"უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევა?"
"უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევა?"
ერთმა კაცმა დიდად შესცოდა, მაგრამ ბოლოს შეინანა და მონასტერში განმარტოვდა. მრავალი წელი გაატარა იქ და მწარედ იგლოვდა თავის ცოდვებს. შეიწყალა უფალმა მონა თვისი, ინება, ნუგეში ეცა მისთვის და ერთ დღეს დაყუდებულს მღვდელმთავრის შესამოსლით გამოეცხადა. ხელთ ბარძიმი ეპყრა. ბერმა დაინახა მაცხოვარი, დაემხო მის წინ და მოკრძალებით შეჰბედა: "უფალო, რა დგასო მაგ წმინდა ბარძიმში?!" "ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა, - ბრძანა მაცხოვარმა, - რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სიმონ კეთროვნის სახლში. მე მისი ცრემლის ყოველი წვეთი შევინახე, რამეთუ სათნონი არიანო ჩემთვის".

ხილვამ ბერი გამოუთქმელი სიხარულით აღავსო და, ნუგეშცემული, მთელი დარჩენილი ცხოვრება დაუცხრომლად ემსახურებოდა უფალს.

***
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი ერისკაცობისას ერთხანს მასწავლებლობდა. ერთხელ მოსამსახურე ბიჭმა ცეცხლზე ქვაბი დადგა, მერე კი გადაავიწყდა და ქვაბი ერთიანად ამოიწვა. გაბრაზებულმა ანასტასიმ (ასე ერქვა წმინდანს ერისკაცობაში) ბიჭს ორი სილა უთავაზა, მაგრამ წუთსაც არ გაევლო, რომ შეინანა და უფალს შენდობა სთხოვა, სასჯელად კი, შეევედრა, გემოვნების შეგრძნება წაერთმია მისთვის. შეიწირა ღმერთმა მისი სინანული, აღუსრულა თხოვნა და იმ დღიდან წმინდა ნექტარიოსი ვეღარ არჩევდა საზრდელის გემოს.

***
წმინდა იაკობმა (ხსენება 4 მარტს) ანგელოზებრივი ცხოვრების სანაცვლოდ ღვთისგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო: ეშმაკებს განდევნიდა, კეთროვნებს განწმენდდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ უფალმა დიდი განსაცდელი მოუვლინა. ღამით მის სენაკს გზააბნეული მგზავრი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. მამა იაკობმა შეამჩნია, რომ მგზავრი ქალი იყო, მაგრამ შეებრალა და სენაკში შეუშვა, ატრაპეზა და განსასვენებლად ადგილი მიუჩინა.

როცა ქალმა ტანთ გაიხადა, სძლია მამა იაკობს სიძვის ზრახვამ, ვეღარ დაითმინა, ეცა დედაკაცს და ძალით იმრუშა მასთან, მერე კი მოკლა.

გონს რომ მოვიდა, სასოწარკვეთილმა იაკობმა ბერობის დატევება გადაწყვიტა. ქალაქისკენ მიმავალი, ღვთის განგებით, ერთ ბერს შეხვდა, გაენდო მას და სინანულის ცრემლით აღიარა თავისი შეცოდება. ბერმა ანუგეშა დაცემული: "უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევაო?" - ერთ ღრმა მღვიმეში დასახლება ურჩია და აღუთქვა, რომ საკვებს მიაწვდიდა.

ოცი წელიწადი იღვაწა მამა იაკობმა მღვიმეში. ერთხელ მხარეს, სადაც განდეგილი დასახლდა, გვალვა დაატყდა თავს. იმ მხარის ეპისკოპოსს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ წვიმას მხოლოდ იაკობ მღვიმელის ლოცვა მოიყვანდა. მწყემსმთავარი მრევლითურთ მიადგა მღვიმეს, ჩვენების შესახებ უამბო მამა იაკობს და შეწევნა სთხოვა. შეწუხდა წმინდანი: "შეცდითო ალბათ, უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათ, ვინაიდან დიდად ცოდვილი ვარო", - მაგრამ ფრიად რომ შეაჭირვეს თხოვნით, დაჰყვა მათ ნებას და ილოცა. ლოცვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზეციდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მიხვდა წმინდანი, რომ შეუნდო უფალმა შეცოდება.

***
"რატომ სტირიო, მამაო?" - ჰკითხა მამა დიოსკორეს მოწაფემ. "ჩემს ცოდვებს ვიგლოვო, შვილო", - მიუგო ღირსმა მამამ. "ნუთუ კიდევ ხედავო შენს ცხოვრებაში რაიმე ცოდვას?" - განცვიფრდა მოწაფე. "ეჰ, შვილო ჩემო, - ამოიოხრა მამა დიოსკორემ, - ისეთ სიმაღლეს რომ ვიყო მიღწეული, ყველა ჩემს შეცოდებას ვხედავდე, ოთხი თანაშემწეც არ მეყოფოდა, რათა ღირსეულად დამეტირა საკუთარი ცოდვებიო".

***
წმინდა არსენი დიდზე ამბობდნენ, რომ განუწყვეტლივ იგლოვდა თავის ცოდვებს და მუდამ თან დაჰქონდა ჩვარი, რომლითაც ცრემლებს იწმენდდა. მისი სიკვდილი რომ შეიტყო, წმინდა პიმენმა ბრძანა: "ნეტარ ხარ შენ, მამაო არსენ, რამეთუ ამასვე სოფელს დაიტირე თავი თვისი, რადგან ვინც სააქაოშივე ნებით არ გამოიგლოვს თავს, იქ, ჯოჯოხეთში იტირებს დაუსრულებელ სატანჯველთაგანო".

***
"რა ვქნა, მამაო, რამეთუ დავეცი ცოდვით?" - უკითხავს ერთხელ მამა სისოსთვის სულიერ ძმას. "აღემართე, შვილო", - მიუგო თურმე ბერმა. "აღვემართე და ისევ დავეცი", - უთხრა ძმამ. "კიდევ ადექი, შვილო", - მიუგო ღირსმა მამამ. "ვიდრემდე ვიყო ასე, მამაო?" "სანამ სული უკეთესი ან უარესი არ გახდება, რამეთუ როგორსაც იპოვის მას ღმერთი აღსასრულის ჟამს, ისევე განსჯისო".

***
უთქვამს ბერს: "მსჯელობა წმინდა სამებისა და სარწმუნოების შესახებ განაშორებს კაცთა თვალისგან ცრემლს და გულისაგან - სინანულს, ხოლო მამათა ცხოვრების მოსმენა და კითხვა განანათლებს გონებას და სინანულისკენ მოაქცევსო მას".

***
ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: "ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამეთუ შევცოდე შენ წინაშე მრავალგზის, მაგრამ მივენდობი შენს მოწყალებას, გევედრები, უფალო, შემინდე, და თუ ეს შეუძლებელია, დამსაჯე აქვე, რათა საიქიოში საუკუნო სატანჯველს ავცდეო". ერთხელ ლოცვით დაღლილს მიეძინა. ძილში მაცხოვარი წარმოუდგა და ტკბილი ხმით ჰკითხა: "რა გჭირს, კაცო, რატომ ტირიო ასე მწარედ?" "დავეცი, უფალო!" - მიუგო ბერმა. "მაშ, წამოდექი!" - უთხრა უფალმა. "არ ძალმიძს, უფალო! - შესჩივლა ბერმა, - უკეთუ არ მომცე ხელი შენი წმინდა". მაცხოვარმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მაგრამ ის მაინც ტიროდა. "ახლა რაღად მწუხარებ?" - შეეკითხა უფალი. ."როგორ არ ვიტირო, ღმერთო, როცა მრავალგზის შეგაწუხეო!" - შეჰღაღადა ბერმა. მაშინ მაცხოვარმა თავზე დაადო ხელი, დალოცა და უთხრა: "ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ. აწ, ვინაიდან მწუხარე ხარ ჩემი შიშისთვის, მე შენს გამო აღარა ვწუხვარ. განა არ იცი, რომ ჩემს მიერ შექმნილთათვის გავწირე თავი ჩემი და სისხლი ჩემი? როგორ არ მეყვარებაო მონანული სული?!"

***
ერთმა კაცმა მიატოვა ერი და ნიტრიის უდაბნოში დაეყუდა. მისი სენაკის მახლობლად სხვა ბერი სახლობდა. ესმოდა იმ ბერს, რომ ახალდაყუდებული გამუდმებით ტიროდა თავისი ცოდვების გამო, მაშინ კი, როცა ცრემლი არ მოსდიოდა, აიღებდა შოლტს და ამ სიტყვებით: "რად განარისხე ღმერთი, ბოროტო ჩემო თავოო?!" - მანამდე იცემდა ტანზე, სანამ სიმწრისგან არ ატირდებოდა. გაოცდა ბერი, ილოცა და შეევედრა უფალს, ენიშნებინა, სათნო იყო თუ არა მისთვის განდეგილის საქციელი. იმავე ღამეს სიზმრად იხილა, რომ ის ძმა მოწამეთა შორის იდგა. "ხედავ იმ მშვენიერ მოწამეს, რომელმან ქრისტეს შიშისა და სიყვარულისთვის დაიტანჯა თავი? - ჩაესმა ხმა, - და აჰა, ესერა მოწამეთა თანა გვირგვინოსან იქმნაო".

***
ამბობდნენ, რომ მამა ლონგინოზი ლოცვისას მხურვალედ ტიროდა და ფსალმუნების ჟამსაც ხშირად მოსდიოდა ცრემლი. "მამაო, შეიძლებაო სულიერი მსახურებისას ტირილი?" - ჰკითხა მოწაფემ. "ღმერთმა კაცი სიხარულისთვის გააჩინა, შვილო, - მიუგო ბერმა, - მაგრამ რაკი ის ცოდვაში ჩავარდა და განარისხა უფალი თვისი, მარადისი ტირილი მართებსო".

***
ღირს მამას ვინმე დიდებული ეახლა და ჰკითხა: "მამაო პატიოსანო, ადამიანი დიდ ცოდვაში რომ ჩავარდეს, ნუთუ ღმერთი შეუნდობს აღსარებისა და სინანულის სანაცვლოდ?" "საყვარელო შვილო, - კითხვითვე უპასუხა ღირსმა მამამ, - ფეხსაცმელი რომ გაგეხეს, გადააგდებ?" "რატომ, მამაო, - გავკერავ და კვლავ ჩავიცვამ", - მიუგო აზნაურმა. "მაშ, თუკი შენ სამოსელი გენანება გადასაგდებად, განა უფალს არ შეებრალება თავის ხატად და მსგავსად შექმნილი სული? მან ხომ საკუთარი ძეც კი გაიმეტა, ცოდვათაგან რომ ვეხსენით", - უთხრა ბერმა. "სამი წლის სინანული თუ კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?" - კვლავ ჰკითხა სტუმარმა. "მე მწამს, შვილო, - მიუგო ბერმა, - რომ თუ კაცი მთელი გულით შეინანებს და აღარასოდეს მიუბრუნდება თავის ცოდვებს, უფლის მოწყალებით ყველა შეცოდება სამ დღეში მიეტევება".

***
ღირსი მამა ჩვენი დავითი თავიდან ავაზაკი იყო. თავის რაზმთან ერთად მრავალი ბოროტება ჩაიდინა, მრავალი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ, უკვე ასაკოვანს, სუფრასთან მჯდომს, გაახსენდა ღვთის სასჯელი, შეშინდა, ადგა, მიატოვა ტრაპეზი და მონასტერს მიაშურა - ბერობა მწადიაო, წარუდგა წინამძღვარს.

წინამძღვარმა ხანდაზმული კაცი რომ დაინახა, გაგიჭირდებაო ძმებთან ერთად ღვაწლი და შრომა, ვერც მონასტრის კანონს აღასრულებო, უთხრა. დავითი ისევ შეევედრა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მაშინ ასე უთხრა ბერს: "უწყოდე, წმინდაო მამაო, მე ავაზაკთა მეთაური ვარ. გაფრთხილებ - მოსული ვარ გულით, რათა ვიტირო და შევინანო ჩემი ცოდვები. თუ არ მიმიღებ, გავბრუნდები უკან, მოვიყვან ჩემს ხალხს, ამოგხოცავთ და ამ სავანესაც მოვაოხრებო". წინამძღვარმა, ეს რომ გაიგო, დავითი მყისვე შეიყვანა მონასტერში და მალე ბერადაც აღკვეცა.

განსაცვიფრებელ ღვაწლს მიეცა დავით ავაზაკყოფილი და სულ მალე ყველა ძმას წარემატა სათნოებით.

ერთხელ სენაკში იჯდა და შემუსვრილი გულით გლოვობდა თავის ცოდვებს. უეცრად წარმოუდგა მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, რომ შეუნდო ღმერთმა ყოველივე. "ვერ დავიჯერებ, - თქვა დავითმა, - რომ ასე მალე მომიტევა უფალმა ურიცხვი ცოდვა". "ზაქარიას ურწმუნოებისთვის ენა შევუკარი, - გააფრთხილა მთავარანგელოზმა, - იცოდე, არც შენ მოგერიდებიო". შეწუხდა ბერი, თაყვანი სცა უფლის მოციქულს და შეჰბედა: "წმინდაო, ოდეს ავაზაკი და ბოროტთა საქმეთა მოქმედი ვიყავი და მრავალი სისხლი დავღვარე, მაშინ არ შემიკარი არც ენა და არც ხელი და ნუთუ ახლა დამსჯი, როცა სინანული და უფლის ქება მწადიაო?" "მაშ, მხოლოდ მაშინ შეგეძლოს მეტყველება, ოდეს ღმერთს ადიდებდე და ლოცვის კანონს აღასრულებდე, - ბრძანა ანგელოზმა, - სხვა დროს კი დუმდეო".

ამ ამბის შემდეგ წმინდა დავითმა მრავალი სასწაული აღასრულა: სნეულნი განკურნა, ბრმათ თვალები აუხილა. მხოლოდ ეკლესიაში გალობდა, სხვა დროს კი ვერაფერს ამბობდა. ასე სინანულითა და სიწმინდით შეჰვედრა სული უფალს.

***
ერთი ახალგაზრდა ბერი სულიერი მამის კურთხევით მონასტრის ჯორებს მწყემსავდა. ერთ დღეს, ეშმაკის მანქანებით, ჯორებმა გზად ბავშვი გადათელეს. მწყემსმა გვიან შეამჩნია მკვდარი ყრმა. შეწუხდა დიდად, განეშორა იქაურობას, მთაში განმარტოვდა და უნებლიე შეცოდების გამო გლოვას მიეცა. "მე მოვკალი ეს ყრმა და სასჯელი მეკუთვნის განკითხვის დღეს! - იტყოდა გულშემუსვრილი, - მეუფეო, მე, ვითარცა კაცმა, უგუნურებით ვცოდე, მაგრამ შენ, როგორც სახიერმა ღმერთმა, შემინდე!"

იქვე, ხევში, ლომს დაედო ბინა. განდეგილი ყოველდღე მიდიოდა და სცემდა - აიძულებდა, შეეჭამა იგი, მაგრამ მხეცი არ ეკარებოდა. ბოლოს, სხვა რომ ვეღარა მოახერხა რა, განიმოსა და მის წინაშე გაწვა მორჩილად, მაგრამ ლომი გადაახტა და თავისი გზით წავიდა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ მიუტევა ღმერთმა შეცოდება.
ბეჭდვაელფოსტა
10.12. 2016
marina
Tqven gaixaret dzalian mamshvidebs aseti statiebi dzilis win
26.05. 2014
erterti mcired morcmune
gmadlobt! cminda mamata cxovrebis patara epizodebi dzalian gvexmareba sxvadasxva garemoebebis gamo, ıdzulebit gadaxvecilebs gavudzlot aqaur chvens yofas.usamshoblod, mshobliuri enis, axloblebis da sionis zarebis gugunis gareshe... GMADLOBT!!!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat