რადგან გონებით მუდამ ღმერთში იმყოფებოდა, ხორციელი უგრძნობლობა შეიძინა მიხვდა, რომ ეს ანგელოზთა გალობა იყო
რადგან გონებით მუდამ ღმერთში იმყოფებოდა, ხორციელი უგრძნობლობა შეიძინა მიხვდა, რომ ეს ანგელოზთა გალობა იყო
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. წინა ნომერში)
მამა ტიხონი. ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მამა ტიხონი ყოველთვის ერთ ქაშაყს ყიდულობდა, რათა ამ სასიხარულო წმინდა დღეებში თევზით გაეხსნილებინა. თევზის ძვლებს თოკზე ახმობდა ხოლმე, საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებს ამ ძვლებით იხსნილებდა. კონსერვის ქილით წყალს აადუღებდა, ორ-სამჯერ წამოადუღებდა ქაშაყის ძვლებს ისე, რომ წყალს ცოტათი სუნი ჰქონოდა, შემდეგ ამოიღებდა და მომდევნო დღესასწაულამდე ინახავდა. მდუღარეში ცოტა ბრინჯს ჩაყრიდა და ამისთვის საკუთარ თავს განაქიქებდა - უდაბნოში თევზის წვნიანს მივირთმევო!

როცა შეამჩნევდა, ხალხი კრძალვით ეპყრობოდა, ბრაზობდა: - მე მოღვაწე ბერი კი არა, ცრუ მოღვაწე ვარო. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დათანხმდა თავის მოყვარულ ადამიანებს, მასზე ეზრუნათ, ისიც იმიტომ, რომ მათი განაწყენება არ უნდოდა. თუ რაიმე გემრიელს შესწირავდნენ, კაპსალელ მამებს უგზავნიდა. როცა ფული მოუვიდოდა, ყველაფერს ერთ ღვთისმოშიშ ბაყალს აძლევდა, რათა მას პური ეყიდა და ღარიბთათვის დაერიგებინა.

ერთხელ ამერიკიდან გამოგზავნილი ფულის მისაღებად ფოსტაში მივიდა. ერთმა ერისკაცმა ეს შენიშნა და შუაღამისას ბერის კელიაში შეიპარა. არ იცოდა, რომ მამა ტიხონმა ეს ფული მაშინვე პურის საყიდლად თეოდორეს გადასცა. დიდხანს აწამა მოხუცი, ბოლოს დარწმუნდა, რომ ბერს ფული არ ჰქონდა და წასვლა დააპირა. "ღმერთმა გაპატიოს, ჩემო შვილო," - დაადევნა ლოცვა მამა ტიხონმა. ეს ყაჩაღი სხვა ბერის კელიაში დაიჭირეს. აღიარა, - მამა ტიხონთანაც შევიპარე საქურდლადო. ჟანდარმმა ბერს კაცი გაუგზავნა - დასაკითხად მობრძანდითო. ბერი გაბრაზდა და ჟანდარმს უთხრა: - შვილო, მე ქურდს მთელი გულით ვაპატიეო. მაგრამ ჟანდარმმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია - სწრაფად წამოდი, მამაო! შენი "შემინდეს" და "მაკურთხეს" დრო არ არისო. ბოლოს და ბოლოს უფროსმა ბერიკაცს თავის კელიაში დაბრუნების ნება მისცა, რადგან შეებრალა - ტიხონი თურმე პატარა ბავშვივით ტიროდა - მე ვარ მიზეზი მძარცველის დასჯისაო. როცა კი ამ ამბავს გაიხსენებდა ხოლმე, შეწუხებული მეუბნებოდა: - ამ ერისკაცებს სხვანაირი ტიპიკონი აქვთ! არც "მაკურთხე" იციან და არც "ღმერთმა გაპატიოსო". თვითონ კი ყოველთვის "მაკურთხეს" გაიძახოდა, თავმდაბლად სთხოვდა სხვებს დალოცვას, რომ მერე თვითონაც დაელოცა - ღმერთმა გაკურთხოსო. მისალმების შემდეგ მნახველები ტაძარში შეჰყავდა და ერთად გალობდნენ: "აცხოვნე, უფალო, ერი შენი..." და "ღირს არს..." დარში ზეთისხილის ქვეშ ჩამოსხდებოდნენ ხუთი წუთით, მერე მხიარული სახით წამოდგებოდა, დამტვრეული ბერძნულით ეტყოდა: "მე ახლავე... ნუგეშისცემა".

ჩამოუსხამდა მნახველთ ავზიდან ჭიქებში წყალს, შემდეგ აავსებდა თავის თუნუქელას, მოძებნიდა ლექუმს - ხან გამხმარს, ხან ჭიანჭველებისგან შეჭმულს, რომელიც მამა ტიხონის კურთხევის ძალით არავითარ ზიზღს არ იწვევდა, გადასახავდა ჯვარს, აიღებდა წყალს და იტყოდა: "პირველად მე დამლოცე" და ელოდა, სანამ სტუმარი არ ეტყოდა: "ღმერთმა გაკურთხოს". არადა წყალსაც არ დალევდა. შემდეგ კი თვითონაც დალოცავდა. აუცილებელია, სხვებმა რომ დაგლოცონო, - ამბობდა არა მარტო მღვდლებისა და ბერების, არამედ ერისკაცთა დალოცვაზე. შემდეგ უცდიდა, ჰკითხავდნენ თუ არა რაიმეს სტუმრები. უსაქმურს ეტყოდა ხოლმე: - შვილო, ჯოჯოხეთში ცოდვილების გარდა ზარმაცებიც მოხვდებიანო. თუ სტუმარი მაინც არ წავიდოდა, მარტოს დატოვებდა, თავად ტაძარში მიდიოდა და ლოცვას იწყებდა. თუ ვინმეს სურდა ესარგებლა მისი უბრალოებით და იგი თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა, მამა ტიხონი ამას ღვთაებრივი გამოცხადებით იგებდა და ასეთ კაცს ეტყოდა: - შვილო, მე ბერძნული არ ვიცი. წადი და ვინმე ბერძენი ნახე, ვინც უკეთესად გაგიგებსო.

როცა ვინმეს სულიერ ინტერესს შეატყობდა, არც დროს და არც ძალას არ ზოგავდა, ბაგეებით არიგებდა, გულით და გონებით ლოცულობდა. ისეთი გულითადი ლოცვა იცოდა, რომ ამას სხვებიც გრძნობდნენ. მასთან სიახლოვის მერე ძლიერდებოდნენ.

ერთხელ ის ივერონელმა ბერმა, მამა აღათანგელოსმა ინახულა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ დიაკონი გახლდათ. უკან ღამით გაბრუნდა. მამა ტიხონმა განჭვრიტა ის საფრთხე, რაც დიაკონს ელოდა. ღობეზე ავიდა და იქიდან განუწყვეტლივ ლოცავდა აღათანგელოსს. დიაკონმა მოიხედა, შეეცოდა ბერი და დაუძახა: - მამაო, შენს კელიაში წადი, თავს ნუღარ იტანჯავო. ის კი აუღელვებლად, მოსესავით ზეაწეული ხელებით ლოცულობდა და აკურთხებდა. ამასობაში დიაკონი გარეული ღორების მომლოდინე მონადირეთა ალყაში მოხვდა. ერთმა მათგანმა უნებურად ესროლა კიდეც. ღირსი მამის ლოცვამ დაიფარა და გადაარჩინა ერთი სიკვდილს, მეორე - ციხეს.

გალობაში დამხმარეს საღმრთო ლიტურგიაზე გათენებისას იბარებდა. სთხოვდა, წირვის დროს ეკლესიის დერეფანში დარჩენილიყო და იქ ეგალობა "უფალო, შემიწყალე". სურდა, სრულიად მარტო და თავისუფალი ყოფილიყო ლოცვისას. როცა ქერუბიმთა საგალობელი დაიწყებოდა, მამა ტიხონი, ღვთის მადლით, 20-30 წუთით ზეცად იყო აღტაცებული. ასე რომ, საგალობლის გამეორება რამდენჯერმე უწევდა მგალობელს, ვიდრე არ გაიგებდა მამა ტიხონის ნაბიჯების ხმას "დიდი გამოსვლისას". როცა შემდეგ შევეკითხე, რას ხედავ, მამაო-მეთქი, მიპა-
სუხა: - ქერუბიმები და სერაფიმები ადიდებენ ღმერთს. მე ნახევარი საათის მერეღა მიშვებს ჩემი მფარველი ანგელოზი და მაშინ ვაგრძელებ ლიტურგიასო.

ერთხელ მას მამა თეოკლიტე დიონისელი ესტუმრა. მამა ტიხონს კარები დაეკეტა და ეკლესიიდან სულის შემმუსვრელი გალობა ისმოდა. მისი შეწუხება არ ინდომა და დაუცადა. მალე კარები გაიღო და მამა ტიხონი გამოვიდა. ტაძარში მამა თეოკლიტემ ვერავინ ნახა და მიხვდა, რომ ეს ანგელოზთა გალობა იყო.

როცა მამა ტიხონი დაუძლურდა, მასთან წირვის ჩასატარებლად მოდიოდნენ მამა აღათანგელოს და მამა მაქსიმე ივერონელები. ისინი უტოვებდნენ წმინდა ნაწილებს, რადგან მამა ტიხონი ყოველდღე ეზიარებოდა. მის გულში აღდგომის სიხარული ტრიალებდა. განუწყვეტლივ იმეორებდა: "დიდება შენდა, ღმერთო" და სხვებსაც ურჩევდა, - ყოველთვის ვამბობდეთ ამ ლოცვას, მაშინაც, როცა კარგად ვართ და მაშინაც, როცა განსაცდელი გვეწვევა, რადგან ღმერთი უშვებს ამას ჩვენი სულების სამკურნალოდო.

ბერი ძალზე წუხდა რუსეთში უღმერთო ხელისუფლებისაგან გატანჯულ ხალხზე.

თავის თავზე კი სრულიადაც არ ზრუნავდა. არც არაფრის ეშინოდა, რადგან კეთილკრძალულება და უფლის დიდი შიში ჰქონდა. რადგან დიდი თავმდაბლობით მოღვაწეობდა, სულიერი დაცემის საფრთხეც არასოდეს მიჰკარებია. ვის ან რას უნდა შეეშინებინა? დემონებს, რომლებიც თვითონ კანკალებენ თავმდაბალი კაცის დანახვისას? იქნებ სიკვდილს, რომელთან შესახვედრად სიხარულით ემზადებოდა? საფლავიც კი გაიმზადა, ზედ ჯვარი დაამაგრა, რომელზეც წაეწერა: "ცოდვილი მღვდელმონაზონი ტიხონი, 60 წელი მთაწმინდაზე. დიდება შენდა, ღმერთო".

ყოველ საქმეს "დიდება შენდა, ღმერთოთი" იწყებდა და ამთავრებდა. ის ზეციურ ღვთაებრივ სამყაროში ცხოვრობდა და საღმრთო ლიტურგიისას ანგელოზებთან ერთად ზეციურ დიდებისმეტყველებაში მონაწილეობდა. და რადგან მის გულში ღვთაებრივი სიყვარული ანთებულიყო, წარმავალი საგნები აღარ აღელვებდა. მის პატარა კელიაში ერთი მაგიდა იდგა, რომელზეც ხატები იყო დაბრძანებული, მათ წინ ჩაუქრობელი კანდელი ენთო. იქვე იდო სასაკმევლე, გვერდით ეკიდა მისი გაცრეცილი ანაფორა და სქემა. მეორე მხარეს კლდეზე ჯვარცმა იყო ჩამოკიდებული, კუთხეში სამი დაფა ეწყო ლეიბით და დახეული საბნით - ეს იყო მისი საწოლი. ბალიშზე იდო წმინდა სახარება და წმინდა იოანე ოქროპირის "საუბრები". მამა ტიხონი დიდად არ აქცევდა ყურადღებას კელიის სისუფთავეს, მთავარი იყო, სული ჰქონოდა განწმენდილი, ამიტომაც შეიქმნა ღვთის მადლის ჭურჭლად. თავის სულს ხშირად ცრემლით იბანდა და ამისთვის მუდამ ხელთ ჰქონდა სქელი პირსახოცი, რადგან ჩვეულებრივი არ ჰყოფნიდა.

ბერმა უმაღლეს სულიერ მდგომარეობას მიაღწია. სული ძალზე მგრძნობიარე ჰქონდა, მაგრამ რადგან გონებით მუდამ ღმერთში იმყოფებოდა, ხორციელი უგრძნობლობა შეიძინა. ამიტომაც მცირედითაც არ აწუხებდნენ ბუზები, კოღოები, თუ მატლები.

ერთმა ბერმა როცა იხილა, მის კელიაში თაგვები დარბოდნენ, უთხრა, - მამაო, კატას მოგიყვანო. მან კი უპასუხა: "არა, შვილო, მე უკვე მყავს კატა, ჩვეულებრივზე ერთნახევარჯერ მეტი ზომის. მოდის ხოლმე ჩემთან, მე მას ვაჭმევ, ვეფერები, შემდეგ კი ბრუნდება ქვემოთ, ღარტაფთან, თავის კელიაში". ამას ის მელაზე ამბობდა, რომელიც კარგი მეზობელივით ხშირად ეწვეოდა ხოლმე. ასევე იფარებდა შემოჩვეულ გარეულ ღორებს და მათ ნაშიერთ მონადირეთაგან. წმინდა ბერი, როგორც მოსიყვარულე მამა, ხალხს სულიერ საკვებს აძლევდა, გარეულ ცხოველებს კი თავის კნინ კერძს უნაწილებდა.

ბერი მკვრივი, ძლიერი აგებულების გახლდათ, მაგრამ მრავალი მოღვაწეობისაგან თანდათანობით ჩამოჭკნა.

ძალიან წუხდა, როცა ჩასუქებულ ბერს ხედავდა, რადგან სიმსუქნე შეუთავსებელია ანგელოზის სქემასთან. ერთხელ ერთი მსუქანი ერისკაცი ეწვია და შესჩივლა: - მამაო, ხორციელმა ბრძოლამ და არაწმინდა ფიქრებმა მოსვენება დამიკარგესო. ბერმა უთხრა: - შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევ. გამუდმებით წარმოთქვი იესოს ლოცვა. მთელი დღეები პურსა და წყალზე გაატარე. მხოლოდ შაბათ-კვირას მიიღე ზეთიანი საჭმელი. საღამოობით 150 მეტანია შეასრულე, წაიკითხე ღვთისმშობლის კანონი, ერთი თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანის ცხოვრებაო. ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ეწვია ბერს, მაგრამ მან ვეღარ იცნო, რადგან ზედმეტი წონისგან მთლად გათავისუფლებულიყო. მართლაც ანგელოზად ვგრძნობ თავს, აღარც ხორცი მაწუხებს, აღარც არაწმინდა ფიქრები. მას შემდეგ, რაც გავხდი, თავს მსუბუქად ვგრძნობო, - უთხრა ერისკაცმა. ამგვარი პრაქტიკული რჩევებით არიგებდა ადამიანებს. შეძენილი გამოცდილების გარდა, თავისი მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით ღმრთივ განიბრძნო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat