ილოცე, მამაო, ჩემთვის
ილოცე, მამაო, ჩემთვის
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა პახუმი
(გაგრძელება)

მამა პანტელეიმონის ჩანაწერი 1869 წელს ბერდიდთან სტუმრობის შესახებ
. ამა წლის აპრილში ჩვენ საგანგებოდ წავედით მამა პახუმთან. ჰოი, როგორ დავიღალეთ, ვიდრე მის სამყოფელს მივაღწევდით. ჩვენდა სამწუხაროდ, ბერდიდი ქვედა მღვიმეში არ დაგვხვდა. ის ან ზემო მღვიმეში უნდა ყოფილიყო, ანდა სადმე იყო წასული. აღმართის შემხედვარემ მე და ჩემმა თანამგზავრებმა იქ ასვლაზე უარი ვთქვით. მხოლოდ ჩვენმა მეგზურმა მეუდაბნოემ გამოთქვა ამის სურვილი. ხოლო როგორ ავიდა - ეს უნდა გენახათ. დიდხანს ველოდით, ქვედა, "სამსართულიან" მღვიმეში ჩამომსხდარნი, სადაც კანკელი კიაფობდა ღვთისმშობლის ხატის წინ. მღვიმე მაღალი იყო და შიგ ბერდიდმა ფიცარნაგი გააკეთა, რომელიც პირველი სართულის ჭერი იყო, ხოლო მეორე სართულისთვის იატაკი, მასზე ამგვარადვე იყო აგებული მესამე სართული. მღვიმის პირველ სართულზე სინათლე თავისუფლად შედიოდა, შუაში კი ნათელი მღვიმის ბუნებრივი, ამოუქოლელი თაღიდან შედიოდა, რომელიც წინა მხრიდან ფანჯრის მოვალეობას ასრულებდა. ზედა ნაწილი კი სრულიად ბნელი იყო.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, გაგზავნის გამო შევშინდი, ხომ არაფერი მოუვიდაო და წავედი იმის ფიქრით, იქნებ ვინმე მენახა. ამ დროს მამები უკვე ჩამოდიოდნენ კლდეზე. ბერდიდი წინ მიდიოდა და უკვე ჩამოვიდა იმ ადგილიდან, სადაც თოკი შეწყდა. ჩვენი მეგზური ჯერ მაღლა იყო. მათი შრომა რომ დავინახე, ძრწოლამ შემიპყრო და ბერდიდს ვუსაყვედურე: "ასე შორს რატომ წამოხვედი? აქ მოსვლაში ჩვენ ისე დავიღალეთ, რომ ძალები გამოგველია, ვიდრე შენამდე მოვაღწევდით!" ბერდიდს თოფრა ჰქონდა მოკიდებული. ტანსაცმელი თუმცა გაცრეცილი ეცვა, მაგრამ სავსებით მონაზვნური. ანაფორის ქვეშ ძველი სქემა მოჩანდა. მისი ნამარხულევი სახე მისსავე ცხოვრების სიმკაცრეს გამოსახავდა და კრძალვით განგაწყობდა. ბერდიდმა დანაშაული თავის თავზე აიღო და გულმტკივნეულმა მუხლის მოდრეკა და ვედრება დაგვიწყო, მაპატიეთ, რომ გაგაწვალეთო. ის ისეთი დამაჯერებლობით ამბობდა, რომ ხუმრობით ნათქვამი სიტყვები ვინანე. როცა მღვიმეში შევედით და საუბარი შეიცვალა, ის კვლავ შენდობას ითხოვდა: "რომ მცოდნოდა აქ მოსვლა გაგიჭირდებოდათ, მე თვითონ მოვიდოდი თქვენამდე და არ დავუშვებდი, რომ ჩემ ცოდვილის სანახავად ამხელა გზა გამოგევლო!"

ცოტა ხნის წინ ამ ადგილებში საშინელი ქარიშხალი დატრიალდა და მამა პახუმის მღვიმის სიახლოვეს მდებარე უამრავი ხე ქვემოთ დიდ მანძილზე ჩაიტანა. ამ მღვიმის წინ სამი საუკუნოვანი ხე იდგა, ქარიშხლისგან გადატეხილი. მათ, აი, რა დაემართათ: ბერდიდს ვინმე რუსი დაემოწაფა. ბერდიდმა მას ნება მისცა, როცა დასჭირდებოდა წყალი გაეთბო, ანდა რაიმე მოეხარშა. ასევე ჩაეცვა და როგორც და რითიც შესძლებდა, თავი დაეცვა ნესტისა და სიცივისაგან და მისი ძალების შესაფერისი კანონი მისცა. და მამა პახუმი ნუგეშს იღებდა და მადლობდა უფალს, როცა ხედავდა, რომ მის მოწაფეს ღრმად ეძინა, როცა ლოცვაზე იდგა. ამ მოწაფემ თხოვნა დაუწყო ბერდიდს, ამ სამიდან ერთ-ერთ ხეზე მოეწყო საწოლი და იქ დაეძინა. ბერდიდმა ღიმილით შენიშნა, რომ ეს ზედმეტია და რაც გაქვს (შეჭირვება - კ.კ.) არ უნდა მიუმატო და რომ ორი კვირაც კი არ იქნება გასული, რომ შესაძლოა ეს ხეები აღარ იდგნენ. მალევე, ამის მერე, რაღაც დღესასწაული დადგა და ბერდიდი მოწაფესთან ერთად უახლოეს კელიაში წავიდა ღამისთევის ლოცვაზე. როცა ისინი წავიდნენ, იმ ღამეს საშინელი ქარიშხალი მთელი ძალით გამძვინვარდა და მწვერვალიდან ძირამდე ზოლად გადაიარა. ამ საშინელი სტიქიის შემოტევის დროს, ის სამი ხეც მიწიდან ორ არშინზე გადატეხა და ქვემოთ 250 საჟენის მანძილზე აიტანა. ღამისთევიდან როცა დაბრუნდნენ, ბერდიდმა მოწაფეს მიუთითა მღვიმის შესასვლელზე, სადაც სამი ხე იდგა და უთხრა: "აი, ხედავ, შენი საწოლი ხეებთან ერთად ქვემოთ გაფრინდა". მოწაფე მუხლებში ჩაუვარდა ბერდიდს და შენდობა სთხოვა. ბერდიდი ამბობდა, რომ შეუძლებელია კაცი ამ საშინელი ქარიშხლის ხილვისას შიშისგან ცოცხალი დარჩენილიყო. ზემოხსენებულმა მოწაფემ ბერდიდი მიატოვა და ერთ-ერთ სკიტში დასახლდა. ბევრი რამ იყო მისი წასვლის მიზეზი, უმთავრესი კი შემდეგი რამ გახლდათ: ზამთრის დროს ათონზე ყველგან დიდი თოვლი მოდის ხოლმე, იმ ადგილას სადაც მღვიმე მდებარეობს, სიმაღლის გამო ყოველთვის უხვად დებს თოვლს. მღვიმე კარგა ხანია ნამქრით იყო ჩახერგილი, მაგრამ თოვლი უფრო და უფრო ემატებოდა, მაშინ მოწაფემ მთლად დაკარგა მხნეობა და გადაწყვიტა ბერდიდი დაეტოვებინა. ამბობდა: "მერე რაღა იქნება? თოვლის ქვეშ ამოვიხოცებით და ქრისტიანულ დამარხვას ვერ ვეღირსებით". მას ადრეც აშინებდა ის, რომ როცა სადღაც ზემოთ ქვა მოსწყდებოდა და საშინელი გრუხუნით მღვიმეს აუქროლებდა, მას ასევე ეშმაკის საფრთხეებიც შეაშინებდა, მაგრამ მას ადრე ბერდიდი დაამშვიდებდა და ისიც რჩებოდა, ახლა კი ბერდიდმა რამდენი არწმუნა, რომ უფალი თოვლის ქვეშ მათ სიკვდილს არ დაუშვებდა, მოწაფემ რწმენა დაკარგა, აიღო თავისი თოფრა, დაემშვიდობა და მღვიმიდან გამოვიდა. მას თოვლზე აფოფხება და მთის ფერდობზე ქვემოთ ბილიკამდე დაშვება სჭირდებოდა, რომ სახლებამდე მისულიყო. მაგრამ როგორც კი მოწაფე თოვლზე აფოფხდა, ფეხი დაუცდა და კოტრიალით ქვემოთ დაცურდა. როგორ არ სცადა გაჩერებულიყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო, ვიდრე ხეებამდე არ ჩაგორდა, რომლებიც მთლად არ იყო დანამქრული. იქამდე ვერსტამდე მანძილი იყო. ბერდიდი უცქერდა და ლოცულობდა, რათა მისი მოწაფე არ დამტვრეულიყო, მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ის ფეხზე წამოდგა და შორიდან თაყვანი სცა.

როცა 30 აპრილს ბერდიდთან ვიყავით, თოვლი მწვერვალზეც აკრიფა, მაგრამ მღვიმის სიახლოვეს ორ ადგილას თოვლიანი ხრამები გადავიარეთ. ასევე იყო ივნისშიც. თოვლი ყინულად გადაიქცა და ნელ-ნელა დნებოდა. მამა პახუმი ამ მღვიმეში გამოუსვლელად ცხოვრობდა არანაკლებ სამი წელიწადი. მან ათონზე სულ 30 წელი იცხოვრა. დროდადრო მასთან დარჩენის მსურველი მონაზვნები მიდიოდნენ, მას მათი უარით განაწყენება არ სურდა და ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ მას მღვიმის მავნე ჰაერი განექარვებინა და არ დაეშვა, რომ მეტად ვინმეს რამე ვნებოდა აქ ცხოვრებით. მართლაც, მასთან მოსულებს ცუდი არაფერი შეემთხვეოდათ. ბერდიდი ყველას სიყვარულით იღებდა და განიზრახა მღვიმე რამდენიმე განყოფილებად გადაეღობა და მასთან მისულები იქ განეთავსებინა. სხვათა შორის, მას ჰკითხეს: ამათ რას უზამო? ბერდიდმა ხელსაქმე არ იცოდა, მათ კი მოუკლებელი ლოცვა ჯერ არ შეეძლოთ. ამაზე ბერდიდი პასუხობდა, რომ ათასამდე კაცსაც კი საქმეს გამოუძებნიდა, რადგანაც ქვები ყველას ეყოფოდა - ყოველ ღამე ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადააწყობდნენ, ამის მერე მიხვდნენ, რომ ბერდიდი ასე თვითონვე იქცეოდა და მისდევდა წესს: "ვტანჯავ ჩემს გამტანჯველს".


ერთხელაც მამა პახუმი მივიდა მოძღვარ მამა თეოფილესთან, რომელიც მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა და თავისთვის ლოცვა სთხოვა, როგორც სასატკბილობით შეპყრობილს. "როგორ შეამჩნიე შენში სასატკბოება?" - ჰკითხა მას მოძღვარმა. "აი ასე, წყალი ჩავასხი ქვაბურში, მარილი ჩავაყარე და ცეცხლზე შევათბე, როცა მასში ორცხობილა ჩავდე და ჭამას შევუდექი, ის ჩემს სასაზე თაფლსა და გოლეულზე მეტად დატკბა. ამიტომაც მეშინიან რომ სასატკბილობაში არ ჩავვარდე. ილოცე, მამაო, ჩემთვის, წყეულისთვის". მოძღვარმა თუმცა იცოდა, რომ ბერდიდი იშვიათად და ცოტას ჭამდა, იფიქრა, რაიმეს განსაკუთრებულად ხომ არ ამზადებს საჭმელსო და პახუმის შეჭამანდის უჩვეულო სიტკბოების გამოსარკვევად თვითონვე შეუდგა მის ისე მოხარშვას, როგორც ბერდიდმა მოუყვა. ბუნებრივია, მოძღვარმა მარილიან წყალსა და ორცხობილაში სიტკბოებისა ვერაფერი ნახა. ამიტომაც, როცა მამა პახუმი მოვიდა, მოძღვარმა კვლავ გამოიკითხა, წყალს როგორ ადუღებდა. ბერდიდმა მას ქვაბურა სთხოვა და საქმით აჩვენა, როგორ ადუღებდა მარილიან წყალს, მაგრამ როცა მან ქვაბურაში ორცხობილებიც ჩაყარა და თავისი შეჭამანდის ჭამას შეუდგა, მას თითქოს "ზეციურმა მანანამ" სასა დაუტკბო. მიხვდა რაშიც იყო საქმე და მოძღვარმა ბერდიდს ჰკითხა: "ბოლოს როდის ჭამე?", - კვირას, - უთხრა ბერდიდმა, ხოლო ხუთშაბათი იყო, როცა ის მოძღვართან მივიდა. "აი, თურმე რა საკაზმი აქცევს შენს შეჭამანდს თაფლსა და გოლეულზე ტკბილად" - ღიმილით შენიშნა მოძღვარმა.

ერთმა მეუდაბნოემ ჰკითხა: "მამაო, როგორ ახერხებ, რომ ასეთ ციცაბო მთაზე ტვირთმოკიდებული ადიხარ და თან გონებისმიერი ლოცვა გიპყრია? მაშინ, როცა "მე ტვირთის გარეშეც კი დაქანცული, ბაგეებით ხმამაღლა ძლივსღა ვლოცულობო". ბერდიდმა უპასუხა: როცა მთაზე ავდივარ და უფრო მეტად გავირჯები, ლოცვა უფრო მტკიცედ მოქმედებს და ყოველ ნაბიჯზე ისე ძლიერდება, რომ გულში გამოუთქმელ ძალთა მტკიცე ღაღადისით გაისმება. რაც უფრო მძიმე ტვირთი მიმაქვს მთაზე, მით უფრო მსუბუქად მოქმედებს ლოცვა და დაღლასაც ვეღარა ვგრძნობ".

ბოლო დროს ბერდიდი პახუმი კერასიაზე, მაღლა გორაზე, ჰაჯი-გიორგის კალივის სიახლოვეს ქოხში ცხოვრობდა, იმ ადგილის სიახლოვეს, რომელზეც წარმართობის დროს ეგრეთ წოდებული "რკინის სასახლე" მდებარეობდა. გარდაცვალების წინ ბერდიდი ავად გახდა, შარდის შეკავება დაემართა. მან რჩევისთვის მამა იერონიმეს მიმართა რუსიკში: ემკურნალა თუ არა? მან ასეთი რამ ურჩია: თუ დათმენა შეგიძლიან, დაითმინე. თუ არ შეგიძლია დათმენა - იმკურნალე. დავითმენო - გადაწყვიტა ბერდიდმა. ავადმყოფობა ძალზე გაძლიერდა და მისი ბოლო მხოლოდ სიკვდილი იყო - ბერდიდმა ამისთვის მზადება დაიწყო. მისი აღსასრული მართლაც რომ ღირს მამათა დრო იყო. მას წესი აუგეს ჰაჯი-გიორგის კელიაში. ბერდიდი პახუმი 1870 წლის სულთმოფენობას გარდაიცვალა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat