რაც აქ წერია, ყველაფერი შენ ჩაიდინე
რაც აქ წერია, ყველაფერი შენ ჩაიდინე
მზად ვარ, მივიღო ყოველივე, რასაც მოწყალე ღმერთი განმიჩენს
დაუდევარი ბერი. კარიესის ახლომდებარე კელიაში ერთი ხნიერი ბერი დასახლდა. დიდი ღვაწლი არ ჰქონდა, ამიტომ მცირე სქემა შეიმოსა. თუმცა არც მცირე საბერო კანონს ასრულებდა და ამბობდა: - დიდსქემოსანი რომ გავხდები, მაშინ შევასრულებ ჩემს კანონსო. ასე ცრუ იმედებით იმშვიდებდა თავს. დაუდგა აღსასრულის ჟამი. საწოლს მიჯაჭვულს ეშმაკები გამოეცხადნენ, ედავებოდნენ და აწამებდნენ. ბერმა მშველელს უხმო. მოძღვარმა ჰკითხა, - რა დაგემართაო. მამაო, ეშმაკები მაწამებენ იმ საბერო კანონის გამო, რომელსაც არ ვასრულებდიო. უთხარი, რომ მე ვასრულებო, - დაამშვიდა მოძღვარმა. ბერმა დაიყვირა: - ვეღარ ვუძლებ, მამაო, ეშმაკები გაცდენილი ღვთისმსახურების გამო მაწამებენო. მოძღვარმა დაამშვიდა: - უთხარი მაგათ, ლოცვებს ჩემი მოძღვარი აღასრულებსო.

მხოლოდ ამის შემდეგ პოვა სიმშვიდე უდებმა ბერმა და სული თვისი ჩააბარა უფალს.

არგანმკითხავი ბერი.
ოდესღაც კავსოკალივის სკიტში ბერობის მოსურნე ერისკაცი მოვიდა. სიფიცხის გამო ყველასთან უთანხმოება ჰქონდა და ამიტომ სკიტელ მამებს მისი მიღება არ უნდოდათ. მან კი ითხოვა: - ბერად ნუ აღმკვეცთ, ისე ვიქნები და ხანდახან მოგეხმარებით ხოლმეო. მამები დაყაბულდნენ.

სიზარმაცესა და უდებებაში გაატარა მან სიცოცხლე. სასიკვდილო სარეცელზე მდებარეს მამები არ შორდებოდნენ და ამხნევებდნენ. მომაკვდავს უეცრად სახე გაუფითრდა და რაღაცის მინიშნება დააპირა. როცა გონს მოვიდა, ბერებს საშინელი რამ უამბო: ვიხილე მთავარანგელოზი მიქაელი. ხელთ ქარტია ეპყრა, რომელშიც ჩემი ცოდვები იყო ჩამოწერილი. მითხრა, - რაც აქ წერია, ყველაფერი შენ ჩაიდინე, ამიტომაც ჯოჯოხეთისთვის მოემზადეო. ვკითხე, - ნახე, განკითხვის ცოდვა თუ არის-მეთქი. მთავარანგელოზმა ეს ცოდვა ვერ იპოვა. ვუთხარი, - რახან არ არის, ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა წავიდე. მაცხოვარმა ხომ თქვა: "ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებითო". მაშინ მთავარანგელოზმა ქარტია დახია. ასე რომ, მამებო, მე სამოთხეში წავალ. როცა მითხარით, სკიტელ ბერად არ გამოდგებიო, ერისკაცივით დავიწყე მოღვაწეობა და ტაძარში მხოლოდ დღესასწაულებზე დავდიოდი. ერთხელ სახარებისეული სიტყვები მომესმა: ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებითო და საკუთარ თავს ვუთხარი: უბედურო, ეს მაინც აღასრულე-მეთქი. ამ სიტყვებმა გადამარჩინა.

დაასრულა სათქმელი და ბერის სული მთავარანგელოზმა მიქაელმა ხელთა თვისთა მიირქვა.

ხვალ გარდავიცვლებით. 1978 წელს, ჯვართამაღლების კვირას, წმინდა თეოდორე ტირონის და წმინდა თეოდორე სტრატილატის სახელობის კელიის მღვდელმონაზონმა მეთოდემ კარიესის ქვემოთ მცხოვრები მღვდელმონაზონი მამა ქრისტეფორე ყუთლუმუშის მონასტრის დავრდომილთა თავშესაფარში გაგზავნა, სადაც მათი თანამემამულე, მამა იოაკიმე იმყოფებოდა (სამივენი რუმინელები იყვნენ და ერთ ბერს აღეკვეცა ისინი მონაზვნად) და შეუთვალა, - ხვალ ორივე გარდავიცვლებითო.

მამა ქრისტეფორემ დანაბარები გადასცა მამა იოაკიმეს: - მამა მეთოდემ შემოგითვალა, ხვალ ორივე ერთდროულად გარდავიცვლებითო და შენდობას გთხოვს, თუკი რამე შეუცოდავს შენს წინაშეო. მამა იოაკიმემ გახარებულმა უთხრა: - რახან მამა მეთოდე ამას ამბობს, ეტყობა, რაღაც იცისო. იმავე დღეს ეზიარა და დიაკვან ანასტასის უთხრა, - ამგვარი სიხარული სიცოცხლეში პირველად განვიცადეო. შემდეგ წავიდა კელიაში და სიკვდილის ჟამის მოახლოებას დაელოდა. იმეორებდა რუმინულად: "დედაო ჩემო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო..."

აბა, მისი დედა როგორ არ იქნებოდა ღვთისმშობელი, როცა ჯერ კიდევ 16 წლის ბიჭმა დაუტევა ხორციელი დედ-მამა და მის წილხვედრ მიწაზე ბერად შესადგომად მოვიდა. სიყმაწვილიდან ვიდრე 90 წლამდე ათონზე ცხოვრობდა ქრისტეს სიყვარულისთვის და ცდილობდა, მარადისობის კუთვნილი სიმდიდრე მოეგო.

ბიზანტიური დროით 5 საათზე (ანუ მზის ჩასვლიდან ხუთი საათის მერე), ვითარცა ყრმამ, მიხუჭა თვალები და თავისი დედის ხელებში მიიძინა. ამავე საათს ღმრთივ განისვენა 70 წლის მამა მეთოდემაც. ორი განწმენდილი სული წარვიდა ერთად, რადგან დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა. ისინი ლოცულობდნენ, რომ არ განშორებოდნენ ერთმანეთს არც აქ და არც იმქვეყნიურ ცხოვრებაში. სახიერმა ღმერთმა აღუსრულათ თხოვნა.

როგორ ცხონდა ურჩი ბერი. მამა მეთოდე ჰყვებოდა, რომ მისი მოძღვარი დიდად ზრუნავდა თავის მორჩილთა სულიერი წარმატებისთვის, რადგან სინდისი ამხილებდა, რომ თავის დროზე სათანადოდ არ ემორჩილებოდა მოძღვარს. ეს მწუხარება გაიყოლა იმ ქვეყნად. რამდენიმე წლის შემდეგ მამა მეთოდემ თავისი მოძღვარი იხილა ძილში და ჰკითხა, - სად ხარ ახლა, მამაოო. მან უპასუხა, - კარგად ვარ, გადავრჩიო. როგორო? დიდი გაჭირვებით, რადგან არ ვიყავი მორჩილი ჩემი მოძღვრისა. როცა მოვკვდი, ანგელოზმა მკაცრად მკითხა, - განა გაქვს რაიმე კეთილი საქმე ჩადენილიო? ვუპასუხე: არც ერთი კეთილი საქმე არ მიქნია, მოძღვარს ვეურჩებოდი და ამით ვცოდავდი. ერთადერთი - ღვთის იმედი მაქვს. მზად ვარ, მივიღო ყოველივე, რასაც მოწყალე ღმერთი განმიჩენს-მეთქი. ანგელოზი წავიდა, რათა ღვთისთვის ეკითხა, თუ რა ექნა ჩემთვის. მალევე დაბრუნდა და მითხრა, - რადგან თავმდაბლად აღიარე შეცოდება და ღმერთს მიენდე, ქრისტემ მიბრძანა, რომ შეგიშვა იქ, სადაც გადარჩენილები იმყოფებიანო. მამა მეთოდემ ჰკითხა, - სად იმყოფება ჩვენი ნაცნობი ტყის მკაფავიო. მოძღვარმა უთხრა: - ტყის მკაფავი ჩემზე უკეთეს ადგილასაა, რადგან ბევრი ტანჯვა გამოიარა, თავმდაბლად ემორჩილებოდა თავის ბატონს და ყველაფერს უდრტვინველად დაითმენდაო. შემდეგ კი ერთი ეშმაკეულის ხვედრიც ჰკითხა. ბერმა უთხრა: ის მთლად უკეთეს ადგილასაა, რადგან ბევრი დაითმინა. დემონმა ძალზე დაამდაბლა კაცთა წინაშე. თვითონ კი თავმდაბლად ამბობდა: მამათა ლოცვა მიხსნის უბედურსო.

მამა მეთოდე გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით ისევ დაუბრუნდა სხეულს. მამებმა ჰკითხეს, - სიკვდილის შემდეგ რა შეგემთხვაო. მამა მეთოდემ მიუგო: - როცა სულმა სხეული დატოვა, მალევე ანგელოზმა მითხრა: - დაბრუნდი და ჯერ ძმას გამოემშვიდობეო. ვუთხარი, ძმა არც ერში მყოლია და არც მონასტერში-მეთქი (ძმებს ბერობაში მას ეძახიან, ვინც საერთო მოძღვარმა აღკვეცა). ანგელოზმა: მე შენი სულის ძმას - სხეულს ვგულისხმობო. დავუბრუნდი სხეულს, შევიცანი თავი. ანგელოზმა მითხრა, - დაემშვიდობე შენს სხეულს, რადგან მასთან ერთად იტანჯებოდიო.

ამის შემდეგ სული მისი წარვიდა ზეცად.

მგალობელი ბერის მონათხრობი. პანტოკრატორის მონასტრის კელიაში ცნობილი მგალობელი დიაკვანი იოანე ცხოვრობდა. ის მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. ერთხელ თურმე მამა იაკობი წმინდა გრიგოლის ტაძრის დღესასწაულზე მისულა მგალობელთა დასახმარებლად. დიდი მწუხრის გალობის შემდეგ ძილი მოერია. გამოსაფხიზლებლად არქონდარიკში (მონასტრის სასტუმრო ოთახში) გავიდა ყავის დასალევად, რომ მერე გალობა გაეგრძელებინა.

ყავის სმისას იქვე მყოფ ბერებს მონასტრის გალობაზე და მგალობლებზე გაესაუბრა. უთხრა, - ვხედავ, მამა დავითი თავს ჯერ კიდევ კარგად გრძნობსო. მამა მაკარმა გაკვირვებულმა უთხრა, - ხომ არ ცდები, მამა დავითი ექვსი თვის წინ გარდაიცვალაო. დიაკვანი შეჩქვიფდა, მერე კი დარწმუნებით თქვა: არ ვიცი, მამაო, ის როდის მოკვდა, მაგრამ მე რამდენიმე წუთის წინ ლიტიაზე ვნახე, მივესალმეთ ერთმანეთს და გალობაზე ვისაუბრეთო.

ღვთისმშობელმა აკურთხა. რამდენიმე წლის წინ ათონის მთის მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე ბერობის მოსურნე ერთი ახალგაზრდა დიდი მოკრძალებით ლოცულობდა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული იდგა. ახალგაზრდას სურდა, თავი ღვთისთვის მიეძღვნა და მთელი ლოცვის განმავლობაში განკრძალული იდგა და გულშემუსვრილი ლოცულობდა. როცა ქების საგალობლები აღავლინეს, მღვდელმა ღვთისმშობლის ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელიდან ზეთის ცხება დაიწყო. ახალგაზრდამ, დიდი მოკრძალების გამო, ზეთის საცხებლად მისვლა ვერ გაბედა, რადგან თავს უღირსად თვლიდა. მღვდელმა ყველას სცხო ზეთი და წავიდა. ყმაწვილმა - ღვთისმშობლის ხატს მაინც ვეამბორები, იქნებ მცირეოდენი მადლი მაინც მივიღოო, ხატს კეთილკრძალულებით მიეახლა და ეამბორა. ამ დროს ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი სასწაულებრივად დაიხარა და მას პირდაპირ თავზე დაესხა. არც იატაკზე და არც მის სამოსზე წვეთიც არ დაცემულა. მან ჯერ განუცდელი სულიერი სიხარული იგრძნო.

შორიდან მოვკარი თვალი, რომ ახალგაზრდას სახე შეეცვალა. სანამ რამეს მეტყოდა, მივხვდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი მოხდა მის თავს. შევეკითხე, რა მოხდა-მეთქი. დიდი უბრალოებით ყოველივე მომითხრო. ხედავთ, კეთილმოკრძალებულ და თავმდაბალ ადამიანებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სცხებს ზეთს და სულიერად გარდასახავს.

უფალმა განკურნა. ესთიგმენუს მონასტერში მამა სოფრონის იღუმენობისას ერთი სულიერად წარმატებული ახალგაზრდა ბერი ცხოვრობდა. ბუნებით სნეული კეთილმოკრძალებით, სიმდაბლით და მოღვაწეობის დიდი სურვილით გამოირჩეოდა. წარჩინებული ოჯახის შვილი იყო და ახლა უეცრად მკაცრ ცხოვრებას რომ შეუდგა, ტუბერკულოზით დაავადდა. გონიერმა იღუმენმა აკურთხა, რომ შედედებული რძე დაელია ხოლმე დიდმარხვაშიც კი. "როგორც მაკურთხებთ", - უთხრა მდაბლად ბერმა, მაგრამ ღრმა სარწმუნოება ჰქონდა და იღუმენს გულისთქმა გაუმხილა, - თუ მაკურთხებთ, ჩაის დავლევ. ქრისტეს ხომ შეუძლია, რძედ გადააქციოს ანდა ამ ჩაითვე განმკურნოსო. იღუმენს გაუკვირდა ბერის მოშურნეობა და აკურთხა, რძის მაგივრად ჩაი ესვა. ქრისტემ არა მარტო რძედ შეცვალა ეს ჩაი, არამედ მას სამკურნალო ძალაც მიანიჭა და ბერი ტუბერკულოზისგან განკურნა. სისხლს აღარ ახველებდა. სიცხემ დაუწია, მოძლიერდა და სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ უკვე თავისუფლად ასრულებდა საბერო კანონს, სამორჩილო საქმეებს და სხვა მამებივით მარხულობდა.

მოთმინება.
რამდენიმე წლის წინ ერთი ბერი გარდაიცვალა, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა და ყოველთვის უდრტვინველად დაითმენდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ავად გახდა მისი სულიერი შვილი, რომელიც მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო. შეეშინდა და ერში ექიმებთან დააპირა წასვლა. იმ ღამეს ძილში თავისმა მოძღვარმა უთხრა: - შვილო ჩემო, ნურსად წახვალ. ცოტა ხანს მოითმინე. ღვთის სასუფეველში საკუთარი საქმეებიდან სიკეთე ვერ ვნახე, მხოლოდ ავადმყოფობამ მიშველა. ამიტომ დარჩი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, დაითმინე ავადმყოფობა და შენი სული დიდ სარგებელს ნახავსო. მორჩილი გაამხნევა რჩევამ. გადაწყვიტა, ყველაფერი დაეთმინა. იმ დღიდან, ფიზიკური ტკივილებისას, ისეთ სულიერ სიხარულს განიცდიდა, რომ გონება მისი გამუდმებით აღიწეოდა წმინდა მოწამეებამდე და მათთან ერთად იხარებდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat