როცა წმინდა ონისიფორე გარეჯელმა მონასტერში წასვლა დააპირა, ცოლისგან ნებართვა აიღო და ტფილისში წავიდა სამონაზვნო კაბის შესაკერად.
თან ორი უფროსი ვაჟი გაიყოლა. შეიკერა კაბა და ქალაქიდან გასული შვილებსაც დაემშვიდობა, - ეს არის ჩემი თქვენდამი უკანასკნელი ამბორისყოფაო. შვილები მაშინღა მიხვდნენ მამის სურვილს - "აღივსნენ ცრემლითა მდუღარითა" და ეუბნებოდნენ, არ მოგშორდებით, პატიოსანო მამაო და შენც ობლად ნუ დაგვიტევებო". ხოლო იგი ლოცავდა და ეტყოდა: "მამა თქვენი ღმერთია და მსახურებდით მას სიმართლით, გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენს მშობელ დედას პატივს სცემდით, რათა დღეგრძელი იყვნეთ ქვეყანასა ზედა და შვილთა თქვენგან პატივცემულიო". შვილები ტირილით დაშორდნენ მამას. გავიდა წლები, სულიერად წარემათა მამა ონისიფორე, მაგრამ თავისი მსხვერპლი მცირედ მიიჩნია, მონასტერში თავისი უმცროსი ძე, იოანე წამოიყვანა, რათა როგორც აბრაამმა ისააკი, ისე შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად. იოანე შემდგომში მღვდელმთავარი შეიქმნა და დიდად იღვაწა ეკლესიისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი