მაჭახელელ აზნაურს, ძნელაძეს, რამდენიმე სოფელი ებარა. მუსლიმანებმა მისი გათათრება სცადეს. ჯერ მოინდომეს მისი მოქრთამვა, რომ არაფერი გამოუვიდათ.
ოსმალებმა ცილი შესწამეს. ხან კაცის კვლას აბრალებდნენ, ხან გამაჰმადიანებულთა დევნას. ამ საბაბით მიწების მეტი ნაწილი წაართვეს. მალე ძნელაძის გარშემო ყველამ რჯული შეიცვალა, თვითონ ისევ მტკიცედ იდგა და ოსმალებს ეუბნებოდა: - გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. რაც უნდა დამმართოთ, არ გავმაჰმადიანდებიო. ბოლოს ყველაფერი წაართვეს და დარჩა ცარიელი. სიღატაკისას ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. გამაჰმადიანებულ შვილებს შესთხოვა, ისე ნუ გამიშვებთ საიქიოს, ქრისტიანულად წესი ამიგეთო. მართლაც, მოიყვანეს მღვდელი ართვინიდან, აზიარეს... მერე კი პატარა საყდარში დაკრძალეს. მას მერე მაჭახელაში კაცი აღარ დარჩენილა ქრისტიანი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი