ღირს თეოდორე განწმენდილს წმინდა წერილის ღრმა ცოდნა ჰქონდა. სულ ოცი წლის იყო, როცა თავისმა მოძღვარმა, ღირსმა პახუმიმ უბრძანა, რომ ძმები დაემოძღვრა.
მანაც მორჩილებით დაიწყო წმინდა წერილზე საუბარი. მონასტრის ზოგიერთმა უხუცესმა მკვიდრმა ეს იუკადრისა: "ბალღი დაგვიდგინა მასწავლებლადო" და ერთმანეთის მიყოლებით გარეთ გამოვიდნენ. მამა პახუმი ყურადღებით უსმენდა თეოდორეს და როცა იგი ქადაგებას მორჩა, გარეთ გასულ მამებს მოუხმო და გარეთ გასვლის მიზეზი ჰკითხა: "ბავშვი რატომ დაგვიდგინე მასწავლებლად, იმათ ვინც მრავალი წელია მონასტერში ვცხოვრობთო". ეს რომ გაიგონა ღირსმა პახუმიმ, ღრმად ამოიოხრა და თქვა: "ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეშმაკმა გამოგიჭირათ? მთელი თქვენი სათნოება სიამაყით დაღუპეთ. როცა გახვედით, თეოდორე კი არ მიატოვეთ, არამედ ღვთის სიტყვის მოსმენას გაექეცით და სულიწმიდის მადლსაც მოაკლდით. მე თქვენი ასაკისა ვარ, მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი მას და ბევრი რამ შევიძინეო". ამგვარად დაამდაბლა მამები წმინდა პახუმიმ და ისინი შემდგომში გულმოდგინედ უსმენდნენ მას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი