოვრება.

სკიტის კირიაკონიდან მცირედ აღმოსავლეთით მდებარეობდა ორი ჩინებული საძმო: მამა ხარლამპესი და მამა თეოდოსისა. ერთიმეორეზე უკეთესნი იყვნენ. ამის გარდა ორივე ბერი ხორციელი ძმებიც იყვნენ.

მამა თეოდოსი იყო სერიოზული განმსჯელი, მცირედმოსაუბრე, მაღალსულიერი. სანამ წმინდა ანას სკიტში მოვიდოდა, უდაბნოში ცხოვრობდა. ასევე ეტყობოდა, რომ გონიერ ლოცვას მუშაკობდა. ლიტურგიაზე იყო დიდად თავდაჭერილი, კარგი მოსაუბრე, აღსავსე სითბოთი და სიყვარულით. იგი გახლდათ სკიტის მტკიცე დასაყრდენი. თავისი კანონის ჩამოლოცვისას ღამეებს ტირილსა და გოდებაში ატარებდა და ამით გამოითხოვდა ღვთის მოწყალებას. მისი დიდი სურვილი იყო, სიცოცხლე მთაწმინდაზე, თავის კალივაში დაესრულებინა, რაზეც ლოცულობდა კიდეც. ერთხელ მთაწმინდის გარეთ ყოფნისას ჰეპატიტით დაავადდა. იგრძნო სიკვდილის მოახლოება და ახლობლებს მთაწმინდაზე დაბრუნება სთხოვა, რასაც ექიმები ეწინააღმდეგებოდნენ.

სკიტის ნავმისადგომიდან კალივამდე მამა თეოდოსი მამებმა საკაცით აიყვანეს, სადაც ერთი თვე კიდევ იცოცხლა და ღვთის დიდმა მადლიერმა სული თვისი უფალს ჩააბარა.

მამა ხარლამპეს საძმოც მაღალსულიერი ხალხისგან შედგებოდა. მამა ხარლამპე მდუმარე და თავმდაბალი ბერი იყო, ღირსეული გამგრძელებელი კალივის ტრადიციებისა. მას მორჩილებდნენ მამა ისიქი დიაკვანი, მამა სოფრონე, მორჩილი დიმიტრი და მამა დანიელი, რომელიც იმ პერიოდში ერში იმყოფებოდა. ხელსაქმედ საბერო სკუფიების ქსოვა ჰქონდათ. მათ ცხოვრების ისეთი მკაცრი განრიგი ჰქონდათ, რომ ხშირად უჭირდათ მათთან მეორედ სტუმრობა. მამა ხარლამპეს საძმოდან უმეტესობა უკვე გარდაიცვალა. დაე, მათი ლოცვებით შეგვიწყალოს უფალმა.
გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat