წმინდა იაკობმა (ხსენება 4 მარტს) ანგელოზებრივი ცხოვრების სანაცვლოდ ღვთისგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო: ეშმაკებს განდევნიდა, კეთროვნებს განწმენდდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ უფალმა დიდი განსაცდელი მოუვლინა.
ღამით მის სენაკს გზააბნეული მგზავრი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. მამა იაკობმა შეამჩნია, რომ მგზავრი ქალი იყო, მაგრამ შეებრალა და სენაკში შეუშვა, ატრაპეზა და განსასვენებლად ადგილი მიუჩინა.
როცა ქალმა ტანთ გაიხადა, სძლია მამა იაკობს სიძვის ზრახვამ, ვეღარ დაითმინა, ეცა დედაკაცს და ძალით იმრუშა მასთან, მერე კი მოკლა.
გონს რომ მოვიდა, სასოწარკვეთილმა იაკობმა ბერობის დატევება გადაწყვიტა. ქალაქისკენ მიმავალი, ღვთის განგებით, ერთ ბერს შეხვდა, გაენდო მას და სინანულის ცრემლით აღიარა თავისი შეცოდება. ბერმა ანუგეშა დაცემული: "უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევაო?"-ერთ ღრმა მღვიმეში დასახლება ურჩია და აღუთქვა, რომ საკვებს მიაწვდიდა.
ოცი წელიწადი იღვაწა მამა იაკობმა მღვიმეში. ერთხელ მხარეს, სადაც განდეგილი დასახლდა, გვალვა დაატყდა თავს. იმ მხარის ეპისკოპოსს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ წვიმას მხოლოდ იაკობ მღვიმელის ლოცვა მოიყვანდა. მწყემსმთავარი მრევლითურთ მიადგა მღვიმეს, ჩვენების შესახებ უამბო მამა იაკობს და შეწევნა სთხოვა. შეწუხდა წმინდანი: "შეცდითო ალბათ, უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათ, ვინაიდან დიდად ცოდვილი ვარო", - მაგრამ ფრიად რომ შეაჭირვეს თხოვნით, დაჰყვა მათ ნებას და ილოცა. ლოცვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზეციდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მიხვდა წმინდანი, რომ შეუნდო უფალმა შეცოდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი