"ნიკოლოზი დაარქვით"
"ნიკოლოზი დაარქვით"
ეს ამბავი ვერა ბარიშევამ მოგვითხრო:

"ჩემი მეგობარი, ეკატერინე, ჯერ კიდევ ლავრიდან იცნობდა მამა სერაფიმეს. ის მეუღლესთან ერთად ლიგოვოში ცხოვრობდა. ოქტომბრის რევოლუციამდე ბეწვის ქუდების პატარა სამკერვალო და მაღაზია ჰქონდათ. სამი შვილი ჰყავდათ. ახალი ხელისუფლების ხელში ძალიან გაუჭირდათ თავის რჩენა. ნეპ-ის პერიოდში ოჯახმა განაახლა საქმიანობა, მაგრამ მალე ეკატერინეს მეუღლე დააპატიმრეს. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მეოთხე შვილს ელოდებოდა. ახლობლები ნაყოფის მოცილებას ურჩევდნენ. ეკატერინემ რჩევისა და ლოცვისათვის მამა სერაფიმეს მიმართა. ბერმა ძალიან თბილად მიიღო, აკურთხა და ყურადღებით მოუსმინა. შემდეგ უთხრა: "მოდი, ვილოცოთ: თქვენ აქ, მე კი საკურთხეველში". ცოტა ხნის შემდეგ ბერი ქალს მიუახლოვდა და აუწყა: - აი რა, დედიკო! არაფერი გააკეთო, ყველაფერი ღვთის ნებას მივანდოთ. შენს ქმარს გაამართლებენ და ორმოცი დღის შემდეგ დაბრუნდება. შენ კი ისეთი ბიჭი შეგეძინება, ყველას ეყვარება. ნიკოლოზი დაარქვით უფლის წმინდანის პატივსაცემად. ლოცვა არ მიატოვო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა ნიკოლოზს სთხოვე დახმარება. ღმერთი ყველაფერს მოაწესრიგებს.

მცირე დუმილის შემდეგ ჩუმად დასძინა: - იცით, რა ძნელია, როცა ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ტუბერკულოზით იღუპება?! ეკატერინე დაფიქრდა: - რატომ ამბობს ამასო.

შინ დაბრუნებულმა ეკატერინემ ახლობლებს მამა სერაფიმესთან შეხვედრის შესახებ უამბო. მათ ეჭვით შეხედეს ქალს, ქარაფშუტა უწოდეს, - როგორ უნდა დაუჯერო ვიღაცა ბერსო. ეკატერინეს ხმა არ ამოუღია. ღვთისმშობლის დაუჯდომელი აიღო და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ ლოცვას შეუდგა. ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზსაც და გულმოდგინედ ასრულებდა ბერის დარიგებას. ათი დღის შემდეგ მეუღლისგან ცნობა მიიღო, ერთ თვეში გამათავისუფლებენო. ოჯახი ლოცვას განაგრძობდა, ელოდა მამასა და მეუღლეს.

და აი, ასრულდა მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველება - გაათავისუფლეს ეკატერინეს მეუღლე. გათავისუფლების მოწმობა ეკატერინეს მეუღლისთვის ქალის ლავრაში სტუმრობიდან ზუსტად მეორმოცე დღეს გადაუციათ.

ოჯახში მეოთხე შვილიც დაიბადა - ნიკოლოზი.

ეკატერინეს უფროსი ქალიშვილი, ნინა, ძალიან ნიჭიერი, გულწრფელი გოგონა გახლდათ: შესანიშნავად ხატავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა, არაჩვეულებრივად სწავლობდა. ერთხელ, ციგურებით სრიალის დროს, ძალიან დასცხა, ზედმეტი ტანსაცმელი გაიხადა და გაცივდა. დაემართა ფილტვის ანთება, დაავადება ძალიან გართულდა და საბოლოოდ ტუბერკულოზად იქცა. მკურნალობამ ვერ უშველა. ექიმებმა ავადმყოფის ყირიმში წაყვანა ურჩიეს, მაგრამ მამა სერაფიმემ ამაზე კურთხევა არ გასცა. მშობლები არ დაემორჩილნენ მოძღვარს და მაინც იშოვეს სანატორიუმის საგზური. ნინა გზაში გარდაიცვალა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat