წმინდა პროკოფი ღირსმოწამე მთაწმინდელი მონაზონი იყო. ანგელოზებრივი სქემის შემოსვის მერე მარხვაში, მღვიძარებასა და ლოცვაში მოღვაწეობდა.
მაგრამ ეშმაკმა თანდათანობით მონასტრის დატოვებისა და ერში დაბრუნების აზრი ჩაუნერგა. ცდუნდა. დაუტევა ათონი და სმირნაში წავიდა. ერთ მცდარ ნაბიჯს მეორე უარესი მიუმატა - გამაჰმადიანება გადაწყვიტა და ქალაქის ყადის ეახლა. გახარებულმა მაჰმადიანებმა ორი კვირის შემდეგ წინადაცვითეს. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! პროკოფი მაშინვე გონს მოეგო, გაეღვიძა სინდისი და გადაწყვიტა, თავისთვის ეშველა. დრო იხელთა, ნაცნობ მოძღვართან მივიდა, ყველაფერი უამბო და დაატანა, ცოდვები საკუთარი სისხლით უნდა გამოვისყიდოო. მოძღვარს მისი მეორედ დაცემისა შეეშინდა და ათონზე დაბრუნება ურჩია. მაგრამ მტკიცე იყო წმინდა პროკოფი. ორი კვირის შემდეგ გამოცხადდა მუსლიმთა წინაშე, თამამად აღიარა ქრისტე და მოწამებრივად აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი