სიკვდილის წინ მამა ისააკმა თავის მოძღვარს შესჩივლა, - ეშმაკები მემუქრებიანო. უყვირიან და დაჟინებით მოითხოვენ, იესოს ლოცვა შეწყვიტე, თორემ გაგანადგურებთო.
მამა ნიფონტმა გაამხნევა ბერიკაცი, არწმუნდებდა, რომ ეშმაკის მუქარა უძლურიაო და გასაძლიერებლად ხშირად აზიარებდა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. ეშმაკები კი განაგრძობდნენ ბობოქრობას, მამა ისააკს ლეგიონებად ეცხადებოდნენ, უყვიროდნენ: "ბოროტო მოხუცო! ტყუილად ლოცულობ და ევედრები იესოს, ის არ არსებობს. მთელ სამყაროში ჩვენ ვარსებობთ. ღმერთი არ არსებობს, დაგვემორჩილე და დიდ პატივში ჩაგაგდებთ, თუ არა და დაიღუპებიო". ბრმა მონაზონი თავმდაბლად ევედრებოდა ღმერთს: "უფალო! შენი ვნების გამო, შემიწყალე მე. შენი აღდგომის გამო, აღადგინე დაცემული სული ჩემი. სულიწმინდის მადლით განმინათლე გონება, რათა აღვასრულო შენი წმინდა მცნებები". გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, მამა ისააკმა, ღვთის წყალობით, სრული სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და მართლის სიკვდილით აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი