ამის გამო მაპატიეთ, შვილებო
ამის გამო მაპატიეთ, შვილებო
წმინდა ამბროსი ოპტელი ბერად აღიკვეცა და წინამძღვარმა მალევე გადაწყვიტა მისი დიაკვნად კურთხევა. ამან შეაშფოთა ღირსი მამა და რჩევისთვის თავის მოძღვარს წმინდა მაკარი ოპტელს მიაკითხა. მან კი სიტყვის თქმაც კი არ აცალა: გადაწყვიტეს, გაკურთხონ, ხომ? ეს კარგიაო. წმინდა ამბროსიმ შესჩივლა - სწორედ ამაზე სასაუბროდ მოვედი, მე ხომ ღირსი არა ვარ სამღვდელო ხარისხისო. მოძღვარმა დაამშვიდა: ასე იფიქრე ყოველთვის, რომ უღირსი ხარო. და წმინდა ამბროსიც დაემორჩილა უფლის ნებას.

***
მამა საბა ოსტაპენკოსთან მრავალი სულიერად დაავადებული მიჰყავდათ. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ. ღირსი მამა ავადმყოფების წინ ამგვარად ლოცულობდა: "უფალო, არა ჩემს გამო, არამედ ჩემში დამკვიდრებული მღვდლობის მადლის გამო განკურნე იგი". შემდეგ, როცა დიდი სქემა შეიმოსა, ამ ლოცვას შეჰმატა: "და დიდი სქემის მადლის გამოც".

***
ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ავადმყოფებს ეუბნებოდა, რომ მასთან მისულიყვნენ წირვის დასრულებისთანავე. როცა ისინი მასთან მივიდოდნენ, მამა გაბრიელი გაუწვდიდა ხელებს და იტყოდა: სულ ახლახან ამ ხელებს ეპყრათ უფალი, ყოვლისმპყრობელიო. შემდეგ ხელებს ავადმყოფს თავზე დაადებდა და დალოცავდა: - ნუღარ იავადმყოფებო. წირვისას როცა წარმოთქვამდა: "შენი შენთაგან შენდა შემწირველნი", ხმა აუთრთოლდებოდა, ხშირად ქვითინებდა კიდეც. როცა სულიერმა შვილებმა ჰკითხეს ტირილის მიზეზი, ღირსმა მამამ უპასუხა: "არ შემიძლია ვიხილო ქრისტეს უწმიდესი სხეული სისხლით შეღებილი... ეს ხომ ჩვენს გამო მოხდა. და ვგრძნობ, ნათლად ვგრძნობ ქრისტეს ტანჯვას და მის უსაზღვრო სიყვარულს. ამიტომ, არ შემიძლია, არ ვიტირო. თავს ვერ ვიკავებ, ხმამაღლა ვქვითინებ და გაბრკოლებთ. ამის გამო მაპატიეთ, შვილებო".

***
ათონელი მამა ათანასე (გრიგორიატის მონასტრის იღუმენი, +1937), სამღვდელო ხარისხს ისე კეთილმოკრძალებით უცქერდა, რომ შემდგომ, როცა იღუმენი გახდა და თვითონ აღკვეცა 27 ბერი, მათგან არც ერთისთვის არასოდეს მიუცია წმინდა ტრაპეზთან მიახლოების ნება. ყოველთვის შეაგონებდა მათ: სჯობს, სკვნილით იყო სამოთხეში, ვიდრე ოლარით - ჯოჯოხეთშიო. მამა ათანასე ზრუნავდა, რომ ტაძარში ყველაფერი დიდებული და ღვთის ღირსი ყოფილიყო, მათ შორის, სამღვდელო შესამოსელიც. მწირველ მღვდლებს მამა ათანასე ასწავლიდა: თქვენ, ვინც ღირსი შეიქმენით, აღასრულოთ საღმრთო ლიტურგია, უნდა იყოთ ყურადღებიანნი, უმწიკვლონი, კეთილკრძალულნი, დიდებული სამოსით შემოსილნი... როცა მღვდელი სწირავს უსისხლო მსხვერპლს, უნდა გრძნობდეს, რომ მის სულში კანდელი ანთია და იგი არ უნდა ჩაუქრეს მომდევნო ლიტურგიამდე. ეს სულის კანდელი პირველი ლიტურგიიდან უკანასკნელამდე უნდა შეინახოს ჩაუქრობლად და იზრუნოს მასზე. წირვის შემდეგ განმარტოვდი სადმე და სიმყუდროვეში იფიქრე, თუ რა მოგეცა. გაექეცი საუბრებს და არასოდეს გაიცინო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ.

***
მამა საბა ათონელი, თავისი მოძღვრის, წმინდა ილარიონ ყანჩაიშვილის კურთხევით, ყოველდღე საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა. ტაძარში ყოველთვის სხვა, სატაძრო ფეხსაცმელი ეცვა. განსაკუთრებით ეკრძალებოდა წმინდა ტრაპეზს, გაურბოდა მასთან ზედმეტად შეხებას. როგორი საშიში ადგილიაო, - ამბობდა. ტანით მომცრო იყო, მაგრამ წირვის დროს დიდებულად გამოიყურებოდა, სახე ანგელოზებრ უბრწყინავდა ხოლმეო, - ჰყვებოდნენ მასზე.

***
მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998), სულიერი შვილი იყო მამა იოსებ ათონელისა (ისიქასტისა). ერთხელ, წირვისას, როცა მამა ეფრემმა წარმოთქვა "მშვიდობა ყოველთა" და აკურთხა მცირე ტაძარში შეკრებილი საძმო, რომელთა შორის მამა იოსებიც იყო, გაიფიქრა: მე ხომ ჩემი სულიერი მამისგან ვიღებ მადლს, როგორ შემიძლია იგი ვაკურთხოო. ამის პასუხად მაშინვე მოესმა ხმა, რომელიც ოლარიდან გამოდიოდა: "ეს მე ვაკურთხებ". მიხვდა მამა ეფრემი, რომ იგი იყო ხმა სულიწმიდისა, რომელიც აკურთხებს მღვდლის ხელით. "დიდ ძალას ფლობს ოლარი, - ამბობდა შემდგომ, - იგი შემრიგებელია დაცემული კაცისა ზეციურ მამასთან - თავის შემოქმედთან".

***
საბერძნეთში, თურქების ბატონობისას, ერთი მღვდელი დადიოდა ხალხში, სახელებს აგროვებდა და წირვისას იხსენიებდა. თურქმა ჟანდარმმა შეამჩნია და იეჭვა: ხალხის აჯანყება ხომ არ უნდაო და მღვდელი ციხეში ჩააგდო. იმავე ღამეს ჟანდარმმა ძილში უამრავი ხალხი იხილა. ისინი ეუბნებოდნენ მას: ეგ მღვდელი წირვაში გვიხსენიებს და ამით ხვედრს გვიმსუბუქებს. იცოდე, ან გაათავისუფლებ მაგას, ან არადა პირველ შვილს წაგართმევთო. შეშინდა თურქი და მღვდელი სამშვიდობოს გაუშვა.

***
არქიმანდრიტი ქერუბიმი ჰყვებოდა ათონზე მცხოვრებ მღვდელმონაზონ კესარიაზე. იგი ძალზე მიმტევებელი მოძღვარი ყოფილა, ყველას განუსჯელად მიუტევებდა ხოლმე. ეუბნებოდა: "გპატიობ ცოდვებს და მათ ჩემს კისერზე ვიღებ".

დამაფიქრებელი იყო მისი სიკვდილი. რამდენიმე დღე იტანჯებოდა, ყვიროდა, მოთქვამდა. მამებს ლოცვას ევედრებოდა. ამ დროს მას საშინელი ავადმყოფობა შეეყარა, თავი გაუსივდა იმგვარად, რომ ტანისგან აღარ განირჩეოდა. ტკივილებით გამოისყიდა თავისი და "კისერზე დადებული" ცოდვები და სული თვისი ჩააბარა უფალს.

***
წმინდა სერაფიმ ვირიცელი (+1949) ცარიელი ბარძიმის წინაშეც იჩოქებდა ხოლმე. როცა დიაკონმა ჰკითხა ამის მიზეზი, მიუგო: მინდა შენც იცოდე - როცა მეფის სასახლის წინ გავივლით ხოლმე, ქუდს ვიხდით პატივის ნიშნად, თუმცა შეიძლება მეფე იქ არ იმყოფებოდეს. ამ ბარძიმში სულ ახლახან მეფეთა მეუფე იმყოფებოდა, შემოქმედი ყოველი არსისა და მაცხოვარი ჩვენი და ამის შემდეგ როგორ არ მოვიდრიკო მუხლი ამ ბარძიმის წინაშეო.

***
მამა ზაქარია მინაევის (+1936) სულიერმა შვილმა ძალზე ცოდვილი მღვდლისაგან კურთხევა არ აიღო, რისთვისაც წმინდა მამამ დატუქსა: ერთი მხოლოდ უფალია მსაჯული, მან იცის ყველასი ყველაფერი. ჩემო შვილო, ნუ დაჯდები ყოველთა მსაჯულისა და შემოქმედის ტახტზე, გულთამხილავი ღმერთის ტახტზე, არასოდეს განიკითხო ვინმე. მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ ჩემს სულიერ შვილთაგან ვინმე გაბედავს მოძღვართა განკითხვას.

***
წმინდა კონსტანტინე დიდმა მღვდლების მომჩივანთ უთხრა: მე მოვიხსნიდი ჩემს მოსასხამს და დავფარავდი შემცოდე ღვთისმსახურსო.

***
წმინდა ბარსანოფი ოპტელი ამბობდა: ჰიპნოზი ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა. ჰიპნოზის წყალობით ეშმაკი ჩვენ, ღვთისმსახურებსაც, აღგვაშფოთებს ხოლმე, როცა ლიტურგიას აღვასრულებთ.

***
როცა ამბა ამოსი აღასაყდრეს იერუსალიმში, პატრიარქის ტახტზე, მაშინ სხვადასხვა მონასტრიდან ბერები მივიდნენ მასთან თაყვანსაცემად. პატრიარქი ამოსი ტახტიდან გადმოვიდა და ეამბორა ღირს მამებს, ევედრებოდა მათ: ილოცეთ, მამანო, მე ცოდვილისთვის, დაუცხრომლად ილოცეთ. მძიმე და დიდი ტვირთი დამედო, შემაძრწუნებს ღვაწლი წინამძღვრობისა. სადღაც წამიკითხავს, რომ ლევმა, რომის პირველმა იერარქმა, 40 დღე და ღამე დაჰყო ტაძარში მარხვასა და ლოცვაში. ღმერთს ევედრებოდა, ცოდვები მიეტევებინა. ბოლოს, ისმინა ხმა, რომელმაც აუწყა: ღმერთმა ყველა ცოდვა გაპატია, იმ ცოდვების გარდა, რომლებიც ეხება ხელდასხმით მიღებულ შენს მოვალეობებსო.

***
წმინდა პოლიკარპეს ეპისკოპოსად კურთხევისას ნათელმა მოიცვა მთელი ტაძარი, ზოგიერთმა იხილა, რომ თეთრი მტრედი დაფარფატებდა წმინდანის თავის გარშემო. ერთნი მას ხედავდნენ სამხედრო შესამოსლით შემოსილს, საბრძოლოდ გამზადებულს. სხვამ სამეფო პორფირით მოსილი იხილა. ერთმა ქალწულმა კი ნახა, რომ წმინდა პოლიკარპე ტანით გაიზარდა და კვართი მისი მარჯვენა მხარზე იყო წითელი ფერისა.

***
წმინდა გენადი პატრიარქი ერთხელ წმინდა ანასტასიას ეკლესიაში მიდიოდა. პატრიარქს წინ სამღვდელონი და ერისკაცნი მიუძღოდნენ ანთებული სანთლებით და საკმევლის კმევით. მათ შორის იყო ერთი პატიოსანი მღვდელიც, მარკიანე. იგი წინაუძღოდა პატრიარქს. გზად ვინმე გლახაკი მოწყალებას ითხოვდა. შეეწყალა მღვდელს ქრისტეს უმცროსი ძმა, გადავიდა გზიდან, მოფარებულში, განიძარცვა სამოსელი თვისი და გლახაკს მისცა, თვითონ კი ფილონიღა უფარავდა შიშველ სხეულს. პატრიარქი და მისი კრებული წმინდა ანასტასიას ეკლესიაში შევიდნენ. ლიტანიობდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და განემზადებოდნენ წირვისთვის. მოიწია ჟამი ფერხთა ბანისა. მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ მისი სიშიშვლე არ დაენახათ. ხოლო პატრიარქი, მღვდელნი და დიაკონნი მას ხედავდნენ ფილონის ქვეშ, ვითარცა სამეფო სამოსლით მოსილს. შეასმინა ვინმე მღვდელმა იგი პატრიარქთან, პატრიარქმა ბრძანა: მე იგი ვიხილე სამეფო სამოსით მოსილიო. როცა განსრულდა საღმრთო ლიტურგია, მღვდელმთავარმა იხმო მარკიანე და გაუწყრა: ძმაო, არ შეიძლება ეკლესიის კანონების საწინააღმდეგოდ მოქცევა და სამეუფო შესამოსლით შემოსვა. მარკიანემ იუარა - წმინდაო მეუფეო, არასოდეს მცმია ასეთი სამოსიო. ჩვენ ყველამ გიხილეთ ასეთად და შენ უარყოფო?! - გაბრაზდა პატრიარქი. აღხადეს მამა მარკიანეს ფილონი და იხილეს მისი სხეული შიშველი. მაშინ ყველამ შეიტყო მის მიერ ქმნული ქველი საქმე და ადიდებდნენ ღმერთს, "რომელი მოსცემს საიდუმლოსა მადლსა მოყვარეთა მისთა".

***
იყო მღვდელი ვინმე წმინდა და ღირსი, საღმრთო წირვისას თავის მარჯვენით ყოველთვის ანგელოზს ხედავდა ხოლმე. მღვდელი ძალზე უბრალო იყო, სწორედ ამის გამო მიეღო მწვალებელთა სწავლებისგან ერთი სიტყვა და თუ ცდებოდა, ვერ ხვდებოდა. ღვთის განგებით, მას ერთი დიაკონი ესტუმრა სწორედ მაშინ, როცა ლიტურგიას აღავლენდა. უთხრა მას დიაკონმა: ამას რას ამბობ, მამაო? ასეთი არ არის მართლმადიდებლური სწავლება, ეს მწვალებლური სიტყვააო. ხოლო მღვდელი არ იჯერებდა, რამეთუ ანგელოზს ხედავდა და მისი სჯეროდა. მიიხედა მღვდელმა და ჩვეულებისამებრ იხილა ანგელოზი თავის მარჯვენით, ჰკითხა მას: დიაკონი მამხილებს და რა ვქნაო. ანგელოზმა უთხრა: ამიერიდან ნუღარ იტყვი იმ სიტყვას, რამეთუ მართალია დიაკონიო. გაუკვირდა მღვდელს - კი მაგრამ, შენ რატომ არ მითხარიო. ღმერთმა კაცნი განაგო კაცთათვის მასწავლებლად, რამეთუ ანგელოზნი არც ამხილებენ და არცა ასწავებენ არავის ღვთის ბრძანების გარეშეო, - ბრძანა ანგელოზმა.

***
იყო მარკოზ მონაზონი, რომელსაც სენაკში ოცდაათი წელი გამოუსვლელად დაეყო. მასთან ერთი მღვდელი მიდიოდა, მცირე ტაძარში წირვას აღავლენდა და აზიარებდა ხოლმე მარკოზს. შეშურდა ეშმაკს მღვდლის მოთმინება და კაცთმოყვარება. ამიტომ ვინმე კაცი აღძრა, რომელიც მივიდა მამა მარკოზთან და უთხრა: ნუ შემოუშვებ მაგ მღვდელს სენაკში, დიდად ცოდვილიაო. უთხრა მას ბერმა: შვილო, წადი და ნუ განიკითხავ, რათა არ განგიკითხონო. შემდგომ, როცა მღვდელი ისევ მოვიდა მასთან წირვის აღსავლენად, ღირსმა მამამ დიდი სიყვარულით მიიღო. სახიერმა ღმერთმა იხილა ბერის უმანკოება და უჩვენა მას სასწაული: როცა მღვდელი წმინდა ტრაპეზის წინ წარდგა, იხილა ბერმა უფლის ანგელოზი, ზეციდან გარდამოსული, რომელმაც ხელი დაადო მღვდელს თავზე და მეყსეულად იქმნა მღვდელი, ვითარცა ცეცხლის სვეტი. განცვიფრდა ბერი. უთხრა მას ანგელოზმა: "რად გიკვირს ეს სახილავი, ჰოი, კაცო? უკეთუ ქვეყნიერი მეფენი არ აძლევენ არავის ნებას, შებღალული სამოსით წარდგეს მის წინაშე, თუ არა დიდებულითა შესამოსლითა, განა ზეციური მეუფე უფრო არ განწმენდს წმინდა საიდუმლოთა მსახურთ და შემწირველთ გამოუთქმელისა მსხვერპლისა. განა არ განაბრწყინებს მათ ზეციერი დიდებით?" იხილა ეს საკვირველება ღირსმა მარკოზმა და ყველას მოუთხრო, რათა არ განვიკითხავდეთ მღვდელთა, რამეთუ "მდგომარე არიან წინაშე ღმრთისა და მსხვერპლისა? შემწირველნი ზეცად და მიერ მადლისა მომღებელნი ჩვენდა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat