ერთხელ ალექსანდრიაში ღირსი სერაფიმე სინტანელი შიშველ, სიცივით აკანკალებულ მათხოვარს შეხვდა.
"მე თავს მმარხველად მივიჩნევ და ტანთ მაცვია, ეს უბედური ბოგანო კი სიცივით კვდება, განა არ უნდა შევიბრალო?" - გაიფიქრა ღირსმა მამამ, მოსასხამი მოიძრო და მათხოვარს მისცა. ტანთ თითქმის აღარაფერი ემოსა, ხელში კი სახარება ეჭირა, რომელსაც მუდამ თან ატარებდა.
ამის შემდეგ სხვა კაცი შეხვდა, რომელიც ვალების გამო საპყრობილეში მიჰყავდათ და ძალზე შეებრალა. ვინაიდან სხვა აღარაფერი გააჩნდა, სახარება გაყიდა და იმ კაცის ვალები გაისტუმრა. შინ ლამის შიშველი დაბრუნდა. რა უყავი ტანსაცმელი, - ჰკითხა მოწაფემ. "გავეცი", - მიუგო ღირსმა მამამ. "სახარება სადღაა?" "გავყიდე და ფული მთხოვნელს მივეცი", - უთხრა სერაფიმემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი