ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი, +1794) - 15 (28) ნოემბერი
ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი, +1794) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა პაისი 1722 წელს დაიბადა პოლტავაში, სადაც მამამისი იოანე მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.
პეტრე (ასე ეძახდნენ ერისკაცობაში) და დედამისი ღვთისმოშიშები იყვნენ. ოთხი წლის პეტრეს მამა გარდაეცვალა და მასზე ზრუნვა უფროსმა ძმამ, იოანემ იკისრა, რომელმაც ტაძარში მამის ადგილი დაიკავა. როცა წამოიზარდა, პეტრე სასწავლებლად მიაბარეს. მალე ისწავლა წერა-კითხვა. ყმაწვილის საყვარელი საკითხავი წმინდანთა ცხოვრება და ღირს მამათა სწავლებანი იყო. ოთახში ჩაიკეტებოდა და კითხულობდა სასულიერო წიგნებს. 13 წლის პეტრეს ძმაც გარდაეცვალა და უკიდურესად შეჭირვებულმა დედამ კიევის მიტროპოლიტ რაფაელს სთხოვა დახმარება, რომელმაც არა მარტო შეუნახა მამისეული ადგილი პეტრეს, მცირე გამოცდის მერე ყმაწვილი კიევის სასწავლებელში ჩარიცხა. პეტრე კარგად სწავლობდა, თავისუფალ დროს დაფარულ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვაში ატარებდა. სასულიერო სასწავლებელში მან რამდენიმე ყმაწვილი გაიცნო, რომელთაც, მის მსგავსად, მონაზვნობა სურდათ. ბიჭები მთელ ღამეებს საუბარში ატარებდნენ, თუ როგორ აესრულებინათ ოცნება. პეტრემ აღარ დაუცადა სწავლის დასრულებას, უჩუმრად დატოვა კიევი და მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად წავიდა.
შეძრწუნებული დედა დიდხანს ტიროდა. მერე კი გადაწყვიტა, შიმშილით მოეკლა თავი. გონება თითქმის დაუბნელ¬და. უეცრად მწუხარებისგან გათანგული ქალი გონს მოვიდა და ღვთისმშობლის "დაუჯდომელი" მოითხოვა, რომელსაც დიდხანს კითხულობდა. მერე კი მოძღვარს მოუხმო და უთხრა: "როცა მწუხარებისგან დასუსტებული სიკვდილის პირას მივედი, საშინელი სახის უამრავი დემონი დავინახე. ჩემი შეპყრობა სურდათ. "დაუჯდომლის" კითხვა დავიწყე. როცა მას დღედაღამ შეუჩერებლად ვკითხულობდი, ეშმაკები თრთოდნენ და ვეღარ მეკარებოდნენ. გულს მომეფონა. უეცრად ცა გაიხსნა და ელვასავით ჩამოეშვა უფლის ანგელოზი. წინ დამიდგა და მითხრა: "ჰოი, უგუნურო! ეს რა გააკეთე?! იმის მაგივრად, რომ მთელი სულით და გულით შეგეყვარებინა უფალი, შემოქმედი შენი, შემოქმედზე მეტად შეიყვარე ქმნილება - ვაჟი შენი. ამ განუსჯელი და ღვთის-საწინააღმდეგო სიყვარულის გამო გადაწყვიტე, თავი შიმშილით მოგეკლა და საუკუნოდ წარწყმედილიყავი. იცოდე მტკიცედ: შენი ვაჟი, ღვთის მადლით, აუცილებლად მონაზონი გახდება. შენც უნდა გაუყვე შვილის კვალს, უარი თქვა სოფელზე და მონაზონი გახდე. ეს ღვთის განსაკუთრებული ნებაა! თუ კიდევ შეეწინააღმდეგები ღვთის ნებას, მაშინ ნაბრძანები მაქვს ქრისტესგან, რომ გადაგცე ეშმაკებს, რომლებიც შენს შეპყრობას ლამობენ, რათა მასხრად აიგდონ შენი სულიცა და ხორციც. დაე, სხვა მშობლებმაც ისწავლონ, რომ შვილები ღმერთზე ძლიერ არ უნდა უყვარდეთ". ვთქვი, - თუ ასეთია ღვთის ნება, ამიერიდან ჩემს შვილზე აღარ ვიდარდებ-მეთქი. და ეშმაკები გაქრნენ, უფლის ანგელოზი კი გახარებული ავიდა ზეცად.
ირინას მონათხრობმა მოძღვარი და ახლობლები დიდად ანუგეშა. მალე პეტრეს დედამ მონასტერს მიაკითხა, მონაზვნად აღიკვეცა იულიანას სახელით და ათი წლის მერე მშვიდად გარდაიცვალა.
პეტრეს ბევრი მწუხარება და იმედგაცრუება შეხვდა. მონაზვნობის დონე იმ დროს დაცემული იყო. პეტრეს უნდა გაევლო თავისი გზა, რათა სხვებისთვისაც მასწავლებელი ყოფილიყო. თავიდან დნეპრის ახლოს, ლუბეჩკის მონასტერში დასახლდა, რომლის იღუმენიც გახლდათ მამა ნიკიფორე. ის სიყვარულით, მოთმინებით და სიმშვიდით ხელმძღვანელობდა საძმოს. სამწუხაროდ, მალე მის მაგივრად განსწავლული ბერი დაადგინეს, რომელიც მონასტერს ბატონივით მართავდა. შეშინებულმა ბერებმა მონასტერი დატოვეს, წავიდა პეტრეც. იღუმენმა ერთხელ პეტრეს უბრძანა, - მზარეულებს უთხარი, კომბოსტო მომიმზადონო, თუმცა არ უთქვამს, როგორ. როცა პეტრემ საჭმელი მიუტანა, აღმოჩნდა, რომ მზარეულებმა კერძი სხვანაირად გააკეთეს, ვიდრე მას სურდა. გაბრაზებულმა იღუმენმა პეტრეს სილა გააწნა, რომლითაც მერე ტრაბახობდა კიდეც. იქ პეტრემ გამოცდილი მოძღვარი ვერ იპოვა, რომელიც მას უხელმძღვანელებდა. ცრემლმორეული შეევედრა ღმერთს. იმავე ღამეს გადალახა გაყინული დნეპრი და მედვედევის მონასტერში ითხოვა თავშესაფარი. იღუმენმა ნიკიფორემ სიამოვნებით მიიღო და ფერიცვალება დღეს, 19 წლისა, პლატონის სახელით აღკვეცა.
გულმოდგინედ იღვწოდა ახალბედა მორჩილი. დღისით სამორჩილო საქმეებს ასრულებდა, ღამით კი ლოცულობდა. თუმცა ამ სავანეშიც დიდხანს არ მოუწია ყოფნამ. უკრაინაში უნიატებმა მართლმადიდებლობის დევნა დაიწყეს. ამ სავანის მთავარი ტაძარი დალუქეს. ძმობა მიმოიფანტა. პლატონი სხვებთან ერთად კიევში, მღვიმევის მონასტრის სტამბაში მოეწყო. მაგრამ რადგანაც რუსეთში ვერ იპოვა, რასაც ეძებდა, სამშობლოდან გაემგზავრა - მოლდავეთ-ვლახეთში.
იქ, ტრეისტვენის წმინდა ნიკოლოზის სავანეში ნახა ის, რასაც ეძებდა: მკაცრი მოსაგრეები, რომელთაგანაც მან ბევრი რამ ისწავლა. ამ მონასტრის სულიერი მამა გახლდათ მღვდელ-სქემმონაზონი მიქაელი, რომელიც თავისი მოშურნეობით და ღვთივსათნო ცხოვრებით მსგავსი იყო ძველ მოსაგრეთა. საოცარი მოშურნეობით ზრუნავდა პლატონი თავისი სულისთვის. ერთხელ, კვირა დღეს, პლატონს ჩაეძინა და ცისკრის ზარების რეკვა ვერ გაიგო. გვიან გაეღვიძა. ტაძარში რომ მივიდა, ცისკარი დაწყებული იყო, სახარება უკვე წაეკითხათ და კანონებს წარმოთქვამდნენ. პლატონს შერცხვა თავისი საქციელისა, უკან გამობრუნდა, დაჯდა ხის ქვეშ და მწარედ ატირდა. დამთავრდა ლიტურგია. შეიკრიბნენ სატრაპეზოდ. პლატონი არ ჩანდა. მამა მიქაელს უყვარდა ახალბედა მორჩილი და თავისი მოწაფე ათანასე გაგზავნა მის მოსაყვანად. ათანასემ, როგორც იქნა, მიაგნო პლატონს და გამოყოლაზე ძლივს დაითანხმა. როცა პლატონი სკიტში მივიდა და მამები დაინახა, უფრო აღელდა, დაემხო მიწაზე და ტირილით შენდობას ითხოვდა. მამებმა წამოაყენეს, დაამშვიდეს და მწუხარების მიზეზი ჰკითხეს. პლატონს ცრემლები ახრჩობდა და ვერაფერს ამბობდა. როცა ათანასემ მოჰყვა ახალბედას ცრემლების მიზეზი, ყველამ ერთხმად ამოიოხრა და დადუმდა. დაამშვიდეს და სატრაპეზოში შეიყვანეს. აღელვებულმა პლატონმა საჭმელს პირი ვერ დააკარა, მხოლოდ ტრაპეზობის მერეღა შეჭამა ცოტა რამ. მამა მიქაელმა ამ ამბის შემდეგ თავისი მოწაფეები დამოძღვრა და მოუწოდა, პლატონისნაირი მხურვალე საღვთო მწუხარება მოეპოვებინათ.
ერთხელ მამა მიქაელს მამა ონოფრე ეწვია. მოძღვრის თხოვნით, მან თავის სკიტზე მოუთხრო მოწაფეებს. პლატონი დააინტერესა სკიტის მდებარეობამ და მამა ონოფრეს გაჰყვა. კერკულის სკიტს მამა თეოდოსი ხელმძღვანელობდა, ძმებს მკაცრი ათონური ტიპიკონი ჰქონდათ. პლატონმა სკიტში სამი წელი დაჰყო, მოიარა გარშემო სკიტები, ნახა ყველა მეუდაბნოე მამა და მათგან მაცხოვნებელი გაკვეთილების მერე მეტი ღვაწლით გააგრძელა მოღვაწეობა. აქ მან ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, რომ მისთვის "ახალგაზრდა ბერიკაცი" შეგეძლოთ გეწოდებინათ.
მალე პლატონმა შეიტყო, რომ მოძღვრები მას მღვდლად კურთხევას უპირებდნენ და ამიტომ ათონზე წასვლა გადაწყვიტა. ათონზე მაშინ დაცემის პერიოდი იდგა. აქ ის უფრო მეტი სიმკაცრით ცხოვრობდა, ვიდრე ვლახეთში. გასაოცარი გახლდათ მისი უპოვარება, პერანგიც კი არ ეცვა, კაბა და ანაფორა უფარავდა სხეულს. ერთხელ ათონზე მამა ვასილი ჩამოვიდა, პლატონი მანტიით შემოსა და მას პაისი უწოდა. სამი წლის მერე ვლახეთიდან ათონზე მოლდაველი ბერი ბესარიონი ჩამოვიდა, მან მოიარა ათონი, მაგრამ მოძღვარი ვერ იპოვა. დიდი მუდარის მერე მამა პაისიმ ის მიიღო არა როგორც მოწაფე, არამედ ვითარცა სულიერი ძმა.
სამწყსო თანდათანობით გამრავლდა. მამა პაისი იძულებული გახდა, წმინდა ილიას სკიტში გადასულიყო. აქ ბერებმა სამონასტრო ტაძარი და კელიები ააგეს. მამა პაისის საძმო უმკაცრესი ტიპიკონით ცხოვრობდა - საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, ლოცვა, მოსაგრეობა. უამრავი ადამიანი მიდიოდა მამა პაისისთან, უმეტესობას მათთან დასახლება სურდა. მამა პაისის ხან ფეხით და ხან ჯორით ესტუმრებოდა ხოლმე უწმინდესი პატრიარქი სერაფიმე, რომელიც პანტოკრატორის მონასტერში ცხოვრობდა. მიუხედავად უარისა, მამა პაისი იძულებული გახდა, მღვდლად ხელდასხმა მიეღო, რათა თავისი სულიერი შვილებისთვის უკეთ ეზრუნა. ამბობენ, რომ ყოველთვის სულშემუსვრილი სწირავდა და ხშირად მოჭარბებული გრძნობებისა და ცრემლთა დენის გამო მისი მსმენელნი იძულებული ხდებოდნენ, ტაძრიდან გარეთ გამოსულიყვნენ დასამშვიდებლად. ტიროდა თითქმის ყველა, ატირებული პატრიარქიც ნამეტნავისაგან გულისა ამბობდა: "დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს!"
მთელ ათონზე გაუვარდა სახელი მამა პაისის, მრავალნი მისდამი სიყვარულით განიმსჭვალნენ. მისი საძმოც იმდენად გამრავლდა, რომ ნახევარი საცხოვრებლად სიმონ-პეტრეს მონასტერში გადავიდა. მაგრამ მალევე თურქებმა აიძულეს მამა პაისი, ათონიდან მოლდავეთში გადასახლებულიყო. რუსეთში ბნელი დრო იდგა ეკატერინე პირველიდან, ეკატერინე მეორემდე, რომელმაც თითქმის დაანგრია რუსული სამონასტრო ცხოვრება. მოლდავეთი კი ასეთი ამბებისგან შორს იყო. 64-კაციანი ძმობა ორი გემით სწორედ იქ ჩავიდა და დასახლდა. მამა პაისიმ ძალზე მკაცრი ტიპიკონი შემოიღო თავის კინოვიურ მონასტერში: საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, მორჩილება საერთო საქმეში, მდუმარება, კელიებში იესოს ლოცვის წართქმა და ყოველდღიური აღიარება გულისთქმებისა. მამა პაისი დიდად ზრუნავდა ძმათა შორის მშვიდობისათვის, წაჩხუბებულებს, ვიდრე არ შერიგდებოდნენ, ეკლესიაში ფეხის შედგმას და "მამაო ჩვენოს" თქმას უკრძალავდა. სავანის გარეთ, საქმეზე, მხოლოდ იმ ძმებს უშვებდა, რომლებიც სხვებს საცთურად არ ექცეოდნენ.
მამა პაისი თავისუფალ დროს ბერძნული ენიდან წმინდა მამათა ნაწერების თარგმნას ანდომებდა. შობის მარხვიდან, ვიდრე ლაზარეს შაბათამდე, ყოველდღიურად, საღამოობით, მის მიერ ნათარგმნი ტექსტები იკითხებოდა. თავის საკითხავს მამა პაისი თან განმარტავდა. მისი კელია დილიდან საღამოს ცხრა საათამდე ღია იყო ყველა მომსვლელისთვის.
რუსეთ-თურქეთის ომის მერე მოლდავეთის მიწების ნაწილი ავსტრიის ხელში გადავიდა. პაპისტებისზეწოლამ მამა პაისის დრაგომირნა დაატოვებინა. მოლდავეთის მეფის, გრიგორი გიკასა და მიტროპოლიტის ნებართვით, მამა პაისის საძმო ნიამეცის მონასტერში დასახლდა. 1779 წელს მონასტრის ძმობამ რამდენიმე ათეულ კაცს მიაღწია.
უდიდესია წმინდა პაისი ველიჩკოვსკის ღვაწლი, მისი გადათარგმნილი და შედგენილია ყველა მონაზონისთვის, და არა მარტო მათთვის, სამაგიდო წიგნები: "სათნოებათმოყვარეობა", "კიბე" ისააკ ასურის სწავლანი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავისი ნაწერები კიდევ ერთხელ გადაიკითხა და შეასწორა.
აასრულა რა თავისი უდიდესი მოწოდება, მიაღწია ღრმა სიბერემდე... სიკვდილის წინ ოთხი დღე იავადმყოფა, მოიხმო საძმო, სათითაოდ დალოცა, კიდევ ერთხელ ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მასვე ჩააბარა თავისი სული 1794 წლის 15 ნოემბერს. წმინდა პაისი ნიამეცის მონასტერში დაკრძალეს და მისი წმინდა საფლავი საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტად იქცა.
ნიამეცის მონასტერი
................................
აქვე წაიკითხეთ:

ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat