წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი - თეოდორე და ქრისტეფორე სამცხეში მგზავრობისას დიდაზნაურ მირიანის სახლში შეჩერდნენ.
მირიანმა მათ ცოლ-შვილი დაალოცინა. შემდეგ ცოლს უთხრა: "აწ ვყოთ სასწაულ კეთილ", ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეს მოწაფეთა. თქვი ოღონდ, რომელი იყოს მოწესედ ჩვენს შვილთა შორის. ცოლმა მიუგო: უფალო ჩემო, შენი შვილნი შენს წინაშე არიან და რომელსაც ბრძანებ, ის იქნება მონაზონიო. მაშინ მირიანმა ბრძანა: უმცროსი იყოს მონაზონი და სულიერი შვილი უდაბნოს მამათაო. ჯვარი დასწერა შვილს, სამორჩილო სამოსით შემოსა და ჩააბარა ღირს მამებს. მათ კი ვაჟს სახელად არსენი უწოდეს. ის შემდგომში ქართლის კათოლიკოსი შეიქნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი