ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი).
ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი).
მამა პაისი 1722 წელს დაიბადა პოლტავაში, სადაც მამამისი იოანე მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. მამა პეტრე (ასე ეძახდნენ ერისკაცობაში) და დედამისი ღვთისმოშიშები იყვნენ. ოთხი წლის პეტრეს მამა გარდაეცვალა და მასზე ზრუნვა უფროსმა ძმამ, იოანემ იკისრა, რომელმაც ტაძარში მამის ადგილი დაიკავა. როცა წამოიზარდა, პეტრე სასწავლებლად მიაბარეს. მალე დაეუფლა წერა-კითხვას. ყმაწვილის საყვარელი საკითხავი წმინდანთა ცხოვრება და ღირს მამათა სწავლებანი იყო. ოთახში ჩაიკეტებოდა და კითხულობდა სასულიერო წიგნებს. 13 წლის პეტრეს ძმაც გარდაეცვალა და უკიდურესად შეჭირვებულმა დედამ კიევის მიტროპოლიტ რაფაელს სთხოვა დახმარება, რომელმაც არა მარტო შეუნახა მამისეული ადგილი პეტრეს, მცირე გამოცდის მერე ყმაწვილი კიევის საწავლებელში ჩარიცხა. პეტრე კარგად სწავლობდა, თავისუფალ დროს დაფარულ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვაში ატარებდა. სასულიერო სასწავლებელში მან რამდენიმე ყმაწვილი გაიცნო, რომელთაც, მის მსგავსად, მონაზვნობა სურდათ. ბიჭები მთელ ღამეებს საუბარში ატარებდნენ თუ როგორ აესრულებინათ ოცნება. პეტრემ აღარ დაუცადა სწავლის დასრულებას, უჩუმრად დასტოვა კიევი და მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად წავიდა.
შეძრწუნებული დედა დიდხანს სტიროდა. მერე კი გადაწყვიტა, შიმშილით მოეკლა თავი. გონება თითქმის დაუბნელდა. უეცრად მწუხარებისგან გათანგული ქალი გონს მოვიდა და ღვთისმშობლის "დაუჯდომელი" მოითოხვა, რომელსაც დიდხანს კითხულობდა. მერე კი მოძღვარს მოუხმო და უთხრა: "როცა მწუხარებისგან დასუსტებული სიკვდილის პირას მივედი, საშინელი სახის უამრავი დემონი დავინახე. ჩემი შეპყრობა სურდათ. "დაუჯდომელის" კითხვა დავიწყე. როცა მას დღედაღამ შეუჩერებლად ვკითხულობდი, ეშმაკები თრთოდნენ და ვეღარ მეკარებოდნენ. გულს მომეფონა. უეცრად ცა გაიხსნა და ელვასავით ჩამოეშვა უფლის ანგელოზი. წინ დამიდგა და მითხრა: "ჰოი, უგუნურო! ეს რა გააკეთე?! იმის მაგივრად, რომ მთელი სულით და გულით შეგეყვარებინა უფალი, შემოქმედი შენი, შემოქმედზე მეტად შეიყვარე ქმნილება - ვაჟი შენი. ამ განუსჯელი და ღვთისსაწინააღმდეგო სიყვარულის გამო გადაწყვიტე, თავი შიმშილით მოგეკლა და საუკუნოდ წარწყმედილიყავი. იცოდე მტკიცედ: შენი ვაჟი, ღვთის მადლით, აუცილებლად მონაზონი გახდება. შენც უნდა გაუყვე შვილის ნაკვალევს, უარი თქვა სოფელზე და მონაზონი გახდე. ეს ღვთის განსაკუთრებული ნებაა! თუ კიდევ შეეწინააღმდეგები ღვთის ნებას, მაშინ ნაბრძანები მაქვს ქრისტესგან, რომ გადაგცე ეშმაკებს, რომლებიც შენს შეპყრობას ლამობენ, რათა მასხრად აიგდონ შენი სულიცა და ხორციც. დაე ვსხვა მშობლებმაც ისწავლონ, რომ შვილები ღმერთზე ძლიერ არ უნდა უყვარდეთ". ვთქვი, - თუ ასეთია ღვთის ნება, ამიერიდან ჩემს შვილზე აღარ ვიდარდებ-მეთქი. და ეშმაკები გაქრნენ, უფლის ანგელოზი კი გახარებული ავიდა ზეცად.
ირინას მონათხრობმა მოძღვარი და ახლობლები დიდად ანუგეშა. მალე პეტრეს დედამ მონასტერს მიაკითხა, მონაზვნად აღიკვეცა იულიანას სახელთ და ათი წლის მერე მშვიდად გარდაიცვალა.
პეტრეს ბევრი მწუხარება და იმედგაცრუება შეხვდა. მონაზვნობის დონე იმ დროს დაცემული იყო. პეტრეს უნდა გაეარა თავისი გზა, რათა სხვებისთვისაც მასწავლებელი ყოფილიყო. თავიდან დნეპრთან ახლოს ლუბეჩკის მონასტერში დასახლდა, რომლის იღუმენიც გახლდათ მამა ნიკიფორე. ის სიყვარულით, მოთმინებით და სიმშვიდით ხელმძღვანელობდა საძმოს. სამწუხაროდ, მალე მის მაგივრად განსწავლული ბერი დაადგინეს, რომელიც მონასტერს ბატონივით მართვდა. შეშინებულმა ბერებმა მონასტერი დატოვეს, წავიდა პეტრეც. იღუმენმა ერთხელ პეტრეს უბრძანა, - მზარეულებს უთხარი კომბოსტო მომიმზადონო, თუმცა არ უთქვამს, როგორ. როცა პეტრემ საჭმელი მუტანა, აღმოჩნდა, რომ მზარეულებმა საჭმელი სხვანაირად გააკეთეს, ვიდრე მას სურდა. გაბრაზებულმა იღუმენმა პეტრეს სილა გააწნა, რომლითაც მერე ტრაბახობდა კიდეც. იქ პეტრემ გამოცდილი მოძღვარი ვერ იპოვა, რომელიც მას უხელმძღვანელებდა. ცრემლმორეული შეევედრა ღმერთს. იმავე ღამეს გადალახა გაყინული დნეპრი და მედვედევის მონასტერში ითხოვა თავშესაფარი. იღუმენმა ნიკიფორემ სიამოვნებით მიიღო და ფერიცვალება დღეს 19 წლისა პლატონის სახელით აღკვეცა.

გულმოდგინედ იღვწოდა ახალბედა მორჩილი. დღისით სამორჩილო საქმეებს ასრულებდა, ღამით კი ლოცულობდა. თუმცა ამ სავანეშიც დიდხანს არ მოუწია ყოფნამ. უკრაინაში უნიატებმა მართლადიდებლობის დევნა დაიწყეს. ამ სავანის მთავარი ტაძარი დაულუქეს. ძმობა მიმოიფანტა. პლატონი სხვებთან ერთად კიევში, მღვიმევის მონასტრის სტამბაში მოეწყო. მაგრამ რადგანაც რუსეთში ვერ იპოვა რასაც ეძებდა, სამშობლოდან გაემგზავრა - მოლდავო-ვლახეთში.
იქ, ტრეისტვენის წმიდა ნიკოლოზის სვანეში ნახა ის, რასაც ეძებდა: მკაცრი მოსაგრები, რომელთაგანაც მას ბევრი რამ ისწავლა. ამ მონასტრის სულიერი მამა გახლდათ მღვდელსქემმონაზონი მიქაელი, რომელიც თავისი მოშურნეობით და ღვთივსათნო ცხოვრებით მსგავსი იყო ძველ მოსაგრეთა. საოცარი მოშურნეობით ზრუნავდა პლატონი თავის სულისთვის. ერთხელ, კვირა დღეს, პლატონს ჩაეძინა და ცისკრის ზარების რეკვა ვერ გაიგო. გვიან გაეღვიძა. ტაძარში რომ მივიდა, ცისკარი დაწყებული იყო, სახარება უკვე წაეკითხათ და კანონებს წართქვამდნენ. პლატონს შერცხვა თავისი საქციელისა, უკან გამობრუნდა, დაჯდა ხის ქვეშ და მწარედ ატირდა. დამთავრდა ლიტურგია. შეიკრიბნენ სატრაპეზოდ. პლატონი არ ჩანდა. მამა მიქაელს უყვარდა ახალბედა მორჩილი და თავისი მოწაფე ათანასე გაგზავნა მის მოსაყვანად. ათანასემ როგორც იქნა, მიაგნო პლატონს და გამოყოლაზე ძლივს დაითანხმა. როცა პლატონი სკიტში მივიდა და მამები დაინახა, უფრო აღელდა, დაემხო მიწაზე და ტირილით შენდობას ითხოვდა. მამებმა წამოაყენეს, დაამშვიდეს და მწუხარების მიზეზი ჰკითხეს. პლატონს ცრემლები ახრჩობდა და ვერაფერს ამბობდა. როცა ათანასემ მოჰყვა ახალბედას ცრემლების მიზეზი, ყველამ ერთხმად ამოიხრა და დადუმდა. დაამშვიდეს და სატრაპეზოში შეიყვანეს. აღელვეულმა პლატონმა საჭმელს პირი ვერ დააკარა, მხოლოდ ტრაპეზობის მერეღა შეჭამა ცოტა რამ. მამა მიქაელმა ამ ამბის მერე თავისი მოწაფეები დამოძღვრა და მოუწოდა, პლატონისნაირი მხურვალე საღვთო მწუხარება მოეპოვებინათ.
ერთხელ მამა მიქაელს მამა ონოფრე ეწვია. მოძღვრის თხოვნით, მან თავის სკიტზე მოუთხრო მოწაფეებს. პლატონი დააინტერესა სკიტის მდებარეობამ და მამა ონოფრეს გაჰყვა. კერკულის სკიტს მამა თეოდოსი ხელმძღვანელობდა, ძმებს მკაცრი ათონური ტიპიკონი ჰქონდათ. პლატონმა სკიტში სამი წელი დაჰყო, მოიარა გარშემო სკიტები, ნახა ყველა მეუდაბნოე მამა და მათგან მაცხოვნებელი გაკვეთილების მერე მეტი ღვაწლით გააგრძელა მოღვაწეობა. აქ მან ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, რომ მისთვის "ახალგაზრა ბერიკაცი" შეგეძლოთ გეწოდებინათ.
მალე პლატონმა შეიტყო, რომ მოძღვრები მას მღვდლად კურთხევას უპირებდნენ და ამიტომ ათონზე წასვლა გადაწყვიტა. ათონზე მაშინ დაცემის პერიოდი იდგა. აქ ის უფრო მეტი სიმკაცრით ცხოვრობდა, ვიდრე ვლახეთში გასაოცარი გახლდათ მისი უპოვარება, პერანგიც კი არ ეცვა, კაბა და ანაფორა უფარავდა სხეულს. ერთხელ ათონზე მამა ვასილი ჩამოვიდა, პლატონი მანტიით შემოსა და მას პაისი უწოდა. სამი წლის მერე ვლახეთიდან ათონზე მოლდაველი ბერი ბესარიონი ჩამოვიდა, მან მოიარა ათონი, მაგრამ მოძღვარი ვერ იპოვა. დიდი მუდარის მერე მამა პაისიმ ის მიიღო არა როგორც მოწაფე, არამედ ვითარცა სულიერი ძმა.
სამწყსო თანდათანობით გამრავლდა. მამა პაისი იძულებული გახდა, წმინდა ილიას სკიტში გადასულიყო. აქ ბერებმა სამონასტრო ტაძარი და კელიები ააგეს. მამა პაისის საძმო უმკაცრესი ტიპიკონით ცხოვრობდა - საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, ლოცვა, მოსაგრეობა. უამრავი ადამიანი მიდიოდა მამა პაისისთან, უმეტესობას მათთან დასახლება სურდა. მამა პაისის ხან ფეხით და ხან ჯორით ესტუმრებოდა ხოლმე უწმინდესი პატრიარქი სერაფიმე, რომელიც პანტოკრატორის მონასტერში ცხოვრობდა. მიუხედავად უარისა, მამა პაისი იძულებული გახდა, მღვდლად ხელდასხმა მიეღო, რათა თავისი სულიერი შვილებისთვის უკეთ ეზრუნა. ამბობენ, რომ ყოველთვის სულშემუსვრილი სწირავდა და ხშირად მოჭარბებული გრძნობებისა და ცრემლთა დენის გამო მისი მსმენელნი იძულებული ხდებოდნენ, ტაძრიდან გარეთ გამოსულიყვნენ დასამშვიდებლად. ტიროდა თითქმის ყველა, ატირებული პატრიარქიც ნამეტნავისაგან გულისა ამბობდა: "დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს!"
ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი). მთელ ათონზე გაუვარდა სახელი მამა პაისის, მრავალნი მისდამი სიყვარულით განიმსჭვალენ. მისი საძმოც იმდენად გამრავლდა, რომ ნახევარი ძმობისა, საცხოვრებლად სიმონ-პეტრას მონასტერში გადავიდა. მაგრამ მალევე თურქებმა აიძულეს მამა პაისი, ათონიდან მოლდავეთში გადასახლებულიყო. რუსეთში ბნელი დრო იდგა ეკატერინე I-დან, ეკატერინე II-მდე, რომელმაც თითთქმის დაანგრია რუსული მონასტრული ცხოვრება. მოლდავეთი კი ასეთი ამბებისგან შორს იყო. 64-კაციანი ძმობა ორი გემით სწორედ იქ ჩავიდა და დასახლდა. მამა პაისიმ ძალზე მკაცრი ტიპიკონი შემოიღო თავის კინოვიურ მონასტერში: საერთო ტრაპეზი, საერთო სამოსი, მორჩილება საერთო საქმეში, მდუმარება, კელიებში იესოს ლოცვის წართქმა და ყოველდღიური აღიარება გულისთქმებისა. მამა პაისი დიდად ზრუნავდა ძმათა შორის მშვიდობისათვის, წაჩხუბებულებს, ვიდრე არ შერიგდებოდნენ, ეკლესიაში ფეხის შედგმას და "მამაო ჩვენოს" თქმას უკრძალავდა. სავანის გარეთ, საქმეზე, მხოლოდ იმ ძმებს უშვებდა, რომლებიც სხვებს საცთურად არ ექცეოდნენ.
მამა პაისი თავისუფალ დროს ბერძნული ენიდან წმინდა მამათა ნაწერების თარგმნას ანდომებდა. შობის მარხვიდან, ვიდრე ლაზარეს შაბათამდე, ყოველდღიურად, საღამოობით, მის მიერ ნათარგმნი ტექსტები იკითხებოდა. თავის საკიხავს მამა პაისი თან განმარტავდა. მისი კელია დილიდან საღამოს ცხრა საათამდე ღია იყო ყველა მოსვლელისთვის.
რუსეთ-თურეთის ომის მერე ავსტრიის ხელში გადავიდა მოლდავეთის მიწების ნაწილი. პაპისტების ზეწოლამ მამა პაისის დრაგომირნა დაატოვებინა. მოლდავეთის მეფის, გრიგორი გიკასა და მიტროპოლიტის ნებართვით, მამა პაისის საძმო ნიამეცის მონასტერში დასახლდა. 1779 წელს მონასტრის ძმობამ რამდენიმე ათეულ კაცს მაიღწია.
უდიდესია წმინდა პაისი ველიჩკოვსკის ღვაწლი, მისი გადათარგმნილი და შედგენილია ყველა მონაზონისთვის, და არა მარტო მათთვის, სამაგიდო წიგნები: "სათნოებათმოყვარება", "კიბე" ისააკ ასურის სწავლანი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავისი ნაწერები კიდევ ერთხელ გადაიკითხა და შეასწორა.
აასრულა რა თავისი უდიდესი მოწოდება, მიაღწია ღრმა სიბერემდე... სიკვდილის წინ ოთხი დღე იავადმყოფა, მოიხმო საძმო, სათითაოდ დალოცა, კიდევ ერთხელ ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მასვე ჩააბარა სული თავისი 1794 წლის 15 ნოემბერს. წმინდა პაისი ნიამეცის მონასტერში დაკრძალეს და მისი წმინდა საფლავი საყოველთაო თაყვანსცემის ობიექტად იქცა.


სწავლანი ათ სათნოებაზე.

პირველი სათნოება - რწმენა, რამეთუ რწმენით მიიღებ ყოველივეს, რასაც მოისურვებ, - ბრძანა უფალმა. სწრფვისდა მიხედვით ჩვენი რწმენა ან მცირდება ან იზრდება.
მეორე სათნოება - წრფელი სიყვარული თვთისა და ადამიანებისა. მარტო სიყვარულით მთელი სჯული აღესრულება და ღვთივსათნო ცხოვრება აღსრუდლება. სიყვარული იმაში არ მდგომარეობს, რომ საკუთარი სული დასდო საკუთარი მეგობრისთვის და რაც შენთვის არ გინდა, სხვას ის არ გაუკეთო. სიყვარულში მყოფი ღმერთში იმყოფება.
მესამე სთნოება - მარხვა. მარხვა ჰქვია საკვების დღეში ერთელ მცირე რაოდენობით მიღებას. ტრაპეზიდან მშიერი უნდა წამოდგე.
მეოთხე სათნოება - მოთმინება, დედა ყველა სხვა სათნოებათა. მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა.
მეხუთე სათნოება - მღვიძარება. გონივრული მღვიძარება განწმენდს გონებას გაფანტული გულისთქმებისგან, განამსუბუქებს მას და შეჰყავს ლოცვაში. ზომიერი მღვიძარება განამხიარულებს სულს.
მეექვსე სათნოება - იესოს ლოცვის წართქმაა. ეს კაცისა და ანგელოზების საერთო საქმეა. ამ ლოცვით ადამიანები მალე მიუახლოვდებიან, ანგელოზებრივ ცხოვრებას. ლოცვა ეს საღვთო მხიარულებაა.
მეშვიდე სთნოება - სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარება. გულითადი სიმდაბლე უშრომელად აცხოვნებს მოხუც ადამიანს, ავადმყოფს, გლახაკს, უპოვარს და უსწავლელს. სიმდაბლის გამო მას ყველა ცოდვა მიეტევება.
მერვე სათნოება - მყუდროება, ანუ განშორება ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავისა და შფოთისაგან, ანდა უპასუხო მდუმარება კაცთა შორის ყოფნისას საკუთარი ენის მომთოკველი, მთელ თავის სხეულსაც მოთოკავს.
მეცხრე სათნოება - უპოვარება და უკიდურესი სიღატაკე.
მეათე სთნოება - კეთილგონივრული განსჯა ყოელგვარი საქმისას, ვინაიდან განუსჯელობას კეთილი ბოროტებისკენ მიჰყავს.
ზემოთ მოხსენიებული ათი სათნოების გარეშე შეუძლებელია ცხონება.
როგორ გავარჩიოთ აზრები ღვთისგან არის შთაგონებული, თუ ბოროტის ხრიკია.
- როგორ შეიძლება გავარჩიოთ ღვთისგან არის შთაგონებული თუ ეშმაკის საცთურია, როცა კეთილი, მაგრამ საეჭვო საქმე ხდება, ანუ როცა ერთი გულისთქმა მის შესრულებას გაიძულებს, მეორე კი პირიქით, წინ აღუდგება მას?
- ბოროტს ჩვევად აქვს სიმართლე დამალოს და კეთილი ბოროტს შეურიოს. მაგრამ როგორ უნდა შევიტყოთ ჭეშმარიტება? საღვთო ნება ყვეალ ჩვენს განზრახვაში მშვიდია, კეთილსაიმედოა და უეჭველი. არა მხოლოდ ჩვენს კეთილ საქმეში, არამედ ჩვენის უსჯულოებისას ღმერთი სიმდაბლით დიდხანს ითმენს და ჩვენს სინანულს ელის. როგორ შევიტყობთ ეშმაკის მზაკვრობას? ეშმაკი ჩვეულებისამბერ წინ აღგვიდგება და სიკეთისგან განგვაშორებს. მაგრამ თუ რაიმე გარეგნულად კეთილში, გონება შეშფოთდება და ჩვენც აგვრევს, განაძევებს ჩვენგან ღვთის შიშს, მოგვაკლებს სიმშვიდეს, ისე რომ, სრულიად უმიზეზოდ გული გვტკივა და გონება ყოყმანობს. იცოდე, რომ ეს ეშმაკისგანაა და მოიცილე. ეშმაკისგანაა ჩვენს განზრახვებში ყოველგვარი შემაშფოთებელი, სიმშვიდის ამრევი და საეჭვო ჩვენი გონებისთვის. ჩვენი გულის განწყობას ყოველთვის კი არ უნდა დავუჯეროთ, უნდა განვსაჯოთ, სასარგებლოა თუ არა იგი. როცა ჩვენს გონებას შეავიწროვებს მტრის გულისთქმები და დანაღვლიანება, მაშინ უნდა დავუტეოთ ყოველგვარი ფიქრი და განსჯა, ვიდრე გონება ლოცვით არ განიწმინდება (რამეთუ ჩვენ არ ვიცით სიმართლე), ამიტომაც, ვისაც სურს გაიგოს ჭეშმარიტება, დაე, აიძულოს საკუთარი თავი და დიდხანს მხურვალედ ილოცოს სასურველი საქმისთვიდ. ლოცვისას ეშმაკი ვერ შესძლებს დამალოს ჭეშმარიტება - ამ დროს ხელმწიფება არა აქვს. საქმით შეიძლება გამოსცადო ასეთი რწმენის ჭეშმარიტება. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat