მამა იოსებ ათონელთან მისი ხორციელი ძმა, ბერი ათანასეც ცხოვრობდა, რომელსაც, სამორჩილო საქმეების გამო, მონასტერში სიარული უხდებოდა ხოლმე და გვიან ტვირთაკიდებული ბრუნდებოდა.
მამა იოსები ერთ საღამოს დიდი ინტერესით ელოდა ძმის დაბრუნებას. წინასწარ უთხრა კიდეც ბერებს მამა ათანასეს სულიერი მდგომარეობა და ისიც, რა მოჰქონდა. მორჩილი ჩაეძია, ეს როგორ შეიტყვეო. მამა იოსებმა უპასუხა: - კარგი იქნებოდა, მელოცა შენთვის, რომ თვითონვე განგეცადა ყოველივე, მაგრამ რახან მთხოვ, მისმინე. სარკმლის ახლოს დაჩოქილი ვლოცულობდი. ღვთაებრივი მადლით გონება ნელ-ნელა გამიფართოვდა და გამიუხვდა იმდენად, რომ ყველაფერს ნათლად ვხედავდი: ჩვენს მხარეს, კატუნაკიდან - დაფნიმდე, ქვემოთ - მონასტრებს, ყველაფერს, ჩვენს უკან რაც არის. ეს ნათელი არ იყო ბუნებრივი მზის სინათლის მსგავსი, არც ხელითქმნული ფარნისმიერი, არამედ განსაცვიფრებლად სპეტაკი და არამატერიალური. ეს სინათლე არა მარტო გარეთ იდგა ჩვეულებრივ სინათლესავით, არამედ ადამიანში იმყოფებოდა. ადამიანი მას გრძნობს, როგორც საკუთარ სუნთქვას, ნათელი აღავსებს მას, როგორც საჭმელი და ჰაერი, მოაშორებს ბუნებრივ სიმძიმეს და იმდენად გარდასახავს, რომ უკვე აღარ იცის, არის თუ არა სხეულში.
აი, სწორედ ამგვარი მდგომარეობისას, დავინახე ათანასე. აიკიდა მძიმე ტომარა და წმინდა პავლეს მონასტრიდან ჩვენკენ წამოვიდა. ვხედავდი მის ყოველ მოძრაობას: როგორ მიჯდა დასასვენებლად, ჩამოიღო მხრიდან ტვირთი, როგორ დაეწაფა წმინდა ანას წყაროს სკიტის ქვემოთ, წისქვილთან, ჩვენი სავანის ალაყაფს მოაღწია, მოარგო გასაღები, გააღო კარი, შემოვიდა, მომიახლოვდა და მუხლი მოიდრიკა. მაგრამ ეს რატომ განგაცვიფრებს? როცა გონება კაცისა განწმენდილია და განბრწყინვებული, ღვთის მადლის შეუწევნადაც შეუძლია, შორს ჭვრეტა. ხოლო შემდეგ, როცა განანათლებს მას საღვთო მადლი, რომელიც ადამიანში შეიძლება მუდმივადაც იმყოფებოდეს, აღიტაცებს მის გონებას ჭვრეტამდე და ხილვებამდე, ანდა როგორც ჩათვლის საჭიროდ. თვითონ კაცმაც, თუ მოისურვებს შეიტყოს რაიმე მისთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითხოვოს ლოცვისას, რათა საღვთო მადლმა აღუსრულოს ეს თხოვნა. ვფიქრობ, კეთილკრძალულნი არ ესწრაფვიან ასეთ ხილვებს, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, უფალმან "ნებაი მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს" (ფსალ. 144,19).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი