ეს რა ჩავიდინე, ნეტავ თუ მაპატიებს უფალი ამ ჩემს უპატიოსნობას
ეს რა ჩავიდინე, ნეტავ თუ მაპატიებს უფალი ამ ჩემს უპატიოსნობას
ქრისტეს არ ვუღალატებ და სამღვდელო სამოსელს არ გავიხდი
ნეტავი იმ სამღვდელო პირსა თუ ერისკაცს, ვისაც ღრმად შეუგნია და ზედმიწევნით აღუსრულებია ერისა და ღვთის წინაშე თავისი ვალი. ამის მაგალითია მიტროპოლიტი დიმიტრი მროველი, რომელმაც მარაბდის ველზე ბრძოლის წინ აზიარა მებრძოლები, გაამხნევა ისინი პირადი მაგალითით და შეაკვდა მტერს. ანდა მოხუცებული თუში, გვარად ბობღიაშვილი. მან თურმე ერეკლე მეფესთან თავისი თორმეტი ვაჟი გააგზავნა. თერთმეტი ბრძოლაში დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ ერთი, ყველაზე უმცროსი. სახლში დაბრუნებული მამამ კვლავ ბრძოლის ველზე გაუშვა და ისიც შეაკვდა მტერს. უშვილოდ დარჩენილს იმდენად უყვარდა მეფე და სამშობლო, გადაწყვიტა, სიბერეში კიდევ მოეყვანა ცოლი, რომ ერთი გმირი კიდევ დაეტოვებინა ქვეყნისთვის. მართლაც აღასრულა თავისი წადილი და კიდევ ორი ვაჟი შვა.

* ბესარიონ ნიჟარაძე თავის ეთნოგრაფიულ წერილებში ჰყვება თავადის ქალზე სალდათხან დადეშქელიანზე, რომელმაც ღირსეულად აღასრულა თავისი ქრისტიანული მოვალეობა. 1860 წელს ის ცოლად გაჰყოლია ყაბარდოელ, სოფელ ბახსანის მკვიდრ ადინგერ ურუსბეის. სალდათხანი იმ პირობით დათანხმებულა ურუსბეის ცოლობაზე, უკეთუ უკანასკნელი ქრისტეს სჯულზე მოინათლებოდა. ადინგერისთვის ძნელი იყო ამ პირობის შესრულება, მაგრამ ქალიშვილი ისე მოსწონებია, რომ სიყვარულს რჯულისთვის უჯობნია, მონათლულა და სალდათხანი შეურთავს.

"კნეინა სალდათხანი მართლა რომ გასაგიჟებლად ლამაზია, ძლიერ ლამაზია ქმარიც და იმათი ოთხი შვილიც - ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი - ანგელოზებსა ჰგვანან. შვილებიც ყველა მონათლულნი არიან. ეს ერთადერთი ოჯახია მთელს საზოგადოებაში, რომელიც ქრისტეს რჯულს აღიარებს. როგორი უნდა იყოს ამ ერთადერთ ქრისტიან ოჯახის მდგომარეობა ორი ათას მაჰმადის მიმდევარს მცხოვრებთა შორის, ამას მკითხველი უჩემოდაც წარმოიდგენს. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ქრისტიან ოჯახს ზიზღით უყურებენ როგორც გარეულები, ისე შინაურები. თუმცა ამ პირობებშია ჩავარდნილი კნეინა სალდათხანი თავის ქმარ-შვილებითურთ, მაგრამ ის მაინც მაგრად დგას ქრისტეს რჯულზე. ყოველ წელს მოდის სვანეთში, მოჰყავს შვილები მარტო იმისთვის, რომ თავის სამშობლო კუთხეში წმინდა საიდუმლო ზიარება მიიღოს და შვილებსაც მიაღებინოს. ყველა საეკლესიო წესებსა და მარხვებს ფრთხილად ინახავს, როგორც ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი. მე დამარწმუნეს, რომ კნეინა არაფერს ჰზოგავს, რომ ვინმე მაჰმადიანთაგანი მოაქციოს ქრისტეს რჯულზეო, მაგრამ ამაოდ, ამ მხრით ქრისტიან სვანის ქალს ცდა ტყუილად უვლის. მაგისთანა ფანატიკოს ხალხში, როგორიც ბახსნელები არიან და საზოგადოდ მაჰმადის მიმდევარი მთიულები, არათუ სვანის ქალი, პავლე მოციქულიც ვერაფერს გააწყობდა. ქმარი კნეინისა ადინგერი, თუმცა გარეგნობით ქრისტიანია, მაგრამ, როგორც მითხრეს, ძლიერ გულგრილად ეპყრობა ახალ რჯულს. იგი გულით მაჰმადიანია და რომ კნეინა სალდათხანის ხათრი არ ჰქონდეს, გარეგნულ ქრისტიანობასაც მალე მიატოვებდა".

* იმ სამღვდელო პირთა შორის, რომელთაც კომუნისტური რეპრესიების ჟამს არ უღალატეს თავიანთ მოვალეობას, იყო დეკანოზი სიმონ ბაკურაძე. "მას საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე რწმენა არ შეუცვლია, - ჰყვება მისი შვილიშვილი ქალბატონი ქეთევანი, - ღვთისმსახურის გარეგნული იერ-სახე ბოლომდე შეინარჩუნა: ატარებდა ლამაზ თეთრ წვერს, ეცვა ანაფორა, ხელიდან არ გაუშვია ლამაზად გათლილი წითელი ხის ოთხწახნაგოვანი კვერთხი... მთავრობამ აუკრძალა შვილებთან ცხოვრება და თავისი დიდი ეზოს ბოლოში მიუზომა მიწის პატარა ნაკვეთი. იგი ცხოვრობდა პატარა ფიცრულ ოთახში მეთვალყურეობის ქვეშ". მისი შვილებიც განსაკუთრებული რეპრესიების ქვეშ იყვნენ. მიუხედავად ამისა, მამა სიმონი ბოლომდე უფლის ერთგული და ყველას მანუგეშებელი დარჩა.

იმ პერიოდში ყოველგვარი რელიგიური რიტუალის შესრულება სასტიკად იკრძალებოდა. მღვდელი სიმონი ყოველ დილას და საღამოს განსაკუთრებით ემზადებოდა ლოცვისათვის: მოწესრიგდებოდა და დიდი რწმენით აღავლენდა ლოცვას ღვთის მიმართ. ოჯახში სუფრა რომ გაიშლებოდა, მამა სიმონი აკურთხებდა და ოჯახს დალოცავდა. მამა სიმონი 1937 წლის 13 დეკემბერს 75 წლისა დახვრიტეს.

* კომუნისტებმა ვერ დაიმორჩილეს ხონის რაიონის სოფ. გუბისწყლის ეკლესიის მღვდელი იონა ჩომახიძე. ხან კოლმეურნეობის თავმჯდომარეობას, ხან სკოლის დირექტორობას სთავაზობდნენ რწმენის სანაცვლოდ. მისი პასუხი ასეთი იყო: "მე ქრისტეს არ ვუღალატებ და სამღვდელო სამოსელს არ გავიხდიო". მამა იონა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს.

* დეკანოზი ალექსი ჭიჭინაძე ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XIX საუკუნის ქართული სამღვდელოებისა. მოღვაწეობდა რაჭაში, მკაცრად დევნიდა ბიწიერებას ხალხში. ხშირად გაიგონებდით სოფელში, ცუდის ჩამდენი ხალხისგან: "ვაითუ დეკანოზმა გამიგოს ეს საქმეო". გახლდათ უაღრესად თავმდაბალი და სულგრძელი მოძღვარი. ერთხელ, დიდმარხვაში, ცისკრის შემდეგ, როდესაც მამა ალექსი აღსარებას იბარებდა და წირვისთვის ემზადებოდა, ერთმა ბრიყვმა და თავხედმა გლეხმა ბევრი უშვერი სიტყვა შეჰკადრა მოძღვარს. დეკანოზმა გაიხსენა მაცხოვრის სიტყვები: "ქვეყანაში დევნულ იქმნებიანო", და პასუხი არ გასცა გაცხარებულს. ცოტა ხნის შემდეგ შევიდა ეკლესიაში და თქვა: "ღმერთო, დაგვიცევ ბოროტისაგან, შეგინებული მე დღეს არა ღირს ვარ შეწირვად უსისხლოისა მსხვერპლისაო". გამოვიდა ეკლესიიდან და წავიდა შინ, დიდად დამწუხრებული. ამ დროს ეს თავხედი გლეხი ჩავარდა სინანულში, იგრძნო თავისი დანაშაული და ძლიერ შეწუხდა, სირცხვილით ეკითხებოდა ხალხს: რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე, ნეტავ თუ მაპატიებს უფალი ამ ჩემს უპატიოსნობასო. ხალხის რჩევით, მონანული წავიდა დეკანოზის სახლში და მხურვალედ სთხოვა მიტევება. მამა ალექსიმაც, დაინახა რა მისი სინანული, მშვიდად და მდაბიოდ განუმარტა მას ქრისტიანის მოვალეობა - თუ როგორი მოწიწებით და კრძალვით უნდა იქცეოდეს იგი ეკლესიაში, და ასე დამშვიდებული სინდისით გაუშვა სახლში.

* როცა ბოლშევიკური ტერორი საქართველოში ყველაფერს ანადგურებდა, მღვდელმა გიორგი ბოჭორიძემ საეკლესიო სიწმინდეთა გადარჩენა გადაწყვიტა. რაკი მღვდლის სამოსით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, გაიხადა ანაფორა და მთელი საქართველო შემოიარა (თანაც რამდენჯერმე). "მასალების მოგროვება მეტისმეტად დიდი და მძიმე იყო, - წერდა თვითონვე, - სამი წელი მოგზაურობაში ყოფნა, სამი წელიწადი რევოლუციის ქარცეცხლში ტრიალი, ორ-სამ თვეობით გარემხრობა, ზამთრის სიცივე და ზაფხულის სიცხე, დღეში 17-18 საათი მუშაობა, 9-10-ჯერ სიცოცხლის საფრთხის თავიდან აცილება და მრავალი სხვა, - ყველა ეს ძალ-ღონისა და ნებისყოფის უდიდეს, უაღრეს დაჭიმვას მოითხოვდა და მიუხედავად ამისა, ყველა სიმძიმე დაძლეულ იქნა და საქმეც მთლიანად შესრულდა". მართლაც უამრავი ისტორიული ნივთი გადაარჩინა: ხატები, სიგელ-გუჯრები, მონეტების კოლექცია... მამა გიორგი 1937 წელს დააპატიმრეს და 1939 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, გარდაიცვალა.

* ხევსურეთში, სოფელ მუცოში, უმოღვაწია მღვდელ ქრისტესია შიოშვილს. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა ძლიერი და უშიშარი. მუცოში მისი მსახურების პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც შეიტყობდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაუბედავთ და სოფელს ჩუმად დასხმიან თავს. ეს რომ შეუტყვია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოჰკიდებია ქისტებს. ამათაც, რომ დაუნახავთ მამა ქრისტესია, შეშინებულებს ნადავლი დაუყრიათ და გაქცეულან. მამაო უკან დადევნებია და სულ სიბრტყით უცია ხანჯალი. იქამდე სდია თურმე, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შემდეგ აღარ უცდიათ ხევსურების შეწუხება.

* მძიმეა მწყემსმთავრის ტვირთი, "მეტადრე - იმ აუტანელ დროს, როდესაც სათავეში მყოფნი სიძულვილითა და მტრულად უყურებენ ეკლესიას, როდესაც ურწმუნოება, გარეგნულად მაინც, გამეფებულა და სირცხვილად მიაჩნიათ სარწმუნოების გამოაშკარავება", - ბრძანებდა პატრიარქად კურთხევისას წმინდა ამბროსი აღმსარებელი და იქვე მოუწოდებდა "ეკლესიის კეთილდღეობისთვის თავდადებულ მორწმუნეებს", შეკავშირებულიყვნენ მღვდელმთავართა გარშემო, არ შეშინებოდათ ღვთის აღსარება. ბრძანებდა: "პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ერთად ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე, ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება". პატრიარქობის პერიოდშიც არა მხოლოდ ამხელდა კომუნისტურ საოკუპაციო ხელისუფლებას, არამედ მზად იყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთად ებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის. "სჯულისა და ერისთვის სიკვდილი მწყურია, ვეღარ ვიტან ამ შეგინებულ ნაძრახ ქართულ სიცოცხლესო", - უთქვამს მის უწმინდესობას. მართლაც, იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, პროტესტის ნიშნად ხმის ამოღება გილიოტინაზე ნებაყოფლობით ასვლას უდრიდა, რაც გააკეთა კიდეც 1922 წელს - გენუის სამშვიდობო კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობას ქართველი ერის დიდ სულიერ და ფიზიკურ გასაჭირს ამცნობდა. მაგრამ დაბრმავებულ-დაყრუებულ-დამუნჯებულ მსოფლიო საზოგადოებას "ჩირადაც არ უღირდა" ქართული სახელმწიფოს ბედი. წმინდა ამბროსი კი პირისპირ შეეჯახა კომუნისტურ სადამსჯელო მანქანას. 1924 წლის 19 მარტს სასამართლო პროცესმა მას 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოუთქვამს "ბრალდებულს". უთქვამს, რომ არ შეეძლო პირში წყალი ჩაეგუბებინა, როდესაც ხედავდა "უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს". მის წინაპარ ქართველ მღვდელმთავართა მაგალითები აძლევდა ხმის ამოღების უფლებას. "არა, ეს უფლება არ არის, - ბრძანებდა წმინდა ამბროსი, - ეს არის მოვალეობა და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა - პასუხისმგებლად ღვთის ეკლესიისა და ერის წინაშე". სიტყვის დასასრულს კი განაცხადა: "ვათავებ და ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეჰხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება... როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო... ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში. ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, - იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი თავს".

მრავალ ჭირთა დამთმენმა წმინდა ამბროსიმ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. 1927 წლის 29 მარტს ის ნათლით მოსილი წარდგა უფლისა და ვალმოხდილ წინაპართა სულების წინაშე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat