წმინდა თეონა, სავარაუდოდ IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა და თებეში ოცდაათ წელზე მეტი ხნის მანძილზე მდუმარედ იღვწოდა.
ამ ყოვლადუბრალო მამამ ღვთისგან იმგვარი მადლი მიიღო, ხილულადაც ანგელოზს შეჰგავდა და ყოველდღიურად ლოცვით უამრავ კურნებას და სასწაულს აღასრულებდა.
ერთ ღამით მის სენაკში ქურდები იმ იმედით შეიპარნენ, - ეგებ, ფული ვიპოვოთო, მაგრამ წმინდანის ლოცვით კართანვე ადგილზე გაქვავდნენ.
დილით იქაურებმა გაშეშებული ქურდები რომ იხილეს, ცოცხლად დაუპირეს დაწვა, მაგრამ ნეტარმა ამ სიტყვებით შეაჩერა:
- ნურაფერს ავნებთ, თორემ უფალი კურნების მადლს წამართმევს და თქვენს უძლურებებს ვეღარ ვუწამლებო!
შენდობამიღებული მპარავნი კი ჩადენილის შესანანებლად მახლობელ მონასტრებს შეერთვნენ.
ამბობენ, როდესაც ღირსი მამა ღამით უდაბნოში მიმოდიოდა, უკან დასაცავად გარეული მხეცნი მისდევდნენ, სენაკში მიბრუნებული კი მადლობის ნიშნად მათ თავისი ჭის წყლით არწყულებდაო.
წმინდა სვიმეონი და ფორბინე წმინდა თეონას მოწაფეები იყვნენ.
შეგვიწყალე, ქრისტე, ამ წმინდა მამათა შუამდგომლობით!
ხატის წყარო