მღვდელმოწამე კლიმენტი, რომის პაპი (+101) - 25 ნოემბერი (08 დეკემბერი)
მღვდელმოწამე კლიმენტი, რომის პაპი (+101) - 25 ნოემბერი (08 დეკემბერი)
წმინდა კლიმენტი რომაელი დაიბადა რომში, იმპერატორ ტიბერიუს I-ის მონათესავე, დიდგვაროვან და მდიდარ, წარმართულ ოჯახში. კლიმენტის მშობლებს, ფავსტოს და მათიდიას ტყუპი ძე ჰყავდათ, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. იგი ჯერ ბავშვი იყო, როცა დედამისი შორეულ მოგზაურობას შეუდგა და თან წაიყვანა ორი უფროსი ძე, ტყუპი. მაგრამ საშინელი ქარიშხლის დროს მათი ხომალდი წყალქვეშა კლდეებზე დაიმსხვრა, მგზავრები კი დახრჩობისგან ღვთის განგებულებამ იხსნა. დედა თავის შვილებს დაღუპულად თვლიდა და გლოვობდა. ტყუპიც, თავის მხრივ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედა დაიხრჩო. დედა ვიღაც კეთილმა დედაკაცმა შეიკედლა, შვილები ყაჩაღებმა იგდეს ტყვედ და სტრატონიის კესარიაში მონებად მიჰყიდეს ვინმე იუსტას, რომელმაც ისინი საკუთარი შვილებივით შეიყვარა. ჭაბუკებს უდიდესი ბედნიერება ელოდათ: კესარიაში მათ მოისმინეს პეტრე მოციქულის ქადაგება, დაემოწაფნენ და მისგანვე მოინათლნენ.

ამასობაში მათმა მამამ, რომ ვერაფერი შეიტყო თავისი ოჯახის შესახებ, რომში უმცროსი ვაჟი კლიმენტი დატოვა და ცოლ-შვილის საძებნელად გაემგზავრა. როდესაც იმ ხომალდის დაღუპვის ამბავი შეიტყო, რომლითაც მისი ოჯახი მგზავრობდა, დიდად დამწუხრებულმა აღარ მოისურვა რომში დაბრუნება, ნებით ირჩია სიღატაკე და იწყო სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალი. მთელი ეს დრო კლიმენტი რომში ცხოვრობდა წარმართი აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად ფუფუნებაში ყოფნისა, იგი მშობლის ალერსს იყო მოკლებული, რამაც ადრეული ასაკიდანვე დარდიანი და გულჩათხრობილი გახადა. ეს ნაღვლიანი განწყობა წლებთან ერთად მატულობდა. მას თავზარს სცემდა ყოველგვარი მიწიერი სიხარულისა და სიმდიდრის ამაოება, სიცარიელე მთელი წარმართული სიბრძნისა, რომელიც მან ასე ღრმად შეისწავლა და მასში ვერც დასაყრდენი იპოვა და ვერც ნუგეში. ერთხელ გაიცნო ქრისტიანი, რომელმაც უამბო ქრისტესა და მარადიული ცხოვრების შესახებ, რითაც კლიმენტის ახალ სამყაროში შესასვლელი კარი გაუხსნა. იგი გაემგზავრა იმ ქვეყნებში, სადაც ქადაგებდნენ მოციქულები, რათა მეტი შეეტყო ამ ნუგეშინისმცემელი სწავლების შესახებ - იქ მოუსმინა ბარნაბას და პეტრეს და ირწმუნა ქრისტე. კლიმენტი მონათლა პეტრე მოციქულმა, რის შემდგომაც იგი მის მოწაფეებს შეუერთდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები - ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს. ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმინდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი ყრმობის შესახებ. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გადასული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, ღვთის განგებით, მოციქულმა დავრდომილ დედაკაცში მათიდია შეიცნო და აუწყა, რომ მის უმცროს შვილს იცნობდა და ქალი ხომალდზე აიყვანა. მათიდიამ შორიდანვე იცნო თავისი ძე. საუბრისას გაირკვა, რომ ფავსტო და ფავსტინე, რომელნიც ლაოდიკიაში ელოდებოდნენ მოციქულ პეტრეს, წმინდა კლიმენტის ძმები იყვნენ და დედა-შვილი მოუთმენლად ელოდა ლაოდიკიაში ჩასვლას. როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე.

წმინდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმინდანს და უთხრა: "ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს". პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან.

შემდეგ ყველანი რომში დაბრუნდნენ, დაიწყეს ღვთის¬მოშიშებით ცხოვრება და გულმოდგინედ იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად. კლიმენტი შეუერთდა პეტრე და პავლე მოციქულებს რომში მათი ყოფნის დროს. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ თავის ეპისტოლეში ახსენებს კლემენტის და ამბობს, რომ მისი სახელი "წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა" (ფილიპ. 4,3). ვარაუდობენ, რომ პეტრე მოციქულმა თავის აღსასრულის წინ კლიმენტი რომაელი ეპისკოპოსად აკურთხა, თუმცა ეს კათედრა მან დაიკავა დაახლოებით 98 წელს, ლინუსისა და ანაკლიტუსის შემდეგ.

კლიმენტიმ სათნო ცხოვრებითა და სარწმუნოებისადმი მოშურნეობით ქრისტიანთა დიდი პატივისცემა მოიპოვა. როდესაც კორინთოს ეკლესიაში განხეთქილება და არეულობა დაიწყო, იქაურმა მორწმუნეებმა რჩევისთვის მას მიმართეს, მანაც მოციქულთა მოწაფის ღირსების საკადრისი ორი ეპისტოლე მისწერა კორინთელებს და მოუწოდა, მორიდებოდნენ სიამაყეს, გამოეჩინათ თავმდაბლობა და სიყვარული. იგი აღფრთოვანებით საუბრობს უფალ იესო ქრისტეზე. მაცხოვარი მისთვის არის: "მეოხი ჩვენი და შემწე უძლურებათა შინა, რომლის წყალობითაც ვუმზერთ ზეციურ სიმაღლეებს და რომელმაც აგვიხილა თვალნი ჩვენი გულისა". ძველი ქრისტიანები განსაკუთრებით აფასებდნენ მის პირველ ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ და ღვთისმსახურების დროს კითხულობდნენ. იგი შეიცავს უამრავ ცნობას მაშინდელი ეკლესიის მდგომარეობისა და ტრადიციების შესახებ. დომიციანეს დროს კლიმენტის დევნიდნენ, ხოლო პირველი საუკუნის მიწურულს მისი ქადაგებებით გაგულისებულმა წარმართებმა ცილი დასწამეს იმპერატორ ტრაიანეს წინაშე, რომელმაც იგი ტავრიკეს (ახლანდელი ყირიმი) ქერსონესში გადაასახლა, ქვის სამტეხლოებზე უმძიმესი სამუშაოებისთვის. ამ სასჯელმაც სახარების გავრცელებას შეუწყო ხელი - კლიმენტიმ იქ მყოფი საცოდავი დევნილები ანუგეშა: უქადაგა ქრისტეთი გადარჩენა და მარადიული ცხოვრება; ბევრი მისი წყალობით მოინათლა, რამაც აღაშფოთა ქვეყნის წარმართი მმართველობა და კლიმენტის სიკვდილი მიუსაჯა. მას კისერზე ღუზა მიაბეს და შავ ზღვაში დაახრჩვეს. ეს მოხდა 101 წელს. მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში ("ანგელოზთა ეკლესიაში") დასვენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამებრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმინდისათვის.

ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმინდა ნაწილები: ორმოცდაათი წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიქაელ III-ისა (855-867) და მისი დედის, თეოდორას (842-855) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩასულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოს გიორგისთან და მთელ ერთან ერთად ლოცვად დადგნენ სიწმინდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინოპოლში ჩასულ სამღვდელოებასა და ერთან ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივ ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადააბრძანეს წმინდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადაასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმერმა (1015) კიევში გადააბრძანა. მის ხსენებას ეკლესია აღნიშნავს ძველი სტილით 25 ნოემბერს.

..............................................

აქვე ნახეთ:

მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი (+101) - 25 (08.12) ნოემბერი

პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი - "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი".  ნაწილი 1;  თავი 6. კლიმენტი ალექსანდრიელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat