მონაზვნები არ ენდობიან ხილვებს
მონაზვნები არ ენდობიან ხილვებს
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა საღმრთო ხილვებზე
1894 წელს დიონისიატის მონასტერში ცხოვრობდა ერთი პატივცემული მონაზონი, ბერდიდი იაკობი, კეთილმოღვაწე და მკაცრი მოსაგრე.
ერთხელ, ჩვეულ ძილღვიძილში, ცისკარსა და საღმრთო ლიტურგიას შორის შესვენების დროს, მოეჩვენა, რომ ეზოში იმყოფებოდა წმინდა საკურთხევლის უკან. ბერდიდმა დაინახა, რომ მონასტრის მთელი საძმო (დაახლოებით ასი კაცი) აქ შეკრებილიყო ხორბლის საფქვავის მსგავსად, ხოლო ტაძრიდან ხის ნიჩბით (სანიავებლით) გამოვიდა წმინდა ნათლისმცემელი, მფარველი და დამცველი მათი სენაკისა.

და აი, ხედავს, რომ წმინდა ნათლისმცემელი იწყებს ყველა მონაზონის ხორბალივით განიავებას. ერთნი, როგორც ნაყოფი, ძირსა სცვიოდა, სხვები (კეთილი ბერდიდი მათზე ტიროდა) ბზესავით იფანტებოდა და ქარს ზღვისკენ მიჰქონდა. როცა განიავება დასრულდა, ნაყოფისმომცემი მონაზვნები წამოდგნენ, მუხლნი მოუდრიკეს წმინდა ნათლისმცემელს და ის კვლავ ტაძარში შევიდა.

ერთი მეუდაბნოე უყვებოდა თავის ძმას:

- ძმაო და მამაო ჩემო, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მე, უღირსი, შევიქენი უფლის ანგელოზისგან ზიარებისა, თავიდან ნათელი დავინახე, მერე კი ანგელოზი მოვიდა, ხელთ წმინდა ძღვენი ეპყრა. ვერა და ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა.

დიონისიატის მონასტერს ქალკედონის ნახევარკუნძულზე ვოზინის მეტოქიონი ჰქონდა. 1919-20 წლებში იქ იკონომოსი იყო მამა ნეოფიტე, მას თანაშემწედ მამა ლაზარე ჰყავდა. ერთხელ მონასტერში ერთი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა, 80-ოკიანი (დაახლოებით 100 ლ) ზეთის რუმბებით დატვირთული ჯორით და მამებს გადასცა.

- მამაჩემი ერთი თვის წინ მოკვდა, - თქვა მან, - ზედიზედ სამჯერ ვნახე სიზმარში, მიყვიროდა: "შვილო ჩემო იანის, ორი რუმბი ზეთი დიონისიატის იკონომოსს გადაეცი. მასვე გადაეცი მეტოქიონის მომიჯნავე ჩვენი ზეთისხილის დიდი ბაღი, ვინაიდან ის მე ავიღე, არადა მონასტერს ეკუთვნის. ახლავე გააკეთე, რაც გითხარი, რომ მშვიდობა ჰპოვოს ჩემმა სულმა, რადგან საშინლად ვიტანჯები"...

ბერდიდი იოსებ ისიქასტი, რომელიც მშვიდად გარდაიცვალა 1959 წელს, თავისი ასკეტური მოსაგრეობის დასაწყისში დამატკბობელი გონებისმიერი ლოცვის დროს საკვირველ ხილვებს ხედავდა. თვითონ ასე აღწერდა მას: - მთლიანად საკუთარ თავში ჩაფლული და ლოცვით სიტკბოებას მიცემული, უეცრად ნათლით ავივსე. სინათლე იმდენად გაძლიერდა, რომ ირგვლივ ყველაფერი ნათელში გაეხვია. უეცრად ჩემ წინ სამი ყრმა გაჩნდა - ექვსი-რვა წლისანი. ერთმანეთს ისე ჰგავდნენ, რომელიმეს ვერ გამოარჩევდი. ისინი იმდენად მადლმოსილად და მშვენივრად გამოიყურებოდნენ, რომ მათი სახის ცქერამ დაატყვევა მთელი ჩემი გრძნობები. გაოცების გარდა სხვას ვერაფერს განვიცდიდი. შორიახლოს მედგნენ და ერთნაირი ნაბიჯებით და მოძრაობით მიახლოვდებოდნენ. მათი მოძრაობა, მათი ნაკვთები იმგვარი იყო, თითქოს ჩემ წინ ერთი არსება იდგა, თუმცა კი სამნი იყვნენ. უტკბილესი ხმებით გალობდნენ: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია". ისე მომიახლოვდნენ, რომ მომეჩვენა, ხელს თუ გავიწვდიდი, შევეხებოდი, შემდეგ იმავე წესით დაიხიეს უკან, ზურგშეუბრუნებლად, ჰიმნის გალობას განაგრძობდნენ. "ალილუიას" თქმისას მათ თავიანთი პატარა ხელებით მაკურთხეს ისე, როგორც ამას მღვდელი აკეთებს.

როგორც გვიყვებოდა ჩვენი პატივცემული ღირსსახსოვარი მამა ეფრემ კატუნაკელი, მრავალი ლოცვისა და ბევრი ცრემლის ღვრის მერე მას ღვთისგან ეუწყა, რომ მისმა სულიერმა მამამ, ბერდიდმა ნიკიფორემ და მისმა პირველმა ბერდიდმა მამა ეფრემმა, ცხონება მოიპოვეს.

თქვა ბერდიდმა:

- მონაზვნები არ ენდობიან ხილვებს.

სიტყვა ღირსეულ აღსასრულზე
ღირსი მამაი ჩვენი პავლე ქსიროპოტამელი სასწაულმოქმედი იყო. მან კონსტანტინოპოლში სასიკვდილო სნეულებისგან განკურნა მეფე რომანოს უფროსი და მისგან საჩუქრად ძელიცხოველის ნაწილი მიიღო და მეფის ფულით აღადგინა ქსიროპოტამის მონასტერი, როცა მისმა აღსასრულის ჟამმა მოაღწია, წმინდანს სახე მზესავით გაუბრწყინდა და ამ ბრწყინვალების გამო ყველა იქ მყოფი მიწაზე დაემხო.

ამგვარი სათნოებათა კაშკაშა ლამპარი, თავგამწირველი და უდაბნოსმოყვარული გახლდათ ღირსი პავლე, მაშენებელი ორი სამეფო მონასტრისა.

ვათოპედის მონასტერში ცხოვრობდა ღირსი პროსნომარი (მონაზონი, რომელიც დარაჯობს მონასტერში პატივმიგებულ ხატებს, ანთებს კანდელებს და სტუმრებს მოუთხრობს წმინდა ხატების შესახებ), რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან ხმა მოესმა. უფლის დედამ უთხრა, რომ კიდევ ერთ წელს იცოცხლებდა და ამ წამიერ მიწიერ ცხოვრებისგან განშორებისთვის უნდა მომზადებულიყო. სიკვდილის წინ მას კიდევ მოესმა ხმა, რომელმაც აუწყა, უფალთან წასვლის ჟამი დაგიდგაო.

სამწუხაროდ, არაფერი შემორჩა წმინდა ანას სკიტელი ბერდიდის მამა დამასკინოსის დარიგებებიდან კურთხეულ დაყუდებაზე, რადგან არ აღმოჩნდა კაცი, რომელიც ბერდიდის სწავლებებს ჩაიწერდა. თავისი მიწიერი ცხოვრება მან ასე დაასრულა.

დიდმარხვა იდგა, 6 მარტი და ძველი ტრადიციით, კელიიდან არავინ გამოდიოდა. მამა დამასკინოსს ღვთისგან ეუწყა, რომ მისი მიწიერი სიცოცხლის ბოლო დღე დადგა და მორჩილი მამა მინა მამა ონოფრესთან გაგზავნა, როცა მამა ონოფრე მოვიდა, მან მამა დამასკინოსი მტირალი ნახა.

- რა გჭირს, მამაო დამასკინოს, რატომ სტირი?

- მამაო ონოფრე, ძალიან გთხოვ, აიღე ღირსი ეფრემის წიგნი და შეინახე, რადგან მოუნანიებელი ვკვდები.

გაოცებულმა მამა ონოფრემ ჰკითხა:

- მამაო დამასკინოს, ამდენი წელია, დაყუდებული ხარ, რამდენი ადამიანი შენი დამოძღვრით ცხონდა და წმინდანობას მიაღწია და შენ ამბობ, რომ არ შეგინანია?

- დიახ, მამაო ონოფრე, მე არ შემინანია, ვინაიდან სიკვდილამდე მამა მინას მორჩილი უნდა ვყოფილიყავი და კალივაში ადამიანთაგან დაფარულად უნდა მეცხოვრა. ქება ხომ წინაღობაა ჭეშმარიტი მონაზონის ცხონებისთვის.

მამა ონოფრე მაშინვე მამა მინას კელიისკენ დაეშვა და მას ყველაფერ ამის შესახებ მოუთხრო. ორივე მაშინვე ავიდა მამა დამასკინოსის კალივაში და ის გარდაცვლილი იხილეს. წესი აუგეს, დაკრძალეს და უკან დაბრუნდნენ.

როგორც კი კალივაში მივიდნენ, მამა მინამ თქვა:

- რაღაც მაციებს.

ცხრა მარტს, ორმოცი მოწამის ხსენების დღეს, მამა მინამაც დატოვა წარმავალი ცხოვრება და საუკუნო სიცოცხლეში გადავიდა. ისიც ასევე ღირსი შეიქმნა ნეტარი აღსასრულისა.

როცა ერთი მონაზონი კვდებოდა, თავისი ცხოვრების ბოლო წუთებში სულიწმიდას მოუხმობდა.

- სულო წმინდაო, სულო წმინდაო, სულო წმინდაო, - თქვა მან სამჯერ და გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat