უცნობი მოწამე - მამა ზაქარია აბრამიშვილი
უცნობი მოწამე - მამა ზაქარია აბრამიშვილი
ამას წინათ ძველი რვეული ვიპოვე და გულით გავიხარე. უამრავ საჭირბოროტო და საინტერესო ჩანაწერთან ერთად მასში რამდენიმე გვერდი მამა ზაქარიას ეძღვნებოდა და ამის გამო რვეულის გაუჩინარებას კიდევ უფრო მტკივნეულად განვიცდიდი.

კარგა ხანს ვფიქრობდი, ჩემს დიდ პაპაზე დამეწერა, მაგრამ მისი მოღვაწეობა-მოწამეობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მაფერხებდა. არადა, მცნება "პატივ-ეც დედასა შენსა და მამასა შენსა" წინაპრების ღვაწლის ხსოვნას და მათ პატივისცემასაც ხომ გულისხმობს. ამიტომ მცნების შეუსრულებლობა მძიმე ლოდად მაწვა.

ბებია, ადელინა ლაბაძე, 2005 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. უფლის განგებით, სწორედ ამ წლის დასაწყისში მოვახერხე მისგან მამა ზაქარიასთან დაკავშირებული საინტერესო ცნობების ჩაწერა. ბებია მამა ზაქარიას რძალი იყო და აღმოჩნდა, რომ მამამთილზე ყველაზე მეტი სწორედ მან იცოდა.

საინტერესოა, რომ როცა მამა ზაქარია გარდაიცვალა (ზოგი ინფორმაციით, იგი - 1928, ზოგიერთი მონაცემით კი 1930 წელს მოკლეს), ბებია 7-8 წლისა თუ იქნებოდა. შესაძლოა, ბავშვობის მოგონებები ან შემდგომ პატარა სოფელში ჭორად თუ მართლად გავრცელებული ისტორიები მძაფრ შთაბეჭდილებად შემორჩა მის ცხოვრებას და სწორედ ეს მოვლენები მიამბო სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე. სხვათა შორის, ამ ამბებზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში დუმდნენ თვით მღვდლის შვილები, შვილიშვილები და ახლო ნათესავები...

საოჯახო ფოტოარქივში მამა ზაქარიას ორი ფოტოსურათი მოგვეპოვება: ერთგან იგი უცნობ მამაკაცთან ერთად არის აღბეჭდილი, მეორე ჯვრისწერის შემდეგ უნდა იყოს გადაღებული. მამა ზაქარიას ჯვრისწერის სპეციალური ჩოხა აცვია, ფოფოდიას კი ოქრომკედით მორთული, ლამაზი გულისპირითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული თეთრი ქართული კაბა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამა ზაქარია აბრამიშვილი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაბადებულა (ზუსტი თარიღი უცნობია).

დედა, რაქიელ ნოზაძე, ადრე დაქვრივებულა და ორი ვაჟი დარჩენია - ზაქარია და ნიკოლოზი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალი გორიდან დედასთან, ხაშურის რაიონში დაბრუნდა და იოსებ ხაჩიძეს მისთხოვდა, რომელიც სურამის საბჭოში (თემში) მამასახლისად მუშაობდა. მათ შვილები არ შესძენიათ, თუმცა მამინაცვალი კეთილი კაცი აღმოჩნდა და გერებს განათლება მიაღებინა.

ზაქარია თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმინდა ბარბარეს ეკლესიაში (ისანში, მტკვრის სანაპიროზე, პატარა, დარბაზული ტიპის ეკლესიაა სასაფლაოზე) ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად მსახურობდა და იქვე ცხოვრობდა. ცოლად შეირთო სონა ლომიძე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ილია (1912), გოგა (1914) (მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ), ვარა (1917) და შალვა (1918).

თბილისში და, საერთოდ, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა - რევოლუციამ, შიმშილობამ, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ მღვდლის ოჯახი იძულებული გახადა, სურამის ახლოს, სოფელ კაკალათხევში გადასულიყო (ეს სოფელი დღეს აღარ არსებობს, 50-იან წლებში მეწყრის შემდეგ მოსახლეობა მთლიანად სურამის სხვა ახლო სოფლებში გადაასახლეს).

მღვდელი ზაქარია სოფლებში ლუბრუმასა და აზარმელში წირავდა. იმის გამო, რომ იმ დროს სოფელ გვერდისუბანში მღვდელი, ვინმე ბებიაშვილი, გადაასახლეს, სხვებმა კი, ნებითა თუ იძულებით, სამღვდელო კაბა გაიხადეს და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იგი მალულად აღასრულებდა ნათლობის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს. ურჩობის გამო მამა ზაქარია სურამის საბჭოში დაიბარეს, მაგრამ პირველ ჯერზე მხოლოდ გააფრთხილეს, მრავალშვილიანობის გამო შეიბრალეს და გაუშვეს. შემდეგ საბჭოს აცნობეს, აღარ მღვდლობსო.

მამა ზაქარიამ, სოფელ კაკალათხევში დააარსა სკოლა, რომელშიც თავად ასწავლიდა წერა-კითხვასა და საღვთო რჯულს. დღესაც შეიძლება იპოვოთ ადამიანი, ან იმ ადამიანის შთამომავალი, ან მისი წინაპარი თუ ახლობელი, რომელიც გაიხსენებს მღვდელს, რომელმაც მონათლა, დაგიდასტურებთ, რომ სწორედ მამა ზაქარიამ შეასწავლა წერა-კითხვა და, საერთოდ, განანათლა სოფლის მოსახლეობა. მამა ზაქარიას ჰქონდა ბაღ-ვენახი, ჰყავდა ხარები და თავად ამუშავებდა მიწას.

დაახლოებით 1927-28 წლებში კომპარტიის უფროსებმა და ხელმძღვანელებმა, ვინმე მულაძემ და ლომიძემ, სოფელ ქემფერში სხდომაზე "შეარცხვინეს" კაკალათხევის მცხოვრებნი, რომ მღვდელი ჰყავდათ და ამის გამო ვერ ეღირსებოდნენ კოლმეურნეობას (აღსანიშნავია, რომ მღვდლის მოკვლის შემდეგ სოფელში კოლმეურნეობა მართლაც ჩამოყალიბდა).

მამა ზაქარია რამდენჯერმე გააფრთხილეს, უარი ეთქვა მღვდლობაზე და დაბრუნებოდა "ნორმალურ" ცხოვრებას - ერისკაცობას, მაგრამ იგი აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას, კვლავაც ნათლავდა ახალშობილებს და სახლის საკურთხებლადაც დაჰყვებოდა თანასოფლელებს.

ამის გამო მრავალგზის დაარბიეს მოძღვრის საცხოვრისი, ოჯახიც არაერთხელ დაუწიოკეს და გამუდმებით ემუქრებოდნენ. როგორც იხსენებენ, მისი სახლიდან ორი ურემი სასულიერო წიგნები, ხატები, საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელი და სხვა მრავალი რამ გამოიტანეს და დაწვეს. მღვდელი გაკრიჭეს (თმა-წვერი გაპარსეს), თუმცა მამა ზაქარიამ წვერი ისევ მოუშვა და კვლავაც განაგრძობდა სამღვდელო ღვაწლს.

ბოლოს, უფროსების დავალებით, არჩილ და მიშა ლაბაძეებმა ნათლობიდან მომავალი მღვდელი (სადაც თავად არჩილის შვილი მონათლა) უდიდესი სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს.

თანასოფლელები თავშესაქცევად იხსენებდნენ, როგორ გაურბოდა მღვდელი მკვლელებს და თან ევედრებოდა, არ დაედოთ ცოდვა, არ მოეკლათ, არ დაეობლებინათ მისი შვილები. ნასვამმა მკვლელებმა კი მაინც დაუნდობლად სდიეს მამა ზაქარიას და ბოლოს მარგილით მოუსწრაფეს სიცოცხლე...

ახალი წელი თენდებოდა...

დილით სოფლის მცხოვრებლებმა მოძღვრის ნაგვემი და თავგაჩეჩქვილი სხეული იპოვეს.

მართალია, მკვლელები დასაჯეს და დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

არჩილს შვიდი შვილი ჰყოლია და შვიდივე მოჰკვდომია; მიშასაც ოთხი შვილიდან არც ერთი არ შერჩენია, მისთვის კი მატარებელს ორივე ფეხი გადაუჭრია და სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი დატანჯულა.

მღვდელი მამა ზაქარია სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. საფლავის ქვას მისი მოკვდინების აღმწერელი ვრცელი წარწერა ფარავს.

ეს არის ჩემი დიდი ბაბუის, მამა ზაქარია აბრამიშვილის მოწამებრივი აღსასრულის მოკლე და ტრაგიკული ისტორია, თაობიდან თაობას ზეპირად გადაცემული, ამის გამო კი, ცხადია, ნაკლული და შეუსწავლელიც. არადა, ღირსეული წინაპრის გმირობის ამბავი მის შთამომავალთ ბევრსაც გვავალებს და ცხადია, ღირსების გრძნობითაც გვავსებს.

ვინ იცის, მამა ზაქარიას მსგავსად, იმ ავადსახსენებელ დროს რამდენი უცნობი მოწამეა მომწყდარი, რომელთა თავდადება და ღვაწლი დღემდე დაფარულია.
მიხეილ აბრამიშვილი
მამა ზაქარია აბრამიშვილის შვილთაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat