მოგონებები წმინდა მამა გაბრიელზე (ურგებაძე)
ბორჯომისა და ბაკურიანის მღვდელმთავარი სერაფიმე (ჯოჯუა):
-ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მამა გაბრიელს. არაერთხელ მითქვამს, რომ მამა გაბრიელი თავიდანვე გამორჩეული ადამიანი გახლდათ. ვაღიარებ, რომ მასთან ყოფნის დროს მეშინოდა გულში, გონებაში რაიმე ცუდის გაფიქრება. ვგრძნობდი აზრებს, ფიქრებს კითხულობდა...
ჩემს ყოფნას სვეტიცხოველში ვიხსენებ დიდი მადლიერებით და დიდი სიხარულით. სვეტიცხოველში ადგილი არ იყო და ერთ პატარა ტახტზე მთელი ღამე მეძინა მამა გაბრიელის გვერდით, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ბერი ვიყავი. იმ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა ძალიან მიხარია.
მამა გაბრიელმა უდიდესი სიყვარული დატოვა, თავისი ხუმრობებით, თავისი უცნაური მოქმედებით მან ადამიანები უფლისკენ მიიყვანა. ამას უნდა დავაკვირდეთ, თავისკენ კი არ მიიყვანა, თავისი თავი კი არ გააკერპა, რომ წმინდანია, ადამიანები მიიყვანა ეკლესიაში, ღმერთთან.
მახსოვს, როცა ახალგაზრდა ბერი ვიყავი, სვეტიცხოველში ერთი ქალი ჩემს თვალწინ მამა გაბრეილს აქებდა. მამა გაბრიელ, თქვენ წმინდანი ხართ, თქვენ ასეთი ხართ და ასე შემდეგ. მე არ მომეწონა ამ ქალის ზედმეტი ხოტბა. მამა გაბრიელი გავაჩერე და ვუთხარი: მამა გაბრიელ, რას ამბობს ეს ქალი? არ იცის, რომ შენ ყველაზე ცოდვილი ხარ ამქვეყანაზე? თქვენ წრმოიდგინეთ რამ მათქმევინა. ამის გაგონებაზე მამა გაბრიელს გაეღიმა და მიპასუხა:- ხედავ, რა ენა აქვსო? ამ ნათქვამით მომეფერა. პირად შეურაცხყოფას ყოველთვის მოთმენით იღებდა. მახსოვს როგორ მღეროდა "კარალევა შანტაკლორას". მოყვასი, ადამიანი უყვარდა. ხშირად ამბობდა სიტყვებს - მოყვასო, სიყარული ღმერთთან მიდის, სული უკვდავია.
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ მე ცოდვილმა ასეთი დიდი წმინდანის ყურადღება დავიმსახურე. მამა გაბრიელმა თავისი მანტია რომ მაჩუქა, დღემდე სულ გვერდით მაქვს. ვემთხვევით და ხალხს ამით ვანუგეშებთ.
ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ წმინდა მამა გაბრიელის მადლი. მამა გაბრიელმა მითხრა, -იცი, შვილო, საქართელო გამთლიანდება და ძველ საზღვრამდე მივაო, მაშ? ბოლოს ასე დაამატა, მოვა დრო და ეს აღსრულდება.
წმინდა მამა გაბრიელის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი