აი, მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება
აი, მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება
მამა გაბრიელი ყვებოდა წმინდა იოანე მაისურაძეზე: ერთხელ ბეთანიელ მამებს ძალზე გასჭირვებიათ და მამა იოანე იძულებული გამხდარა, ცხენი წაეყვანა გასაყიდად. მშვიდი და უწყინარი პირუტყვი ყოფილა, ღონიერი და ჯანმრთელი. "რამდენს აფასებ მაგ ცხენსო?" - ცოტა არ იყოს, აგდებით უკითხავს ერთ კაცს. "რამდენსაც მომცემო", - მიუგია ღირს მამას. "მაინც, რამდენად მომყიდიო?" - ჩასძიებია ის. "რამდენსაც მომცემო, შვილო", - ისევ უთქვამს მამა იოანეს. "მაშინ, აჰა, სამი მანეთი და კარგად იყავიო", - ჩასცინებია მყიდველს და მამა იოანესთვის სამი მანეთი გაუწვდია. ეს მეტად მცირე ფასი იყო ცხენისთვის, მაგრამ ღირსი მამა არ გამწყრალა, მშვიდად გამოურთმევია ფული, ღმერთმა დაგლოცოსო, უთქვამს და გაშორებია. ცოტა ხნის შემდეგ ჭიხვინი და წყევლა-კრულვა მოესმა თურმე - შემჯდარიყო კაცი ახალნაყიდ ცხენზე, მაგრამ ვერა და ვერ დაემორჩილებინა, აქამდე უწყინარი პირუტყვი ყალყზე დგებოდა და მხედარს არ იჩერებდა. ბოლოს გადმოუგდია კიდეც. კაცს ძლივს აუთრევია წელი, "ფულიც შენი იყოს და ცხენიც, ოღონდ თავი დამანებეო", - უთქვამს და შეშინებულს აღვირი მიუჩეჩებია მამა იოანესთვის.

***
იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიეთ ვიღაცის ყანაში შევიდა. გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: "ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო". ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: "კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ". ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული, უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: "მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე ჩვენ უფლისთვის, რამეთუ ვსცოდეთ". განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობიერჰყო; დავარდა ღირსი მამის ფერხთა წინაშე და უთხრა: "ჭეშმარიტად ღვთის კაცნი ხართ, შემინდეთ თქვენს შორის დამკვიდრებული ღვთის სიყვარულისთვის და მეც თქვენთან წამიყვანეთო". მეყსეულად დაუტევა ყანა და ყოველი მონაგები, შეუდგა ნეტარ მამებს და იქმნა მონაზონი პატიოსანი და წარჩინებული.

***
იყო ორი ხორციელი ძმა, ერთმანეთის მოყვარე, სიკეთის მოქმედი, მმარხველი, მლოცველი, მოწყალე და ყოველთა სათნოებათა მოსწრაფებით აღმსრულებელი. შეშურდა ეშმაკს ძმების სიყვარული და მათი გაყრა განიზრახა.

ერთხელ დადგნენ ძმები ლოცვად. უმცროსმა კანდელი აანთო, ეშმაკმა კი წააქცია იგი და გატეხა. განრისხდა უფროსი ძმა და მწარედ სცემა უმრწემესს, მაგრამ მან მშვიდად დაითმინა გვემა, გონებით მადლობდა ღმერთს, სიმდაბლით მოუდრეკდა მუხლს ძმას და ეტყოდა: "სულგრძელ იქმენ, ძმაო საყვარელო, ქრისტეს მადლით, ისევ ავანთებო სანთელს". კაცთმოყვარე უფალმა მისი სიმშვიდისა და მოთმინების სანაცვლოდ წარმოავლინა ანგელოსი თვისი, რომელმაც განთიადამდე ტანჯა დემონი.

როცა გათენდა, ეშმაკი კერპთა ბომონს ეახლა და სატანას ყოველივე მოუთხრო. იქვე იყო ამ კერპის მსახურიც, რომელმაც გაიგონა, როგორ შესჩიოდა დემონი თავის ბატონს: "შევუჩნდებით ქრისტიანებს, ცოდვას ჩავადენინებთ, ისინი კი წავლენ, ერთმანეთს მდაბლად მუხლს მოუდრეკენ, განაქარვებენ ჩვენს ძალს და უჩინო-ჰყოფენ ჩვენს ცბიერებას; ცოდვაში ჩავარდნილნი მივლენ მღვდელთან, აღიარებენ ცოდვებს, ხოლო მეუფე მათი სახიერია - მიუტევებს და ჩვენც უჩინო ვიქმნებითო". ეს რომ მოისმინა, ქურუმმა დაუტევა საკერპო და კეთილი ქრისტიანი შეიქმნა.

***
ზამთარია. სამთავროს მონასტერში ღუმელთან მიმჯდარა მამა გაბრიელი. მეც იქვე ვზივარ, ხმის ამოღებას ვერ ვბედავ... გაიღო კარი, შემოვიდა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი და ღუმელს მიეფიცხა. "რაო, მამაო, რომ ამბობენ, ნაწირავ მღვდელს მგელიც ვერ ეკარებაო, მართალია?" - ღიმილით ჰკითხა მამა გაბრიელმა. "მძიმეა, მძიმე, ძნელი სატარებელია მღვდლობის ჯვარი, მამა გაბრიელ", - შესჩივლა მღვდელმონაზონმა. "რად არის ძნელი? შეგაგინებენ - მადლობა უთხარი, ცალ ლოყაში გაგარტყამენ - მეორე მიუშვირე... სულაც არ არის ძნელი", - ურჩია ბერმა. მღვდელმონაზონმა პასუხად ამოიოხრა, თითქოს უსიტყვოდ მიუგო: "ეს შენთვის არის ადვილი, მამა გაბრიელ"...

***
ერთმა ძმამ წმინდა მაკარი დიდს რჩევა სთხოვა: როგორ ვიცხოვრო, სასუფეველი რომ დავიმკვიდროო. "წადი სასაფლაოზე და აგინე მკვდრებს", - უთხრა ბერმა. დაუჯერა ძმამ, წავიდა სასაფლაოზე, ქვების სროლა და მიცვალებულთა გინება დაიწყო. მამა მაკარისთან რომ დაბრუნდა, ბერმა ჰკითხა: "გითხრესო რამე?" "არა, მამაო", - უპასუხა ცხოვნების მაძიებელმა. "ახლა წადი და აქე ის მიცვალებულნი", - უბრძანა მაკარიმ. ძმამ, მისი რჩევისამებრ, საფლავების წინ მუხლი მოიდრიკა და მიცვალებულთ წმინდანი და მართალნი უწოდა. შემდეგ ისევ ღირს მამასთან დაბრუნდა. "არც ახლა გითხრეს რამე?" - ჰკითხა მან. "არაფერი, მამაო", - უპასუხა ძმამ. "ხომ ხედავ, აგინებდი - არაფერი გიპასუხეს, არც მაშინ უთქვამთ რამე, როცა ადიდებდი. მაშ, ისწავლე, ძმაო: თუ გინდა, ცხონდე, იქმენ ვითარცა მკვდარი - ნურც ქებას, ნურც გინებას კაცთაგან ნურად მიიჩნევო", - ურჩია წმინდა მამამ.

***
ერთხელ წმინდა მაკარი ოპტელს, რომლის ლოცვამ მრავალი ეშმაკეული განკურნა, დემონისგან საშინლად გატანჯული კაცი მიჰგვარეს. დაინახა თუ არა ავადმყოფმა ღირსი მამა, გაცოფებული მივარდა და სილა გააწნა. ქრისტეს მხედარმა, უფლის სიტყვისაებრ, მეორე ლოყა მიუშვირა ეშმაკეულს. დემონმა მის სიმშვიდესა და სიმდაბლეს ვერ გაუძლო და განშორდა სნეულს. საცოდავი უგონოდ დაეცა. ასე იწვა ერთხანს, ხოლო გონს მოსულს აღარ ახსოვდა, რა ჩაედინა.

***
მამა პავლე და მისი ძმა ტიმოთე ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად კამათობდნენ. ბოლოს მამა პავლემ უთხრა: "დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?" ტიმოთემ უპასუხა: "ჰქმენ მოწყალება და როცა ჩხუბს დაგიწყებ, დაითმინე, ხოლო როცა შენ წამეჩხუბები, მე დავითმენო". მართლაც ასე მოიქცნენ და დარჩენილი ცხოვრება მშვიდად განვლეს.

***
ერთხელ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებს კამათი მოსვლოდათ - ვერ გადაეწყვიტათ, კანონიერად ფლობდა თუ არა იგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საყდარს. მაშინ წმინდა გრიგოლმა ნებით დაუტევა პატრიარქის ტახტი და განაცხადა: "მე არაფრით ვარ იონა წინასწარმეტყველზე უკეთესი; გადამაგდეთ ზღვაში, რათა დაწყნარდეს ჩემს გამო ატეხილი ღელვაო".

***
ერთხელ წმინდა იოანემ, ალექსანდრიის პატრიარქმა, ორი მღვდელი განაყენა მღვდლობიდან. პირველმა სიმდაბლით დაითმინა სასჯელი, მეორე კი განრისხდა. წმინდა იოანეს სურდა, თავისთან ეხმო იგი და დაეცხრო მისი მრისხანება, მაგრამ განზრახვა რატომღაც გადაავიწყდა. და აი, ერთ დღეს, წირვაზე, როცა წაიკითხეს სახარების ის ადგილი, სადაც უფალი გვასწავლის, ჯერ ძმას უნდა შევურიგდეთ და მერეღა შევწიროთ მსხვერპლი ღმერთსო, პატრიარქი შემოსილი გამოვიდა საკურთხევლიდან, მიეახლა მასზე გამწყრალ მღვდელს, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. განყენებულს გული შეემუსრა, მუხლი მოეკვეთა, დაეცა პატრიარქის წინ, სინანულით ატირდა და შემდგომში მისი ერთგული შვილი შეიქმნა.

***
ერთი ძმა მონასტერში სხვებთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად მრისხანებდა. ერთხელ იფიქრა, მოდი, უდაბნოში წავალ, იქ ხომ ვეღარავის განვურისხდებიო. ასეც მოიქცა, დატოვა მონასტერი და უდაბნოში დასახლდა. ერთ დღეს წყაროზე წავიდა, ჭურჭელი წყლით აავსო და იქვე დადგა. უეცრად დოქი წაიქცა და წყალი დაიღვარა. ბერმა მეორედ აავსო, მაგრამ დოქი ისევ წაიქცა. მესამედ აავსო განდეგილმა, მაგრამ წყალი მესამედაც დაიღვარა. განრისხდა ბერი, აიღო ჭურჭელი, ქვას დაჰკრა და დაამსხვრია. უეცრად გონს მოეგო - მიხვდა, რომ ბოროტმა დასცინა - და თქვა: "აი, მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება; მაშ, დავბრუნდები მონასტერში. როგორც ჩანს, ყველგან საჭიროაო საკუთარ თავთან სიმშვიდითა და მოთმინებით ბრძოლა".

***
ერთხელ მამა ისააკი რომელიღაც ბერს წაეჩხუბა და მრისხანება რამდენიმე დღე გაჰყვა. ერთ საღამოს, სენაკში მჯდომსა და ხელსაქმით გართულს, ის კამათი გაახსენდა და სინანულმა შეიპყრო. ფიქრობდა, რა ექნა, როგორ შერიგებოდა ძმას. ამ დროს სენაკში ერთი ყმაწვილი შევიდა და უთხრა: "შესცოდე, ახლა კი ნანობ? მე დამიჯერე და მშვიდად იქნები". მამა ისააკი მიხვდა, რომ მის წინ ეშმაკი იდგა და შესძახა: "განმეშორე, რამეთუ არა ხარ ღვთისგან!" "მეცოდები, - უთხრა ეშმაკმა, - თავს იღუპავ, მაგრამ მაინც ჩემი ხარ". "შენი კი არა, ღვთისა ვარ", - მიუგო ღირსმა მამამ. "სამი დღეა, შენს ძმაზე ხარ განრისხებული, - უთხრა დემონმა, - წყენა ჯერაც არ დაგვიწყებია. ამიტომაც მომცა ღმერთმა შენი თავი. გეენიის ცეცხლი მოგელის!" ეს რომ გაიგონა, მამა ისააკმა ჯვარი გადაისახა და ძმასთან წავიდა, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და შეურიგდა. სენაკში დაბრუნებულმა დაინახა, რომ ეშმაკს, რომელსაც ვერ დაეთმინა ძმასთან მისი შერიგება, დაეწვა ხელსაქმე და ტყავი, რომელსაც მამა ისააკი ლოცვისას იატაკზე იგებდა ხოლმე.
ბეჭდვაელფოსტა
29.08. 2014
shorena
dideba ufals madloba tqven batono kaxaber aseti saintereso statiebistvis
27.05. 2014
grigoli
მადლობა... მადლობა უფალს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat