ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ვეღარ გავუძელი, მამაო, ასეთ ყინვას და გაყინულ წყალს
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი).
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-14

თავი 7. სურათები ჩვენი კალივის ცხოვრებიდან
კალივაში ტვირთის გადასატანად ცხოველი არ გვყავდა. სამაგიეროდ, ჩვენთან ცხოვრობდა "სიყვარულის მეკურტნე" მამა სტეფანე. მოიკიდებდა ხოლმე ზურგზე უზარმაზარ ტომარას და ნავსადგომიდან კალივისკენ ბილიკს ამოუყვებოდა. გზადაგზა ლოცულობდა, უმეტესად ხმამაღლა. როცა მამები ყურს მოჰკრავდნენ: "უფალო იესო ქრისტე... შემიწყალე მე...", ხვდებოდნენ, რომ მამა სტეფანე მოდიოდა. ხშირად რაიმე თემაზე მსჯელობისას უეცრად ლოცვას იწყებდა და თავისი უბრალოებით სულაც არ ფიქრობდა, რომ ამით თანამოსაუბრეს რთულ ვითარებაში აგდებდა.

ერთხელ მასთან აღფრთოვანებული, კრძალვით მივედი, მინდოდა, რაიმე სულის სარგო ეთქვა ჩემთვის. შემატყო და მითხრა, - ისიც საკმარისია, მამა გიორგი (ასე მომმართა, თუმცა მაშინ ჯერ ბერი არ ვიყავი), რომ ჩვენ გადავრჩეთ, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. და იესოს ლოცვა განაგრძო. მამა სტეფანე მკაცრი გახლდათ, უზაკველი, პირდაპირი, გაუღიმარი. პირქუშიაო, იტყოდა ის, ვინც ახლოს არ იცნობდა. არადა მეტად მგრძნობიარე, სიყვარულით და სინაზით აღსავსე სული ჰქონდა. მთაწმინდაზე ხასიათი უწონასწორდებათ, უმარტივდებათ, ჩამოშორდება ყოველგვარი მოჩვენებითი, ერისკაცული სიაზიზე, მსახიობური თავაზიანობა. განიწმინდება გულწრფელობის და იმ ალალი სიყვარულის ემბაზში, რომლის ძებნაში ასე დავიღალეთ სოფლად.

არასოდეს დამავიწყდება მამა სტეფანეს სიყვარული და მოკრძალება. ცდილობდა, ძმათა შორის ყველაზე უარესი სამოსი ჩაეცვა, მძიმე სამუშაო შეესრულებინა და ყველაზე ცუდი საჭმელი ეჭამა. მოაგროვებდა ხოლმე წინადღის ტრაპეზის მონარჩენს, პატარა ჯამში ჩაიდებდა, დაუმატებდა წყალს და მდუმარედ ჭამდა. მამა პაისი ხშირად შეეხუმრებოდა: "მამა სტეფანე, ამ ბალანდას რომ ჭამ, გახსოვს, ამერიკაში რა დიდებულ საჭმელებს მივირთმევდით?" მამა სტეფანეც მორჩილად, თითქმის გულგრილად უქნევდა თავს. სულიერად იმგვარად იყო განწყობილი, რომ კალივა მისთვის ზეციური სასახლე იყო, საჭმელი კი მსოფლიოში უგემრიელესი. როცა მთაწმინდის პორტში, დაფნაში ჩადიოდა, წესად ჰქონდა, ჩემთვის საჩუქრად, ნიშნად კურთხევისა, აუცილებლად რაღაც უნდა მოეტანა, მე ხომ ბენიამინივით უმცროსი ვიყავი ძმათა შორის. ჩემს კელიაში უჩუმრად შემოდიოდა და დატოვებდა საჩუქარს. ფიქრობდა, ამით შემიმსუბუქებდა სულიერ ბრძოლას და დამეხმარებოდა მონაზვნური ცხოვრებასთან შეგუებაში.

იმ ხანებში პირეა-თესალონიკე-კავალას რეისზე დაცურავდა ხომალდი "კერკირა". მისი ბოცმანი გახლდათ ჩვენი ოჯახის ახლობელი სპირიდონ დურაცინოსი. მისი და, ჩინებული მონაზონი დედა სინკლიტიკია, კუნძულ ეგინას წმინდა ქრისტეფორეს სახელობის ისიქასტირიონის იღუმენია იყო. როცა გემი დაფნას გაივლიდა, ბატონ სპირიდონს ჩემთვის ოჯახიდან გამოგზავნილი ტკბილეული მოჰქონდა. ამანათს კალივაში მამა სტეფანე მოიტანდა და მოძღვარი ყველას თითო ნაჭერ ნამცხვარს ჩამოგვირიგებდა, დანარჩენს კი მამა სტეფანეს ატანდა სკიტელ მამებთან და დაყუდებულ ბერებთან. უკან დაბრუნებული სტეფანე გვიყვებოდა, თუ როგორი სიხარულით იღებდნენ ისინი ამ საჩუქარს.

ერთხელ მამა სტეფანე კარულში წავიდა, ასკეტებისთვის დედაჩემისეული ნობათის გადასაცემად. იქიდან გაკვირვებული და ღრმად ჩაფიქრებული დაბრუნდა. თურმე თითქმის არც ერთ ბერს საჩუქარი არ აუღია, ყველა ეუბნებოდა, - ეს კარულის შესაფერისი არ არისო. ზოგიერთს დაუტუქსავს კიდეც - ასკეტებისთვის ასეთი რამის მოტანა როგორ გაბედეო. ყველა განვცვიფრდით. მადლობა შევწირეთ ღმერთს, რომ ჩვენს დროში კიდევ არსებობენ მეუდაბნოე მამები, რომელთაც საკუთარი თავი უარყოფილი აქვთ.

ერთხელ მამა სტეფანემ დაფნაში შეიარა საყიდლებზე და საჭირო ნივთის მაგივრად სხვა რამ იყიდა. ამის გამო მამა გრიგოლმა მკაცრად დატუქსა. იდგა მამა სტეფანე მოძღვრის წინაშე თავდახრილი. მამა გრიგოლი სათქმელს მორჩა, სტეფანე ჩაუვარდა ფეხებში და პატიება სთხოვა. "მაკურთხე, მაკურთხე, მაკურთხე", - იმეორებდა მტკიცე ხმით და თითქოს ამით თავის ჯიუტ ხასიათს სჯიდა. მისმა სინანულმა გული მოულბო მოძღვარს, რომელსაც ძალზე აბრაზებდა ამგვარი დანაშაული. მაგრამ თუ შეცდომას აღიარებდი, არა მარტო გპატიობდა, არამედ უფრო მეტად ამჟღავნებდა თავის სიყვარულს.

სკიტის სანაპიროზე ცხოვრობდა მოხუცი მეთევზე, ძია იანისი. წარმოშობით მიტილინელი იყო. გრძელთმაწვერიანს მუდამ ბერის სკუფია ეხურა, მამებს ემსახურებოდა ხოლმე.

ერთხელ ძია იანისმა რამდენიმე ოკადი (1 ოკადი=1280გ) თევზი მოგვიტანა. მოძღვარმა მადლობა გადაუხადა და ბრძანა, ვინმემ გაწმინდოს თევზი კალივის გარეთ, რათა ქერცლით მილგაყვანილობა არ გაიჭედოსო. როგორც ყველაზე უმცროსმა - მე გავწმენდ-მეთქი. თუმცა ის კი ვერ გავითვალისწინე, რომ საშინლად ყინავდა, წყაროდან წყალი ოდნავ წვეთავდა. ხელები მომეყინა და აუტანლად მტკიოდა. იძულებული გავხდი, თევზი კალივაში შემეტანა და იქ გამეწმინდა. მამა იოაკიმემ მკითხა:

- პატარავ, შიგნით რატომ შემოხვედი?

- ვეღარ გავუძელი მამაო, ასეთ ყინვას და გაყინულ წყალს.

- მაგრამ მოძღვარმა ბრძანა, თევზი კალივის გარეთ გაგვეწმინდა. მისი დავალება კი უთუოდ უნდა შესრულდეს.

მამა სტეფანემ ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს, გამომართვა თევზი, გაიტანა კალივის გარეთ, მარჯვედ და სწრაფად გაწმინდა, ისე, რომ სიცივისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მისი სიყვარული და სულიერი გმირობა დაუვიწყარია ჩემთვის. ხელები გაეყინა, მაგრამ ბიბლიური სიყვარული, რომელიც "ყველაფერს დაჰფარავს, ყველასი სჯერა, ყველაფერს დაითმენს", მამა სტეფანესთვის ცხოვრების წესი იყო.

- ბერი დღეში მრავალჯერ უნდა მოკვდეს, როცა ამას მორჩილება მოითხოვს, - მითხრა მამა იოაკიმემ, - შენ ახლა საზღაური დაკარგე, ის მთლიანად მამა სტეფანემ მიიღო.

ამას მეც ვხედავდი. უფრო მეტად მე მასში ვჭვრეტდი იმ "მკვდრეთით აღმდგარ ბერს", რომელიც მანამდე "მოკვდა" ხორცისთვის.

მთაწმინდაზე ყველა მონასტერს, კალივას, უდაბნოს, ლამის ყველა კელიას თავისი ბაღი აქვს, სადაც ზამთრისა და ზაფხულის ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ. მებაღედ კი ისეთი ბერია დადგენილი, რომელსაც ამის სათანადო ცოდნა აქვს. ჩვენი მებაღე მამა პაისი გახლდათ. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა. ჯერ კიდევ ერში ძალზე მკაცრად, ქრისტიანულად ცხოვრობდა. მისი თვისება უანგარო სიყვარული გახლდათ. მასთან ბევრი ბერძენი ნათესავი მოდიოდა თავისი გაჭირვების გასაზიარებლად. ბევრი ხელის გამართვას სთხოვდა. ემიგრაციაში მართლმადიდებელი ბერძნები მას "ძია იანისს" ეძახდნენ. უქორწინებელი, სულით და ხორცით ერთგული მამა იოაკიმეს მიენდო, რომელსაც დიდად აფასებდა. ამიტომაც როცა მამა იოაკიმე მთაწმინდაზე წამოვიდა, ისიც თან გამოჰყვა. ურთიერთობაში ძალზე რბილი გახლდათ, თავაზიანი, თავმდაბალი და მორჩილი. მის ხელში ჩვენი ბაღის ბადალი არ მოიძებნებოდა. ბაღები ფერდობზე იყო გაშენებული. ძველ ბერებს ტერასები გაეკეთებინათ და შორიდან ზურგით მოტანილი მიწით აევსოთ. მათი შრომის ნაყოფით ახლანდელი ბერები ვხარობდით. მამა პაისის ნიადაგის გასანოყიერებლად ტყიდან ნეშომპალა ჩამოჰქონდა. ბაღი სკიტის წყაროთი ირწყვებოდა და უხვ ნაყოფს იძლეოდა.

მამა პაისი ბავშვივით წრფელი გახლდათ. დიდი მონდომებით და სულიერი წყურვილით ისმენდა საკითხავებს ტაძარში თუ ტრაპეზზე. ძალიან უყვარდა ლოცვა. დემონის თავდასხმაზე ლანძღვით რეაგირებდა. მისი ხმის გაგონებაზე ხშირად გავქცეულვართ ბაღში, რათა შეგვეტყო, რა ხდებოდა მამა პაისის თავს.

- მამაო, რა გაყვირებს? - ეკითხება მოძღვარი.

- რა ვქნა, თავს არ მანებებს ეს ბოროტმოქმედი! (ეშმაკს გულისხმობდა)... ფუი შენ, განმეშორე, - მიმართავდა, ნერწყვავდა უხილავ მტერს!

- კარგი, ახლა რა დაგიშავა? - უკვე ხუმრობით ეკითხებოდა მოძღვარი.

- მოვიდა და ყველაფერი გამახსენა - ამერიკული ლამაზი ცხოვრება, გემრიელი საჭმელი, ყველაფერი სიკეთე და უსახურობა ამერიკისა, სახეები და საქმეები, ამაო გულისთქმები და ბოროტი მოგონებანი. ფუი შენ, ბოროტმოქმედო.

- გეყოფა, დაითმინე, - ეტყოდა ხოლმე მოძღვარი, - ეშმაკის ხელობაა, ღვთის გზაზე მავალს ყველანაირი მახე დაუგოს. და რითი მოახერხებს ამას, თუ არა წარსულის გახსენებით.

მამა პაისი გვიყვებოდა ხოლმე საინტერესო ამბებს თავისი ერისკაცული ცხოვრებიდან და გვიღვიძებდა აზრს მონაზვნური ცხოვრების უპირატესობაზე. ვუცქერდი და ვსწავლობდი, უხილავ ბრძოლაში რა მზაკვრობას, რანაირ ხერხებს იყენებდა გონიერი ამალეკი, ბოროტმოქმედი, როგორც მამა პაისი იტყოდა. გამახსენდა ანტონი დიდი, რომელიც ამბობდა: ვნახეო ეშმაკის დაგებული მახეები დედამიწაზე გარდათხმული და შევძრწუნდი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat