"ჩემი წინაპრები მწყემსები იყვნენ, - ჰყვება წმინდა გრიგოლ ფერაძე, - წლიდან წლამდე რამდენიმე თვით სწყდებოდნენ ოჯახს
, მწყემსავდნენ საქონელს უდაბნოში (გარეჯში, როგორც ვარაუდობს წმინდა გრიგოლის ძმისშვილი, ბატონი რომანოზ ფერაძე, - კ.კ.), რომელიც მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე მწვანდებოდა. ერთ საღამოს მათ მოევლინათ ზეციური სასწაული, რომელმაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანის ბედი. შესაძლოა, ეს შობის ღამეს მომხდარიყო. ამ დროს უდაბნოში საღამოები წყნარი იცის. მწყემსები კოცონთან საუბრობდნენ თავიანთ დიდებულ წინამორბედებზე, რომელთაც ოდესღაც სხვა, შორეულ უდაბნოში ვარსკვლავიან ღამეს ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს უდიდესი საკვირველება - მხსნელის დაბადება და ადამიანთა მოდგმის ახალი ცხოვრების დასაწყისი. იმ ღამეს მწყემსები მორჩილებით იყვნენ აღვსილნი. გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები აღვიძებენ დაღლილ ბერებს და დილის ლოცვისაკენ მოუწოდებენ, უეცრად ზარების სასწაულებრივი ჟღერა გაისმა. მწყემსები ადამიანთა საცხოვრისისგან შორს იყვნენ, უახლოესი ეკლესიაც მეტისმეტად შორს იყო... ეს ანგელოზთა ზარები უხმობდნენ მორწმუნეებს დილის ლოცვაზე. მას, ვინც მამაზეციერმა მუდმივი ცხოვრების ღირსად მოავლინა, ძალი შესწევს გაიგონოს ანგელოზთა ზარების ხმები.
ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული. ციური ნიშანსვეტი სანუკვარი სიზმრების აღსრულებას, მათი ოცნების განხორციელებას, დედამიწაზე ხეტიალის დასასრულს მოასწავებდა. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და გაემართა მონასტრის ნანგრევებისკენ, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს არ ჩაეხშო მასში ანგელოზთა ზარების სასწაულებრივი ხმა, ხოლო მეორემ, ვისაც სოფელში დარჩა ცოლ-შვილი, სასწაულებრივი მელოდიით ინიშნა, რომ მისი შთამომავლები ადამიანის სულის მწყემსებად იქცეოდნენ. სოფელში დაბრუნებულმა ვაჟი სკოლაში შეიყვანა.
ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ..."
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი