ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
კი მაგრამ, რატომ ლოცულობს მამა გრიგოლი ხმამაღლა და არ ფიქრობს ძმებზე, რომლებიც ისვენებენ?
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-15
მონაზონთაგან არავინ ყოფილა, სულიერი ბრძოლა რომ არ ჰქონოდა. ბუნებრივია, მას ვერც მე გადავურჩი. დედასთან განშორების გამო ძალზე ხშირად უწყალო იყო ჩემთვის ეს ბრძოლა, მე ხომ არც და მყოლია, არც ძმა, მამის გაცნობაც კი ვერ მოვასწარი და ნახევრად ობოლი ვიყავი. მაგრამ ღვთის მადლით და ჩემი მოძღვრის ლოცვით ვერავითარმა განსაცდელმა ვერ შემარყია, ვერც ერთმა გულისთქმამ ვერ შეძლო ჩემი მოდრეკა და შეჩერება. თუმცა მტერმა იარაღი არ დაყარა.

მახსოვს, გაზაფხული იდგა. სადილის შემდეგ ვიჯექი ჩემთვის სენაკში და წიგნს ვკითხულობდი. უეცრად სარკმელთან ძახილი მომესმა: "გიორგიი! გიორგიი!" ძალზე ჰგავდა დედაჩემის ხმას. მთელ სხეულზე დამბურძგლა. ანგარიშმიუცემლად გამოვაღე სარკმელი და გავიხედე. იმ წამს აზრადაც არ მომსვლია, რომ დედაჩემის ათონის მთაზე ამოსვლა შეუძლებელი იყო. აღელვებული გავიქეცი მოძღვართან და მომხდარი ვუამბე. განცვიფრებულმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩემთვის დაუვიწყარი სიტყვები წარმოთქვა: - ბოროტო ეშმაკო! ამ ხერხსაც კი იყენებ დამწყებებთან ბრძოლისას? ახლა წადი, შვილო, შენს ოთახში და ღვთისმშობლის აკათისტო წაიკითხე.

ათონზე ყოფნისას აქამდე არასდროს მქონია ასეთი მძიმე წუთები. აკათისტოს ვკითხულობდი და ვცდილობდი, გონების თვალი მიმედევნებინა იმ ღრმა და ზეციური აზრებისთვის, ღმრთაებრივ განკაცებას რომ ეძღვნება, ყურებში კი განუწყვეტლივ ჩამესმოდა დედაჩემის ხმა: "გიორგი! გიორგი!" დავამთავრე ეს სისხლისმღვრელი ლოცვა და კვლავ მოძღვართან წავედი.

- ნუ გეშინია, შვილო, მწუხრზე ძმები სკვნილზე ილოცებენ, რომ ღმერთი შეგეწიოს. მეც ვაღიარებ, რომ ეს სატანის ერთი-ერთი ყველაზე ვერაგული თავდასხმაა შენზე.

მამა გრიგოლი, როგორც მოძღვარი, მორჩილებთან ურთიერთობისას ყველაფრის ზედმიწევნით აწონას იყო მიჩვეული, რათა მათი სულიერი ბრძოლიდან არაფერი გამორჩენოდა, ეს კი ჩვენ სითამამეს გვმატებდა.

ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. დედაჩემისგან წერილი მივიღე. გვატყობინებდა, რომ იმავე დღეს (ჩვენი გამოთვლით), ნასადილევს, ჭიშკრიდან ჩემი ხმა შემოესმა: "დედა! დედა!.." გარეთ გამოვარდნილა, უფიქრია, მთაწმინდიდან დაბრუნდაო. მაგრამ კართან არავინ დახვედრია და ატირებული შებრუნებულა შინ. ახლა კი ამ ამბის ახსნას ითხოვდა. მოძღვარმა წერილი ძმებსაც წაუკითხა. ეშმაკის ხრიკებმა ყველანი გაგვაოცა. მართლაც რა თავგამოდებით ცდილობს ბოროტი, ხელი შეუშალოს მათ, ვისაც თავი ღვთისთვის მიუძღვნია.

"ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობს და ქრისტეს მეომარნი ყოველთვის იარაღით უნდა იყვნენ აღჭურვილნი, რადგან ჩვენი მტერი უხორცოა" (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

თავი 8. სულიერი ბრძოლა - ფერისცვალება გონებისა
მამა იოაკიმესთან, მამა პაისისა და მამა სტეფანესთან ერთად კურთხეული თანაცხოვრების გარდა, ჩვენს ძმობას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა მამა გრიგოლის პიროვნება. დალოცვილი ჭაბუკი გახლდათ, წარმოშობით მესინელი, მამა იოაკიმესა და ჩემი თანამემამულე. მოძღვარი ხშირად გვიყვებოდა მამა გრიგოლის სულიერ წარმატებაზე. ეს კი მართლაც შემეწეოდა სულიერ ცხოვრებაში. უზომოდ ვხარობდი, როცა მოძღვარი ასკეტურ ბრძოლაში მის მიღწევებზე მოგვითხრობდა. გავიდა დრო და მისი სიტყვების სიმართლეში პირადად დავრწმუნდი, მეც განმეცხადა მამა გრიგოლის ჰეროიზმი (ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო (20 წლისა) როგორც ასაკით, ისე საბერო ხარისხით). სამაგალითო მორჩილი გახლდათ. მარხვა, ლოცვა, სიმტკიცე, მორჩილება სამკაულად შვენოდა. მამა იოაკიმე მას ხშირად მისახავდა მაგალითად.

- პატარავ, გინდა, კარგი ბერი გახდე? ისეთი, წმინდა მამები რომ აღგვიწერენ? მაშინ მამა გრიგოლისგან აიღე მაგალითი.

მამა გრიგოლს შეეძლო, არა მარტო თავის თანამედროვე მკაცრად მოსაგრე ბერებს, არამედ ძველ დიდ მამებსაც კი აღმატებოდა მარხვით. სრულებით არ ვაზვიადებ. თავს ზედმეტი წვეთი წყლის დალევის ნებასაც კი არ აძლევდა. მარხვისას დღეში ერთხელ იღებდა საკვებს. თუ სწორად მახსოვს, მას შემდეგ, რაც საძმოში მოვიდა, მამა იოაკიმეს მიბაძვით ტკბილეულის გემო არ უხილავს. მამა იოაკიმეს დარად, სენაკის კუთხეში მიწაზე მიმჯდარს ეძინა. ტანთგაუხდელი მიიფარებდა საბანს, სკუფიასაც კი არ მოიხდიდა.

მონაზვნური კანონით, ბერს ჯარისკაცივით ქამარშემორტყმული კაბით, სკუფიითა და წინდებით უნდა ეძინოს. მეომარი მუდამ მზად უნდა იყოს, მოხმობისთანავე სადარაჯოდ დადგეს. ასევეა ბერიც - როგორც კი ლოცვისთვის მოუწოდებენ, მყის უნდა წამოხტეს. ასე ცხოვრობდა მამა გრიგოლი - ყოველ ღამით წამოდგებოდა და თავის კანონს ასრულებდა.

მამა გრიგოლისთვის ლოცვა განუწყვეტელი შრომა გახლდათ გულისა და გონებისა. მთელი დღე მდუმარედ, გონებით ლოცულობდა. როცა რაიმეს შეკითხვა მინდოდა ანდა, უბრალოდ, მსურდა გავსაუბრებოდი, როგორც თანატოლს, მუდამ მომიგებდა: "უმჯობესია, იესოს ლოცვა ვთქვათ, რადგან არავინ იცის, ხვალამდე ვიცოცხლებთ თუ არაო". ყოველთვის ახსოვდა სიკვდილი.

ღამით, მოსვენების ჟამს, ხშირად მესმოდა, როგორ ლოცულობდა იესოს ლოცვას ან დაუჯდომელს კითხულობდა. ვფიქრობდი ხოლმე: "კი მაგრამ, რატომ ლოცულობს მამა გრიგოლი ხმამაღლა და არ ფიქრობს ძმებზე, რომლებიც ისვენებენ?" გასაჭირისგან მოძღვარმა დამიხსნა: "მამა გრიგოლს კი არ ღვიძავს, ძილში ლოცულობს. გონებით მთელი დღე ლოცვის მდელოზეა. ამიტომაც ღამით, თუმცა სხეულით ისვენებს, გული მისი მოჭარბებული სითბოსა და სულიერი აღძვრის გამო არ მშვიდდება, ღვიძავს და ბაგესაც ითრევს, რომელიც შეუგნებლად წარმოთქვამს სიტყვებს".

ამის მერე უდიდესი აღფრთოვანებით ვუცქერდი, როგორ აღესრულებოდა ჩემს გმირ ძმაზე წმინდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვები: "თუ სული ყოველდღე და მოუკლებლად განისწავლება უფლის სიტყვით, ეს სიტყვები მასში ძილის დროსაც აღწევენ, რაც ჯილდოა პირველის გამო". ჩემს დიდად ღვთისმოყვარე ძმას მართლაც შეეძლო თავმდაბლად ეთქვა: "მე მძინავს ბუნებრივი საჭიროების გამო, მაგრამ გული ჩემი ფხიზლობს ნამეტნავისაგან სიყვარულისა". დიდი ღვაწლისგან სხეული გამოეფიტა და იოლად ცივდებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც არ ზოგავდა, უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა და ყველა აუცილებელი მსხვერპლშეწირვით საკუთარ თავს სძლევდა.

როცა ესაუბრებოდი, არასოდეს თვალებში არ შემოგხედავდა, დაბლა იცქირებოდა. გაურბოდა ყოველგვარ ზედმეტ სიტყვას და მოხუცებული, დაბრძენებული ბერივით განსჯიდა. ცდილობდა, მამა იოაკიმეს დამსგავსებოდა. ხშირად მეტყოდა: რომ იცოდე, რა საგანძური გვყავს მამა იოაკიმე, სულ მასთან ყოფნას ისურვებდიო.

ასეც იყო, მოძღვრის კურთხევით მთელი დღე მამა იოაკიმეს არ შორდებოდა. მამა გრიგოლი, მამა გიორგი და მამა იოანიკე ჩვენი სკიტის საუკეთესო მორჩილები იყვნენ. ეს სამეული დიდად წარემატა სულიერ ცხოვრებაში.

***
გავიდა საკმაო ხანი. ერთხელაც, ნასადილევს, მოძღვარმა ხელი მომკიდა და კირიაკონში (სკიტის მთავარ ტაძარში) წამიყვანა. მაშინ მამა ხარლამპე იყო დიკეა (არჩეული მეთაური სკიტისა, რომლის მოვალეობაში კირიაკონზე ზრუნვაც შედის). მამა ხარლამპე წმინდა მოდესტის კალივიდან იყო, რომელიც კირიაკონის უკან მდებარეობდა. მათი საძმო ოთხი მღვდელმონაზვნისა და ერთი ბერდიაკვნისგან შედგებოდა და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ღირსსახსოვარ მამა ლეონტის კარგი მოძღვრის სახელი ჰქონდა. ძმები პერანგებსა და შალის სკუფიებს კერავდნენ.

- აი, ჩემი მორჩილი მოგიყვანე. გთხოვს, სიაში ჩაწერო, - უთხრა დიკეას მამა გრიგოლმა.

მაშინ ჩვენს სკიტში 130-მდე ბერი ცხოვრობდა. მუხლი მოვიდრიკე წმინდა ანას სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, დავუჩოქე დიკეასაც, რომელიც მთელ სკიტს წარმოადგენდა. აღელვებული და გახარებული ვიყავი, ჩემი სახელი ხომ სიაში შეიტანეს, წმინდა კატალოგში, რომელშიც ერთ დროს იმ ცნობილ თუ უცნობ წმინდა მამათა სახელებიც იყო, ახლა "ცხოვრების წიგნში" რომ წერია. აღთქმის დადება და ბერად აღკვეცა მოგვიანებით მოხდება.

ამიერიდან ყოველ საღამოს მეტი დაფიქრებით უნდა მეღიარებინა, დღის განმავლობაში როგორ ვიცხოვრე, რა ბრძოლები და გულისთქმები მქონდა. მოძღვარი მარიგებდა და თავის გამოცდილებას მიზიარებდა, მისი ძალით ვძლიერდებოდი და მისი ნათლით გავნათლდებოდი. გულისა თუ გონების არც ერთი მოძრაობა არ უნდა დამეფარა მისგან. მხოლოდ ასე შეეძლო ემართა ჩემი სულის ხომალდი, როგორც კაპიტანს, რომელმაც კარგად იცის გემის აგებულება, ზღვა და ამინდი, მოგზაურობისას რომ შეხვდება.

ერთ დილით ვხედავ, მამა იოაკიმე ტომრის გადაკეთებას აპირებს, ხან ერთი მხრიდან შეხედავს, ხან მეორიდან. მერე დანა აიღო და ორი ქვედა კუთხე მოაჭრა, სიგრძეზე ორად გაკეცა და გადანაკეცში კუთხე შეაჭრა. ბოლოს დამიძახა და მითხრა:

- შენც იგივე გზა უნდა გაიარო, რაც ყველას გაგვივლია. ამ "კოსტიუმს" ჩვენი კალივის ძმები აქ მოსვლიდან პირველ ექვს თვეს იცვამენ. მხოლოდ ეკლესიაში თუ მოისხამენ ზემოდან ანაფორას.

წამით დავიბენი. ამისთანა "შესამოსელს" ნამდვილად არ მოველოდი! მაგრამ მამა იოაკიმეს ყოველი სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო. მაშინვე ჩამოვიცვი ტომარა და ვთხოვე, მაკურთხეთ-მეთქი. მომკიდა ხელი და მოძღვართან წამიყვანა. მამა გრიგოლს ჩემს დანახვაზე გაეღიმა.

- ეს რა ჩამოუცვამთ შენთვის?

- მამაო, ტომრის ტარების დიდ პატივს რომ არ მოჰკლებოდა, ასე იმიტომ შევმოსეთ. თავის დროზე ჩვენც ხომ ვნეტარებდით ამ პატივით.

- მიხარია, ძალიან მიხარია, - კმაყოფილებით გაიღიმა მამა გრიგოლმა, - გისურვებთ, ეს ტომარა თვითნებობისა და დიდებისმოყვარეობისგან განთავისუფლებაში დაგხმარებოდეს. ეს ჩვენი საძმოს მიერ ბოძებული ერთ-ერთი საშუალებაა, რათა კარგი ბერი შეიქმნა. ახლა კი მომიახლოვდი.

მოძღვრისგან კურთხევა დიდი შინაგანი სიხარულით ავიღე, რომ ნება მომეცა, ამით მაინც მივმსგავსებოდი ჩვენი კალივის ძმებს. ხუთ თვეზე მეტი ვატარებდი ამ ტომარას ჩვენს კალივაშიც და მის გარეთაც, მხოლოდ ღვთისმსახურებისას თუ წამოვიცვამდი ანაფორას.

ჩვენი კალივის სამორჩილო კანონის მიხედვით, სკვნილი 6-ჯერ უნდა ჩამოგელოცა და 60 მეტანია აღგესრულებინა. დარღვევას ვერაფრით გაამართლებდი, სერიოზული მიზეზიც რომ გქონოდა.

"ბერი, რომელიც დაუტევებს თავის კანონს, საერთო ღვთისმსახურებაზე არ მიდის და თავს ხორცის ჭამის ნებას აძლევს, ვერ განიწმინდება და ვერც სულიერად წარემატება. ისწავლე, გულმოდგინედ და თანმიმდევრულად შეასრულო დავალებული საქმე. ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება საბერო კრიტერიუმით გაზომე: ისაუბრე, როგორც ბერმა, იცქირე, როგორც ბერმა, იჯექი ბერივით, იარე ბერივით, საჭმელი ჭამე, სასმელი დალიე, იფიქრე და ილოცე, როგორც ბერმა", - ხშირად მიმეორებდა პირველ ხანებში ჩემი მასწავლებელი მამა იოაკიმე, სანამ ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება მტკიცედ არ შევითვისე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat