მამა სერაფიონი დაუჭერიათ და წვერი გაუპარსავთ
მამა სერაფიონი დაუჭერიათ და წვერი გაუპარსავთ
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ თლუღში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მღვდელი სერაფიონ გურგენიძე. ეს სოფელი ორ ნაწილად იყოფა - ზემო და ქვემო თლუღად. ზემო თლუღში მდებარე ტეხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირავდა მამა სერაფიონი. ტაძართან სამრევლო სკოლაც იყო. ამ შემაღლებული ადგილიდან ხელისგულივით მოჩანს ნიკორწმინდისა და ხოტევის მთავარანგელოზის ტაძრები. ეს სამი საყდარი თითქოს სამკუთხედს ქმნის. ტეხისის სალოცავის დიდი შიში და მოწიწება ჰქონიათ აქაურებს. თურმე ერთი გლეხისთვის ურემი მოუპარავთ. ქურდი ვერ უპოვიათ. გლეხს ეკლესიაში ხატისთვის უთხოვია, დამეხმარე და ჩემი ურემი გამატანეო. შეშინებულმა ქურდმა ურემი მოუყვანა პატრონს. ამის მერე დამნაშავეებს აქ ტეხდნენო. ამიტომაც დარქმევია ტაძარს ტეხისის წმინდა გიორგი. ტაძარი ჩუქურთმებით ყოფილა შემკული. სამრეკლოდან ზარების ხმა ქვემო თლუღამდე აღწევდა. მამა სერაფიონი (გურგენიძე) შუა ტანის, ქერათმიანი კაცი ყოფილა. სასულიერო პირთა დევნის დროს დაუჭერიათ და გაუპარსავთ. წვერგაპარსულს მორიდებია ხალხისა და შინ ჩაკეტილა.

ტაძრის დახურვისას მოუხერხებია და საეკლესიო სიწმინდენი განადგურებისგან რომ ეხსნა, შინ წაუღია. მამა სერაფიონის დაბადების თარიღს ვერ მივაკვლიეთ. გარდაცვლილა 1944 წელს და დაკრძალულია ტეხისის ტაძართან. სამარეს დიდი ჯვრის გამოსახულებიანი ქვა ადევს.

მამა სერაფიონის მიერ ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები ერთ-ერთ ოჯახში, ქალბატონ ჟუჟუნა როინიშვილთან ინახება. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", ბოლო გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამი ორი კვირა და კიდევა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარსა.

შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. ბოლო გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ".

ეს "დავითნი" ეკუთვნის მღვდელ იოაკიმ გურგენიძეს, ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია.

აქვეა მელქისედეკის მოწაფის, ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი. კვერცხის ფორმის ვერცხლის სანაწილეში ვერცხლის პატარა კოვზი დევს, კოვზის ტარს ჯვრის ფორმა აქვს. ეს კოვზი თურმე სნეულთა საზიარებლად დაჰქონდა მამა სერაფიონს.

ხის გამშვენებულ ყუთში, შუშის ორ პატარა ქილაში, სანათლავი მირონის წვეთები ჩარჩენილა. გვერდით გაცრეცილი ღრუბელი დევს.

ქალბატონმა ჟუჟუნამ მიამბო: "სასულიერო პირთა შთამომავალი იყო მამა სერაფიონი. მამამისიც ტეხისის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა. ერთი ძმა, სილოვანი, დიაკვანი ყოფილა, სამი დანარჩენი - სამხედრო სამსახურში მდგარა.

მამა სერაფიონი კეთილი კაცი ყოფილა. ომის დროს ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. დიდი მეურნეობის პატრონს არავისთვის დაზარებია ხელის გამართვა.

მამა სერაფიონს შვილები არ დარჩენია. ცოლის დისწული უშვილებია, მაგრამ გიორგის გურგენიძის გვარი არ მიუღია, როინიშვილის გვარზე დარჩენილა.

მოგვიანებით მამა სერაფიონმა კიდევ ერთი ბავშვი იშვილა - ძმის, სილოვანის ვაჟი პლატონი. პლატონ გურგენიძე და გიორგი როინიშვილი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. გიორგის ხუთი შვილი დარჩა: ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. პლატონს - ოთხი: სამი ქალი და ორი ვაჟი.

ბატონი ვაჟა გურგენიძე მამა სერაფიონის ძმის, პლატონის შვილიშვილია. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი წიგნის ავტორია.

"მამაჩემი, პლატონი, მამა სერაფიონის ძმისწული იყო. მამა სერაფიონის ძმა იობე, ნიკორწმინდის ტაძარში მსახურობდა. გურგენიძეების ეს შტო განეკუთვნებოდა სამღვდელო გვარს. ამაზე მეტყველებს საარქივო მასალები.

აქედან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ ჰერალდიკის მსგავსი ნიშანი - გამოსახული რუხი ფერის ფონზე.

მამა სერაფიონს და მის მეუღლეს, პელაგიას, მემკვიდრე არ შეეძინათ და იშვილეს პელაგიას ძმისშვილი. მამა სერაფიონს ორი ძმა ჰყავდა - პლატონი და ზოსიმე. პლატონმა ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. პედაგოგად მუშაობდა სვანეთში, შიდა ქართლში და თლუღში. მისი შთამომავალი გახლავართ მე. მეორე ძმას, ზოსიმეს ქალ-ვაჟი ჰყავდა. მისი შთამომავლები ძირძველი სახლის ნაფუძარზე ცხოვრობენ.

მამა სერაფიონის დედას ანიკოს ეძახდნენ. თავში ვახსენე, რომ მამა სერაფიონს შვილი არ ჰყავდა. ამიტომ მისმა ოჯახმა იშვილა გიორგი როინიშვილი, პელაგიას დისშვილი, და დაასახლეს თავიანთ სახლში.

როცა კომუნისტებმა თლუღის ტეხისის წმინდა გიორგის ტაძარი დაანგრიეს, მამა სერაფიონმა მღვდელმსახურება ნიკორწმინდის ტაძარში გააგრძელა. თურმე თლუღიდან ნიკორწმინდამდე ფეხით მიდიოდა. კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოართვა ყველაფერი, სულიერადაც შეავიწროვეს. აუკრძალეს ღვთისმსახურება ნიკორწმინდის ტაძარში. მამა სერაფიონმა ვერ გაუძლო და მალე გარდაიცვალა.

ნამდვილად ვგრძნობთ ჩვენი წინაპრების მადლს. უფალი გვფარავდეს. ერთხანს თბილისის პოლიციის აკადემიაში ვასწავლიდი. მივლინებული ვიყავი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. იქ ყოფნის დროს ჩემი წინაპრების მადლმა ბევრ დაბრკოლებას ამარიდა. რამდენჯერმე სიკვდილსაც გადავურჩი. აფხაზებმა მიმაყენეს კედელთან და დახვრეტა მომინდომეს. ღმერთს ვმადლობ ყველაფრისთვის".

ბატონი ვაჟას მეუღლე, ქალბატონი ელენე ზღულაძე, პროფესიით პედიატრია.

მას მამამთილისგან გაუგონია, რომ მამა სერაფიონს ჰქონდა მდიდარი საეკლესიო და საერო ლიტერატურა. მთელი ეს საგანძური და საეკლესიო ნივთები 1937 წელს გაუნადგურეს...

მამა სერაფიონის გარდა, ამ ოჯახში კიდევ ერთი სამღვდელო პირი იყო, მისი მამა იობე. როგორც ცნობილია, იერარქიის მიხედვით მამა იობე უფრო მაღლა იდგა.

მამა სერაფიონის ძმისწული, გრიგოლი სამხედრო მოსამსახურე ყოფილა, დაიღუპა რუსეთ-იაპონიის ომში. თურმე სოფელში ჩამოუსვენებიათ, თან მოჰყოლია სამხედრო ორკესტრი და დიდი პატივისცემით დაუკრძალავთ.

გურგენიძეების ამ შტოში ყველა წარჩინებული იყო. წინაპართა მადლი მათ შთამომავლებზეც აისახება, რისთვისაც ვმადლობთ უფალს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat