კათოლიკეების სწავლება სულიწმიდის ძისაგან გამოსვლაზე ფლორენციის კრებაზე დაამტკიცეს. მართლმადიდებლობიდან განდგომილ მღვდლებს შეუერთდა მიტროპოლიტი ისიდორე.
მის გვერდით ერთი დეკანოზი იყო, სიმონი, რომელმაც არ უღალატა მართლმადიდებლობას, რისთვისაც ბორკილდადებული ციხეში ჩასვეს. როცა ციხიდან გამოვიდა და შინ ბრუნდებოდა, გამოეცხადა ერთი კეთილკრძალული მამა და ჰკითხა, - იკურთხე თუ არა მოციქულთა ნაკვალევზე მავალ ეფესოს ეპისკოპოს მარკოზისგანო. სიმონმა მიუგო, - ხელმწიფეო ჩემო, ვნახე ის საკვირველი და მტკიცე კაცი და კურთხევაც ავიღეო. "კურთხეულ არს კაცი იგი, - თქვა ღირსმა მამამ, - მას ვერავინ სძლევს ლათინთა კრებულთაგან, ვერც ალერსით, ვერც ტანჯვით, ვერც მუქარით. სწავლანი და დამოძღვრანი, რაც ნეტარი მარკოზისგან მოგისმენია, უქადაგე ყველა მართლმადიდებელს, რომლებიც იცავენ წმინდა მოციქულთა გარდამოცემებს და შვიდი საეკლესიო კრების დადგენილებებს". დეკანოზმა ჰკითხა, - ვინ ხარ, ვფიქრობ, ღვთისგან გამოგზავნილი უნდა იყოო. მე ვარ სერგი, რომელსაც შენ ლოცვაში მოუწოდებო, - მიუგო წმინდა სერგი რადონეჟელმა და უჩინო შეიქნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი