***
ერთმა მამამ მცოდველი კაცი დაინახა და მწარედ ატირდა: ის ახლა დაეცა, მე კი ხვალ დავეცემიო.- ფრთხილად უნდა იყოს კაცი, თორემ შეიძლება ეშმაკმა სიცრუე სინამდვილედ წარმოგისახოს. მაგალითად, თითქოს ძმამ ბოროტი თვალით შემოგხედა. ბერი, მამა ა., ავადმყოფობის გამო თითქმის არ გამოდიოდა კელიიდან და განსაკუთრებული ცხოვრებით მოღვაწეობდა. ერთხელ მღვდელმონაზონმა, მამა ვ-მ მამა ანატოლის (ზერცალოვი) კელიასთან დანახა მამა ა., რომელიც საოცრად ბოროტი თვალით უყურებდა და მასთან კურთხევისთვისაც არ მივიდა. მამა ვ-მ გაოცებულმა ჩაუარა. ეკლესიისკენ რომ უნდა ჩაეხვია, წინიდან მომავალი მამა ა. დაინახა, რომელიც მხიარული სახით მივიდა კურთხევის ასაღებად. მამა ვ-მ გაოცებულმა ჰკითხა, - სად იყავიო. "მამა ტ-სთან", - უპასუხა მან. "როგორ, ამწუთას ხომ მამა ანატოლის კელიასთან გნახე". "ეტყობა, მოგეჩვენა, ხომ ხედავ, საიდან მოვდივარო". მამა ვ. მამა ანატოლისთან მივიდა რჩევისთვის. "რა არის გასაოცარი? ეს, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო მამა ა-ს სახით", - უთხრა მამა ანატოლიმ.