შავი ზღვის ნაპირას, ბერძნული ქალაქის, სპოლიტისის პირდაპირ, ყურის მეორე მხარეს სარკინოზთა ქალაქი იყო.
მისი მკვიდრი, მდიდარი არაბი, ზღვაზე სეირნობისას, ბერძნებმა შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, სადაც ბევრი დამნაშავე იყო. მან საპყრობილეში ერთი წელი გაატარა და ბერძნული ენაც შეისწავლა. წარამარა ესმოდა, თუ როგორ მიმართავდნენ მისი მეგობარი ტუსაღები შეწევნისთვის ვინმე ნიკოლოზს.
ერთხელაც იკითხა, - ვინ არის ეს ნიკოლოზიო.
ერთმა ტუსაღმა უამბო ყველაფერი, რაც კი წმინდა ნიკოლოზზე იცოდა, თუ როგორ შეეწეოდა კაცთა მოდგმას. ასევე გააცნო ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი.
სარკინოზი ძალზე ააღელვა ნაამბობმა, ღამე თვითონაც იწყო წრფელი გულით ლოცვა: - უფალო, შენ თუ მართლა ჩვენს სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამომიგზავნე მშველელად წმინდა ნიკოლოზი, რათა გამომიხსნას ტყვეობიდან და მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდებიო.
ამ ლოცვებში ჩაეძინა. სიზმრად წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შეეხო მის ბორკილებს და უთხრა: - ქრისტე, რომელსაც შველა შესთხოვე, გაგათავისუფლებს. წარვედ მშვიდობით და არ დაგავიწყდეს აღთქმის შესრულება, თორემ ცუდი დღე დაგადგებაო.
სარკინოზს გაეღვიძა და ნახა, რომ თავის სახლში იწვა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს რომ მოეგო და დაწყნარდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა ღმერთს ხსნისათვის.
ეს ამბავი ელვისებურად გავრცელდა არაბთა ქალაქში და მრავალი უსჯულო მოექცა ქრისტეს სჯულზე. მეორე ღამით წმინდა ნიკოლოზი ისევ გამოეცხადა არაბს და უთხრა:
- ახლავე ჩაჯექი ნავში და გასცურე ბერძნებისაკენ. უამბე მათ, როგორ გაგათავისუფლე საპყრობილიდან, თორემ ჰგონიათ, რომ დარაჯები მოისყიდე და მათ დასჯას უპირებენ. შენი თავის დარდი ნუ გექნება, მეც შენთან ერთად ვიქნები და ვერავინ გაგიბედავს შეხებას.
გაღვიძებულმა არაბმა ამ ხილვის შესახებ მეუღლეს უამბო. ყურიც არ ათხოვა მის მუდარას, არ წასულიყო ბერძნებთან და თავი არ ჩაეგდო ასეთ საფრთხეში: - წმინდა ნიკოლოზს ძალუძს მეორედაც მიხსნას საფრთხისაგანო. დააიმედა ცოლი, ჩაჯდა ნავში და მტრის ქალაქში წავიდა. იქ ყველას უამბო, რა საოცრებაც გადახდა თავს და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების ნავები აედევნენ, მშვიდობიანად დაბრუნდა შინ. სულ მალე კი იერუსალიმს გაემგზავრა ოჯახთან ერთად და დაპირებისამებრ მოინათლა პატრიარქის ხელით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი