"დედამიწაზე არ არის ადგილი, მწუხარება რომ არ სცოდნოდეთ. ასეთი ადგილი მხოლოდ გულში შეიძლება იყოს, თუ მასში უფალი დაივანებს"
"დედამიწაზე არ არის ადგილი, მწუხარება რომ არ სცოდნოდეთ. ასეთი ადგილი მხოლოდ გულში შეიძლება იყოს, თუ მასში უფალი დაივანებს"
(მამათა ცხოვრებიდან)
იყო ვინმე უსინათლო გლახაკი, რომელიც დაჯდებოდა ხოლმე ეკლესიის კართან და მოწყალებას ითხოვდა. მარადჟამს ასე ლოცულობდა: "უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ვითარცა გნებავს, შემიწყალე მე, სახიერო მეუფეო".
ლოცულობდა მათთვისაც, ვინც მოწყალებას აძლევდა. შეგროვილი ფულის ნაწილს თავისთვის იტოვებდა, დანარჩენს კი სნეულ-გლახაკებსა და საპყრობილეში მსხდომებს უნაწილებდა. საღამოობით მიდიოდა თავის ბინაში, სადაც ერთი ძველი ჭილოფი ჰქონდა, ნახევარზე წამოწვებოდა, მეორე ნახევარს წაიფარებდა და მადლობას აღუვლენდა უფალს, ამბობდა: "გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ჩემი ესოდენი განსვენებისთვის. რამეთუ რამდენი მდიდარი და დიდებულია სნეული, რამდენი საპყრობილეში ჩამწყვდეულნი შეუკრავთ ბორკილებით და არათუ ფეხზე წამოდგომა, გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, მე კი, უღირსი შენი ესოდენი მოწყალებისა, მინდა, ფეხს გავწევ, მინდა, აღვდგები და სადაც ვისურვებ, იქ წავალ. ამ ყოველივესთვის გმადლობ, უფალო, და გევედრები, ნუ დამსჯი სულით ხორცის ესოდენი განსვენებისათვის. დიდება შენდა, კაცთმოყვარეო ღმერთო!"

***
ბალაამელი ბერი, მამა სისო, ჰყვებოდა: "უდაბნოში რომ ვცხოვრობდი, ეშმაკმა ისეთი საშინელი ვნებები აღმიძრა, რომ მწუხარებისაგან იატაკზე ვგორავდი და ვტიროდი. უეცრად ჩემს წინ უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღიმართა და მითხრა: "სისო, სისო, მთელმა სამყარომაც რომ მიგატოვოს, მე არ დაგიტევებო", - და ამ ხილვით დიდად ვინუგეშეო.

***
წმინდა იოანე ახალ ქოზიბელს (+1960), ერისკაცობაში ილიას, მშობლები ადრე დაეხოცა. მალე მისი გამზრდელი ბებიაც გარდაიცვალა და სულმთლად დაობლდა. ერთხელ, აღდგომა დღეს, მთელი სოფელი სასაფლაოზე გავიდა, რათა გარდაცვლილი ახლობლებისთვისაც ეხარებინათ ბრწყინვალე აღდგომა. ხალხი მხიარულობდა, მხოლოდ პატარა ილია ტიროდა ბებიის საფლავთან, რომელიც სოფლის პატარა ეკლესიის გვერდით მდებარეობდა. უნუგეშოდ მწუხარე ბიჭს უეცრად ხმა მოესმა, რომელიც ზარივით რეკდა: "ნუ ტირი, ჩემო შვილო, ნუ მწუხარებ, რამეთუ მე ვარ შენთან, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე". შეშინებული ბიჭი წამოხტა და მიმოიხედა, ცდილობდა მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ხმა. უცებ შეამჩნია საკურთხევლის კედელზე გამოსახული მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხატი, რომელიც თითქოს გაცოცხლებულიყო და უღიმოდა. ბიჭმა ტირილი შეწყვიტა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა.

შემდგომ, როცა ზარის რეკვას გაიგონებდა, ეს ხილვა ახსენდებოდა და დიდ ნუგეშს ჰგვრიდა.

***
ნეტარი იერონიმე ეგინელი (+1966) გერმანელთა ოკუპაციის დროს ერთ ჯარისკაცს მკურნალობდა, რომელმაც წასვლისას მის სენაკში ხელყუმბარა დატოვა. მამა იერონიმემ მისი გადაკეთება მოინდომა. ამ დროს ხელყუმბარა აფეთქდა და ბერს მარცხენა ხელი მოსწყვიტა. აფეთქებამ სმენაც დააკარგვინა, მაგრამ მამა იერონიმე მაინც მადლობდა ღმერთს და ამბობდა: "უფალო, მე არაფერი მქონდა, როცა დავიბადე; შენ შემქმენი და მიბოძე ყოველივე. კურთხეულ იყოს სახელი შენი, დაე, იყოს მადლი შენი ჩემ ზედა და თუ ჩემს სულს სჭირდება, მიიღე მეორე ხელიც". ერთი წლის შემდეგ მას წმინდა უვერცხლონი მკურნალნი გამოეცხადნენ და ამის შემდეგ სმენა დაუბრუნდა.

***
წმინდა გაბრიელ ქიქოძეს, იმხანად ჯერ კიდევ მღვდელ გერასიმეს, 1856 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს - სულ მოკლე ხანში გარდაეცვალა ცოლი და ხუთი შვილი. თავზარდაცემულმა მღვდლობის დატევება გადაწყვიტა, მაგრამ ეგზარქოსმა ისიდორემ გადააფიქრებინა. უთქვამს: "აი, ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლ-შვილი მოგაშორა და ანგელოზებად შერაცხა, მათ ნაცვლად კი ქართველ ხალხს გაძლევს, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავლო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალს ერი განათლებული და განწმენდილი ყოველგვარი ბოროტებისაგანო". შეგონებამ გავლენა მოახდინა გერასიმეზე, დაემორჩილა უფლის ნებას და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა.

***
IV საუკუნე იდგა. მთელი მცხეთა უდიდესი სასწაულის - სვეტიცხოვლის - სანახავად მიდიოდა. შინ მხოლოდ შვილის ცხედართან მგლოვიარე მშობლები დარჩნენ, მწარედ მოთქვამდნენ და გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ: აღსდექ, ნათელო თვალთა ჩვენთაო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა, რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. უცებ გარდაცვლილი ყრმა გაცოცხლდა, ფეხზე წამოდგა და მშობლებს სვეტიცხოველთან წაყვანა სთხოვა. ჰყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი. ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა გამოვიდა, რომელმაც ანგელოზებს უბრძანა: წამოიყვანეთ ეგ ყრმა, მხოლოდშობილი ძე გლახაკი მშობლებისა, და დაუბრუნეთ მათ, რამეთუ მათი ტკივილებისგან "მელმისო გული". ანგელოზებმა ყრმის სული სხეულში დააბრუნეს და მშობელთა დიდი მწუხარება დიდი სიხარულით შეიცვალა.

***
როსტომ რაჭის ერისთავმა ბოროტი ხალხის ჩაგონებით თავის ერთგულ ჯაფარ ჯაფარიძეს მკლავი მოჰკვეთა და თვალები დასთხარა. იმავე ხალხმა მიიმხრო სარდალი პაპუნა წერეთელი და სოლომონ პირველთან როსტომ ერისთავის დაბეზღება დაიწყო. მეფემაც, მის ორგულობაში რომ დარწმუნდა, თავის სარდალს გადასცა - "რაც გინდა, უყავიო", - უთხრა. დაუშრიტეს როსტომსაც თვალები და ჩასვეს მოდინახეს ციხეში. პაპუნა სადმე ლხინში რომ წავიდოდა, თან ტყვეც მიჰყავდა, ამღერებდა ხოლმე - რაჭის ერისთავი სახელგანთქმული მომღერალი იყო - და თან დასცინოდა: გახსოვს, ჭალებში რომ ჩამოხდი და ხოდაბუნები დამიხანი? ახლა მე გიხდი სამაგიეროს და შენს გულს ვფარცხავო.

დიდი შაბათია, აღდგომის ძალი. საყდრის გალავანში შემოდის ერთი ახალგაზრდა და თან უსინათლო მოხუცი შემოჰყავს. მას აქ არავინ იცნობს.

ირიჟრაჟა, ატყდა საზეიმო ზარების რეკვა. "ქრისტე აღსდგა!" - ამბობს მღვდელი. "ჭეშმარიტად!" - პასუხობს მრევლი. გალობენ. მივიდა მგალობლებთან ის უცნობი მოხუცი და ხმის კანკალით წარმოთქვა: "ვიცანი შენი ხმა, როსტომ ერისთავო! ქრისტე აღსდგა!" "ვინ ხარ?" - ჰკითხა შემკრთალმა ერისთავმა. "ვეღარ გამიხსენე? - უთხრა უცნობმა, - შენც წახდი, მეც წამახდინე... ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!.." "ჯაფარ?! - დაიღრიალა ერისთავმა, - მეც წავხდი, შენც წაგახდინე. ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!.." ჩაეკრა ერთმანეთს ორი ბრმა მოხუცი, გადააჭდეს ყელი ყელს და აქვითინდნენ. ხალხი სულგანაბული მისჩერებოდა მათ. მოშორდა ჯაფარა როსტომს და უთხრა: "არა, ბატონო ერისთავო, არ შვენის დღეის დღეს ტირილი". "მართალი ხარ, ჩემო ჯაფარა, - უპასუხა როსტომმა, - როგორც ყოველთვის, შენ შენი იცი, მე კი სწორედ მაშინ აღმადგინა მკვდრეთით ღმერთმა, როცა უბედურება მომივლინა და თვალები დამთხარეს. მანამდე ყველაფერს ვუმზერდი და ვერაფერს ვხედავდი, ყურს ვუგდებდი და არა მესმოდა რა, მაშინ კი პირველად ამეხილა გონების თვალი, ჩავიხედე ჩემს გულში და ყოველივე დავინახე. მედიდურობით გაბოროტებული თურმე ჯოჯოხეთის მონა ვიყავი, ახლა კი ქრისტეს ვემსახურები და ვუგალობ შვებითა და სიხარულით. აბა, ერთი ჩვენებური რაჭული "ქრისტე აღსდგა" დავძახოთ!" - და ისეთი საგალობელი გაისმა, საწერეთლოს მანამდე რომ არ გაეგონა.

***
წმინდა ამბროსი ოპტელმა ბრძანა: "თუმცა ღმერთმა აპატია მონანულ ავაზაკს, მაგრამ მისი ცოდვებისგან განსაწმენდად ფეხები მაინც გადაუმტვრიეს. ამიტომ ყოველი ცოდვა მოითხოვს განსაწმენდ სასჯელს. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ უფლის მიერ ბოძებული ჯვარი, ამ ჯვარს კაცისთვის ღმერთი არ ქმნის. რაც არ უნდა გვემძიმოს ჯვარი, რომელსაც ჩვენს სიცოცხლეში ვატარებთ, ის იმ ხისგან არის გაკეთებული, რომელიც ყოველთვის ჩვენი გულის ნიადაგზე იზრდება".

***
წმინდა ანატოლი ოპტელი ბრძანებდა: "ნუ შეგაშინებს ნურც უბედურება და ნურც განსაცდელი. ყოველივე ეს ღვთის სტუმრობაა და სასარგებლოა შენთვის... სიკვდილის წინ ღმერთს მადლობას შესწირავ არა სიხარულისა და ბედნიერებისთვის, არამედ ტანჯვისა და მწუხარებისთვის. და რაც უფრო მეტია შენს ცხოვრებაში ეს უკანასკნელი, მით უფრო ადვილი იქნება შენთვის სიკვდილი, უფრო მსუბუქად აღმაღლდება შენი სული უფალთან".

***
წმინდა ანდრია სალოსმა ერთხელ ძილში დიდებულ ტახტრევანზე მჯდომი მაცხოვარი იხილა. უფალმა იხმო და ჰკითხა: "გინდა, მემსახურო?" "მინდა, უფალო!" - მიუგო წმინდა ანდრიამ. მაშინ უფალმა რაღაც ძალზე მწარე მისცა შესაჭმელად და უთხრა: "ასეთივე მწარეა გზა, რომელიც ამა სოფლად ელისო ჩემს მსახურს", - მერე კი თოვლივით თეთრი და მანანასავით ტკბილი რამ შეაჭამა. დაუტკბა წმინდა ანდრიას პირი, დაავიწყდა წეღანდელი სიმწარე. "ასეთი საზრდო მაქვს მათთვის, ვინც მე მემსახურება და ჩემი სახელით ყოველივეს დაითმენს. შენც ასევე მამაცურად აღასრულე შენი ღვაწლი, რამეთუ ამ ცხოვრებაში მცირეოდენი ტანჯვის გადატანით საუკუნო სიცოცხლეს მოიპოვებო", - უთხრა მაცხოვარმა.

***
მამა ექვთიმე ოპტელის სიტყვებია: "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, განვშორდეთ ჯვარს, რომელიც უფალთან გვაერთებს, მაგრამ ჩვენ ვერ დავუტევებთ მას, თუ არ დავუტევეთ მასთან ერთად ზედ გაკრული იესო ქრისტეც, რამეთუ ჯვარი და მასზე გაკრული ქრისტე განუყოფელია".

***
მამა ნიკონს (ოპტელს) უთქვამს: "დედამიწაზე არ არის ადგილი, მწუხარება რომ არ სცოდნოდეთ. ასეთი ადგილი მხოლოდ გულში შეიძლება იყოს, თუ მასში უფალი დაივანებს".

***
წმინდა ევსტათე პლაკიდა, სახელგანთქმული მხედართმთავარი, იმპერატორ ტრაიანეს ემსახურებოდა. ქრისტესკენ მოქცეულს, მალე უფალმა განუცხადა, რომ მას, მართალი იობის მსგავსად, ურიცხვი განსაცდელი ელოდა. "იყოს ნება შენი, უფალო. მზად ვარ განსაცდელისთვის, ოღონდ მომეცი ძალა, დავითმინო ყოველივე, რათა არ დამეუფლოს ბოროტი და შენს სიყვარულს არ განმაშოროს", - შეევედრა წმინდა ევსტათე.

მალე მხედართმთავრის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს - დაეხოცა სახლეულნი, მსახურნი, პირუტყვიც კი. თვითონ და თავისი ცოლ-შვილი სნეულნი იწვნენ სარეცელზე. ამ დროს ყაჩაღები დაესხნენ თავს და პირწმინდად გაძარცვეს.

შეჭირვებულმა ევსტათემ ეგვიპტეში გადასახლება გადაწყვიტა. გემი ნაპირს რომ მიადგა, კაპიტანმა მისი ცოლი მგზავრობის საფასურად დაიტოვა, თვით ევსტათე კი შვილებთან ერთად ხმელეთზე გადაყარა. უცხო მხარეში გზააბნეულს, ყრმები მხეცებმა მოსტაცეს... შეჰღაღადა ევსტათემ ღმერთს: "ნუ განმირისხდები, უფალო, ასე მწარედ რომ მოვთქვამ, რამეთუ ვტირი, ვითარცა კაცი; არამედ ვსასოებ, რომ შენ, ჩემი ცხოვრების გზის წარმმართველი, გრილი ნამისა და ნიავის დარად განაგრილებ ცეცხლს ჩემი მწუხარებისას და მეც შენი სურვილით, ვითარცა სიტკბოებით, ჩემს უბედობათა სიმწარეს დავიტკბობ".

ევსტათეს რწმენა რომ იხილა, უფალმა შეისმინა მისი ღაღადისი - მოვიდა ჟამი, როცა ადრინდელზე მდიდარი და სახელგანთქმული გახდა, იპოვა სასწაულით გადარჩენილი ცოლ-შვილი და შემდგომში იმდენი მადლი და წყალობა პოვა ღვთისგან, რომ მოწამის გვირგვინის ღირსიც შეიქმნა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat