მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძის) მშობლებს მის დაბადებამდე ოთხი ბავშვი მოკვდომიათ და ღმერთისთვის აღუთქვამთ, - თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნითო.
მართლაც, შეეძინათ ვაჟი და გიორგი უწოდეს. გიორგის ბავშვობა საშინელ დროს დაემთხვა. ერთხელ კომკავშირელებს სოფლის ეკლესიიდან წმინდა წიგნები გამოუტანიათ და დაუწვავთ. შორიახლო დამალულ პატარა გიორგის უხელთია დრო, აუღია გადარჩენილი წიგნები და ღამით თავისი ვენახის ბოლოს, თივის ზვინში, დაუმალავს. დედამისს კი შინ მოუტანია. პატარა გიორგი შეშფოთებულა, მთვარის შუქზე გაუზიდია წიგნები და კვლავ იქ დაუმალავს. იმ ღამესვე მილიცია დასცემია თავს მათ ოჯახს, მაგრამ ვერაფერი უპოვია.
დადგა აღთქმის შესრულების დროც: დასვეს გიორგი ჩარდახიან ურემზე, უკან ერთი ცხვარიც გამოაბეს, აიყვანეს თეთრი გიორგის ეკლესიაში და ჩააბარეს უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი