სინის უდაბნოში მოღვაწე წმინდა მამა ზოსიმესთან ერთხელ ვინმე ავაზაკი მივიდა, აღიარა მის წინაშე თავისი ცოდვები და სთხოვა, ბერად აღეკვეცა.
წმინდა ზოსიმემ მიხედა მის გულწრფელ სინანულს და ავაზაკი საბერო სამოსით შემოსა. ავაზაკყოფილის დაფარვა სინის უდაბნოში ძნელი იქნებოდა, რადგან მამა ზოსიმეს რომელიმე სტუმართაგანს შეიძლებოდა ეცნო იგი, ამიტომ ურჩია, განმარტოებით მდგარ სკიტში, მამა დოროთესთან წასულიყო. ცხრა წელი იღვაწა მამა დოროთეს სკიტში მონანულმა ავაზაკმა, ზეპირად დაისწავლა მთელი "ფსალმუნნი", იყო ძალზე მორჩილი და ყველასთვის საყვარელი. ერთხელაც, ამდენი ხნის ბერობის შემდეგ, დატოვა სენაკი, მამა ზოსიმეს მიადგა და სთხოვა, მისთვის ბერის სამოსი განეძარცვა. სურდა, ერისკაცის სამოსით დაბრუნებულიყო ერში.
დაბნეულმა მამა ზოსიმემ მიზეზი ჰკითხა. აი, რა უპასუხა ავაზაკყოფილმა: "უკვე ცხრა წელია, წმინდაო მამაო, რაც სკიტში ვცხოვრობ. ვმარხულობდი, როგორც შემეძლო, დავითმენდი ყოველგვარ სურვილს, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით ვმორჩილებდი ღირს მამებს, ვსასოებდი ღვთის მოწყალებას, რომელიც მომიტევებდა ჩემს აღურაცხელ ცოდვებს, მაგრამ ვერა და ვერ ვპოვე სულის მშვიდობა და სიხარული. ყოველ წამს თვალწინ მიდგას ჩემგან მოკლული ბავშვი და გულისმომკვლელად მეკითხება - რისთვის მომკალიო? ტაძარში ვლოცულობ თუ ვეზიარები, ძმებთან ერთად ვტრაპეზობ თუ სადმე მივდივარ, გვერდით მომდევს ყრმა, რომელიც განუწყვეტლივ მეკითხება ერთსა და იმავეს: "რისთვის მომკალი?" ამიტომაც, მამაო, მინდა დავბრუნდე იქ, სადაც ვყაჩაღობდი, რათა შემიპყრონ და სასჯელს მიმცენ".
დაინახა მამა ზოსიმემ, რომ სხვაგვარად არ დაუმშვიდდებოდა სული მონანულ ძმას და წასასვლელად აკურთხა.
მივიდა ავაზაკყოფილი სოფელში. იცნეს, შეიპყრეს და თავი წარკვეთეს. ამგვარად, მხოლოდ საკუთარი სისხლით შეძლო მოებანა ის უამრავი ცოდვა, ასე რომ ტანჯავდა მის სულს და ვერანაირ სინანულის ცრემლს ვერ წარეხოცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი