ძველთაგანვე ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი არა მარტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არამედ სხვა დომინაციების წარმომადგენლებსაც ეცხადება, წარმართებსაც კი.
ასე, მაგალითად, 1841 წლის აპრილის ერთ ღამეს წმინდა ნიკოლოზი კონსტანტინოპოლში ერთ მაჰმადიანს გამოეცხადა და უთხრა: - წადი ამა და ამ ეზოში, მიწა ამოთხარე, იქ ჩემს ხატს იპოვი და მერე იქვე მაკურნებელი წყარო ამოჩუხჩუხდებაო.
მაჰმადიანმა არ დაუჯერა წმინდანს. მაშინ წმინდა მღვდელმთავარი კიდევ ორჯერ გამოეცხადა და სასწრაფოდ მიწის ამოთხრა უბრძანა, თორემ უბედურებას შეგამთხვევო, დაემუქრა. მაჰმადიანი შეშინდა და მიწის თხრა დაიწყო, მართლაც, მალევე წყალი ამოვიდა. კაცმა მუშაობას თავი დაანება და ამის შესახებ თავის უფროსს განუცხადა, მან კი კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რომელიც მაშინვე იმ ადგილას მივიდა. უამრავი ხალხი შეიკრიბა. წყაროსთავი გააფართოვეს და იქვე წმინდა ნიკოლოზის ხატი აღმოაჩინეს. წყლის ძალმოსილებაში დასარწმუნებლად მაჰმადიანებმა მასში განბანეს ავადმყოფი, წყალივე შეასვეს და ის განიკურნა. შემდგომში ამ წყაროს წყლით მრავალი სასწაული აღესრულა. ფანატიკოსი მაჰმადიანები, იმის გამო, რომ მრავალი ადამიანი მოიქცეოდა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, შეეწინააღმდეგნენ ამას. თურქეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით წყარო დახურეს, სასწაულთმოქმედი ხატი კი სადღაც მიიფარა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი