ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა.
ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ამბობენ, ერთხელ ღვთისმშობლის ხატიც კი გამოელაპარაკაო. ერთხელ წმინდა მამა დასნეულდა, მცირე ხანს იავადმყოფა და ანაზდად მიიცვალა, მაგრამ ერთი ჟამის შემდეგ ღვთის განგებით ისევ გონს მოეგო, მოატანინა, რაც კი ფული ჰქონდა და თავისივე ხელით გაუყო წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს საწირავად და სულის საოხად.
როცა ეს ამბავი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარმა - მამა სერაპიონ საკვირველმოქმედმა შეიტყო, ძმების დახმარებით მივიდა, იხილა ღვთივსულიერი წინამძღვარი სვიმეონ გარეჯელი და "ცრემლითა ლმობიერითა" უთხრა: "ჰოი სასურველო მამაო, მომეცინ ხელნი ეგე წმინდანი, რათა ამბორს-ვუყო! მსუროდა, რაითამცა წმიდათა ამათ ხელთა მიერ მიცემულ ვიყავ მიწას და აწ შენ წარხვალ უწინარეს ჩემსა საუკუნოდ ცხოვრებად? არც მე დავრჩები აქ უშენოდ, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მოგდევდეს სული ჩემი! - და სანატრელი მამები უკანასკნელად ეამბორნენ ერთმანეთს.
წმინდა სვიმეონმა განაგო თავისი და მონასტრის საქმენი და კვირის თავზე 1773 წლის 4(17) სექტემბერს გარდაიცვალა.
ერთი კვირის შემდეგ აღესრულა წმინდა სერაპიონიც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი