არქიმანდრიტი გაბრიელი ამბობდა: "რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით, რომ პირი დაგებანათ"!
არქიმანდრიტი გაბრიელი ამბობდა: "რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით, რომ პირი დაგებანათ"!

მოგონებები წმინდა მამა გაბრიელზე (ურგებაძე)



არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნში "გადარჩენის საიდუმლო" ვკითხულობთ:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) გვიამბობდა :

 

როგორ გამოცდის ღმერთი ადამიანს: "როცა მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი, სამთავროს მონასტერში მივედი და იღუმენიას ღამის გასათევი ვთხოვე. მან მიპასუხა: "ჩვენთან მამაკაცები არ ათევენ ღამესო". მაშინ ეზოში გავედი და ჭიშკართან ჩამოვჯექი. ერთ-ერთი მონაზონი ჭიშკრის დასაკეტად ჩამოვიდა და იყვირა: "შენ, აქ რას აკეთებ?! ახლა ძაღლი უნდა აგვეშვა, ღამით ეზოს სადარაჯოდ და შეიძლება დაეკბიე". მე გამოვედი და ჭიშკარს იქით დავწექი. უცებ ვიგრძენი რაღაც გასრიალდა, ვხედავ გველია, წამოვხტი. აქ ჩემთვის ადგილი არ არის-მეთქი და ფეხით გავბრუნდი თბილისში".

არქიმანდრიტი გაბრიელი გვიამბობდა: "ერთხელ ლოცვაზე რომ ვიდექი, ხმა მომესმა: "ჩქარა, წადი ბეთანიაში"! ეს სამჯერ განმეორდა, მე შევწყვიტე ლოცვა, ჩავიცვი, ავიღე კვერთხი და ჩანთა და წავედი ბეთანიაში. გზად რამდენიმე პური ვიყიდე. იქით მიმავალი მანქანები არ ჩანდა და ფეხით გავემართე. ტყით მივდიოდი და რაღაც ძალა მაჩქარებდა: "არ გაჩერდე, ფეხს აუჩქარე".
მონასტერში საღამოს მივედი, გამომეგება სქემარქიმანდრიტი იოანე(მხეიძე), იქ მოღვაწე ბოლო ბერი, სხვები კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ. მან მითხრა: "მე ვილოცე შვილო, რომ მოსულიყავი და წესი აგეგო ჩემთვის". სქემარქიმანდრიტი იოანე დიდხანს ავადმყოფობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მომაკვდავს სრულებით არ ჰგავდა, ფეხზე დამხვდა და უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას. მე პურები მაგიდაზე დავაწყვე, მან აკურთხა ისინი და დასძინა: "ნამგზავრი ხარ, წაიხემსე". თავისი ხელით გატეხა პური, პატარა ნაჭერი აიღო და თქვა: "ეს ჩემი ბოლო ტრაპეზია". "ღმერთი მოწყალეა, ჩვენს გამო გაგიგრძელებთ სიცოცხლეს, უთქვენოდ ბერობა აღარ იქნება"-ვუთხარი მე. "ჩემით არ დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება-მიპასუხა მან-დროა, ჩემი სულიერი ძმის კვალს გავყვე. გაბრიელ, ჩემი სურვილია, რომ მის გვერდით დამასაფლავონ, ჩვენ ერთად ვიყავით შრომასა და განსაცდელში. დღეს მან მითხრა, რომ უკვე მომიმზადებია გზა და ერთად ვიქნებით".


მოსაღამოვდა, სქემარქიმანდრიტმა კურთხევა მომცა სანთლები ამენთო, მომცა კურთხევანის წიგნი, რომელიც იმ გვერდზე იყო გადაშლილი, სადაც სულის გასვლის კანონი ეწერა და მითხრა, წაიკითხეო. მე ავტირდი და შევეხვეწე: "მამაო, შენზე ადრე მინდა მოვკვდე და შენს მაგივრად". მან მიპასუხა: "შენ არ იცი რას ამბობ და რას ითხოვ". მე განვაგრძობდი ტირილს მის ფერხთით. მაშინ ის ადგა და საზეიმოდ, როგორც ეპისკოპოსმა ღვთისმსახურებისას, წარმოთქვა ლოცვის პირველი სიტყვები. მე ვეღარ გავბედე ურჩობა და ბოლომდე წავიკითხე ლოცვა. მან ალერსიანად მითხრა: "ამისთვის გიხმე შვილო, შენ უნდა ჩაიბარო ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა და ბოლო კურთხევა, გვერდით დამიჯექი და სკვნილზე ილოცე, შემდეგ მკითხა: "ხედავ, რამდენი ბერებია, რომლებიც ბეთანიაში ცხოვრობდნენ და აქ იყვნენ დაკრძალულნი. "ჩემს ხილვას მოგიყვები, მაგრამ ეს საიდუმლოა და არავის უთხრა."

მან მიამბო ხილვის შესახებ და ძრწოლამ შემიჰყრო. "შენს გულში დაიმარხე"! - გამიმეორა მან. სანთლები ჩაიწვა და სხვები ავანთე, დავინახე, რომ სკვნილი ხელიდან გაუვარდა, ავიღე და ხელზე წამოვაცვი. "ხმამაღლა ილოცე, მე მოგისმენ"!-მითხრა მან. მე ხმამაღლა ვკითხულობდი იესოს ლოცვას, უცებ მამა იოანე შეირხა და სახე სიხარულით გაუნათლდა: "ჩემმა ძმამ, მამა იოანემ მომაკითხა და მასთან ერთად"... და მისი თავი მკერდზე დაეშვა და დადუმდა. რამდენიმე  წუთი გავიდა. მივუახლოვდი მას, ის უკვე გარდაცვლილი იყო.


მთელი ღამე ვლოცულობდი. დილით მონასტერში ხალხი მოვიდა, თითქოს შეიტყვეს წინამძღვრის გარდაცვალება. ჩვენ პატრიარქ ეფრემს შევატყობინეთ დიდი ბერის გარდაცვალების შესახებ. წესის აგებისას, რომელიც თავად აღასრულა, ტირილით მიმართავდა გარდაცვლილს: "მამაო, ღვთის წინაშე რომ წარსდგები, მომიხსენიე"!
არქიმანდრიტი გაბრიელი ამბობდა: "რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით რომ პირი დაგებანათ"!


***
60-იან წლებში მამა გაბრიელმა თავის ეზოში ეკლესია ააშენა. ეს შეიტყო რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა, რომელმაც ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოიძახა და უთხრა, რომ ზომები მიეღო და ეიძულებინა მამა გაბრიელი, ჩუმად და უხმაუროდ დაეშალა ეს ეკლესია. როგორც ჩანს, რწმუნებულს არ უნდოდა ეკლესიასთან მებრძოლის სახელი გავარდნოდა. იერარქმა შესთავაზა ერთად წასულიყვნენ მამა გაბრიელთან და ესაუბრათ მასთან.
ისინი გაემგზავრნენ მამა გაბრიელთან, რომლის სახლიც წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად იყო. რწმუნებული ეზოში დარჩა, იერარქი კი ეკლესიაში შევიდა, სადაც მამა გაბრიელი ლოცულობდა. მან მიმართა მამა გაბრიელს: "შვილო, გაბრიელ, რა კარგი ტაძარი აგიგია შენი ხელით, მაგრამ ხომ იცი, რა დროა, ზოგჯერ უკან დახევა სჯობს. დამიჯერე დაშალე, დრო შეიცვლება და ისევ ააშენებ, მეც მოვალ და ერთად ვილოცებთ, უთხარი ამის შესახებ რწმუნებულს. მამა გაბრიელი გამოვიდა ეზოში და თქვა: "მე დავარღვევ"!
გავიდა რამდენიმე დღე. მამა გაბრიელმა დაშალა წინა კედელი, ორი მეტრით გადასწია და ისევ ააშენა: "დავუჯერე დ დავშალე, ახლა კი კარგი დრო დადგა, ისევ ავაშენე". მეტად მამა გაბრიელი არ შეუწუხებიათ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat