ღირსი ნიფონტე - კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) - 23 (05.01) დეკემბერი
ღირსი ნიფონტე - კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) - 23 (05.01) დეკემბერი
ღირსი ნიფონტე პაფლაგონიაში ცნობილი დიდებულის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილი განათლების მისაღებად კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. აქ იგი დაასახლეს ერთი მხედართმთავრის სახლში, მასწავლებლად კი ამავე სახლში მცხოვრები მღვდელი მიუჩინეს. ნიფონტე ბუნებით კეთილი და თავმდაბალი ბიჭი იყო, უყვარდა ეკლესიაში სიარული. ყველაფერი, რაც რწმენას ეხებოდა, ახარებდა და გულს უჩუყებდა. უყვარდა ხატებისა და მათ წინ დანთებული კანდელების ყურება, ახარებდა გალობის მოსმენა. ის მთელი გულით გრძნობდა, რომ სამყარო არ მთავრდება იმით, რასაც იგი ხედავს, რომ ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი იქ, შორს, ხილული სამყაროს მიღმაა.

ნიფონტე უწესო ბავშვებს დაუმეგობრდა. ცუდი წრე, რომელშიც ნიფონტე ტრიალებდა, ნელ-ნელა ცვლიდა მის ზნეს. მართალია, მან არ უარყო ეკლესია, არ განუდგა თავის რწმენას, მაგრამ ბიწიერმა ცხოვრებამ ისე შეიპყრო იგი, რომ ის პირჯვრის გადაწერასაც გადაეჩვია. მისი ცხოვრება უქმი და უდარდელი გახდა. ღამეებს მეგობართა წრეში, ურცხვ ღრეობასა და ხორციელ ცოდვებში ატარებდა, მხოლოდ ნაშუადღევს იღვიძებდა, მდიდარ და უსაქმურ ადამიანებთან ერთად მოედანზე დაეხეტებოდა, მასხარების წარმოდგენებს ესწრებოდა. ეს ყველაფერი გულსა და გონებას უკლავდა და დიდ ხარჯებსაც მოითხოვდა.

რამდენჯერმე, როდესაც ფული არ ჰყოფნიდა, ნიფონტემ მოიპარა კიდეც. უწესო ცხოვრებამ ნერვული სისტემაც დაუზიანა, ადვილად ღიზიანდებოდა, სულ მცირე საბაბიც საკმარისი იყო, რომ ჩხუბი და დავიდარაბა აეტეხა.

"ვაი შენ, ნიფონტე, რომ ხორცით ცოცხალი, სულით უკვე მკვდარი ხარ და შენი აჩრდილიღა დადის კაცთა შორის!" - ეუბნებოდა ერთი ნაცნობი, მაგრამ ყმაწვილი ყურადღებას არ აქცევდა და უფრო და უფრო იძირებოდა ცოდვის მორევში. დროდადრო სასოწარკვეთილი იტყოდა: უკვე დაღუპული ვარ, სინანული რაღას მიშველის, მაშ, ამქვეყნიური სიკეთით მაინც დავტკბეო.

ნიფონტესთვის ადრე ნაცნობი იყო მგზნებარე ლოცვის სიხარული. ახლა კი ლოცვა აღარ შეეძლო, თითქოს ქვა ედო გულზე. ქალი, რომლის სახლშიც ნიფონტე ცხოვრობდა, ხშირად ტიროდა ამ ყმაწვილის გამო. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა ყმაწვილი, ასეთი ცხოვრებისათვის თავი დაენებებინა, ეჩხუბებოდა, სცემდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ნიფონტე მართლაც სამუდამოდ დაღუპული იყო, რომ იგი ვეღარასოდეს დააღწევდა თავს იმ უსჯულოების წყვდიადს, რომელშიაც ჩაეფლო.

ნიფონტეს, დაცემის მიუხედავად, მაინც შემორჩა ძველი კარგი მეგობრები. ერთხელ ის მივიდა ერთ-ერთ ასეთ მეგობართან, ნიკოდიმესთან. როდესაც ნიკოდიმემ სტუმარს შეხედა, შეძრწუნებისაგან ხმა ვერ ამოიღო.

- რა მოგივიდა, რატომ სდუმხარ? - ჰკითხა ნიფონტემ.

- არასოდეს მინახავხარ ასეთი: სახე ეთიოპიელივით სულ მთლად შავი გაქვს.

მეგობრის ამ შენიშვნამ და მის სახეზე გამოხატულმა საშინელებამ ღრმად შეძრა ნიფონტე. მას შერცხვა და შეეშინდა. სახე ხელებით დაიფარა, ეგონა, რომ ყველა ხედავდა მის სიშავეს და დადარდიანებული შინ წავიდა. `ვაი ჩემს თავს, - ფიქრობდა იგი. - თუ ისეთი შავი ვარ, რომ ხალხს ვაშინებ, როგორღა წარვდგები უფლის სამსჯავროზე? რაღა ვქნა ახლა! ნუთუ შევძლებ მონანიებას, ნუთუ შესაძლებელია ჩემი გადარჩენა? როგორ შემიძლია, ღმერთს ვუთხრა, `შემიწყალე", როდესაც სულ მთლად სიბილწეში ვარ ჩაფლული!"

ასეთი ფიქრებით მივიდა ნიფონტე შინ. მასში დიდი ბრძოლა მიდიოდა ღამით, როდესაც ყველაფერი ჩაჩუმდა. კეთილი ზრახვა მას შთააგონებდა: მთელი სულით მიენდე ღმერთს, იგი შენთვის ევნო, ის არ უკუგაგდებს შენ, იმედი გქონდეს მისი მოწყალების და უფალი მოგაგებს შენი რწმენისამებრ~.
ამ კეთილ ზრახვას ბოროტი ზრახვა ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ნიფონტეს შთააგონებდა: თუ ლოცვას დაიწყებ, გაგიჟდები და დამახინჯდები და ყველა დაგცინებს.

ნიფონტეს ეყო ძალა, თავი ასე დაემშვიდებინა: თუ მაშინ არაფერი დამემართა, როდესაც ბიწიერებაში ვცხოვრობდი, ნუთუ ახლა მომივა რაიმე ცუდი, როცა ლოცვას დავიწყებ?

- გამშორდი, სატანავ - დამღუპველი აზრების შთამაგონებელო.

ნიფონტემ მოიკრიბა ძალა და ღამით სალოცავად დადგა. მკერდში იცემდა, უფალს შეწევნას და შეწყალებას ევედრებოდა. თავის გასასამართლებლად არაფერი ჰქონდა სათქმელი. იცოდა, რომ მთლიანად წყლულებსა და ცოდვებში იყო ჩაფლული. მისი დაიარებული, ღმერთს მონატრებული სული შეჰღაღადებდა მას, პატიებას ევედრებოდა. როგორც ოდესღაც მეძავი ქალი, მისი სულიც მაცხოვარ ქრისტეს ფეხებში ჩაუვარდა. ლოცვისას მან მოულოდნელად აღმოსავლეთიდან მასზე მომავალი საშინელი წყვდიადი დაინახა. ნიფონტე შეშინებული დაწვა. მას ეჩვენებოდა, რომ წყვდიადი მისი დაღუპვის მომასწავებელი იყო. დილით მან თავს ძალა დაატანა ეკლესიაში წასასვლელად. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისთვის იოლი არ აღმოჩნდა, ეკლესიის ზღურბლთან მისული კინაღამ უკან გაიქცა, მაგრამ უფალი შეეწია მას.

ტაძარი ჯერ ცარიელი იყო, მსახურები საკურთხეველს ალაგებდნენ. ნიფონტეს ხელს არავინ უშლიდა. იგი მივიდა ღვთისმშობლის ხატთან, რადგან იგი ყოველთვის პატივს მიაგებდა ქრისტიანთა დედასა და მეოხს.

- შემეწიე, - შეჰღაღადა მან ღვთისმშობელს, - დამეხმარე შენი დიდი წყალობით, ყოვლადწმინდაო, მიშველე! შენ ხარ მონანულთა ნუგეში და იმედი!
და მოხდა სასწაული. ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა. ნიფონტე თითქოს გარდაიქმნა, იგი მიხვდა, რომ ღვთისმშობელმა შეიბრალა იგი და მზადაა, დაეხმაროს. მან ხელები ხატისკენ გაიწოდა და წარმოთქვა:

- უფალო, შენ დასახმარებლად შენი ყოვლადწმინდა დედა გამოგვიგზავნე! შენ იგი ჩვენთვის მლოცველად დაადგინე!

მის გულში სიმშვიდემ დაისადგურა, იმედით ემთხვია იგი წმინდა ხატს. შინ დაბრუნებული თავისთავს ეუბნებოდა: `შეხედე, წყეულო სულო, შეხედე, როგორ შეგვიყვარა ჩვენ უფალმა, როგორ მოდის ჩვენკენ, ჩვენ კი უარვყოფთ მას".

ამის შემდეგ ნიფონტე დაუდუმებლად აღავლენდა ვედრებას ზეციური დედოფლის მიმართ. თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოხედავდა. ბოლოს, წმინდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტე ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვას წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს.

ნიფონტე უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, ღვთის მინიშნებით, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმინდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმინდანი ანგელოზებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქნა.
...........................

აქვე წაიკითხეთ:

რადგან უფალმა კაცს თავისუფალი ნება მიანიჭა და გზანი უჩვენა ფართო და ვიწრო, მისი ნებაა, საითკენ წავა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat