წმინდა სასწაულთმოქმედ კოზმასა და დამიანეს ცხოვრება - 01 (14) ნოემბერი
წმინდა სასწაულთმოქმედ კოზმასა და დამიანეს ცხოვრება   - 01 (14) ნოემბერი
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა. ქრისტეს სჯულის აღიარების შემდეგ, უსასყიდლოდ მკურნალობდნენ უამრავ ავადმყოფს და ბოლოს ისინიც მოწამეობრივად აღესრულენ. მათ ეკლესია 17 ოქტომბერს მოიხსენიებს.  1 ნოემბერს (ახალი სტილით 14 ნოემბერი) ხსენებაა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა კოზმა და დამიანე ასიელთა და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი. დღეს სწორედ მათზე გესაუბრებით
წმინდა კოზმა და დამიანე, ძმები, წარმოშობით აზიიდან იყვნენ. მათი მამა წარმართი იყო, დედა - თეოდოტია კი ქრისტიანი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ცხოვრება ქრისტეს სამსახურში გაატარა. ისე ცხოვრობდა, როგორც სახარებაში წერია: ,,ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს" (1 ტომ. 5:5).
ღვთისმოსავმა ქალმა შვილებიც კეთილად აღზარდა, წმინდა წერილი შეასწავლა და ქრისტიანული მრწამსით გააძლიერა. კოზმა და დამიანე სრულწლოვნები რომ გახდნენ, უბიწოების აღთქმა დადეს და უფლის მიერ დადგენილი ყველა წესის დაცვის მიხედვით ცხოვრობდნენ. თავიანთი კეთილი საქმეებით დედამიწაზე, როგორც ორი ჩირაღდანი, ისე ანათებდნენ. მათ უფლისგან სნეულების განკურნვის ძალა მიეცათ. შეეძლოთ ნებისმიერი დაავადებისგან გაეთავისუფლებინათ ადამიანები, ამავე დროს შეპყრობილებისგან ბოროტ სულებსაც განდევნიდნენ. ისინი მხოლოდ ადამიანებს კი არ ეხმარებოდნენ, მათ საქონელსაც შველიდნენ და სანაცვლოდ არაფერს იღებდნენ. ანაზღეურების გარეშე ემსახურებოდნენ ყველას, ღვთისადმი მორჩილებისა და სიყვარული გამო. ხალხისგან დიდებასა და პატივს არ ითხოვდნენ, სურდათ, ღვთის თვალში მოეპოვებინათ მადლი და ქრისტეს სიტყვები აღესრულებინათ: ,,უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათ. 10:8). ამიტომაც უწოდებდნენ მორწმუნენი მათ უანგარო მკურნალებს. ღვთისმოსაობასა და სხვათა ტკივილების შემსუბუქებაში გაატარეს თავიანთი ცხოვრება და მშვიდად აღესრულნენ. მათ სახელთან მრავალი სასწაული არის დაკავშირებული. ცნობილია ერთი ასეთი:
ერთი ქალი, სახელად პალადია, მრავალი წლის მანძილზე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ვერცერთმა მკურნალმა ვერ უშველა. კოზმა და დამიანეს შესახებ რომ შეიტყო, შეუთვალა, რომ სიკვდილის წინ მასთან მისულიყვნენ. წმინდანებმა შეისმინეს მისი თხოვნა და მართლაც ესტუმრნენ სახლში. ქალი, თავისი რწმენის მიხედვით, განიკურნა და ფეხზე წამოდგა. მადლობის ნიშნად სურდა, მათთვის გასამრჯელო გადაეხადა, მაგრამ წმინდანებმა უარი განაცხადეს, რადგან უფლისგან ბოძებული მადლის სანაცვლოდ არაფერს იღებდნენ. ქალი ემუდარებოდა მათ, თუნდაც სულ მცირე ძღვენი გამოერთმიათ და დამიანეს სამი კვერცხი გაუწოდა, წმინდა სამების სახელით. დამიანემ სამების გაგონებაზე, უარი ვეღარ უთხრა ქალს და გამოართვა საჩუქარი. წმინდა კოზმამ ეს რომ გაიგო, მეტისმეტად დამწუხრდა და სიკვდილის წინ დაიბარა, რომ დამიანე მის გვერდით არ დაესაფლავებინათ, რადგან ღმერთისადმი მიცემული აღთქმა დაარღვია და ქალისგან ჯილდო მიიღო.
წმინდა კოზმამ უფალს სული რომ მიაბარა, გავიდა დრო და დამიანეს აღსასრულის დრო დადგა. ხალხი საგონებელში ჩავარდა, აღარ იცოდნენ, სად დაეკრძალათ დამიანე, რადგან ახსოვდათ კოზმას დანაბარები.
სანამ ისინი ბჭობდნენ, უეცრად მათ აქლემი მიუახლოვდა, რომელიც ცოფისგან განკურნეს წმინდანებმა. მან ადამიანის ხმით დაილაპარაკა და თქვა, რომ დამიანე კოზმას გვერდით დაეკრძალათ, რადგან ის სამი კვერცხი გასამრჯელოს სახით არ გამოურთმევია, არამედ წმინდა სამების სახელით აიღო.
ამის შემდეგ დამიანეც ფერემანში დაკრძალეს კოზმას გვერდით.
ერთხელ მკის დროს ერთი კაცი სამკალში წავიდა. შუადღისას, მზე როდესაც აცხუნებდა, მუხის ქვეშ, ჩრდილში წამოწვა და ღრმად ჩაეძინა. ძილის დროს პირი ღია ჰქონდა და გველი ჩაუძვრა. გაღვიძებულმა თავდაპირველად ვერაფერი იგრძნო და მუშაობა განაგრძო. საღამოს კი, სახლში დაბრუნებული სავახშმოდ რომ მიუჯდა მაგიდას, მუცელში აუტანელი ტკივილი იგრძნო. კაცმა ვერ გაუძლო მტანჯველ ტკივილებს და საშინელი ყვირილი დაიწყო. შინაურები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მისი დახმარება ვერავინ შეძლო. ისიც კი ვერ გაიგეს, რა სჭირდა. გამწარებულმა კაცმა კოზმა და დამიანესთან მიირბინა და შეჰყვირა: ,,წმინდა მკურნალებო, კოზმა და დამიანე, მიშველეთ!" წმინდანებმა საჩქაროდ მიხედეს საბრალო კაცს: მათი ძალით კაცს ღრმად ჩაეძინა და ძილის დროს პირიდან გველი გამოსრიალდა. ამ სასწაულის დანახვაზე ყველა გაოცდა და წმინდანების სახელი ადიდეს. კაცმა გაიღვიძა და კოზმა და დამიანეს წყალობით სრულიად განიკურნა.
იყო ერთი კაცი, სახელად მალქი. ის წმინდა მკურნალების ტაძრის მახლობლად ცხოვრობდა ფერემანში. შორს აპირებდა გამგზავრებას, ცოლი ეკლესიაში მიიყვანა და უთხრა:
- აი, მე მივემგზავრები და ქომაგებად კოზმასა და დამიანეს გიტოვებ. სახლში იყავი, სანამ ჩემგან ნიშანს არ მიიღებ, თუ უფლის ნება იქნება.
თავისი ცოლი წმინდანებს ჩააბარა და გზას გაუდგა. რამდენიმე დღის შემდეგ ეშმაკმა ცოლ-ქმრის ნაცნობი ადამიანის სახე მიიღო, მალქის ცოლთან მივიდა და უთხრა:
- შენმა ქმარმა გამომგზავნა და მთხოვა, მასთან წაგიყვანო.
ქალმა უპასუხა:
- არ მინდა წამოსვლა, რადგან ჩემმა ქმარმა წმინდა კოზმა და დამიანეს ჩააბარა ჩემი თავი. თუ გინდა, რომ წამოგყვე, წმინდანების ტაძარში წამომყევი და საკურთხეველთან დაიფიცე, რომ არაფერს დამიშავებ.
ეშმაკმა მაშინვე მისცა დაპირება, ქალთან ერთად ტაძარში მივიდა და დაიფიცა:
- კოზმა და დამიანეს სახელს ვფიცავ, რომ გზაზე ცუდს არაფერს შეგამთხვევ და ქმართან უვნებლად მიგიყვან.
ქალმა დაუჯერა და ეშმაკს გაჰყვა. ავსულმა მიყრუებულ ადგილას მიიყვანა, სადაც მისი შეურაცხყოფა და შემდეგ მოკვლა ჰქონდა განზრახული. ქალი მიხვდა, რა უბედურებაშიც ჩავარდა, თვალები ზეცისკენ არაპყრო და ღმერთს შესთხოვა:
- უფალო, წმინდა კოზმა და დამიანეს ლოცვით შემეწიე და მკვლელის ხელიდან დამიხსენი.
მაშინვე გამოჩნდნენ მსწრაფლშემსმენელი კოზმა და დამიანე. მათ დანახვაზე ეშმაკმა ქალი მიატოვა, გაიქცა და გაუჩინარდა. წმინდანებმა კი ქალი სახლში მიიყვანეს.
ქალმა მუხლი მოიყარა მათ წინაშე და თქვა:
- ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ, რომ დაღუპვისგან მიხსენით. გეედრებით, მითხარით, ვინ ხართ, რომ სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიყო.
მათ უპასუხეს:
- ჩვენ ქრისტეს მსახურნი, კოზმა და დამიანე ვართ. შენმა ქმარმა შენი დაცვა ჩვენ გვთხოვა. ამიტომაც გავჩნდით შენ დასახმარებლად უფლის ნებით.
ამის გაგონებაზე ქალი მიწაზე დავარდა, ერთდროულად შეშინებულიც იყო და გახარებულიც. წმინდანები კი მაშინვე გაუჩინარდნენ. ქალმა ღმერთს მადლი შესწირა და ტაძარში წავიდა. წმინდა კოზმა და დამიანეს ხატის წინ დაემხო და დიდხანს ლოცულობდა. ყველას უამბო რაც შეემთხვა და როგორ მოუვლინა უფალმა მხსნელებად თავისი მსახურნი. ქალი ასეთი სიტყვებით ლოცულობდა:
- აბრაამის, ისაკის, იაკობის ღმერთო! შენ სამი ყრმის - ანანიას, აზარიასა და მისაელის გადასარჩენად ცეცხლი გაანელე, შენ იხსენი წმინდა თეკლე შერცხვენისგან. გმადლობ, რომ ბოროტის მზაკვრობისგან მიხსენი კოზმა და დამიანეს დახმარებით. ქედს ვიხრი შენ წინაშე და შენ დიდებას აღვავლენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat