ჩვენ მხოლოდ სულიერი საზრდელისთვის მოვედით შენთან
ჩვენ მხოლოდ სულიერი საზრდელისთვის მოვედით შენთან
მეც და ჩემი ცოლიც ყოველდღე ვლოცულობთ, ვიცვამთ უბრალო სამოსს, ვჭამთ უბრალო საჭმელს და არ ვიცით, რა არის კამათი და ჩხუბი
დიდად მოღვაწე ბერი მამა პაფნუტი ერთხელ ღმერთს შეევედრა ენიშნებინა, თუ რომელი წმინდანის დარი იყო. ესმა მას ღვთის ხმა: "მსგავსი ხარ შენი მეზობელი სოფლის მამასახლისისა". პაფნუტი მაშინვე გაემართა მისკენ. მამასახლისმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით შეიყვანა ბერი სახლში, ფეხები დაბანა, ტრაპეზი დაუგო. მაგრამ ღირსმა მამამ პირი არ დააკარა საჭმელს და სთხოვა: მომიყევი, როგორ ცხოვრობ, რადგან, როგორც გამიმხილა ღმერთმა, მრავალ მონაზონს აღემატეო. მასპინძელი გაიძახოდა, ცოდვილი ვარო, მაგრამ ღირსმა მამამ მაინც ათქმევინა სიმართლე. "არ მსურდა მესაუბრა ჩემს საქმეებზე, - მიუგო მან, - მაგრამ რადგან ღვთის ბრძანებით მოხვედი, მოგიყვები: აი უკვე ოცდაათი წელია აღარ შევყოფივარ ჩემს მეუღლეს, რომლისგანაც სამი ვაჟი შემეძინა, ისინი ჩემი თანაშემწენი არიან. აქამდე არ დამიტევებია სტუმართმოყვარეობა, დაბის მკვიდრთაგან ვერავინ დაიკვეხნის, რომ რომელიმე მგზავრი ჩემზე ადრე მიეღოს და შეეფარებინოს. ღარიბი ან მწირი სახლიდან ცარიელი ხელით არ გამიშვია. არც ავადმყოფი გამიშვია ნუგეშისცემის გარეშე. ჩემი ვაჟის გამო სამსჯავროზე არ მიცრუია. სხვისი ხილი სახლში არ შემიტანია. არ მყოლია მტერი, რომელიც არ შემირიგებია. ჩემი ვაჟები არავის დაუდანაშაულებია ცუდი საქმის კეთებაში. ჩემი ფარა სხვის მამულში არ გადასულა. პირველი არ ვმკიდი მინდორს, არამედ ნაყოფის წაღების ნებას ვაძლევდი ყველას, თვითონ კი შინ ის მომქონდა, რაც დარჩებოდა. არასოდეს მიმიცია ნება, მდიდარს ღარიბი დაეჩაგრა, არავინ განმიკითხავს. აი, ეს არის, რაც მახსოვს, ღვთის მადლით, თუ რამ გამიკეთებია". ღირსმა პაფნუტიმ ადიდა ღმერთი და დაუბრუნდა თავის უდაბნოს.

* უდაბნოში ორი ბერი ევედრებოდა ღმერთს, გაემხილა, რამდენად სათნო იყო მისთვის მათი ღვაწლი. მათ ეუწყათ, რომ ჯერ არ მიეღწიათ უბრალო გლეხის ევქარისტის და მისი ცოლის მარიამის სიწმინდისთვის. ბერები მათ მოსაძებნად წავიდნენ და მალევე იპოვეს. ევქარისტიმ მიიღო სტუმრები, ფეხი დაბანა, საჭმელი შესთავაზა. "ჩვენ მხოლოდ სულიერი საზრდელისთვის მოვედით შენთან, გვითხარი, რით ეყავით სათნო ღმერთსო", - სთხოვეს მამებმა. "არ ვიცი, ჩამიდენია თუ არა კეთილი საქმე, - თქვა ევქარისტიმ, - მშობლებისგან მოცემულ ცხვარს ვმწყემსავ, შემოსავალს სამ ნაწილად ვყოფ. ერთ მესამედს ეკლესიას ან გლახაკებს ვაძლევ, ერთი მესამედით სტუმრებს, მწირებს ვუმასპინძლდები, დანარჩენით კი თავი გაგვაქვს. მეც და ჩემი ცოლიც სიწმინდეს ვიმარხავთ, ყოველდღე ვლოცულობთ, ვიცვამთ უბრალო სამოსს, ვჭამთ უბრალო საჭმელს და არ ვიცით, რა არის კამათი და ჩხუბიო". ეს რომ ესმათ ბერებს, ადიდეს ღმერთი და განეშორნენ.

* მოციქულთა სწორის წმინდა მეფე კონსტანტინეს მამა კონსტანტი წარმართი იყო, მაგრამ პატიოსნების, ერთგულების, შრომისმოყვარეობის გამო დიდად აფასებდა ქრისტიანებს და სურდა, გვერდით ჰყოლოდა. ერთხელ ასეთი რამ გააკეთა: მიიწვია ქრისტიანი დიდებულები და უთხრა: ვინც ჩემი ერთგულია და სამშობლოს სამსახური უნდა, დაე თაყვანი სცეს ჩემს ღმერთებს და მსხვერპლი შესწიროს. ვისაც ეს არ სურს, დაე განეშოროს სამეფო კარს, რადგან არ მინდა, ჩემს გვერდით სხვა რწმენის ხალხი იყოსო. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მაშინვე დაუტევეს რეგალიები და გაშორდნენ სამეფო კარს. სულმოკლენი, რომელთაც ქრისტე ღმერთზე მეტად უყვარდათ ამა სოფლის დიდება, მორჩილად გამოცხადდნენ მეფის წინაშე და მზად იყვნენ მსხვერპლიც კი შეეწირათ კერპებისათვის, მაგრამ მეფემ მოაბრუნა ურჩი ქრისტიანები და უთხრა: "მინდა, მხოლოდ თქვენ იყოთ ჩემი მსახურნი, მრჩეველნი და მეგობარნი, რადგან იმედი მაქვს, ისევე ერთგულნი იქნებით ჩემი, როგორც თქვენს ღმერთს ერთგულობთ. თქვენ კი, - მიუბრუნდა ქრისტეს უარმყოფელებს, - ვეღარ იმსახურებთ ჩემს კარზე, რადგან ის, ვინც ერთგული არ არის თავისი ღმერთისა, მეფესაც უღალატებსო". და ყველა ჩამოაშორა სახელმწიფო სამსახურს.

* მამა ეპიფანე ბრძანებდა: დაუქორწინებელს აქვს უფლებაც და მოვალეობაც. როცა ქორწინდება, უფლება ნაკლები აქვს, მოვალეობა კი მეტი. ხოლო როცა შვილები შეეძინება, საერთოდ უუფლებოა და მოვალეობებიღა აქვს დარჩენილი.

* ერთხელ წმინდა ლევ ოპტელთან მედლებით დახუნძლული ვინმე გენერალი მივიდა. წმინდა მამამ ვინაობა ჰკითხა.

- გვარად კულინევი ვარ, - თქვა გენერალმა, - მამის გარდაცვალების დროს მცირეწლოვანი გახლდით. დავამთავრე სასწავლებლები, გავიარე მეცნიერებათა სრული კურსი და მას შემდეგ ვმსახურობ.

- დედათქვენი სად არის?

- არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, თუმცა ჩემთვის სულერთია.

- ეს როგორ? თქვენ ხომ კარგი შვილი ხართ?

- აბა რა ვქნა? არაფერი დამიტოვა, მთელი ქონება გასცა, ამიტომაც დავკარგე.

- ეჰ, გენერალო, გენერალო! რას ამბობ? დედამ ყველაფერი გაფლანგა და არაფერი დამიტოვაო? ამას როგორ ამბობ? იმაზე არ გიფიქრია, რომ მან ძლივს გადაიტანა მამაშენის სიკვდილი და ახლა, როგორც ჩაუქრობელი კანდელი, დგას ღვთის წინაშე, წმინდა მსხვერპლად მიუძღვნა უფალს თავისი ცხოვრება, ათასნაირი განსაცდელის დათმენით, რათა მისი ერთადერთი ვაჟი ნიკოლოზი კარგად ყოფილიყო? უკვე ოცდაათი წელია, რაც ასე თავგანწირულად ცხოვრობს. ნუთუ მისი ლოცვები მემკვიდრეობა არ არის ნიკოლოზისთვის?

წმინდა მამის სიტყვებმა შეძრა გენერალი, შეახსენა შვილის მოვალეობა. შემდეგ კი საკუთარი დედის მისამართი ჰკითხა. წმინდა ლევმა მიასწავლა დედის ადგილსამყოფელი. ისიც მივიდა, დაემხო მშობლის წინაშე და შენდობა მიიღო მისგან.

* ერთი ქალიშვილი მშობლებს გაეყარა და არ შერიგებია, ისე გარდაიცვალა. დედას ძილში ხშირად ეჩვენებოდა, რომ ოთახში მისი კუბო იდგა. მამა ვიტალიმ (სიდორენკომ) ურჩია: "მიდი შვილის საფლავთან და უთხარი: გპატიობ ყველაფერს, წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, - და ჯვარი გადასახეო". მართლაც, ამის შემდეგ ჩვენება შეწყდა.

* წმინდა მაკარი ოპტელი ამბობდა: მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს ღმერთს იმ სასჯელისთვის, აქვე რომ სჯის, რათა მომავალ ცხოვრებაში არ დასაჯოს საუკუნოდ. ამიტომაც შეურაცხმყოფელებს არა მარტო უნდა მივუტევოთ უფლის მცნებათა გამო: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" ანდა "მიუტევეთ, რათა მოგეტევოთ", არამედ ჩვენს კეთილისმყოფელებად ჩავთვალოთ, რადგან მათი საშუალებით მოგვეტევება ცოდვები".

* ათონის კარაკალის მონასტრის იღუმენზე მამა კოდრატეზე ამბობდნენ, რომ ნაშუადღევს, ტრაპეზის შემდეგ, როცა ათონზე ისვენებდნენ ხოლმე, ის თავის სენაკში არ ბრუნდებოდა, მონასტრის შიდა ეზოში წმინდა გედეონის სამრეკლოსთან ჩამოჯდებოდა, დაეყრდნობოდა კვერთხს და ლოცულობდა ანდა წმინდათა ცხოვრებას კითხულობდა. ხშირად უნახავთ, მონასტრის ხის კართან ჩამომჯდარს თავი კვერთხზე მიეყრდნო.

ეკითხებოდნენ:

- რას აკეთებ აქ, მამაო?

- მძინავს, შვილო ჩემო, - პასუხობდა.

- სკამზე გძინავს?!

- მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს, შვილო, მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხს მიყრდნობილმა უნდა დაიძინოსო.

* უაღრესად მოწყალე ყოფილა დიდი მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი), მაგრამ უაღრესად მკაცრი ხდებოდა, როცა საქმე ეხებოდა საღმრთო სჯულისა და ეკლესიის დაცვას. მოუწოდებდა ღვთისმსახურებს, სათანადოდ მოქცეულიყვნენ, არ დაუშვებდა საკურთხეველში ელაპარაკათ. ღვთისმსახურება კარგად იცოდა და სხვებს უმალვე უსწორებდა შეცდომებს. მკაცრი იყო მრევლის მიმართაც. ქალებს არ აძლევდა ნებას, პომადიანი ტუჩებით ხატებს ან ჯვრებს შეხებოდნენ. დაუშვებლად მიაჩნდა გართობა კვირას ან დღესასწაულის წინა საღამოს. მკაცრად იცავდა ძველ სტილს ახალმესტილეთა შემოტევისაგან. უკრძალავდა თავის მრევლს ეკუმენურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას. მკაცრი იყო მაშინაც, როცა საქმე მართლმადიდებლობის წმინდა სწავლების დაცვას შეეხებოდა.

* ქალკედონის ნახევარკუნძულიდან ათონზე ერთი კაცი ჩავიდა და ბერად შედგა, მაგრამ ეშმაკისაგან იძლია და ისევ ერში დაბრუნდა, შეირთო ცოლი, შეეძინა ბავშვი. ერთხელაც აიღო თავისი სქემა, ანაფორა და დასაწვავად წაიღო. როცა თავისი სამი თვის შვილის საწოლთან ჩაიარა, ჩვილის ბაგეთაგან ასეთი რამ გაიგონა: "ანაფორა რომც დაწვა, ღვთის წინაშე, როგორც ბერი, ისე განიკითხებიო". შეშინებულმა კაცმა ეს ცოლს უამბო. "ნუთუ ბერი იყავი? არ ვიცოდი, - თქვა ქალმა, - დაბრუნდი იქ, სადაც შენი ადგილიაო". კაცი დაუბრუნდა თავის მოვალეობას და კარაკალის მონასტრის ახლოს, სენაკში დაასრულა სიცოცხლე.

* ერთი ბერი მამა პაისი ათონელს უყვებოდა, რომ მანაც მიატოვა მონასტერი, წავიდა ერში, ცოლი შეირთო, შეეძინა გოგონა. ბავშვი ცხრა წლის რომ იყო, მამამ შვილი მუხლებზე დაისვა და მიეალერსა. გოგონა მიეყრდნო მამას და უთხრა: იცი, მკერდზე ჯვარი გაქვს გამოსახულიო. მამა მიხვდა, რომ ყრმამ მისი ბერობის მანიშნებელი უხილავი ჯვარი დაინახა. მაშინვე დაუტევა სოფელი, დაბრუნდა ათონზე და კვლავ ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა.

* მამა ფილოთეოს ზერვაკოსი ბრძანებდა: დაე, მშობლებმა შვილები აკვნიდანვე აღზარდონ, ასწავლონ ღვთის შიში, მოკვეთონ მათი ბოროტი მისწრაფებანი და არ დაუკმაყოფილონ უგუნური სურვილები. როგორც ცომი შეგიძლია გამოძერწო და ფორმა მისცე, ასევეა პატარა ბავშვი - მისგან შეიძლება გამოძერწო, რასაც ისურვებ. სუფთა ფურცელზე დაწერილი ასოები არ წაიშლება. რასაც ბავშვი შეიტყობს, სიბერემდე ემახსოვრება.

* ეს ამბავი სულთან მაჰმუდის დროს მომხდარა კონსტანტინოპოლში. ღვთისმოშიში მმართველის მოსამსახურე ქალმა პატარა სკივრი გააღო და უძვირფასესი ბრილიანტებით შემკობილი სამკერდე ჯვარი მოიპარა. მმართველმა ჯვრის დაკარგვის ამბავი შეიტყო. დაიწყო გამოძიება, მაგრამ ვერაფერი გაარკვია. იძულებული გახდა, დახმარება პატრიარქისთვის ეთხოვა. მან ენციკლიკე გამოსცა და აუწყა ხალხს, რომ ქურდს საშინელი ეპიტიმია ჰქონდა დადებული. ქურდიც მიხვდა თავის დანაშაულს, აიღო ჯვარი, მივიდა ერთ სათნოებებით გამორჩეულ მოძღვართან, აღიარა ქურდობა, გადასცა ჯვარი, სთხოვა მიეტევებინა ცოდვა და ეკლესიაში დაბრუნების ნება მიეცა. "შვილო, ეს საიდუმლო ხომ არავისთვის გაგინდია?" - ჰკითხა მღვდელმა. "არა, მამაო, მხოლოდ თქვენ იცით ამის შესახებ", - უპასუხა ქალმა. "არავის უთხრა, თორემ საერო ხელისუფლება შეიტყობს და მკაცრად დაგსჯიან", - გააფრთხილა მღვდელმა, შემდეგ ქურდობის ცოდვის სიმძიმე შეახსენა, მიუტევა ცოდვა და დამშვიდებული შინ გაუშვა, თვითონ კი ჯვარი მმართველს მიუტანა და უთხრა: "აი, ვიპოვეთ, ქურდს ეპიტიმიის შეეშინდა და დააბრუნა. შენდობაც გთხოვათ. მე სათანადოდ დავარიგე და ვფიქრობ, ამიერიდან პატიოსნად მოიქცევაო". მმართველმა ქურდის სახელის შეტყობა მოისურვა. მღვდელმა უარი განუცხადა. მმართველი საჩივლელად პატრიარქთან წავიდა და დაარწმუნა მღვდელმთავარი, რომ ქურდს შეუნდო. ისიც თხოვნის აღსრულებას დაჰპირდა, დაიბარა აღსარების მიმღები მღვდელი და ქურდის ვინაობის გამჟღავნება მოსთხოვა. მღვდელმა დიდი კრძალვით მასაც უარი უთხრა. გაბრაზებულმა პატრიარქმა მღვდლობისაგან განაყენა იგი, მმართველმა კი დიდვეზირთან იჩივლა. მანაც დაიბარა მოძღვარი, მაგრამ არც მას გაუმხილა მღვდელმა ქურდის ვინაობა. ამის გამო ციხეში გამოამწყვდიეს და აწამეს. ბოლოს ისევ დაიბარეს. ვეზირთან პატრიარქი, მმართველი და სხვა კონსტანტინოპოლელი დიდებულნი შეკრებილიყვნენ. ან გასცემ ქურდს, ან ჩამოგახრჩობთო, დაემუქრნენ მღვდელს. მან სიკვდილი ირჩია. ვეზირმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა, ჯალათს კი ჩუმად სამეფო ხალათი გადასცა და უბრძანა, ეცადე ათქმევინო, ვინ არის ქურდი. თუ გეტყვის, მაშინვე მოკალი, თუ საიდუმლოს ისევ დაფარავს, სამეფო ხალათით შემოსე და მომგვარეო. მღვდელი მაინც არ შედრკა. მაშინ ხალათით შემოსეს და დიდვეზირს მიჰგვარეს. ვეზირმა მიმართა: "მაპატიე, პაპაზ ეფენდი, იმ სასჯელისთვის, რაც მოგაგე. ამიერიდან მეგობრად შემრაცხე, რადგან შენი სახით მე ქრისტიანი წმინდანი ვიხილეო". ხოლო პატრიარქს და მმართველს უთხრა; "ეს დასჯილი მღვდელი ყოველგვარი პატივის ღირსია, თქვენ, პატრიარქები და სხვა მღვდლები, მის მსგავსად რომ ცხოვრობდეთ, თქვენს სარწმუნოებაზე მრავალი მოიქცეოდაო". მაშინ პატრიარქმა და მმართველმა მუხლი მოიდრიკეს მღვდლის წინაშე და შენდობა სთხოვეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat