ვიცი, დავისჯები, მაგრამ მე რწმენა და ქრისტიანული ზნეობა მკარნახობს, სადაც ჩემი მრევლია, მეც იქ ვიყო
ვიცი, დავისჯები, მაგრამ მე რწმენა და ქრისტიანული ზნეობა მკარნახობს, სადაც ჩემი მრევლია, მეც იქ ვიყო
მას შემდეგ, რაც XIII საუკუნეში ჭიათურაში მღვიმევის მონასტრის მშენებლობა დაამთავრეს, მონასტრის საპატრონოდ რაჭის ერისთავს რაჭიდან ყმები ჩამოუყვანია - მამაცი, გამჭრიახი და გონებამახვილი ხალხი. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოში გამართულ ომებში. ბრძოლებში ბევრჯერ უსახელებია თავი ვინმე ბერიკას და ხშირად რგებია პატივი, ეტარებინა საქართველოს დროშა. საბრძოლო ყიჟინის დროს "ვაშას" გაუთავებელი შეძახილების გამო ბერიკასთვის მიუციათ გვარი ვაშაძე. ამის შემდეგ დაახლოებით XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან მოხდა ვაშაძის გვარის ფორმირება. ისტორიულად სწორედ ამ პერიოდში ფორმორდება გვარები. ამავე პერიოდში მას უბოძეს აზნაურობა და მამულები ყვირილის მარჯვენა მხარეს, სადაც შემდგომ ვაშაძეების გვარი განსახლდა, ისინი აქ დღესაც ცხოვრობენ.

წინაპართა თქმულებები გვაუწყებს, რომ პირველი ვაშაძე, ბერი (ბერიკა), ჭიათურაში მღვიმის მონასტრის სასაფლაოზე უნდა იყოს დასაფლავებული..

ვაშაძეების გვარი დასაბამიდან უკავშირდება სასულიერო საქმიანობას. მეტიც, ძირითადად ისინი არიან მღვიმის მონასტრის წინამძღვრები.

მღვიმის ტაძარს ფუნქციონირება დაუწყია, როგორც დედათა მონასტერს. აქ დედებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ. ცნობილია, რომ ბოლო იღუმენია ამ მონასტერში XIX ს-ის^60-70-იან წლებში იულია ვაშაძე იყო.

სოფელი მღვიმევი მონასტრითურთ საუფლისწული იყო - სამეფო სახლის უმცროს შტოს ეკუთვნოდა.

საარქივო მასალებით ირკვევა, რომ ვაშაძეები არა მარტო მონასტრის მომვლელნი, არამედ საუკუნეების განმავლობაში მისი სულიერი წინამძღვრები ყოფილან - 1690-1700 წლებიდან მოყოლებული დღემდე ვაშაძეები ასრულებდნენ ამ საპატიო მისიას.

სავარაუდოდ, 1898 წელს მღვიმის მონასტრის წინამძღვარ იოანე არქიმანდრიტს განუახლებია სიგელი (გრამოტა) დეკანოზ იოანე ვაშაძისათვის, რომელშიც ნათქვამია: "გაგიახლეთ და გიბოძეთ შენ, დემეტრე ვაშაძის შვილიშვილს, პატიოსან მღვდელს იოანე დეკანოზს და შვილსა შენსა სვიმონს და ძმასა შენსა გრიგოლს, შენს ბიძაშვილს ქაქუჩას. გამოვიკითხეთ რა ძველებიდან, ასევე შევისწალეთ ძველი წერილები, დასტურდება, რომ თქვენს გვარს, შთამომავლობით დეკანოზებს, ერთგულად გიმსახურიათ ამ მონასტრისთვის და გიცხოვრიათ თავისუფლად. 200-ზე მეტი წელი გქონიათ პატივისცემა მეფეთაგან და მღვდელთაგან და ჩვენი მეპატრონისაგან. ამ ხატის და მონასტრის მორიდებით თქვენ არავის მონობაშიც არა ხართ თვინიერ წმინდისა ამის მონასტრისა, მდგომარეობაცა თქვენი აცხადებს, რომ გიჭვრეტს ყოველი კაცი, რომ ამ მონასტრის ერთგულებისათვის გაჭირვებით ცხოვრობთ და ამისათვის ადრე ყოფილხართ განთავისუფლებული ყოველი მეპატრონისაგან. არა სახელმწიფო, არა საბატონო, თქვენ და თქვენი სამკვიდრო გლეხები, როგორც აქამდე ყოფილხართ თავისუფალი ყოველი შემაწუხებლის სათხოვრისაგან, ისე დღეის იქით უნდა იყოთ ამ წმინდის მონასტრის საფარველ ქვეშ. არა გმართებთ რა, სანთლის მეტი. ასე რომ ვწერ ამას, მე ჩემით კი არ გიკეთებთ საქმეს, იმას გიახლებთ, რომელიც ძველად გქონდათ და ყოფილხართ ამ ვიწრო ალაგს სხვათაგან შემბრალებელი და პატივისმცემელნი. წყეულ იქნეს, თუ ვინმემ შეგაწუხოთ და რაიმე ძალა მოგაყენოთ, შეჩვენებულ იყოს. თუ ვინმემ თქვენს ოჯახს უპატიური აკადროს, ამ მონასტრის მადლი რისხავს. თუ ვინმემ უბრალოდ და უსამართლოდ გაგხადოთ, აღიხოცოს სახსენებელი მისი". ამ სიგელის შედგენას ესწრებოდა მაღალღირსი კაცხის მონასტრის არქიმანდრიტი პეტრე. საბუთს ხელს აწერენ და ბეჭდით ადასტურებენ არქიმანდრიტები: იოანე და პეტრე.

ვაშაძეები არამარტო მღვიმის მონასტრის წინამძღვრები იყვნენ. სოფელ მღვიმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო გიორგი დავითის ძე ვაშაძე, სოფელ რგანის მთავარანგელოზის ეკლესიის მოძღვარი - ბესარიონ ვაშაძე.

პირველი სასულიერო პირი, რომელიც არსებულ საარქივო მასალებში გამოიკვეთა, არის დეკანოზი დემეტრე ვაშაძე, ხოლო ბოლო, ვინც 1997 წლიდან მოღვაწეობს, მღვდელი გაბრიელ ვაშაძეა.

მამა ბესარიონ ვაშაძე
მამა ბესარიონი დაიბადა ჭიათურაში 1869 წელს მღვდელ იაკობ ვაშაძის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი და მიენიჭა საეკლესიო სამრევლო სკოლის პედაგოგის წოდება. შემდეგ დაინიშნა მღვიმის მონასტერთან არსებული სამრევლო სკოლის პედაგოგად და დაევალა კანონმდებლობის სწავლება. 1899 წელს მიენიჭა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამრევლო სკოლების საუკეთესო - წარჩინებული მასწავლებლის სახელი. 1902 წლიდან დილიკაურის ეკლესიის წინამძღოლი-დიაკვანია, ხოლო შემდეგ - მთავარი მღვდელმთავარი. პარალელურად დაინიშნა ქვედა დილიკაურის კანონშემსწავლელ პედაგოგად და სკოლის გამგედ. მისი ინიციატივით აშენდა დილიკაურის სკოლა. 1904 წელს იყო თაოსანი და ორგანიზატორი ბეღლევის ეკლესიის მშენებლობისა, მასთან ერთად სკოლის მშენებლობისა და ზარების ჩამოსხმისა. ამის გამო მიიღო სამადლობელი მოწმობა განათლების სახალხო კომისარიატის თავმჯდომარის, ლუკა ჭიპაშვილის ხელმოწერით. ასევე წერდა ჟურნალ-გაზეთებში: "ჯეჯილი", "მწყემსი", "შინაური საქმე". გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა ჟანრის სტატიები, რომლებიც ასახავს როგორც სასულიერო, ასევე ყოფით პრობლემებს. მამა ბესარიონის სახელთანაა დაკავშირებული ჭიათურაში პირველი სწავლების დაწყება და პირველი სამრევლო სკოლის აგება. მამა ბესარიონი, როგორც განათლებული და ავტორიტეტიანი პიროვნება, ჭიათურის საზოგადოებამ მიავლინა აკაკის სამგლოვიარო პანაშვიდზე, სადაც მან ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც შემოკლებით ვთავაზობთ მკითხველს:

KARIBCHE"პატივცემულო საზოგადოებავ! აღარა გვყავს სამშობლოს დამამშვენებელი საუნჯე, აღარ გვყავს ქართველი ხალხის გულის მესაიდუმლე და ჭირისუფალი, აღარა გვყავს საქართველოს მანათობელი ლამპარი, ქართული ლიტერატურის დედაბოძი, ქართველთა ეროვნების პატრიარხი, მამამთავარი, დიდებული მგონასი აკაკი.

25 იანვარი საისტორიო თვე და რიცხვი შეიქნა და შავი ასოებით აღიბეჭდა მგლოვიარე საქართველოს ისტორიაში. აკაკის გარდაცვალებამ შავი მწუხარე ზეწარი გადააფარა მის საყვარელ საქართველოს, რომელსაც 55 წლის განმავლობაში თავს დასტრიალებდა ისე, როგორც ფარვანა პეპელა ღამის წყვდიადში თავს დასტრიაელებს სანათურს, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, თავს დასტრიალებდა სამშობლოს და შეჰგალობდა თავის ტკბილხმოვან ლექსებს ისე, როგორც მაისის ბულბული ტკბილი ხმით შეჰგალობს სურნელოვანი ყვავილით შემკულ მაისის ბაღს. საქართველო მას მიაჩნდა სამლოცველო ტაძრად და ქართველი ერის სათაყვანებელ ხატად, რომლის წინ აკაკი მუდამ ანთებული იყო წმინდა თაფლის სანთელივით და დროთა ვითარებით დადნა და სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაში ჩაქრა. თვითოეული მისი ლექსი აღსავსე იყო მამულის სიყვარულით, ძმათმოყვარეობით და ერთობის ქადაგებით; თვითეული ლექსი ჰარმონიაა, სიმღერაა, მუსიკაა, რომელიც აცხოველებს და ატკბობს ყოველი ქართველი ადამიანის გულსა და გრძნობას, მისი ენა ყველასათვის მარტივი და გასაგებია. თუ ჩვენ ქართული ლიტერატურა გვიყვარს, თუ ჩვენ განათლებულ ერებთან თავი მოგვაქვს, თუ ჩვენ ეროვნული ზნე-ჩვეულება და სული და გული შეგვრჩენია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ აღვიზარდეთ აკაკის პოეზიის ნიადაგზე და მისი გავლენის ქვეშ. ახლა ვილოცოთ აკაკისათვის, რომ მან საუკუნოდ განისვენოს მართალთა თანა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".

ბესარიონის ვაჟი გრიგოლი იგონებს: 1923 წლის აღდგომის პატარა შაბათს მამაჩემს, დეკანოზ ბესარიონ ვაშაძეს, ესტუმრა სოფელ ზედა რგანის ორი მცხოვრები, კარგი აღნაგობის ჩოხიანი ვაჟკაცნი, რომლებმაც ასე მიმართეს ბესარიონს: "მამაო ბესარიონ, ჩვენი საყვარელი მოძღვარი ბრძანდებით და წინ უნდა მიგვიძღოდე სარწმუნოებისათვის ყველა სახის ბრძოლაში. სოფელმა გადაწყვიტა, ჩვენს დაკეტილ ტაძარს ბოქლომი აეხსნას და საქართველოს დიდი აღდგომის დღესასწაულს ლოცვით შევეგებოთ. გვყავს აგრეთვე ყმანი მოსანათლი. იმედია, ჩვენს თხოვნას შეასრულებთ. ცხენს და მამულს გაახლებთო". მამამ უთხრა: - ვიცი, დავისჯები, მაგრამ მე რწმენა და ქრისტიანული ზნეობა მკარნახობს, სადაც ჩემი მრევლია, მეც იქ ვიყოო. დღესასწაული ჩატარდა თურმე დიდი აღტაცებით, ბავშვებიც მოუნათლავთ. ყველა რიტუალი შეუსრულებიათ, შემდეგ ტაძრის ეზოში სუფრა გაუშლიათ ნაკურთხი პურ-ღვინით და სათანადოდ მოულხენიათ. ბესარიონმა ეკლესიაში იქადაგა და სიტყვით მიმართა მრევლს. გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი ხალხი ქრისტეს მცნებას ზურგს არასდროს შეაქცევს და თავის ზნეობას არ გააჩანაგებს. ბესარიონი აღდგომის მეორე დღეს დააპატიმრეს ბრალდებით, რომ ხალხი სოფლისა ხელისუფლებას აუჯანყდა, ტაძარი გახსნა და ლოცვა აღავლინა. იღბლად ჭიათურაში ჩამოსული იყო მამია ორახელაშვილი და ალექსანდრე ვაშაძესთან სტუმრობდა. მათთან ჩემი და, ბაბულია, მივიდა და უამბო ყველაფერი. ეს იყო დაპატიმრების მეხუთე დღე, როცა მამის თბილისში გაგზავნას უპირებდნენ. მამიამაც და ალექსანდრემაც ადამიანობა გამოიჩინეს და ბესარიონი გადაურჩა თბილისში გაგზავნას. ეს რომ მომხდარიყო, უეჭველად დახვრეტდნენ. შემდგომში იგი მაინც დახვრიტეს მსგავსი საქმიანობისთვის.

დეკანოზი არ დაემორჩილა საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნებს, გაეხადა მღვდლის ანაფორა და ხელი აეღო სასულიერო მოღვაწეობაზე, რის გამოც 1937 წლის 17 ნოემბერს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი აღასრულეს 1937 წლის 28 ნოემბერს. 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულებით რეაბილიტირებულია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat